მედროლი 16მგ #50ტSOC

მედროლი 16მგ #50ტSOC

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეთილპრედნიზოლონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 89244
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

მედროლი® / MEDROL

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება – მეთილპრედნიზოლონი 4 მგ, 16 მგ, ან 32 მგ; დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, თხევადი პარაფინი (მხოლოდ 16 და 32 მგ-იან ტაბლეტებში), საქაროზა.
აღწერილობა
ელიფსის ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს ჯვარედინად 2 ღარი, მეორე მხარეს – ამოტვიფრულია “UPJOHN” (4 მგ ტაბლეტები), “UPJOHN 73” (16 მგ ტაბლეტები), “UPJOHN 176” (32 მგ ტაბლეტები).

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გლუკოკორტიკოსტეროიდები (გკს) უჯრედული მემბრანის გავლით წარმოქმნის კომპლექსებს სპეციფიკურ ციტოპლაზმურ რეცეპტორებთან. ამის შემდეგ, ეს კომპლექსები აღწევს უჯრედის ბირთვში, უკავშირდება დნმ-ს (ქრომატინით) და ასტიმულირებს მ-რნმ-ის ტრანსკრიპციას და სხვადასხვა ფერმენტების შემდგომ სინთეზს, რითაც აიხსნება გკს-ის ეფექტი სისტემური გამოყენებისას. გკს არა მხოლოდ არსებით გავლენას ახდენს ანთებით პროცესსა და იმუნურ პასუხზე, არამედ გავლენას ახდენს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაზე. ასევე ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჩონჩხის კუნთებზე და ცნს-ზე.
გავლენა ანთებით პროცესსა და იმუნურ პასუხზე
გკს-ის მიღების ძირითადი ჩვენებები განპირობებულია მათი ანთების საწინააღმდეგო, იმუნოდეპრესიული და ანტიალერგიული თვისებებით; ამ თვისებების საშუალებით მიიღწევა შემდეგი თერაპიული ეფექტები:
• იმუნოაქტიური უჯრედების რაოდენობის შემცირება ანების კერასთან ახლოს;
• ვაზოდილატაციის შემცირება;
• ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზაცია;
• ფაგოციტოზის ინჰიბირება;
პროსტაგლანდინების და მათი მონათესავე ნაერთების პროდუქციის შემცირება;
4,4 მგ მეთილპრედნიზოლონის აცეტატის დოზა (4 მგ მეთილპრედნიზოლონი) ახდენს იმავე ხარისხის ანტიანთებით მოქმედებას, როგორსაც 20 მგ ჰიდროკორტიზონი.
მეთილპრედნიზოლონს გააჩნია მხოლოდ უმნიშვნელო მინერალოკორტიკოიდული აქტივობა (200 მგ მეთილპრედნიზოლონი ექვივალენტურია 1 მგ დეზოქსიკორტიკოსტერონისა).
გავლენა ნახშირწყლების და ცილების ცვლაზე
ცილებთან მიმართებაში გკს ახდენს კატაბოლურ მოქმედებას. გამოთავისუფლებული ამინომჟავები გარდაიქმნება გლუკონეოგენეზის პროცესით ღვიძლში გლუკოზად და გლიკოგენად. პერიფერიულ ქსოვილებში გლუკოზის მოხმარება მცირდება, რამაც შეძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის განვითარების მომატებული რისკის დროს.
გავლენა ცხიმების ცვლაზე გკს-ს გააჩნია ლიპოლიზური მოქმედება, რაც პირველ რიგში ვლინდება კიდურებზე. გკს ასევე ახდენს ლიპოგენეზურ მოქმედებასაც, რაც უფრო გამოხატულია გულმკერდის, კისრისა და თავის არეში. ეს ყველაფერი განაპირობებს ცხიმოვანი ჩანართების განლაგების გადანაწილებას. გკს-ის მაქსიმალური ფარმაკოლოგიური აქტივობა ვლინდება არა პლაზმური კონცენტრაციის პიკზე, არამედ მის შემდეგ, სავარაუდოდ, პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მისი გავლენით ფერმენტების აქტივობაზე.

ფარმაკოკინეტიკა
მეთილპრედნიზოლონის შეწოვა ხდება ძირითადად წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში, სადაც ის 2-ჯერ მეტია, ვიდრე დისტალურში.
