კოკლავი 457მგ/5მლ 70მლ სუსპ

კოკლავი 457მგ/5მლ 70მლ სუსპ

19.36 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ულაგაი ილაჩ სან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამოქსიცილინი+კლავულანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 90220
გააზიარე:

 კოკლავი

 

შემადგენლობა

200 მგ/28 მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად

400 მგ/57 მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად

კოკლავი სუსპენზია (228 მგ/5 მლ)

აქტიური ნივთიერებები: სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 200 მგ ამოქსიცილინის ეკვივალენტურს და კალიუმის კლავულანატს 28.5 მგ კლავულანის მჟავას ეკვივალენტურ;

დამხმარე ნივთიერებები:

სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 99.7 მგ შაქარს (საქაროზა).

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 3.1.

კოკლავი სუსპენზია (457 მგ/5 მლ)

აქტიური ნივთიერებები: სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 400 მგ ამოქსიცილინის ეკვივალენტურს და კალიუმის კლავულანატს 57 მგ კლავულანის მჟავას ეკვივალენტურს;

დამხმარე ნივთიერებები:

სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 147 მგ შაქარს (საქაროზა).

სრული ჩამონათვალი იხ. პ. 3.1.

ფარმაცევტული ფორმა

კოკლავი წარმოადგენს მოთეთრო ან კრემისფერ ბანანისა და ჟოლოს არომატის მქონე ჰომოგენურ გრანულირებულ ფხვნილს, რომლისგანაც გახსნის შემდეგ მზადდება ასევე ბანანისა და ჟოლოს არომატის მქონე მოთეთრო ან კრემისფერი სუსპენზია.

ფხვნილი 70 მლ პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ბოთლში.

1. კლინიკური მახასითებლები

1.1. თერაპიული ჩვენებები

კოკლავი გამოყენებულ უნდა იქნას ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინების და მგრძნობელობის მონაცემების მიხედვით.

კოკლავის სუსპენზია (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ხანმოკლე მკურნალობისათვის, როდესაც მათი მიზეზი ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამებია. სხვა შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ამოქსიცილინი.

•    ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები), როგორიცაა: მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება.

•    ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი პნევმონია და ბრონქოპნევმონია.

•    საშარდე სისტემის ინფექციები, როგორიცაა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.

•    კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა: ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი.

•    სტომატოლოგიური ინფექციები, დენტოალვეოლარული აბსცესის ჩათვლით.

პრეპარატის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება შეიცვალოს დროის და გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით. აუცილებელია განსაზღვრული იყოს ადგილობრივი მგრძნობელობა. საჭიროებისას, უნდა ჩატარდეს მიკრობიოლოგიური სინჯების შეგროვება და ბაქტერიოლოგიურ მგრძნობელობაზე შემოწმება.

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები ჩამოთვლილია ინსტრუქციის პუნქტი “ფარმაკოლოგიური თვისებები”-ს მიკრობიოლოგიური აქტივობის ნაწილში. (იხ. პუნქტი 5.1).

შერეული ინფექციების, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით და კოკლავის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებლი ორგანიზმებით, მკურნალობა შეიძლება კოკლავის სუსპენზიით (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ). ეს ინფექციები არ საჭიროებს სხვა ანტიბიოტიკის დამატებას, რომელიც რეზისტენტულია ბეტა-ლაქტამაზას მიმართ.

1.2. მიღების წესი და დოზირება

დოზირება დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, ასევე პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმლის ფუნქციაზე.

დოზირება მოცემულია ამოქსიცილინი/კლავულანატის შემცველობის მიხედვით.

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს:

•  დაბალი დოზა: 25/3.6 – 45/6.4 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ორ დოზად გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა – მორეციდივე ტონზილიტი; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები).

•  მაღალი დოზა: 45/6.4 – 70/10 მგ/კგ/დღეში გაყოფილი ორ დოზად გამოიყენება უფრო მძიმე ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად – შუა ყურის ანთება და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად – ბროქოპნევმონია და საშარდე სისტემის ინფექციები).

