ზიმაგრა-ODS 50მგ#4სტრიპი

ზიმაგრა-ODS 50მგ#4სტრიპი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სილდენაფილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 89678
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ზიმაგრა - ODS 50

სილდენაფილის ციტრატი ორალური

დეზინტეგრირებადი სტრიპი 50 მგ

 

სავაჭრო დასახელება

ზიმაგრა-ODS 50

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება

სილდენაფილის ციტრატი

ფარმაცევტული ფორმა

ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპი

შემადგენლობა

ყოველი ორალური დეზინტეგრირებადი სტრიპი შეიცავს:

სილდენაფილის ციტრატი UშP

50 მგ სილდენაფილის ექვივალენტური

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიური; ერექტილური დისფუნქციის დროს გამოყენებული პრეპარატები.

ათქ კოდი: G04B E03

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი: სილდენაფილი აინჰიბირებს მე-5 ტიპის cGMP-ფოსფოდიესთერაზას (PDE5), რომელიც პასუხისმგებელია პენისის კავერნოზულ სხეულში მდებარე cGMP-ს დეგრადაციაზე. სექსუალური სტიმულაციის დროს პენისის ერექცია განპირობებულია პენისში სისხლის მიწდოების გაზრდით, რაც განპირობებულაი პენისის არტერიების  და კავერნოზული სხეულის გლუვი კუნთების რელაქსაციით. ეს პასუხი მედიატირებულია ნერვული დაბოლოებებიდან და ენდოთელური უჯრედებიდან აზოტის ოქსიდის (NO) გამოთავისუფლებით, რომელიც ასტიმულირებს cGMP-ს სინთეზს გლუვი კუნთების უჯრედებში. ციკლური GMP იწვევს გლუვი კუნთების რელაქსაციას და კავერნოზულ სხეულში სისხლის ნაკადის ზრდას. სილდენაფილის მიერ 5 ტიპის  ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირება (PDE5) აძლიერებს ერექტიულ ფუნქციას cGMP-ს რაოდენობის მომატებით.

ფარმაკოდინამიური ეფექტები: სილდენაფილი სელექციურია PDE5-ისთვის, რომელიც ჩართულია ერექციის პროცესში. მისი ეფექტი უფრო ძლიერია PDE5-ისთვის, ვიდრე სხვა ცნობილი ფოსფოდიესთერაზებისთვის. 10 პუნქტით მეტია სელექციურობა ვიდრე PDE6-ზე, რომელიც ჩართულია ბადურში ფოტოტრანსდუქციაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზებით აღინიშნება 80 პუნქტით მეტი სელექციურობა PDE1-ზე და 700 პუნქტით მეტი სელექციურობა PDE2, 3, 4 7,8,9,10 და 11-ზე. კერძოდ სილდენაფილს გააჩნია 4,000 პუნქტით მეტი სელექციურობა PDE5-ისთვის ვიდრე PDE3-ისთვის, რომელიც არის ფოსფოდიესთერაზას cGMP-სპეციფიური იზოფორმა და ჩართულია გულის შეკუმშვის კონტროლში.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: სილდენაფილი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 30-120 წუთის განმავლობაში (საშუალოდ 60 წუთი) ორალური მიღების შემდეგ უზმო მდგომარეობაში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 41%-ს (მერყეობა 25-63%). სილდენაფილის ორალური დოზირების შემდეგ AUC და Cmax იზრდება დოზის პროპორციულად (25-100 მგ). როდესაც სილდენაფილი მიიღება საკვებთან ერთად შეწოვის სისწრაფე მცირდება Tmax საშუალო გახანგრძლივებით 60 წუთით და Cmax საშუალო შემცირებით 29%-ით.

განაწილება: მყარ მდგომარეობაში სილდენაფილის საშუალო განაწილების მოცულობა (Vd) შეადგენს 105 ლ-ს, რაც ქსოვიელბში განაწილებაზე მიუთითებს. 100 მგ-ს ერთჯერადი ორალური დოზირების შემდეგ პლაზმაში სილდენაფილის საშუალო მაქსიმალური ტოტალური კონცენტრაცია დაახლოებით 440 ნგ/მლ-ს შეადგენს (CV 40%). რადგან სილდენაფილი (და მისი მთავარი მოცირკულირე N-დესმეთილ მეტაბოლიტი) 96%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ეს განაპირობებს პლაზმაში სილდენაფილის საშუალო მაქსიმალურ კონცენტრაციას-18 ნგ/მლ-ს (38nM). ცილებთან კავშირი დამოკიდებული არ არის პრეპარატის ტოტალურ კონცენტრაციაზე.