მეთილპრედნიზოლონის კავშირი ცილებთან (ალბუმინი და ტრანსკორტინი) – დაახლოებით 40-90%. ძირითადი მეტაბოლიტები – 20ßჰიდროქსიმეთილპრედნიზოლონი და 20ß-ჰიდროქსი-6α-მეთილპრედნიზოლონი.
გამოყოფა. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით შეუკავშირებელი ფორმით, ასევე გლუკურონიდების და სულფატების ფორმით, რომლებიც ძირითადად წარმოიქმნება ღვიძლში და ნაწილობრივ - თირკმლებში. მეთილპრედნიზოლონი – ესაა გკს მოქმედების გარდამავალი ხანგრძლივობით. უჯრედშიდა აქტივობის ხარჯზე ვლინდება გამოხატული განსხვავება მეტილპრედნიზოლონის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდსა (დაახლოებით 3,3 სთ) და ორგანიზმიდან მთლიან ნახევარგამოყოფის პერიოდს შორის (დაახლოებით 12-36 სთ). ფარმაკოთერაპიული ეფექტი შენარჩუნებულია მაშინაც, როცა სისხლში პრეპარატის დონე არ ისაზღვრება.

ჩვენებები
მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
1) ენდოკრინული დაავადებები
• თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი და მეორადი უკმარისობა (არჩევის პრეპარატებია – ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი; საჭიროებისას ინიშნება სინთეზური ანალოგები მინერალოკორტიკოიდებთან ერთად. მინერალოკორტიკოიდების დამატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პედიატრიულ პრაქტიკაში).
• თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
• ქრონიკული და ქვემწვავე თირეოიდიტი;
• ჰიპერკალცემია ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს;
2) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (მათ შორის რევმატული) (დამატებითი თერაპიის სახით ხანმოკლე დროით, მწვავე მდგომარეობის ან გამწვავების დროს) • რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით (ცალკეულ შეთხვევებში საჭიროა შემანარჩუნებელი თერაპია დაბალი დოზებით);
• მაანკილოზებელი სპონდილიტი;
• მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი;
• მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიტი;
• მწვავე პოდაგრული ართრიტი;
• პოსტტრავმული ოსტეოართრიტი;
• სინოვიტი ოსტეოართრიტის დროს;
• ეპიკონდილიტი;
3) შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (გამწვავების პერიოდში ან ცალკეულ შეთხვევებში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით)
• მწვავე რევმოკარდიტი;
• სისტემური წითელი მგლურა;
• სისტემური დერმატომიოზიტი (პოლიმიოზიტი);
• რევმატული პოლიმიალგია;
• გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი;
4) კანის დაავადებები
• პემფიგუსი;
• ბულოზური ჰერპესიფორმული დერმატიტი;
• მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
• ექსფოლიაციური დერმატიტი
• სოკოსმაგვარი დერმატიტი;
• მძიმე ფსორიაზი;
• მძიმე სებორეული დერმატიტი;
5) ალერგიული რეაქციები (მძიმე ან დამაინვალიდებელი მდგომარეობები, რომლის დროსაც არაეფექტურია ტრადიციული თერაპია)
• სეზონური ან წლიური ალერგიული რინიტი;
• შრატისმიერი დაავადება;
• ბრონქული ასთმა;
• პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები;
• კონტაქტური დერმატიტი;
• ატოპიური დერმატიტი;
6) თვალის დაავადებები (მძიმე მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები თვალის დაზიანებით)
• რქოვანას ალერგიული წყლულები;
• თვალის წინა სეგმენტის ანთება;
• დიფუზური უკანა უვეიტი და ქორიოიდიტი;
• სიმპატიკური ოფთალმია;
• ალერგიული კონიუნქტივიტი;
• კერატიტი;
• ქორიორეტინიტი;
• მხედველობის ნერვის ნევრიტი;
• ირიტი და ირიდოციკლიტი;
7) სასუნთქი ორგანოების დაავადებები
• სიმპტომური სარკოიდოზი;
• ლეფლერის სინდრომი, რომელიც სხვა საშუალებებით მკურნალობას არ ექვემდებარება;
• ბერილიოზი;
• ელვისებური ან დისემინირებული ფილტვის ტუბერკულოზი შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად;
• ასპირაციული პნევმონიტი;
8) ჰემატოლოგიური დაავადებები
• იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში;
• მეორადი თრომბოციტოპენია მოზრდილებში;
• შეძენილი (აუტოიმუნური) ჰემოლიზური ანემია;
• ერითრობლასტოპენია (ერითროციტული ანემია);
• თანდაყოლილი (ერითროიდული) ჰიპოპლაზიური ანემია;
9) ონკოლოგიური დაავადებები (პალიატიური თერაპიის ფარგლებში)
• ლეიკოზები და ლიმფომები მოზრდილებში;
• მწვავე ლეიკოზი ბავშვებში;
10) შეშუპებითი სინდრომი
• დიურეზის სტიმულაციისთვის და პროტეინურიის რემისიის მისაღწევად პაციენტებში ურემიის გარეშე ნეფროზული სინდრომით, რომელიც ან იდიოპათიური ტიპისაა, ან სისტემური წითელი მგლურათი გამოწვეული.
