ენგისტოლი N 1.1მლ #5ა
გააზიარე:
ენგისტოლი N 1.1მლ #5ა
ფარმაკოლოგიურიჯგუფი
კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
შემადგენლობა
1.1 მლ ამპულა შეიცავს:
Vincetoxicum hirundinaria D6 – 6.6 მკლ,
Vincetoxicum hirundinaria D10 – 6.6 მკლ,
Vincetoxicum hirundinaria D30 – 6.6 მკლ,
Sulphur D4 – 3.3 მკლ,
Sulphur D10 – 3.3 მკლ; ასევე, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი.
ჩვენება
ორგანიზმის არასპეციფიკური დამცველობითი მექანიზმების გააქტივება ვირუსული, ბაქტერიული და პროტოზოული ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას: ვირუსული ჰეპატიტები (მწვავე და ქრონიკული); ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი (მათ შორის, ორსულებისაც), სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვ.; მრვი, გრიპი; ბავშვთა ინფექციური დაავადებები; სასუნთქი გზების დაავადებები (ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა); ინფექციური ხასიათის გულის დაავადებები (ენდო-, მიო-, პერიკარდიტები და სხვ.; ცნს-ის ვირუსული ეტიოლოგიის დაავადებები; კანის დაავადებები (ნეიროდერმიტი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ფურუნკულოზი და ა.შ.; ნებისმიერი სახეობის ალერგია, მათ შორის, გაზაფხულის სურდო; შაკიკი, ნევრალგია, კაუზალგია.
მიღებისწესიდადოზირება
ერთჯერადი დოზა – 1 ამპულა (1.1 მლ) კუნთში, კანქვეშ, კანში, აუცილებლობისას ვენაში – 1-3ჯერ კვირაში, მწვავე მდგომარეობისას ყოველდღე.
უკუჩვენება
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობალაქტაცია
გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითიეფექტი
ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებულიმითითება
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისობისვადა: 5 წელი.
შენახვისპირობები
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15- 25°C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდანგაცემისპირობა
გაიცემა ურეცეპტოდ.










