სუმპიცილი 1.5გ+გამხს#1ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სუმპიცილი
Sumpicil
1.5 გი.მ.-ი.ვ. საინექციო ფხვნილი ინიშნება კუნთში და ვენაში
სტერილური
· აქტიური ნივთიერება: თითოეული ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ამპიცილინს (ნატრიუმის ამპიცილინის სახით) და 500 მგ სულბაქტამს (ნატრიუმის სულბაქტამის სახით). გამხსნელის ყოველი ამპულა შეიცავს 3.5 მლ საინექციო წყალს.
· სხვა ინგრედიენტები: საინექციო წყალი
წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
· შეინახეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
· დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
· ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს.
· წამლის მიღების პერიოდში, საავადმყოფოში მისვლისას ან ექიმთან ვიზიტის დროს მოახსენეთ მას, რომ თქვენ იყენებთ ამ წამალს.
· ზუსტად დაიცავით ის რაც წერია ამ ფურცელ-ჩანართში. არ მიიღოთ რეკომენდებულზე
მეტი ან ნაკლები დოზა.
ამ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის სუმპიცილი და რისთვის გამოიყენება იგი
2. სუმპიცილის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ სუმპიცილი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ სუმპიცილი
1. რა არის სუმპიცილი და რისთვის გამოიყენება იგი
სუმპიცილი მიეკუთვნება პენიცილინის ანტიბიოტიკების ჯგუფის წამლებს. ეს არის ორი აქტიური ნივთიერების ამპიცილინის და სულბაქტამის კომბინაცია. სულბაქტამი ამპიცილინს ეხმარება პენიცილინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებაში.
სუმპიცილი წარმოდგენილია 1 ფლაკონით რომელიც შეიცავს თეთრ ან თითქმის თეთრ საინექციო ფხვნილს. სუმპიცილი გამოიყენება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები როგორიცაა სინუსიტი (ჰაიმორის წიაღების ანთება სახის ძვლოვან წიაღებში), შუა ყურის ოტიტი (შუა ყურის ანთება), ეპიგლოტიტი (ხორხსარქველის ანთება, რომელიც ფარავს ტრაქეას), პნევმონია (ფილტვების ანთება), საშარდე გზების ინფექციები და პიელონეფრიტი (თირკმლის და საშარდე გზების ანთება); ინტრააბდომინალური (მუცლის შიდა) ინფექციები, მათ შორის პერიტონიტი (მუცლის შიდა კედლის გამჭვირვალე გარსის ანთება), ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება), ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება) და მენჯის ანთება; ბაქტერიული სეპტიცემია (სერიოზული დაავადება რომელსაც ახასიათებს ცხელება და შემცივნება, იმუნური პასუხი ბაქტერიის მიმართ სისხლის მიმოქცევის ფარგლებში); კანის, რბილი ქსოვილების, ძვალ-სახსართა ინფექციები და გონოკოკური (მიკროორგანიზმებით გამოწვეული გონორეა) ინფექციები.
სუმპიცილის გამოყენება შეიძლება პერიოპერაციულად, ოპერაციის შემდგომი ჭრილობების ინფექციების რისკის შემცირების მიზნით იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ აბდომინალური (მუცლის) ან მენჯის ღრუს (ადგილი სადაც მდებარეობს ქალის შიდა გენიტალიური ორგანოები) ქირურგიული ოპერაციები, სადაც შეიძლება თავი იჩინოს პერიტონეალურმა დაბინძურებამ (მუცლის შიდა კედლის გამჭვირვალე გარსის ანთება). სუმპიცილის გამოყენება შეიძლება როგორც პრევენციული საშუალება, ოპერაციის შემდგომი ანთებების შემცირებისთვის, ორსულობის შეწყვეტის ან საკეისრო კვეთის შემდეგ.