არ არსებობს კლინიკური მონაცემები 45/6.4 მგ/კგ/დღეში მეტი დოზით გამოყენების შესახებ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არსებობს კლინიკური მონაცემები კოკლავის სუსპენზიის (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) 2 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ.

დოზირება 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის

კოკლავი სუსპენზია 228 მგ/5 მლ

სხეულის წონა (კგ)

უფრო დაბალი დოზის დიაპაზონისთვის (მლ ყოველ 12 სთ-ში)

უფრო მაღალი დოზის დიაპაზონისთვის (მლ ყოველ 12 სთ-ში)

12-16
17-26

5
10

10
15

კოკლავი სუსპენზია 457 მგ/5 მლ

სხეულის წონა (კგ)

უფრო დაბალი დოზის დიაპაზონისთვის (მლ ყოველ 12 სთ-ში)

უფრო მაღალი დოზის დიაპაზონისთვის (მლ ყოველ 12 სთ-ში)

12-16
17-26
27-35
36-დან <40-მდე

2.5
5
7.5
10

5
7.5
10
12.5

დოზირება 2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

დოზირება ხდება სხეულის წონის მიხედვით.

კოკლავი სუსპენზია 457 მგ/5 მლ

სხეულის წონა (კგ)

უფრო დაბალი დოზა25/3.6 მგ/კგ/დღეში  (მლყოველ 12 სთ-ში)

უფრო მაღალი დოზა45/6.4 მგ/კგ/დღეში(მლ ყოველ 12 სთ-ში)

2

0.3      

0.6

3

0.5

0.8

4

0.6

1.1

5

0.8

1.4

6

0.9

1.7

7

1.1      

2.0

8

1.3

2.3

9

1.4

2.5

10

1.6      

2.8

11

1.7

3.1

12

1.9

3.4

13

2.0

3.7

14

2.2

3.9

15

2.3

4.2

მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა:

სუსპენზია მიიღება დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე და გადახედვის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს.

გამოყენების წესი:

კოკლავი მიიღება პერორალურად, ჭამის დასაწყისში ან უშუალოდ ჭამადე, ამგვარად ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ პოტენციურად შესაძლებელი აუტანლობის თავიდან აცილება. პრეპარატის აბსორბცია ოპტიმალურია, როდესაც მისი მიღება ხდება საკვების მიღების დასაწყისში. მკურნალობა შესაძლოა ინიცირებული იყოს პარენტერალური შეყვანით და შემდეგ გაგრძელდეს პერორალური გზით.

სუსპენზიის მომზადების წესი:

კოკლავი სუსპენზია 228 მგ/5 მლ

ავსების წონა  

წყლის მოცულობა, რომელიც უნდა დაემატოს ფხვნილს სუსპენზიის მოსამზადებლად

მზა სუსპენზიის მოცულობა

8 გ

64 მლ

70 მლ

 

კოკლავი სუსპენზია 457 მგ/5 მლ

ავსების წონა

წყლის მოცულობა, რომელიც უნდა დაემატოს ფხვნილს სუსპენზიის მოსამზადებლად

მზა სუსპენზიის მოცულობა

14 გ

61 მლ

70 მლ

სუსპენზიის მომზადებისთვის საჭიროა ბოთლში გადადუღებული და გაციებული წყლის დაახლოებით 2/3-ის დამატება და შემდეგ ბოთლის კარგად შენჯღრევა. პირველადი განზავების შემდეგ სრული დისპერსიის მიზნით აუცილებელია სუსპენზიის დაყოვნება 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ დარჩენილი 1/3 წყლის დამატება ბოთლის ნიშნულამდე და ისევ კარგად შენჯღრევა.

მომზადებული სუსპენზიის მიიღება ხდება 5 მლ-იანი საზომი კოვზით, რომელიც ბოთლთან ერთად მოთავსებულია კოლოფში. ბოთლი მომზადებული სუსპენზიით უნდა შეინჯღრეს პრეპარატის ყოველი მიღების წინ.

მშრალი ფხვნილი ინახება, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

მომზადებული სუსპენზია ინახება 2-8°C ტემპერატურაზე მაცივარში და გამოიყენება არაუმეტეს 7-10 დღის განმავლობაში.

