გააზიარე:
მუსტელა კერტების დამცავი და სამკურნალო კრემი 30 მლ.
გამოიყენება ძუძუს თავების ნახეთქების საპრევენციოდ და სამკურნალოდ. ატენიანებს, კვებავს და იცავს არეოლას დელიკატურ კანს, ხსნის დისკომფორტს და აღადგენს კანის დამცავ ბარიერს კვების დროს და შემდეგ. დამზადებულია 100 % ნატურალური ინგრედიენტებისგან. გამდიდრებულია ზეითუნის ზეთით, მცენარეული გლიცერინით და E ვიტამინით, რომელიც ატენიანებს, იცავს და აღადგენს კანს. რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში გამოიყენება ძუძუს თავების მოსამზადებლად. ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას არ საჭიროებს ჩამობანას. სუნის და გემოს გარეშე, არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე, არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, ფენოქსიეთანოლს, მინერალურ ცხიმებს.
სპეციალურად შექმნილი ჰიპოალერგიული ფორმულა ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პედიატრების კონტროლით.
გამოყენება: 1. ძუძუთი კვების დროს - უხვად დაიტანეთ ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ ძუძუს თავებზე. გაიმეორეთ საჭიროების მიხედვით. 2. ორსულობის დროს - დაიტანეთ ბალზამი დილა-საღამოს.