2. სუმპიცილის გამოყენებამდე
არ მიიღოთ სუმპიცილი თუ:
· გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ამპიცილინის და/ან სულბაქტამის მიმართ;
· თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე პენიცილინის მიმართ;
· თუ ხართ ორსული ან მეძუძური;
· თუ გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზი (ვირუსით გამოწვეული დაავადება) და ღვიძლის ვირუსული ინფექცია.
მიიღეთ განსაკუთრებული ზომები სუმპიცილის გამოყენებისას თუ:
· ოდესმე გქონიათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ცეფალოსპორინის ან სხვა ალერგენების მიმართ;
· თუ მკურნალობის დროს ინფექცია განვითარდება სხეულის რომელიმე ნაწილში;
· თუ მკურნალობის პერიოდში განვითარდება დიარეა;
· იგი გამოიყენება ახალშობილთა სამკურნალოდ;
· თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან სისხლის პრობლემები.
გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან თუ წარსულში ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებებიდან რომელიმე გამოვლენილა.
სუმპიცილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
მიღებისას არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.
ორსულობა
წამლის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მიიღოთ სუმპიცილი.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ სუმპიცილი ძუძუთი კვების დროს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმის გამოყენება
ავტომობილის მართვის და მექანიზმის გამოყენების უნარზე რაიმე ეფექტი არ გამოვლენილა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სუმპიცილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
სუმპიცილის ფლაკონები შეიცავს 5მმოლ (ან 115,12მგ) ნატრიუმს. ეს უნდა გაითვალისწინონ პაციენტებში, ნატრიუმის კონტროლის დიეტით.
სხვა წამლების მიღება:
· როდესაც მისი ერთდროული მიღება ხდება ალოპურინოლთან ერთად (წამალი რომელიც ამცირებს შარდმჟავას რაოდენობას) შეიძლება განვითარდეს გამონაყარი სხეულზე.
· თუ იგი მიიღება ამინოგლიკოზიდებთან ერთად, მაშინ მისი მიღება უნდა მოხდეს დროის ინტერვალით, მინიმუმ ერთი საათის შემდეგ.
· როდესაც ღებულობთ ანტიკოაგულანტებთან ერთად (წამლები რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებას), ფუნქციების შეცვლით პენიცილინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის ზრდის ეფექტი, სისხლის შემადედებელი უჯრედების ფუნქციების და ტესტების შეცვლით.
· ანტიბიოტიკებმა როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ერითრომიცინი, სულფონამიდი და ტეტრაციკლინი შეიძლება ხელი შეუშალოს პენიცილინის ეფექტს ბაქტერიების განადგურებაში და ამიტომ თანმხლები თერაპია თავიდან უნდა იქნას აცილებული.
· თუ თქვენ იყენებთ მეთოტრექსატს (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება სიმსივნის დროს და გამოიყენება სახსრების რევმატოიდული ანთების დროს) სუმპიცილთან ერთად, უნდა გაიაროთ მონიტორინგი თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს თქვენი სხვა წამლების ეფექტი.
· ამპიცილინთან ერთად ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა შესაძლოა შემცირდეს და საჭირო გახდეს ალტერნატიული ან დამატებითი კონტრაცეპტივის მიღება.
· სუმპიცილის პერორალურად მიღებისას პრობენეციდმა (მედიკამენტი რომელიც ზრდის შარდმჟავას გამოყოფას) შეიძლება გაზარდოს ტოკსიკურობის რისკი. არ მიიღოთ ერთდროულად თუ მისი ერთდროული მიღება განსაკუთრებულ შემთხვევაში ექიმის მიერ არ არის რეკომენდებული.
· სუმპიცილმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტზე და გამოვლინდეს გლუკოზურიის ცრუ-დადებითი შედეგი (გლუკოზის შემცველობა შარდში). მოახსენეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ ან ბოლო დროს იყენებდით რომელიმე სხვა მედიკამენტს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებს.