დაუშვებელია პრეპარატის შენახვა საყინულეში.

განსაკუთრებული პოპულაცია:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის, ხოლო თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) კოკლავის (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) სუსპენზიის მიღება არ არის რეკომენდებული.

ახალშობილებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, კოკლავის სუსპენზიის (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) მიღება არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის უკმარისობა

პრეპარატის დანიშვნისას ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილე და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიზნით. არსებული მონაცემები არასაკმარისია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის დადგენისთვის.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში

კლინიკური მონაცემები პრეპარატის 45/6.4 მგ/კგ/დღეში დოზით 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ მოიპოვება.

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის 2 თვემდე ასაკის ახალშობილებში გამოყენების შესახებ, შესაბამისად, დოზირების რეკომენდაციების გაცემა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შეუძლებელია.

გამოყენება ხანდაზმულებში

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

1.3. უკუჩვენება

•    ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

•    წარსულში რომელიმე სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის (მაგ., პენიცილინები, ცეფალოსპორინები) მიმართ ალერგიული რეაქცია.

•    წარსულში სიყვითლე ან ღვიძლის პრობლემები ანტიბიოტიკის მიღების ფონზე.

1.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის დანიშვნამდე აუცილებელია პაციენტისგან დეტალური ანამნეზის შეგროვება, განსაკუთრებით ჰიპერმგრძნობელობის კუთხით პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე და სხვა სამკურანლო საშუალებებზე, რომლებსაც ადრე გამოუწვევია ალერგიული რეაქციები.

აღწერილია მნიშვნელოვანი, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, ანაფილაქსიური რეაქციები პენიცილინებზე (ანაფილაქტოიდური რეაქციების და კანის მხრივ მძიმე დაზიანებების ჩათვლით). აღნიშნული რეაქციების გამოვლენის რისკი განსაკუთრებით მაღალია პენიცილინების მიმართ დადგენილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ალტერნატიული თერაპია. სერიოზული ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ ადრენალინის შეყვანა, ოქსიგენოთერაპია, სტეროიდული თერაპია, სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენა, ზოგჯერ ინტუბირების აუცილებლობით.

იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია, რომ ინფექციის გამომწვევი მგრძნობიარეა ამოქსიცილინის მიმართ, ოფიცილური გაიდლაინების მიხედვით მიზანშეწონილია ამოქსიცილინ-კლავულონატის კომბინაციიდან ამოქსიცილით მკურნალობაზე გადასვლა.

კოკლავით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, თუ არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სავარაუდო პათოგენი რეზისტენტულია ან გააჩნია დაქვეითებული მგრძნობელობა ბეტა-ლაქტამური პრეპარატების მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება S. Pneumoniae-ს მიმართ რეზისტენტული ინფექციების სამკურნალოდ.

იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდოა ინფექციური მონონუკლეოზის არსებობა, საჭიროა პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება, ვინაიდან ამ დროს კანზე წითელას მსგავსი გამონაყარის გაჩენა ართულებს დაავადების დიაგნოსტიკას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას შესაძლებელია კრუნჩხვითი რეაქციის განვითარება.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი გამრავლება.

ანტიბიოტიკის (მათ შორის, ამოქსიცილინის) მიღებით გამოწვეული კოლიტის შემთხვევები, სიმძიმის მიხედვით ვარირებს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე. მნიშვნელოვანია ამ გართულების გათვალისწინება პაციენტებში დიარეით ანტიბიოტიკოთერაპიის ნებისმიერი კურსის დროს ან მის შემდეგ. ანტიბიოტიკის მიღებასთან დაკავშირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ექიმის მიერ დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების მიღება დაუშვებელია.

პრეპარატს ზოგადად ახასიათებს კარგი ამტანობა და ისევე, როგორც პენიცილინების ჯგუფის სხვა პრეპარატებს, ტოქსიკურობის მხრივ დაბალი მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია პერიოდულად თირკმლების, ღვიძლისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის შეფასება.