11) კუჭ-ნაწლავის დაავადებები (კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით)
• წყლულოვანი კოლიტი;
• რეგიონალური ენტერიტი;
12) ნერვული სისტემა
• გაფანტული სკლეროზის გამწვავება;
• თავის ტვინის შეშუპება, განპირობებული თავის ტვინის სიმსივნით;
13) სხვა ჩვენებები
• ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკით ან მისი საშიშროების დროს (შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად);
• ტრიქინელოზი ნერვული სისტემის ან მიოკარდიუმის დაზიანებით;
• ორგანოთა ტრანსპლანტაცია;

მიღების წესები და დოზები
პრეპარატის საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 4–დან 48 მგ-მდე მეთილპრედნიზოლონს დღეში, დაავადების ხასიათის მიხედვით. ნაკლებ მძიმე დაავადებების დროს საკმარისია უფრო დაბალი დოზები, თუმცა ცალკეულ პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს უფრო მაღალი დოზებიც. მაღალი დოზები შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი (200 მგ/დღეში), თავის ტვინის შეშუპება (200-1000 მგ/დღეში), და ორგანოთა ტრანსპლანტაცია (7 მგ/კგ/დღეში). თუ დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ არ იქნა მიღწეული დამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტი, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სხვა ტიპის თერაპიის დანიშვნა.
ბავშვებში დოზას ექიმი ადგენს სხეულის მასაზე ან ზედაპირზე გაანგარიშებით. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს – პერორალურად 0,18მგ/კგ ან 3,33 მგ/კვ.მ. დღეში 3 მიღებაზე, სხვა ჩვენებით – 0,42-1,67 მგ/კგ ან 12,5-50 მგ/კვ.მ. დღეში 3 მიღებაზე.
აღსანიშნავია, რომ საჭირო დოზა შეიძლება ვარირებდეს და უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად დაავადების ხასიათის და პაციენტის თერაპიაზე პასუხის მიხედვით.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით. თუ მკურნალობის პროცესში მიღებულია კარგი ეფექტი, პაციენტისთვის უნდა შეირჩეს ინდივიდუალური შემანარჩუნებელი დოზა, საწყისი დოზის თანდათანობითი შემცირების გზით დროის გარკვეული შუალედებით, სანამ არ აღმოაჩენენ უმცირეს დოზას, რომელიც მიღწეული კლინიკური ეფექტის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა. საჭიროა პრეპარატის დოზირების რეჟიმის მუდმივი კონტროლი. ზოგ სიტუაციაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია, მაგალითად, კლინიკური მგომარეობის ცვლილებისას, რაც განპირობებულია რემისიით ან დაავადების გამწვავებით, პრეპარატზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით, ასევე პაციენტზე სტრესული მდგომარეობების ზემოქმედების დროს, რაც არ არის პირდაპირ დაკავშირებული ძირითად დაავადებასთან, რაზეც მიმართულია თერაპია. ბოლო შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის გაზრდა გარკვეული დროით, რაც ავადმყოფის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ალტერნატიული თერაპია
ალტერნატიული თერაპია - ესაა დოზირების ისეთი რეჟიმი, რომლის დროსაც გკს-ის გაორმაგებული დღიური დოზა მიიღება დღეგამოშვებით დილით. ასეთი თერაპიის მიზანია მაქსიმალური კლინიკური ეფექტის მიღწევა პაციენტებში ხანგრძლივი მკურნალობის დროს და ამავე დროს არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა, როგორიცაა ჰიპოფიზურ-თირკმელზედას სისტემის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, გკს-ის მოხსნის სინდრომი და ზრდის შეფერხება ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ნატრიუმის შეკავება, გულის ქრონიკული უკმარისობა წინასწარგანწყობილ პირებში, არტერიული წნევის მატება, ორგანიზმში სითხის შეკავება, კალიუმის კარგვა და ჰიპოკალემიური ალკალოზი.