3. როგორ გამოვიყენოთ სუმპიცილი
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და მიღების სიხშირე:
ყოველთვის მიიღეთ სუმპიცილი ისე, როგორ გეტყვით თქვენი ექიმი. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. თქვენი ინფექციის ტიპის მიხედვით ექიმი გადაწყვეტს წამლის დოზას და მიღების სიხშირეს ან იქნებით მისგან დაცული.
წამლის ჩვეულებრივი დოზაა:
მოზრდილები:
1.5 -12 გ ყოველდღიურად, გაყოფილი დოზებით, ყოველ 6-8 საათში. გაუმწვავებელი ინფექციების მკურნალობა შეიძლება მედიკამენტის ყოველ 12 საათში ერთჯერ მიღებით. დოზის სიხშირე ასევე დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე. ანესთეზიის დასაწყისში, 1.5 – 3 გ სუმპიცილი კეთდება ქირურგიული ინფექციების პრევენციის მიზნით. დოზის გამეორება შეიძლება ყოველ 6-8 საათში და წყდება 24 საათში ოპერაციის შემდეგ, თუ სხვაგვარად არ არის საჭირო. გაურთულებელი გონორეას მკურნალობისას მიიღება 1გ პერორალური პრობენეციდის და 1.5 გ სუმპიცილის (1 ფლაკონი) ერთჯერადი დოზა.
გამოყენების გზა და მეთოდი
საინექციო ხსნარის მომზადების შემდეგ, სუმპიცილი კეთდება თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ ინტრამუსკულარულად (ჩვეულებრივ მისი შერევა ხდება სტერილურ ლიდოკაინის ხსნართან, საინექციო ადგილის ტკივილის თავიდან აცილების მიზნით) ან ინტრავენური ინექციით (მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში) ან ინტრავენური გადასხმით (15-30 წუთის განმავლობაში).
ინფორმაცია განზავების/გახსნის შესახებ:
გამოიყენება შემდეგი განზავება ვენაში შეყვანის მიზნით სუმპიცილი უნდა განზავდეს სტერილურ საინექციო წყალში ან სხვა შეთავსებად გამხსნელში. დავაყოვნოთ მანამ, სანამ არ გაქრება ქაფი, რათა ვიზუალურად შევაფასოთ ხსნარის სრული გახსნა. დოზა შეიძლება შევიყვანოთ ბოლუსის სახით 3 წუთის განმავლობაში ან შედარებით მაღალი განზავების შემთხვევაში დოზა შეიძლება შევიყვანოთ ვენაში ინფუზიის სახით 15-30 წთ-ის განმავლობაში. ინტრავენური ინფუზიისთვის, გამოყენების დროის პერიოდი სხვადასხვა გამხსნელთან ერთად მოცემულია ქვემოთ:
გამხსნელი ამპიცილინი/სულბაქტამი
კონცენტრაცია
გამოყენების პერიოდი
სუმპიცილი ასევე ინიშნება ღრმა ინტრამუსკულური ინექციისთვის; ტკივილის შემთხვევაში ინტრამუსკულური ინექციისთვის, ხსნარის გასახსნელად გამოიყენება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0.5%-იანი სტერილური ხსნარი. ინტრამუსკულური ინექციის კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს ერთი საათის განმავლობაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში:
დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე. ჩვეულებრივი დოზაა 150 მგ/კგ ყოველდღიურად, გაყოფილი დოზებით ყოველ 6-8 საათში. ახალშობილებში (კერძოდ, დღენაკლულ ბავშვეში) სიცოცხლის პირველ კვირაში რეკომენდებული დოზაა 75 მგ/კგ დღეში, გაყოფილი დოზებით, ყოველ 12 საათში.
გამოყენება განსაკუთრებულ პირობებში
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში თქვენი ექიმი ნაკლები სიხშირით დაგინიშნავთ პრეპარატს. გთხოვთ მოახსენოთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სუმპიცილის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია.