იშვიათად იყო შეტყობინებები პროთრომბინის დროის (საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება) გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავას და ორალურ ანტიკოაგულანტებს. კოკლავთან ანტიკოაგულანტების ერთდროულად მიღებისას სავალდებულოა შედედების მაჩვენებლების სათანადო კონტროლი. სასურველი ანტიკოაგულაციური ეფექტის მისაღწევად შესაძლოა საჭირო იყოს ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია.

კოკლავის გამოყენებისას შესაძლოა ღვიძლის მხრივ არასასურველი ეფექტების გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ამ ეფექტების უშუალო კავშირი კოკლავთან, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს ქოლესტაზური სიყვითლე, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე, მაგრამ, ჩვეულებრივ, შექცევადი ხასიათის. ნიშნები და სიმპტომები ქრება მკურნალობის შეწყვეტიდან დაახლოებით 6 თვის განმავლობაში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის შერჩევა ხორციელდება უკმარისობის დონის შესაბამისად.

პაციენტებს შემცირებული დიურეზით იშვიათ შემთხვევებში აღენიშნებოდათ კრისტალურია (შარდში მარილების კრისტალების არსებობა), უპირატესად პარენტერალური თერაპიის ფონზე. კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით ამოქსიცილინის მაღალი დოზებით მიღების დროს აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება და გამოყოფილი შარდის ადექვატური მოცულობის შენარჩუნება.

შარდში გლუკოზის დონის შეფასების აუცილებლობისას საჭიროა ფერმენტული გლუკოზოოქსიდაზური მეთოდებით სარგებლობა, ვინაიდან არაფერმენტული მეთოდები ზოგჯერ ცრუ დადებით შედეგებს იძლევა.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა კლავულანის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს IგG-ს და ალბუმინის არასპეციფიკური დაკავშირება ერითროციტების მემბრანების მეშვეობით, რაც ზოგჯერ განაპირობებს კუმბსის სინჯის ცრუდადებით შედეგს.

ზოგ შემთხვევაში მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს Aspergillus-ზე იმუნოფერმენტული ანალიზის ცრუდადებითი შედეგი. ასევე, ჯვარედინი რეაქციები არაასპერგილოზურ პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან ჩატარებული ტესტების ფარგლებში.

ანალიზის დადებითი შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით. საჭიროა შედეგების დადასტურება სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოკლავის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

პრეპარატი შეიცავს შაქარს (საქაროზას), ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება პაციენტებში ისეთი იშვიათი გენეტიკური დაავადებებით, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან სუკრაზა-იზომალტაზას დეფიციტი.

1.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

კოკლავთან ალოპურინოლის ერთდროული გამოყენებისას იზრდება კანის ალერგიული რეაქციების გამოვლენის ალბათობა.

პრობენეციდის და კოკლავის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენიციდი აქვეითებს ამოქსიცილინის სეკრეციას თირკმლის მილაკებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის (მაგრამ, არა – კლავულანის მჟავას) დონის მომატება.

ანტიკოაგულანტებთან (მაგ., როგორიცაა აცენოკუმაროლი ან ვარფარინი) კოკლავის ერთდროული მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დამატებითი ანალიზების ჩატარება.

კოკლავმა შესაძლოა შეამციროს ორგანიზმიდან მეთოტრექსატის გამოყოფა და გაზარდოს მისი ტოქსიკურობის რისკი.         

პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ მიკოფენოლატის მოფეტილს, ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავას შემცველი პრეპარატის მიღებისას აღენიშნებოდათ აქტიური მეტაბოლოტის – მიკოფენოლის მჟავის კონცენტრაციის დაახლოებით 50%-იანი შემცირება, რაც აუცილებლად არ მოწმობს საერთო ექსპოზიციის ცვლილებაზე. ამასთან დაკავშირებით, თუ ტრანსპლანტატის დისფუნქციის კლინიკური ნიშნები არ ვლინდება, დოზის ცვლილების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ასეთი კომბინირებული თერაპიის დროს საჭიროა მკაცრი სამედიცინო დაკვირვება.

კოკლავის, ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების, გამოყენება გავლენას ახდენს ნაწლავურ მიკროფლორაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობის დაქვეითება.