ბიოტრანსფორმაცია: მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტი წარმოიქმნება სილდენაფილის N-დემეთილირებით. ამ მეტაბოლიტს გააჩნია ფოსფოდიესთერაზას სილდენაფილის მსგავსი სელექციურობა და PDE5-ისთვის in vitro პოტენციალი დაახლოებით წინაპარი წამლის 50%-ს შეადგენს. პლაზმაში ამ მეტაბოლიტის კონცენტრაციები დაახლოებით სილდენაფილის 40%-ს შეადგენს. N-დესმეთილ მეტაბოლიტი შემდგომში მეტაბოლიზდება, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4 საათს შეადგენს.

ელიმინაცია: ორგანიზმიდან სილდენაფილის ტოტალური კლირენსი შეადგენს 41 ლ/სთ-ს, შედეგად ტერმინალური ნახევარგამოყოფის ფაზა შეადგენს 3-5 საათს. ორალური ან ინტრავენური მიღების შემდეგ სილდენაფილი მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ძირითადად ფეკალური მასებით (მიღებული ორალური დოზის დაახლოებით 80%) და ნაკლებად შარდით (მიღებული ორალური დოზის დაახლოებით 13%).

თერაპიული ჩვენება

  • სილდენაფილი ნაჩვენებია ერექტილური დისფუნქციის მქონე მოზრდილი მამაკაცებისთვის, რაც არის პენისის ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა, რაც საკმარისია სრულყოფილი სქესობრივი აქტისთვის.
  • სილდენაფილის ეფექტურობისთვის საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება:

მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 50 მგ საჭიროებისამებრ, სქესობრივ აქტამდე დაახლოებით 1 საათით ადრე. ეფექტურობის და ტოლერნტობის საფუძველზე დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან დაქვეითდეს 25 მგ-მდე. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100 მგ. დოზირების მაქსიმალური რეკომენდებული სიხშირეა დღეღამეში ერთხელ. თუ სილდენაფილი მიიღება საკვებთან ერთად აქტივობის დაწყება შეიძლება დაგვიანდეს უზმო მდგომარეობასთან შედარებით.

განსაკუთრებული პოპულაციები:

ხანდაზმულები: დოზირების ცვლილება საჭირო არ არის ხანდაზმულებისთვის (≥65წლის).

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა: სილდენაფილის კლირენსი მცირდება თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) და ღვიძლის უკმარისობით (მაგ. ციროზი) დაავადებულ პაციენტებში, დოზა 25 მგ-მდე უნდა შემცირდეს. ეფექტურობის და ტოლერანტობის მიხედვით დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 50 მგ-100 მგ-თი.

პედიატრული პოპულაცია: სილდენაფილი განკუთვნილი არ არის 18 წლამდე ასაკის პაციენტებში გამოყენებისთვის.

რიტონავირის გარდა, რომლის სილდენაფილთან ერთად გამოყენებაც რეკომენდებული არ არის, პაციენტებისთვის, რომლებიც იტარებენ CYP3A4 ინჰიბიტორებით მკურნალობას, უნდა გაითვალისწინონ 25 მგ საწყისი დოზა.

მიღების წესი:

ენაზე მოთავსება, გახსნა და ორალურად გადაყლაპვა.

უკუჩვენება

სილდენაფილი უკუნაჩვენებია:

  • პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სილდენაფილის ან ზიმაგრაში გამოყენებული რომელიმე შემავსებლის მიმართ.
  • აზოტის ოქსიდზე/ციკლურ გუანოზინ მონოფოსფატზე (cGMP) ცნობილი ეფექტის გამო სილდენაფილმა გამოავლინა ნიტრატების ჰიპოტენზიური ეფექტების ზრდა და აქედან გამომდინარე მისი გამოყენება აზოტის ოქსიდის დონორებთან (როგორიცაა ემილნიტრიტი) ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებთან ერთად უკუნაჩვენებია.
  • PDE5 ინჰიბიტორების მიღება სილდენაფილის ჩათვლით გუანილატციკლაზას სტიმულატორებთან ერთად როგორიცაა რიოციგუატი უკუნაჩვენებია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია.
  • ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, სილდენაფილის ჩათვლით არ უნდა გამოიყენონ მამაკაცებში, რომელთა სქესობრივი აქტივობაც არასასურველია (მაგ. მწვავე კარდიოვასკულური დარღვევების მქონე პაციენტები, როგორიცაა არასტაბილური სტენოკარდია ან გულის მწვავე უკმარისობა).
  • სილდენაფილი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებმაც ერთ თვალში მხედველობა დაკარგეს არაარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო (NAION), იმის მიუხედავად ეს ეპიზოდი დაკავშირებული იყო თუ არა PDE5 ინჰიბიტორისადმი წინა ექსპოზიციასთან.
  • სილდენაფილის ეფექტურობა შესწავლილი არ იყო  პაციენტების შემდეგ ქვეჯგუფებში და აქედან გამომდინარე მისი გამოყენება უკუნაჩვენებია: ღვილის მწვავე უკმარისობა, ჰიპოტენზია (სისხლის წნევა <90/50 მმ ვერცხლისწყლის სვეტით), ინსულტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის უახლესი ანამნეზი და ბადურას ცნობილი მემკვიდრული დარღვევები როგორიცაა პიგმენტური რეტინიტი (რადგან ამ პაციენტების უმცირესობას აღენიშნება ბადურას ფოსფოდიესთერაზების მემკვიდრული დარღვევები).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

სამედიცინო ანამნეზი და ფიზიკალური გამოკვლევა უნდა გაითვალისწინონ ერექტილური დისფუნქციის დიაგნოსტიკის და მისი მიზეზების გარკვევისთვის მედიკამენტოზურ ჩარევამდე.

გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები: ერექტილური დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ პაციენტების გულ-სისხლძარღვთა სტატუსი, რადგან არსებობს სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებული გულის გარკვეული რისკი. სილდენაფილს გააჩნია ვაზოდილატატორული მახასიათებლები, რაც იწვევს სისხლის წნევის მსუბუქ და ტრანზიტორულ შემცირებას. სილდენაფილის დანიშვნამდე ექიმმა უნდა განსაზღვროს აქვს თუ არა მის პაციენტს რაიმე მდგომარეობა, რომელზეც შეიძლება ცუდად იმოქმედოს ვაზოდილატაციამ, განსაკუთრებით სქესობრივ აქტივობასთან კომბინაციაში. ვაზოდილატაციისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტები მოიცავს იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ მარცხენა პარკუჭიდან სისხლის ნაკადის ოსბტრუქცია, (მაგ. აორტის სტენოზი, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია), მრავლობითი სისტემური ატროფიის იშვიათი სინდრომი, რაც ვლინდება სისხლის წნევის ავტონომიული კონტროლის მწვავე დაზიანებით.

სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

პრიაპიზმი: ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო აგენტები, სილდენაფილის ჩათვლით სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პენისის ანატომიური დეფორმაციები (როგორიცაა ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება) ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პრიაპიზმისადმი წინასწარგანწყობის ფაქტორები (როგორიცაა ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკოპენია).

სხვა PDE5 ინჰიბიტორებთან ან ერექტილური დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება: ამ ტიპის კომბინაცია რეკომენდებული არ არის.

მხედველობაზე ეფექტები: პაციენტებს უნდა ურჩიონ რომ მხედველობის უეცარი ნებისმიერი დეფექტის შემთხვევაში შეწყვიტონ სილდენაფილის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

რიტონავირთან ერთად გამოყენება: სილდენაფილის რიტონავირთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ალფა-ბლოკერებთან ერთად გამოყენება: სილდენაფილის 25 მგ დოზის მიღების დაწყება უნდა გაითვალისწინონ. დამატებით ექიმებმა პაციენტებს უნდა ურჩიონ რა უნდა გააკეთონ პოსტურალური ჰიპოტენზიური სიმპტომების შემთხვევაში.