ძვალ-კუნთოვანი: სტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი სისუსტე, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, მალების კომპრესიული მოტეხილობები, ლულოვანი ძვლების ეპიფიზების ასეპტიკური ნეკროზი, მყესების გაგლეჯვა, განსაკუთრებით აქილევსის მყესის.
კუჭ-ნაწლავის: პეპტიკური წყლული შესაძლო პერფორაციით და სისხლდენით, კუჭიდან სისხლდენები, პანკრეატიტი, ეზოფაგიტი, ნაწლავის პერფორაცია.
გკს-ით მკურნალობის შემდეგ აღინიშნა სისხლში ალანინტრანსამინაზას (ალტ), ასპარტატტრანსამინაზას (ასტ) და ტუტე ფოსფატაზას დონის მატება. ჩვეულებრივ, ეს ცვლილებები უმნიშვნელოა, არ არის დაკავშირებული კლინიკურ სინდრომებთან და შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
დერმატოლოგიური: ჭრილობების გვიანი შეხორცება, პეტექიები და ექკიმოზები, კანის სიმკვრივის დაქვეითება და გათხელება.
მეტაბოლური: უარყოფითი აზოტის ბალანსი, განპირობებული ცილის კატაბოლიზმით.
ნევროლოგიური: ქალასშიდა წნევის მომატება, თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვები.
ენდოკრინული: მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰირსუტიზმი, კუშინგის სინდრომი, ჰიპოფიზურ-თირკმელზედას სისტემის დათრგუნვა, ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლენა, ინსულინის ან შაქრის დონის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების მომატებული მოხმარება დიაბეტის მქონე პირებში, ბავშვებში ზრდის დარღვევა. ოფთალმოლოგიური: უკანა სუბკაფსულური კატარაქტა, თვალშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დაზიანების რისკით, ეკზოფთალმი.
იმუნოლოგიური: ინფექციური დაავადებების დროს წაშლილი კლინიკური სურათი, ლატენტური ინფექციების აქტივაცია, პირობით პათოგენური გამომწვევებით გამოწვეული ინფექციების განვითარება, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ალერგიული სისტემური რეაქციები, შესაძლებელია რეაქციების დაქვეითება კანის სინჯების წარმოების დროს. სხვა: გკს-ის მოხსნის სინდრომი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეზოფაგიტი, გასტრიტი, მწვავე ან ლატენტური პეპტიკური წყლული, ნაწლავური ანასტომოზი (ბოლო პერიოდში ანამნეზით), არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი პერფორაციის ან აბსცესის საშიშროებით, დივერტიკულიტი; შაქრიანი დიაბეტი ან მისდამი წინასწარგანწყობა, ჰიპერლიპიდემია; მიასთენია გრავის, ოსტეოპოროზი, ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, მწვავე ფსიქოზი, მიოკარდიუმის მწვავე და ქვემწვავე ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (განსაკუთრებით, ჰიპოალბუმინემიით მიმდინარე) ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღიაკუთხოვანი გლაუკომა, მარტივი ჰერპესი (თვალის ფორმა), ჩუტყვავილა, წითელა, სტრონგილოიდოზი, აივ-ინფექცია, შიდსი; აქტიური და ლატენტური ტუბერკულოზი, მძიმე ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები (ზრდის სუპერინფექციის რისკს, აძლიერებს დაავადების სიმპტომებს), პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ სპეციფიკური თერაპიის ფონზე. სისტემური სოკოვანი ინფექციების დროს არ არის რეკომენდებული პერპარატის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გკს-ის მაღალი დოზების გამოყენებამ მდედრებში შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეები. რადგან სათანადო კვლევები ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენის შესასწავლად ამ მომენტისთვის არ არის ჩატარებული, პრეპარატის გამოყენება ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და რეპროდუქციული ასაკის ქალებში ხდება მხოლოდ ქალისთვის, ემბრიონისა და ნაყოფისთვის სარგებელისა და პოტენციური რისკის თანაფარდობის შეფასების საფუძველზე. ორსულობის დროს გკს ინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით.