1.6. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის დროს ამოქსიცილინ-კლავულანატის გამოყენების შედეგად თანდაყოლილი ანომალიების განვითარების რისკის ზრდა არ არის მოსალოდნელი. ნაადრევი მშობიარობის დროს და სანაყოფე პარკის ნაადრევად დარღვევის მქონე ქალებში კვლევაში ამოქსიცილინ-კლავულანატის პროფილაქტიკური გამოყენებისას ახალშობილებში აღინიშნებოდა ნეკროზული ენტეროკოლიტის განვითარება. ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, კოკლავი არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს გამოყენებისთვის, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების მცირედი ნაწილი გამოიყოფა დედის რძეში, რამაც შესაძლებელია ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვში გამოიწვიოს დიარეა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციის განვითარება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მიერ სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

1.7. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

არ არის შესწავლილი კოკლავის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პრეპარატის გამოყენებისას ალერგიული რეაქციების, თავბრუსხვევის, კრუნჩხვების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდებულია თავის შეკავება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისაგან, ვინაიდან აღნიშნული ქმედებები მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს.

1.8. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, კოკლავმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე პირებში.

გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი თანმიმდევრობით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000-მდე), უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების მიხედვით).

ინფექციური გართულებები: ხშირად – კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოვანი დაავადებები (კანდიდოზი); უცნობია – რეზისტენტული პათოგენების ჭარბი გამრავლება.

სისხლის სურათის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად – შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია; უცნობია – შექცევადი აგრანულოციტოზი და ჰემოლიზური ანემია; სისხლდენის დროის და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.

იმუნური სისტემის მხრივ: უცნობია – ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადების მსგავსი სინდრომი, ალერგიული ვასკულიტი.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; უცნობია – შექცევადი ჰიპერაქტიურობა, კრუნჩხვები, ასეპტიური მენინგიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – დიარეა, გულისრევა, ღებინება.

გულისრევა უფრო ხშირად დაკავშირებულია მაღალი დოზების მიღებასთან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რეაქციების შემსუბუქება შესაძლებელია პრეპარატის მიღებისას ჭამის დასაწყისში.

არახშირად – დისპეფსიური მოვლენები; უცნობია – ანტიბიოტიკის მიღებასთან ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტის და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით), შავი “თმიანი” ენა, კბილის ემალის შეფერვა (ქრება პირის ღრუს სათანადო ჰიგიენით).

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: არახშირად – ასპარტატამინოტრენსფერაზას დონის მომატება, ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება; უცნობია – ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე.

ღვიძლის მხრივ არასასურველი მოვლენები უპირატესად მამაკაცებს და ხანდაზმულ პაციენტებს აღენიშნებათ და ხშირად დაკავშირებულია ხანგრძლივ მკურანლობასთან. ეს არასასურველი მოვლენები იშვიათია ბავშვებში. პაციენტების ყველა ჯგუფში აღნიშნული მოვლენები ვითარდება მკურნალობის დროს ან მოკლე დროში მკურნალობის დასრულების შემდეგ. ზოგ შემთხვევაში მათი გამოვლენა ხდება მხოლოდ მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. ჩვეულებრივ მათ შექცევადი ხასიათი აქვთ. ღვიძლის მხრივ შეიძლება განვითარდეს ისეთი მძიმე არასასურველი რეაქციები, რომლებიც ლეტალურად სრულდება. როგორც წესი, ასეთი შედეგი უვითარდებოდათ პაციენტებს სერიოზული ძირითადი დაავადებით, რომლებიც თანმხლები თერაპიის სახით ღებულობდნენ სხვა ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედების მქონე პრეპარატებს.

კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: არახშირად – გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად – მულტიფორმული ერითემა; უცნობია – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით.

თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: იშვიათად – ჰემატურია, უცნობია – ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია.

1.9. ჭარბი დოზირება    

ჭარბი დოზირების შემთხვევაში ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომები და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა ამოქსიცილინ-ასოცირებული კრისტალურიის განვითარება, რომელიც იშვითად იწვევდა თირკმლის უკმარისობას.