ეფექტი სისხლდენაზე: არ არსებობს სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენა ან აქტიური პეპტიური წყლული. აქედან გამომდინარე სილდენაფილი ამგვარ პაციენტებში უნდა გამოიყენონ  მხოლოდ რისკის-სარგებლის ფრთხილი შეფასების შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

სხვა სამედიცინო პროდუქტების ეფექტები სილდენაფილზე

in vitro კვლევები: სილდენაფილის მეტაბოლიზმი ძირითადად მედიატირებულია ციტოქრომ P450 (CYP)  3A4 იზოფორმებით (ძირითადი გზა) და 2C9-თი (მცირე გზა). აქედან გამომდინარე ამ იზოენზიმების ინჰიბირებამ შეიძლება შეამციროს  სილდენაფილის კლირენსი.

in vivo კვლევები: კლინიკური კვლევების მონაცემების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა აჩვენა სილდენაფილის კლირენსის შემცირება CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას (როგორიცაა კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი ან ციმეტიდინი). თუმცა გვერდითი მოვლენების სიხშირის ზრდა არ აღინიშნა ამ პაციენტებში, როდესაც სილდენაფილი გამოიყენება CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად უნდა გაითვალისწინონ საწყისი 25 მგ დოზა.

სილდენაფილთან ერთად (100 მგ დღეღამეში) მყარ მდგომარეობაში აივ-პროტეაზას ინჰიბიტორის რიტონავირის, რომელიც არის P450-ის ძლიერი ინჰიბიტორი (500 მგ ორჯერ დღეღამეში) აღინიშნა სილდენაფილის Cmax-ის 300%-ით (4 პუნქტით) ზრდა და პლაზმაში AUC-ს 1000%-ით (11 პუნქტით) ზრდა. 24 საათის შემდეგ პლაზმაში სილდენაფილის დონე შეადგენდა დაახლოებით 200 ნგ/მლ-ს (5 ნგ/მლ-სთან შედარებით როდესაც მხოლოდ სილდენაფილი გამოიყენებოდა). ეს შეთავსებადია რიტონავირის აღნიშნულ ეფექტებთან P450 სუბსტრატების ფართო სპექტრზე. სილდენაფილს არ ქონდა ეფექტი რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე. ამ ფარმაკოკინეტიკური შედეგების საფუძველზე სილდენაფილის რიტონავირთან ერთად მიღება სასურველი არ არის და არავითარ შემთხვევაში სილდენაფილის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 25 მგ-ს 48 საათის განმავლობაში. სილდენაფილთან ერთად (100 მგ დღეღამეში) მყარ მდგომარეობაში აივ-პროტეაზას ინჰიბიტორის საქვინავირის რომელიც არის CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი (1200 მგ სამჯერ დღეღამეში) აღინიშნა სილდენაფილის Cmax-ის 140%-ით ზრდა და AUC-ს 210%-ით ზრდა. სილდენაფილი არ მოქმედებდა საქვინავირის ფარმაკოკინეტიკაზე. CYP3A4-ის უფრო ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი, სავარაუდოდ ექნებათ უფრო ძლიერი ეფექტები.

როდესაც სილდენაფილის ერთჯერადი 100 მგ დოზა გამოიყენებოდა ერითრომიცინთან (CYP3A4-ის სპეციფიური ინჰიბიტორი) ერთად მყარ მდგომარეობაში (500 მგ ორჯერ დღეღამეში, 5 დღის განმავლობაში), აღინიშნებოდა სილდენაფილის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 182%-ით ზრდა. ნორმალურ ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში არ აღინიშნა აზიტრომიცინის ეფექტის მტკიცებულება (500 მგ დღეღამეში, სამი დღის განმავლობაში) სილდენაფილის და მისი მთავარი მოცირკულირე მეტაბოლიტების AUC, Cmax, Tmax ელიმინაციის სისწრაფის კონსტანტაზე, ან შემდგომ ნახევარდაშლის პერიოდზე. ჯანმრთელ მოხალისეებში ციმეტიდინი (800 მგ) ციტოქრომ P450-ის ინჰიბიტორი და CYP3A4-ის არასპეციფიური ინჰიბიტორი იწვევდა პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის 56%-ით ზრდას, ჯანმრთელ მოხალისეებში სილდენაფილთან (50 მგ) ერთად გამოყენებისას.

გრეიპფრუტის წვენი არის ნაწლავის კედელში CYP3A4-ის მეტაბოლიზმის სუსტი ინჰიბიტორი და შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში სილდენაფილის დონის მცირედ ზრდა.

ანტაციდების (მაგნიუმის ჰიდროქსიდი/ალუმინის ჰიდროქსიდი) ერთჯერადმა დოზებმა არ იმოქმედა სილდენაფილის ბიოშეღწევადობაზე.

ნიკორანდილი არის კალიუმის არხის აქტივატორი და ნიტრატის ჰიბრიდი. ნიტრატული კომპონენტის გამო გააჩნია სილდენაფილთან სერიოზული ურთიერთქმედების პოტენციალი.