გკს გადის პლაცენტაში. ბავშვები, რომელთა დედები ორსულობის დროს ღებულობდნენ გკს-ის მაღალ დოზებს, საჭიროებენ ყურადღებიან გამოკვლევას თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქციის შესაძლო სიმპტომების გამოვლენის მხრივ. გკს-ის გავლენა მშობიარობის მიმდინარეობასა და გამოსავალზე უცნობია.
გკს გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის დროს, ბავშვების ძუძუთი კვებას წყვეტენ.

განსაკუთრებული მითითებები
რადგან გკს-ით თერაპიის გართულებები დამოკიდებულია დოზის სიდიდეზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რისკი/სარგებელის თანაფარდობის გაანალიზების საფუძველზე, ასევე საზღვრავენ მკურნალობის ხანგრძლივობას და მიღების სიხშირეს.
საჭიროა პრეპარატის იმ უმცირესი დოზის მიღება, რაც უზრუნველყოფს საკმარის თერაპიული ეფექტს, საჭიროებისას დოზის დაქვეითება ხდება თანდათან.
გკს-ით თერაპიის ფონზე შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევები: ეიფორია, უძილობა, განწყობის ცვალებადობა, პიროვნების ცვლილება და მძიმე დეპრესია, მწვავე ფსიქოზური გამოვლინებები. Gგარდა ამისა, შეიძლება გაძლიერდეს უკვე არსებული ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქოზური რეაქციებისკენ მიდრეკილება.
ავადმყოფებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან სტრესულ სიტუაციებს გკს თერაპიის ფონზე, ნაჩვენებია პრეაპარატის დოზის გაზრდა სტრესამდე, სტრესული სიტუაციის დროს და მის შემდეგ. ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ გკს-ის იმუნოდეპრესიული ეფექტის გამომწვევ დოზებს, უკუნაჩვენებია ცოცხალი ან ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა, მაგრამ შეიძლება მკვდარი ან ინაქტივირებული ვაქცინის მიღება, თუმცა ასეთ ვაქცინაზე რეაქცია შეიძლება დაქვეითებული იყოს. ავადმყოფებში, რომლებიც ღებულობენ გკს-ის იმ დოზებს, რომლებიც არ იწვევს იმუნოდეპრესიულ ეფექტს, შესაბამისი ჩვენებით ხორციელდება იმუნიზაცია.
გკს თერაპიის ფონზე შეიძლება წაიშალოს ინფექციური დაავადების კლინიკური სურათი, გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციური დაავადება. გკს-თერაპიის დროს შეიძლება დაქვეითდეს ორგანიზმის მდგრადობა ინფექციის მიმართ, ასევე შეიძლება დაირღვეს ორგანიზმის მიერ ინფექციური პროცესის ლოკალიზების უნარი. სხვადასხვა პათოგენური ორგანიზმებით, ისეთებით, როგორებიცაა ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები ან ჰელმინთები, რომლებიც ლოკალიზდებიან ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაში, გამოწვეული ინფექციების განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს გკს როგორც მონოთერაპიასთან, ასევე სხვა იმუნოდეპრესანტებთან ერთად გამოყენებასთან, რომლებიც მოქმედებენ უჯრედულ იმუნიტეტზე, ჰუმორულ იმუნიტეტზე ან ნეიტროფილების ფუნქციაზე. შეიძლება ეს ინფექციები არ მიმდინარეობდეს მძიმედ, მაგრამ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია მძიმე მიმდინარეობა და ლეტალური გამოსავალიც კი. ამასთან, რაც მეტია გკს-ს გამოყენებული დოზები, მით მეტია ინფექციური გართულებების წარმოშობის რისკი. პრეპარატ მედროლის გამოყენება აქტიური ტუბერკულოზის დროს ნაჩვენებია ელვისებრი ან დისემინირებული ტუბერკულოზის მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გკს გამოიყენება შესაბამის ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად. თუ გკს ინიშნება ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულოზური სინჯების ვირაჟის დროს, აუცილებელია დოზების განსაკუთრებული ყურადღებით შერჩევა, რამდენადაც შეიძლება მოხდეს დაავადების რეაქტივაცია. გკს ხანგრძლივი თერაპიის დროს ასეთ ავადმყოფებს უნდა ჩაუტარდეთ სათანადო პროფილაქტიკური მკურნალობა.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თვალის დაზიანების დროს, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპეს ვირუსით, რადგან შეიძლება მოხდეს რქოვანას პერფორაცია.