ამოქსიცილინი ილექება შარდის კათეტერში, უპირატესად დიდი დოზების ინტრავენური შეყვანის შემდეგ. აუცილებელია კათეტერის გამტარობის რეგულარული კონტროლი.

თირკმლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც პრეპარატის მაღალ დოზებს იღებენ, შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება.

კუჭ-ნაწლავის მხრივ სიმპტომების კუპირებისთვის ტარდება სიმპტომური მკურნალობა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზით.

2.  ფარმაკოლოგიური თვისებები

2.1. ფარმაკოდინამიკა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები; ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინები, პენიცილინების კომბინაციები ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორების ჩათვლით.

ათქ კოდი: J01CR02

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ამოქსიცილინი ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია, რომელსაც ახასიათებს აქტივობა მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ამასთანავე, ამოქსიცილინი ექვემდებარება დაშლას ბეტა-ლაქტამაზების მეშვეობით და ამიტომ მისი აქტივობის სპექტრი არ ვრცელდება იმ მიკროორგანიზმებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ აღნიშნულ ფერმენტს.

კლავულანის მჟავა ბეტა-ლაქტამაზას სტრუქტურულად პენიცილინისმაგვარი ინჰიბიტორია, რომელსაც გააჩნია პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების მიერ გამომუშავებული ბეტა-ლაქტამაზების ფართო სპექტრის დათრგუნვის უნარი.

კლავულანის მჟავას ახასიათებს საკმარისი ეფექტურობა პლაზმიდური ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად დაკავშირებულია ბაქტერიების რეზისტენტობასთან, და ნაკლები ეფექტურობა I-ლი ტიპის ქრომოსომული ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, რომლებიც არ განიცდიან ინჰიბირებას კლავულანის მჟავას ზემოქმედებით.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კლავულანის მჟავა იცავს ამოქსიცილინს ბეტა-ლაქტამური ფერმენტებით დაშლისგან, რაც აფართოებს ამოქსიცილინის ანტიბაქტერიულ სპექტრს.

ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას კომბინააციის მიკრობიოლოგიური აქტივობა:

ვარსკვლავით (*) აღნიშნულია ამოქსიცილინ/კლავულანატის კლინიკური ეფექტურობა კლინიკურ კვლევებში.

ორგანიზმები, რომლებიც არ წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას, იდენტიფიცირებულები არიან ნიშნით (†). თუ იზოლატი მგრძნობიარეა ამოქსიცილინის მიმართ, ის მიჩნეულია ამოქსიცილინ/კლავულანატის მიმართ მგრძნობიარედ.

ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები: Bacillius anthracis, Enterococcus faecalis, Listeria monocytogenes, Nocardia asteroides,  Staphylococcus aureus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები)*, Streptococcus agalactiae*†, Streptococcus pyogenes*† და სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები*†, Streptococcus viridans-ის ჯგუფის მიკრობები, Staphylococcus saprophyticus (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები), Coagulase-negative staphylococci (მეტიცილინ-მგრძნობიარე შტამები).

გრამუარყოფითი აერობები: Bordetella pertussis, Haemophilus influenzae1, Haemophilus parainfluenzae, Helicobacter pylory,  Moraxella catarrhalis*, Neisseria gonorrhoeae,  Pasteurella multocida, Vibrio cholera.

სხვა მიკროორგანიზმები: Bordelia burdgoferi, Leptospira iccterohaemorrhagiae, Treponema pallidum.

გრამდადებითი ანაერობები:  Clostridium species, Peptococcus niger, Peptostreptococcus magnus, Peptostreptococcus  micros, Peptostreptococcus species.

გრამუარყოფითი ანაერობები: Bacteroides fragilis, Bacteroides species, Capnocytophaga species, Eikenella corrodens, Fusobacterium nucleatum, Fusobacterium species, Porphyromonas species,  Prevotella species.

სახეობები შეძენილი რეზისტენტობის შესაძლო განვითარებით

გრამდადებითი აერობები: Corynebacterium species, Enterococcus faecium, Streptococcus pneumoniae*†,1, Viridans group Streptococcus. 