სილდენაფილის ეფექტები სხვა სამედიცინო პროდუქტებზე

in vitro კვლევები: სილდენაფილი არის ციტოქრომ P450-ის იზოფორმების 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1, 3A4-ის სუსტი ინჰიბიტორი (IC50>150µM). რეკომენდებული დოზების გამოყენების შემდეგ პლაზმაში სილდენაფილის კონცენტრაციის პიკის-დაახლოებით 1µM-ს გათვალისწინებით ნაკლებსავარაუდოა სილდენაფილის მოქმედება ამ იზოენზიმების სუბსტრატების კლირენსზე.

არ არსებობს მონაცემები სილდენაფილის და არასპეციფიური ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების ურთიერთქმედების შესახებ, როგორიცაა თეოფილინი ან დიპირიდამოლი.

in vivo კვლევები: აზოტის ოქსიდის/cGMP გზებზე ცნობილი ეფექტის საფუძველზე სილდენაფილმა გამოავლინა ნიტრატების ჰიპტენზიური ეფექტის გაძლიერების უნარი აქედან გამომდინარე აზოტის ოქსიდის დონორებთან ან ნებისმიერი ფორმის ნიტრატებთან ერთად მისი გამოყენება უკუნაჩვენებია. სილდენაფილის იმ პაციენტებში გამოყენებამ, რომლებიც ალფა-ბლოკერებით თერაპიას იტარებენ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომური ჰიპოტენზია რამდენიმე მიდრეკილ ინდივიდში. ამის განითარება ყველაზე მეტად მოსალოდნელია სილდენაფილის მიღებიდან 4 საათის შემდეგ. წამალთაშორისი ურთიერთქმედების სამ სპეციფიურ კვლევაში ალფა-ბლოკერი დოქსაზოზინი (4 მგ და 8 მგ) და სილდენაფილი (25, 50 ან 100 მგ) გამოიყენებოდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH), რომელიც სტაბილიზებული იყო დოქსაზოზინით თერაპიისას. ამ საკვლევ პოპულაციებში აღინიშნა გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში სისხლის წნევის 7/7 მმ, 9/5 მმ და 8/4 მმ საშუალო დამატებითი შემცირება და ვერტიკალურ მდგომარეობაში 6/6 მმ, 11/4 მმ და 4/5 მმ შემცირება. როდესაც სილდენაფილი და დოქსაზოზინი ერთდროულად გამოიყენებოდა პაციენტებში, რომელთა მდგომარეობაც სტაბილიზებული იყო დოქსაზოზინით თერაპიისას, იშვიათად აღწერილი იყო სიმპტომური პოსტურალური ჰიპოტენზია. ეს სიმპტომები მოიცავდა თავბრუსხვევას და თავში სიმსუბუქის შეგრძნებას, მაგრამ არა სინკოპეს. მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა, როდესაც სილდენაფილი (50 მგ) გამოიყენებოდა ტოლბუტანიდთან (250 მგ) ან ვარფარინთან (40 მგ) ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-თი. სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებს აცეტილ სალიცილის მჟავათი გამოწვეული (150 მგ) სისხლდენის ზრდის დროს.

სილდენაფილი (50 მგ) არ აძლიერებდა ალკოჰოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს ჯანმრთელ მოხალისეებში, რომელთა სისხლშიც ალკოჰოლის საშუალო მაქსიმალური დონე შეადგენდა 80 მგ/მლ-ს. ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების შემდეგი კლასების შეჯამებამ: დიურეტიკები, ბეტა-ბლოკერები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, ანტიჰიპერტენზიული სამედიცინო პროდუქტები (ვაზოდილატაციური და ცენტრალური მოქმედების), ადრენერგული ნეირონების ბლოკატორები, არ გამოავლინა გვერდითი ეფექტების პროფილის განსხვავება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სილდენაფილს და პლაცებოს. სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევაში, როდესაც სილდენაფილი (100 მგ) გამოიყენებოდა ამლოდიპინთან ერთად ჰიპერეტნზიით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში სისტოლური წნევის 8 მმ-თი დამატებით შემცირება. გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში დიასტოლური წნევა დამატებით შემცირდა 7 მმ-ით. სისხლის წნევის დამატებითი შემცირება იგივე მაგნიტუდის იყო, როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში მხოლოდ სილდენაფილის გამოყენებისას. სილდენაფილი (100 მგ) არ მოქმედებდა აივ პროტეაზას ინჰიბიტორების,  საქვინავირის და რიტონავირის ფარმაკოკინეტიკაზე მყარ მდგომარეობაში, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 ინჰიბიტორებს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

სილდენაფილი განკუთვნილი არ არის ქალებში გამოყენებისთვის.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:

არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე აღნიშნული ეფექტის შესწავლისთვის.