გკს ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, გლაუკომა მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით; იზრდება სოკოებით და ვირუსებით გამოწვეული მეორადი ინფექციების განვითარების შესაძლებლობა. შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მაგალითად ანგიონევროზული შეშუპება.
ჰიდროკორტიზონის ან კორტიზონის საშუალო და მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ნატრიუმის იონების და წყლის შეკავება, და კალიუმის ექსკრეციის გაზრდა. ეს მოვლენები ნაკლებად ვითარდება სინთეზური გკს-ის გამოყენების დროს (მაგალითად, მეთილპრედნიზოლონი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი მაღალი დოზით გამოიყენება. საჭიროა საჭმელი მარილის მიღების შეზღუდვა და კალიუმის პრეპარატების მიღება. ყველა გკს ზრდის კალციუმის გამოყოფას.
ოსტეოპოროზი წარმოადგენს ხშირ, და ამავე დროს, იშვიათად დიაგნოსტირებულ გვერდით ეფექტს, რომელიც ვითარდება გკს-ის ხანგრძლივი გამოყენებისას.
ბავშვებს, რომლებიც იღებენ გკს თერაპიას ხანგრძლივად და ყოველდღიურად, რამდენჯერმე კვირაში, აღენიშნებათ ზრდის შეფერხება. მიღების ასეთი მეთოდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით. ალტერნატიული თერაპია საშუალებას იძლევა გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ასეთი არასასურველი ეფექტები.
თირკმელზედას ქერქის მეორადი უკმარისობის გამოვლინებები, რაც ახლავს გკს-ით მკურნალობას, მინიმუმდე შეიძლება დაყვანილ იქნეს დოზის თანდათანობითი დაქვეითებით. შედარებითი უკმარისობის ეს ტიპი აღინიშნება რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობის დასრულებიდან, ამიტომ, ამ პერიოდში ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში ისევ ინიშნება გკს. ამასთან ერთად, შეიძლება დარღვეული იყოს მინერალოკორტიკოიდების სეკრეციაც, რის გამოც აუცილებელია ელექტროლიტების და/ან მინერალოკორტიკოიდების დანიშვნა.
გკს-ის უფრო გამოხატული ეფექტი აღინიშნება ჰიპოთირეოზის და ღვიძლის ციროზის დროს. არ არსებობს ერთიანი აზრი პეპტიკური წყლულის განვითარების შესახებ გკს მკურნალობის ფონზე. პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაააქტიუროს პეპტიკური წყლულის სიმპტომები, რის გამოც შეიძლება განვითარდეს პერფორაცია ან სისხლდენა ტკივილის სინდრომის გარეშე.
გკს სიფრთხილით გამოიყენება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს, თუ არსებობს პერფორაციის, აბსცესის განვითარების ან სხვა ჩირქოვანი ინფექციის რისკი; ასევე, დივერტიკულიტის დროს, ახალი ნაწლავური ანასტომოზების არსებობისას, აქტიური ან ლატენტური პეპტიკური წყლულის, თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, ოსტეოპოროზის, მიასთენია გრავის დროს. აღწერილია, რომ ავადმყოფებს, რომლებიც იღებდნენ გკს თერაპიას, განუვითარდათ კაპოშის სარკომა. (მაგრამ გკს-ს მოხსნის შემდეგ შეიძლება დადგეს კლინიკური რემისია).
პრეპარატის კანცეროგენული და მუტაგენური მოქმედება, აგრეთვე მისი არასასურველი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების კლინიკური სინდრომი არ არის აღწერილი. გკს-ის დოზის გადაჭარბებისას მწვავე ტოქსიურობის განვითარება აღინიშნება უკიდურესად იშვიათად. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პრეპარატის ხშირმა განმეორებითმა გამოყენებამ (ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე) შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომი და სხვა გართულებები, დამახასიათებელი გკს-ის ხანგრძლივი გამოყენებისთვის. მკუნალობა სიმპტომურია. მეთილპრედნიზოლონი გამოიდევნება დიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედების ქვემოთ მოყვანილ მაგალითებს შეიძლება ჰქონდეს არსებითი კლინიკური მნიშვნელობა.