თუ თქვენ იყენებთ სუმპიცილის იმაზე მეტ დოზას ვიდრე უნდა ღებულობდეთ:
სუმპიცილი გენიშნებათ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, თქვენ არ უნდა მიიღოთ მედიკამენტის დიდი დოზა. თუმცა, თუ თქვენ ფიქრობთ რომ მიიღეთ სუმპიცილის დიდი დოზა მაშინ აცნობეთ ექიმს ან ექთანს. თუ თქვენ იღებთ სუმპიცილის იმაზე მეტ დოზას ვიდრე უნდა ღებულობდეთ, მაშინ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ სუმპიცილის გამოყენება
რადგან სუმპიცილი დაგენიშნათ ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ, არ არის მოსალოდნელი, რომ დაგავიწყდეთ დოზის მიღება. გარდა ამისა, თუ ფიქრობთ, რომ დოზის მიღება დაგავიწყდათ, აცნობეთ ექიმს ან ექთანს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვეტთ სუმპიცილის მიღებას
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით. მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ინფექცია შეიძლება განმეორდეს ან გაუარესდეს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
მსგავსად ყველა მედიკამენტისა, გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება თავი იჩინოს იმ პაციენტებში რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა სუმპიცილში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. ისევე, როგორც სხვა პარენტერალური ანტიბიოტიკებში, ყველაზე არასასურველი ეფექტი შეიძლება იყოს ტკივილი ინექციის ადგილზე, განსაკუთრებით კუნთში ინექციის დროს. ინტრავენურად შეყვანისას რამდენიმე პაციენტში განვითარდა ფლებიტი (ვენის ანთება) ან რეაქცია ინექციის ადგილზე. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია ღვიძლის ფერმენტების, შრატის ბილირუბინის და შარდის ანალიზის შედეგები.
· ანემია, სისხლის შედედების მოშლა, ცვლილებები სისხლში;
· სუნთქვის გაძნელება;
· შებოჭილობა გულმკერდში;
· ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება;
· წითელი, ქავილის გამომწვევი ლაქები მთელ ტანზე;
· კანის შეშუპება;
· ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და შოკთან ასოცირებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
· გულისრევა, ღებინება, დიარეა, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთება, ანტიბიოტიკების
ხანგრძლივი გამოყენებით განპირობებული კუჭ-ნაწლავის ანთება, რომელიც გამოიხატება
სისხლიანი და წყლიანი დიარეით.
· გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები;
· ცვლილებები ღვიძლის ფერმენტებში და სისხლის ლაბორატორიულ მონაცემებში.
გვერდითი მოვლენების უმრავლესობა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. იშვიათადაა გამოვლენილი კონვულსიების და თირკმლის ანთების შემთხვევები.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი მოვლენები, მათ შორის ისეთი, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენები ასევე შეგიძლიათ პირდაპირ მოგვაწოდოთ Turkey Pharmacovigilance Centre (TUFAM)-ში შემდეგზე დაკლიკებით “Side Effect Reporting for Medications” www.titck.gov.tr
ან დარეკოთ შემდეგ ნომერზე +90 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ მეტ ინფორმაციას მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში.
5. როგორ შევინახოთ სუმპიცილი
შეინახეთ სუმპიცილი ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
ფლაკონები უნდა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C.
კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება ინტრამუსკულური ინექციისთვის უნდა მოხდეს, დამზადებიდან ერთი საათის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ სუმპიცილი პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ სუმპიცილი ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არანაირი მედიკამენტი არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, სათანადოდ როგორ განკარგოთ პრეპარატი, რომელსაც აღარ იყენებთ. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით სუმპიცილი არის “Wise Pharma “ LLP , Scotland, პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი
მწარმოებელი
DEVA Holding A.Ş.
Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi, Karaağaç Mah.,
Atatürk Cad., No: 32 Kapakli-Telkirdag/TURKEY