რადგან სილდენაფილის კლინიკურ კვლევებში აღწერილია თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა, პაციენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სილდენაფილზე რეაქციას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებამდე.

არასასურველი ეფექტები:

სიხშირის ჯგუფები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-<1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000-<1/100), იშვიათი (≥1/10,000-<1/1,000), უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

ძალიან ხშირი: თავის ტკივილი.

ხშირი: თავბრუსხვევა, ფერადი მხედველობის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, დაბინდული მხედველობა, ალები, ცხვირის შეგუბება, გულისრევა, დისპეფსია.

ნაკლებად ხშირი: რინიტი, ჰიპერსენსიტიურობა. ძილიანობა, ჰიპოესთეზია, ლაკრიმაციის დარღვევები, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, ფოტოფსია, თვალის ჰიპერემია, მხედველობის სიკაშკაშე, კონიუნქტივიტი, ვერტიგო, ტინიტუსი, ტაქიკარდია, პალპიტაცია, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ეპისტაქსისი, სინუსების შეგუბება, გასტრო-ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება, ღებინება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, პირის სიმშრალე, გამონაყარი, მიალგია, კიდურების ტკივილი, ჰემატურია, გულმკერდის ტკივილი, დაღლილობა, სიცხის შეგრძნება, გულისცემის გახშირება.

იშვიათი: ცერებროვასკულური შემთხვევა, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, კრუნჩხვა, კრუნჩხვის რეციდივი, სინკოპე, არა-არტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია (NAION), რეტინას ვასკულური ოკლუზია, რეტინული ჰემორაგია, არტერიოსკლეროზული რეტინოპათია, ბადურას დარღვევები, გლაუკომა, მხედველობის ველის დეფექტი, დიპლოპია, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, მიოპია, ასთენოპია, ბროლის ტივტივი, ირისის დარღვევბი, მიდრიაზი, Halo მხედველობა, თვალის დარღვევები, კონიუნქტივალური ჰიპერემია, თვალში ანომალური შეგრძნება, სკლერას დისკოლორაცია, სიყრუე, უეცარი კარდიალური სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ვენტრიკულური არითმია, წინაგულების ფიბრილაცია, არასტაბილური სტენოკარდია, ყელის შებოჭილობა, ნაზალური შეშუპება, ცხვირის სიმშრალე, ორალური ჰიპოესთეზია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (TEN), პენისის ჰემორაგია, პრიაპიზმი, ჰემატოსპერმია, ერექციის ზრდა, გაღიზიანება.

ჭარბი დიზირება

800 მგ-ს დროს აღნიშნული გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო ეფექტების, რომლებიც ვითარდებოდა უფრო მცირე დოზებისას, მაგრამ მომატებული იყო მათი სიხშირე და სიმწვავე. 200 მგ დოზები არ იწვევდა ეფექტურობის მომატებას, მაგრამ იზრდებოდა გვერდითი რეაქციების (თავის ტკივილი, ალები, თავბრუსხვევა, დისპეფსია, ცხვირის შეგუბება, მხედველობის დარღვევა) სიხშირე. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიიღონ სტანდარტული დამხმარე ზომები. თირკმლის დიალიზით სილდენაფილის კლირენსის ზრდა მოსალოდნელი არ არის რადგან იგი დიდი მასშტაბით უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდში.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა ადამიანებისთვის განსაკუთრებული საფრთხე უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის კარცინოგენობის პოტენციალის და რეპროდუქციული და განვითარების ტოქსიურობის კვლევებში.

შეუთავსებლობა

უცნობია

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10 x 1 სტრიპი.

4 x 1 სტრიპი.

შენახვის ვადა

3 წელი.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე 

წარმოებულია

ZIM LABORATORIES LIMITED-ს მიერ (ზიმ ლაბორატორის ლიმიტედ)

ბ-21/22 მიდც არეა, კალმეშვარი

ნაგპური 441 501, მაჰარაშტრას შტატი

ინდოეთი

დამზადებულია თინორალის® ტექნოლოგიის გამოყენებით.