მეთილპრედნიზოლონის და ციკლოსპორინის ერთდროულად გამოყენება იწვევს მეტაბოლიზმის ურთიერთდამუხრუჭებას, ამიტომ დასაშვებია, რომ ყოველი ამ პრეპარატთაგანით მონოთერაპიისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მათი ერთდროული გამოყენებისას უფრო ხშირად განვითარდეს. (აღწერილია კრუნჩხვის შემთხვევები ამ პრეპარატების ერთდროული მიღებისას).
მეთილპრედნიზოლონის თერაპიული ეფექტი ქვეითდება ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქტორების გავლენით (ეფედრინი, თეოფილინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, რიფამპიცინი), რაც საჭიროებს პრეპარატის დოზის მომატებას სასურველი ეფექტის მისაღებად. ოლეანდომიცინს, კეტოკონაზოლს, პერორალურ ესტროგენის შემცველ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ გკს-ის მეტაბოლიზმის ინჰიბირება და მისი კლირენსის შემცირება, ნახევარგამოყოფის პერიოდის, თერაპიული და ტოქსიური ეფექტების გაზრდა. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია გკს-ს დოზის შერჩევა ჭარბი დოზირების პრევენციის მიზნით.
მეთილპრედნიზოლონს შეუძლია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და დიდი დოზებით მიღებული აცეტილსალიცილის მჟავის კლირენსის გაზრდა, რაც იწვევს შრატში სალიცილატების დონის დაქვეითებას ან მეთილპრედნიზოლონის მოხსნის შემთხვევაში სალიცილატების ტოქსიურობის რისკის გაზრდას. სალიცილატებთან ერთად მიღებისას იზრდება გასტროპათიის რისკი. ჰიპოპროთრომბინემიით დაავადებულებისათვის აცეტილსალიცილის მჟავა გკს-სთან ერთად ინიშნება სიფრთხილით. მეთილპრედნიზოლონი გავლენას ახდენს პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე, მონაცემების მიხედვით, აძლიერებს ან ასუსტებს მათ ეფექტს. ანტიკოაგულანტის საჭირო ეფექტურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია კოაგულაციის მაჩვენებლების მუდმივი განსაზღვრა.
ჰიპოკალემიური მოქმედების გამო ზრდის საგულე გლიკოზიდების ტოქსიურობას (არითმიების განვითარება).
თიაზიდური დიურეტიკები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, სხვა გკს და ამფოტერიცინ B ზრდის ჰიპოკალემიის რისკს, ნატრიუმის შემცველი პრეპარატები – შეშუპების და არტერიული ჰიპერტენზიის რისკს.
ალკოჰოლი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ზრდის კუჭ-ნაწლავის ულცერაციის და სისხლდენების საფრთხეს. ართრიტის სამკურნალოდ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში მეთილპრედნიზოლონის დოზას ამცირებენ თერაპიული ეფექტის სუმაციის გამო.
პარაცეტამოლთან კომბინაციაში იზრდება ჰეპატოტოქსიურობის რისკი (ღვიძლის ფერმენტების ინდუქცია და პარაცეტამოლის ტოქსიური მეტაბოლიტის წარმოქმნა).
ამცირებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას.
ანტაციდებთან ერთად მიღება ამცირებს მეთილპრედნიზოლონის შეწოვას.
მეთილპრედნიზოლონის მაღალი დოზები თრგუნავს სომატოტროპინის ეფექტს.
ანდროგენები ზრდის შეშუპების განვითარების რისკს.
ამცირებს ვაქცინების ეფექტურობას (ცოცხალმა ვაქცინამ მეთილპრედნიზოლონის მიღების ფონზე შეიძლება გამოიწვიოს დაავადება).
მიტოტანმა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის სხვა ინჰიბიტორებმა შეიძლება განაპირობოს გკს-ის დოზის გაზრდის საჭიროება.
ანტითირეოიდული პრეპარატები და თირეოიდული ჰორმონები: მეთილპრედნიზოლონის კლირენსი მცირდება ჰიპოთირეოზის დროს და იზრდება ჰიპერთირეოზის დროს, ამიტომ, მეთილპრედნიზოლონის დოზის შერჩევა ხდება ფუნქციური ტესტების მონაცემების საფუძველზე.
აჩქარებს იზონიაზიდის, მექსელიტინის მეტაბოლიზმს, რაც აქვეითებს პრეპარატების პლაზმურ კონცენტრაციას, განსაკუთრებით “სწრაფ” აცეტილატორებში.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 5 წელი;
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება!
შენახვის პირობები:
ინახება 20-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)