დიფენსი #15კაფს
გააზიარე:
დიფენსი
შემადგენლობა:
- ექინაცეასექსტრაქტი (Echinacea purpurea Moench) 200 მგ,
- პროპოლისისექსტრაქტი(Própolis Ext. Seco) 100 მგ,
- C ვიტამინი40 მგ.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მცენარეული კომბინირებული იმუნოსტიმულატორი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
დიფენსი მცენარეული იმუნოსტიმულატორია ანტიოქსიდანტური და ზოგადმატონიზებელი მოქმედებით. იგი ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება. დიფენსის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.
ექინაცეას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ექინაცეა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ; ეხმარება ორგანიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს პათოგენურ მიკროორგანიზმებს და გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებას ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი ძალების ზრდის ხარჯზე. ექინაცეა ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ისეთი იმუნოაქტიური ნივთიერების გამომუშავებას, როგორიცაა ინტერფერონი; აძლიერებს უჯრედულ და ჰუმორულ იმუნიტეტს.
ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია, იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემო ფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას.
დინდგელს აქვს ანტიმიკრობული თვისებები. დინდგელი ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ისე არასპეციფიკურ ფაქტორებს, ასტიმულირებს ფაგოციტების ფუნქციას, ზრდის გამაგლობულინების რაოდენობას. დინდგელი ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს. პროპოლისის შემადგენლონაში შემავალ ფლავონოიდებს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ძვალ-სახსროვანი, კანისა და ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებების დროს.
ჩვენებები
გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:
- გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანხმლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
- ორგანიზმის საერთო გადაღლა;
- ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.
უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
დოზირება და მიღების წესი
- ბავშვებში 3 წლის ასაკიდან 1 კაფსულა დილით, კვებისგან დამოუკიდებლად.
- 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში 2 კაფსულა დილით, კვებისგან დამოუკიდებლად.
- მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 6-8 კვირა.
- რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში 2-ჯერ.
კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირეოდენ სითხესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.
უკუჩვენებები
- პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნური დაავადებები;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
დიფენსი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დიფენსის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: კაფსულა №30.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
Nature Pharma,
Barcelona Spain.