ალოფარდი 0.3% 10მლ თვ/წვეთი
გააზიარე:
ALOFARD
ალოფარდი
სტერილური, იზოტონური, ოფთალმოლოგიური ბუფერული ხსნარი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რქოვანას დამატენიანებელი საშუალება
აფთიაქიდან გაცემის პირობა: III კგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა: 0,30% ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერას გელი
ჰიალურონის მჟავა: იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ლორწოვანისზედაპირს. აუმჯობესებს სხვადასხვა გენეზის თვალის სიმშრალეს. ხელს უწყობს რქოვანას ტრავმების რეეპითელიზაციას - რეგენერაციას
ალოე ვერას გელი: გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ავლენს მარეგენირებელ მოქმედებას. ხსნის კონიუნქტივას შეშუპებას და სიწითლეს.
შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებიდან გამომდინარე ალოფარდი ამშვიდებს და ატენიანებს თვალის ლორწოვანს, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებადობას.
ჩვენება:
- მშრალი კერატოკონიუნქტივიტი
- რქოვანას ტრავმა
- თვალზე ჩატარებული ლაზერული ოპერაციების შემდგომი პერიოდი
- დაღლილი და გაღიზიანებული თვალი
- ცრემლსადენი მილის არატრავმული/არაპათოლოგიური ცვლილებები
- გარემო ფაქტორებით (ქარი, მტვერი, კონდიციონერი, მშრალი და დაბინძურებული ჰაერი და ა.შ) გამოწვეული თვალის პრობლემები
- ვიზუალური სტრესი (მონიტორთან ხანგრძლივი კონტაქტი, განათების არახელსაყრელი პირობები, ღამის გასეირნება და ა.შ)
შესაძლებელია მისი გამოიყენება კონტაქტური ლინზების გამოყენებისას
გამოშვების ფორმა:
10 მლ ფლაკონში მოთავსებული თვალის წვეთი №1
დოზირების მეთოდი:
1-2 წვეთი 1-ჯერ დღეში კონიუნქტივალურ პარკში ჩასაწვეთებლად.
თუ 1 წვეთის მიღების შემდგომ ეფექტი არ დადგა, მე- 2 წვეთის ჩაწვეთება უნდა მოხდეს ჩაწვეთებიდან 5 წუთის ინტერვალით.
კონტაქტური ლინზების გამოყენებისას საჭიროების შემთხვევაში ალოფარდის წვეთის მოთავსება ხდება ლინზის შიდა ზედაპირზე.
გამოყენება შესაძლებელია 3 თვის ასაკიდან ბავშვებსა და მოზრდილებში
გამოყენების წესი:
- დაიბანეთ ხელები საწვეთურის გახსნამდე
- ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივალურ პარკში საწვეთურზე თითის მსუბუქი ზეწოლით
- მოარიდეთ საწვეთურის ზედაპირი თვალის ლორწოვანთან პირდაპირ კონტაქტს
- პრეპარატის თანაბრად გადასანაწილებლად დაახამხამეთ თვალი რამდენიმეჯერ
- მეორე თვალზე გამოყენების საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ იგივე პროცედურა
- პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდგომ საწვეთურს დაახურეთ თავსახური
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი არ გამოიყენება შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში
თვალის გაღიზიანების გამოწვევის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება
შენახვის წესი:
ინახება მშრალ ადგილას 5– 35°C
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში
პრეპარატი გამოსაყენებლად ვარგისია გახსნიდან 90 დღის მანძილზე
მწარმოებელი: იტალია