გრამუარყოფითი აერობები: Escherichia coli*, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumonia*, Klebsiella  species, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus species, Salmonella species, Shigella species.

სახეობები ბუნებრივი რეზისტენტობით

გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter species, Citrobacter freundii, Enterobacter species, Hafnia alvei, Legionella pneumophila, Morganella morganii, Providencia species., Pseudomonas species, Serratia species, Stenotrophomonas maltophilia, Yersinia enterocolitica.

სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydophila pneumonia, Chlamydophila psittaci, Chlamydia species, Coxiella burnetti, Mycoplasma pneumonia, Mycoplasma species.

 1პენიცილინის მიმართ რეზისტენტული Streptococcus  pneumonia-ს შტამების მიერ გამოწვეული ინფექციების მკურნალობა არ უნდა მოხდეს ამ პრეპარატით.

2.2. ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

პრეპარატის ორივე კომპონენტი, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა, პერორალურად მიღებისას სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს.

განაწილება

სისხლის პლაზმაში ორივე კომპონენტის კონცენტრაციის პროფილები ანალოგიურია და მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (თმახ) შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს. პლაზმაში კლავულანის მჟავას საერთო შემცველობის დაახლოებით 25% და ამოქსიცილინის შემცველობის დაახლოებით 18% იმყოფება ცილებთან დაკავშირებულ მდგომარეობაში.

ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა აღინიშნება ნაღვლის ბუშტში, მუცლის წინა კედლის ქსოვილებში, კანში, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთებში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში. ამოქსიცილინი მხოლოდ უმნიშვნელოდ აღწევს ზურგის ტვინის სითხეში. ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა გადადის დედის რძეში, აღწევს პლაცენტარულ ბარიერს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

ამოქსიცილინის საწყისი დოზის 10-25% გამოიყოფა თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტის სახით. კლავულანის მჟავა ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს და გამოიყოფა თირკმელებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, ამოსუნთქული ჰაერით.

ფარმაკოკინეტიკა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

სამი თვიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ამოქსიცილინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით ერთი და იგივეა.

ხანდაზმულ პირებში აღინიშნება თირკმლების ფუნქციის დაქვეითება, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე დოზის შერჩევასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას საერთო პლაზმური კლირენსი მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად. კლირენსის შემცირება უფრო დამახასიათებელია ამოქსიცილინისთვის, ვიდრე კლავულანის მჟავასთვის. თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას დოზის შერჩევა ხდება ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული ამოქსიცილინის გადაჭარბებული დაგროვება და, ამავე დროს, კლავულანის მჟავას ადექვატური დონის შენარჩუნება.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატს იყენებენ სიფრთხილით. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

3. ფარმაცევტული მახასიათებლები

3.1. დამხმარე ნივთიერებები

შაქარი (საქაროზა), ქსანთანის გუმფისი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილ 200), სილიციუმის დიოქსიდი (სილოიდ AL-1FP), ნატრიუმის საქარინი, ქარვის მჟავა, ბანანის არომატიზატორი, ჟოლოს არომატიზატორი.

3.2. შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი

3.3. ვარგისობის ვადა

2 წელი

გამოყენება ვარგისობის ვადის გათვალისწინებით:

ნუ გამოიყენებთ კოკლავს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ კოკლავი, თუ შეამჩნიეთ, რომ პრეპარატი ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

3.4. შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მომზადებული სუსპენზია ინახება 2-8°C ტემპერატურაზე მაცივარში და გამოიყენება არაუმეტეს 7-10 დღის განმავლობაში.

დაუშვებელია გაყინვა.

3.5. შეფუთვა

კოკლავის (200 მგ/28 მგ) ფხვნილი 70 მლ სუსპენზიის მოსამზადებლად მოთავსებულია მინის ბოთლში მიხრახნილი თავსახურით და დალუქული უსაფრთხოების რგოლით. ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასა და დოზირებულ კოვზთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

კოკლავის (400 მგ/57 მგ) ფხვნილი 70 მლ სუსპენზიის მოსამზადებლად მოთავსებულია მინის ბოთლში მიხრახნილი თავსახურით და დალუქული უსაფრთხოების რგოლით. ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასა და დოზირებულ კოვზთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

4.  სხვა ინფორმაცია

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი

GM Pharmaceuticals Ltd,

საქართველო

მწარმოებელი

I.E. Ulagay Ilac Sanayii Turk A.S.,

თურქეთი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2025-03-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-03-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-03-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-03-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-03-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-03-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-03-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-03-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-03-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-03-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-03-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2025-03-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-03-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-03-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-03-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-03-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-03-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-03-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-03-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-03-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-03-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-03-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-03-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-03-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2025-03-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-03-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-03-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2025-03-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-03-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-03-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-03-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2025-03-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-03-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-03-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-03-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2025-03-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-03-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2025-03-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2025-03-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2025-03-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2025-05-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2025-03-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2025-03-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2025-03-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2025-03-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2025-03-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2025-03-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2025-03-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2025-03-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2025-03-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2025-03-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2025-03-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2025-03-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2032-05-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2025-03-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2025-03-01
ავერსი 2
თ.მეფის გამზ. №28-30
ვადა: 2025-03-01
ავერსი 7
თამარ მეფის გამზირი 26 / თევდორე მღვდლის ქ. 1
ვადა: 2025-03-01
ავერსი 13 (24სთ)
მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები
დ.აღმაშენებლის გამზ. №148ა
ვადა: 2025-03-01
ავერსი 72
წინამძღვრიშვილის ქ. №137
ვადა: 2025-03-01
ავერსი 83
ჩუბინაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-03-01
ავერსი 84
ხეთაგუროვის ქ. №4
ვადა: 2025-03-01
ავერსი 101
მარჯანიშვილის ქ. №28
ვადა: 2025-03-01
ავერსი 122
ჩიტაიას ქ. №37
ვადა: 2025-03-01
ავერსი 124
აბასთუმნის ქ. №1
ვადა: 2025-03-01
ავერსი 142
თევდორე მღვდლის ქ. 3 / თამარ მეფის გამზ. №32
ვადა: 2025-03-01
ავერსი 168
წერონისის და ხერთვისის ქუჩის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-03-01
ავერსი 184
მარჯანიშვილის ქ N26
ვადა: 2025-03-01
ავერსი 196
აღმაშენებლის გამზირი N98
ვადა: 2025-03-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2025-03-01
ავერსი 29
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსის მიმდებარედ.
ვადა: 2025-03-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2025-03-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2025-03-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2025-03-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2025-03-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2025-03-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2025-03-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2025-03-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2025-03-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2025-03-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2025-03-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2025-03-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2025-03-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2025-03-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2025-03-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2025-03-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2025-03-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2025-03-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2025-03-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2025-03-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2025-03-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2025-03-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2025-03-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2025-03-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2025-03-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2025-03-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2025-03-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2025-03-01

რეგიონი (197 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2025-03-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-03-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2025-03-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-03-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-03-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2025-03-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-03-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2025-03-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2025-03-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2025-03-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2025-03-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2025-03-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2025-03-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2025-03-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2025-03-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-03-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2025-03-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2025-03-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-03-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-03-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-03-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-03-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-03-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-03-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2025-03-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2025-03-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-03-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2025-03-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2025-03-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2025-03-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-03-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2025-03-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2025-03-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2025-03-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2025-03-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2025-03-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2025-03-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2025-03-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2025-03-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2025-03-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2025-03-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2025-03-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2025-03-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-03-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-03-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-03-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2025-03-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-03-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-03-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2025-03-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-03-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-03-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-03-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-03-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2025-03-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-03-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2025-03-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2025-03-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2025-03-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-03-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-03-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-03-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2025-03-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2025-03-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2025-03-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2025-03-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2025-03-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2025-03-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2025-03-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2025-03-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2025-03-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2025-03-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2025-03-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2025-03-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2025-03-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2025-03-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2025-03-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2025-03-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2025-03-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2025-03-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2025-03-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2025-03-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2025-03-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-03-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2025-03-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2025-03-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2025-03-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2025-03-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-03-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2025-03-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-03-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2025-03-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2025-03-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2025-03-01