რეოპოლიგლუკინი 200მლ ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
საერთაშორისო დასახელება: dextran.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო, ოდნავ მოყვითალო აპიროგენული სითხე, უსუნო, მარილის, ან მოტკბო გემოთი.
შემადგენლობა:
100მლ ხსნარი შეიცავს:
დექსტრანი 10გ;
ნატრიუმის ქლორიდი 0,9გ;
დამხმარე საშუალება: საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა: საინფუზიო ხსნარი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლისშემცვლელი და საპერფუზიო ხსნარები, ათქ BO5A AO5
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რეოპოლიგლუკინი წარმოადგენს სისხლისშემცვლელ ხსნარს. მისი სპეციფიური მოქმედება გამოიხატება სისხლის სუსპენზიური თვისებების და კაპილარებში სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებაში, მისი სიბლანტის შემცირებაში, ასევე იგი ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატის სწრაფი გადასხმის დროს პლაზმის მოცულობა მატულობს 2 ჯერ შეყვანილი რეოპოლიგლუკინის მოცულობასთან შედარებით.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი ელიმინირდება ორგანიზმიდან თირკმელებით (პირველი დღეღამის განმავლობაში 70%). დანარჩენი რაოდენობა გადადის რეტიკულოენდოთელიურ სისტემაში, სადაც იგი იშლება გლუკოზამდე.
ჩვენება:
რეოპოლიგლუკინი ინიშნება მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად ტრავმული, საოპერაციო, ტოქსიური და დამწვრობით გამოწვეული შოკის პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ; არტერიული და ვენოზური სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებლად თრომბოზების, თრომბოფლებიტების, ენდარტერიტების, რეინოს დაავადების მკურნალობის და პროფილაქტიკისათვის; გულზე ოპერაციის დროს პრეპარატი გამოიყენება საპერფუზიო ხსნარებში დასამატებლად ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატებში; სისხლძარღვოვანო და პლასტიკური ოპერაციების დროს მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად და თრომბის წარმოქმნის შესამცირებლად.
დოზირების რეჟიმი:
რეოპოლიგლუკინი ინიშნება წინასწარი კანქვეშა სინჯის ჩატარების შემდეგ, გამონაკლისია გადაუდებელი დახმარების შემთხვევები შოკური მდგომარების დროს. ამ შემთხვევაში უნდა საჭიროა პრეპარატები ალერგიული რეაქციების საწინააღმდეგოდ. კანქვეშა სინჯი ტარდება პრეპარატის ინფუზიამდე 24 საათით ადრე.
კანქვეშა სინჯის ჩატარების მეთოდიკა რეოპოლიგლუკინის მიმართ ინდივიდუალური მგძნობელობის დასადგენად.
შუშის ბოთლიდან, ანტისეპტიკის წესების დაცვით, შპრიცით იღებენ პრეპარატის 0,2-0,3მლ-ს და ნემსის შეცვლის შემდგომ, კანქვეშ, წინამხარის შიდა 1/3 –ში, შეჰყავთ პრეპარატის 0,05მლ ~ლიმონის ქერქის~ მიღებამდე. რეაქციაზე დაკვირვება წარმოებს 24 საათის შემდგომ. ადგილობრივი რეაქცია: ჰიპერემია 1,5სმ-ზე მეტი პაპულის წარმოქმნით და ზოგადი სიმპტომები: გულისრევა, თავბრუსხვევა და სხვა, მოწმობს პრეპარატის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე და ამ შემთხვევაში მისი გამოყენების შეუძლებლობაზე.
თუ რეაქცია არ აღინიშნება, ავადმყოფს უტარდება პერფუზია იმ სერიის პრეპარატით, რომლითაც გაკეთდა კანქვეშა სინჯი. სინჯის გაკეთების შედეგი რეგისტრირდება დაავადების ისტორიაში. უნდა გახსოვდეთ, რომ კანის სინჯი არ იძლევა საშუალებას განოვლინდეს რეოპოლიგლუკინის მიმართ 100%-ნი სენსიბილიზაცია, ამიტომ პერფუზიის პირველი 5-10 წუთის განმავლობაში საჭიროა მეთვალყურეობა პაციენტის მდგომარეობაზე.
დაუშვებელია პრეპარატის შერევა სხვა საშუალებებთან. პრეპარატის შეყვანის დოზა და სიჩქარე დამოკიდებულია ჩვენებაზე და ავადმყოფის მდგომარეობაზე. მიკროცირკულაციის დარღვევის დროს (შოკის სხვადასხვა ფორმები) რეოპოლიგლუკინი შეჰყვათ ინტრავენურად, წვეთოვანი, ერთჯერადად დოზით 10მლ/კგ წონაზე. დღეღამური დოზა მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის შეადგენს 15მლ-მდე/კგ წონაზე. მიზანშეწონილია რეოპოლიგლუკინთან ერთად შეყვანილი იქნას კრისტალოიდური ხსნრები იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა ელექტროლიტური და სითხის ბალანსის აღსადგენად, ან შესანარჩუნებლად. ეს მნიშვნელოვანია დეჰიდრატაციის მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების მკურნალობის დროს და ქირურგიული ჩარევისას. გულ-სისხლძარღვთა და პლასტიკური ოპერაციების დროს რეოპოლიგლუკინი შეჰყავთ ინტრავენურად, წვეთოვანი, უშუალოდ ოპერაციის წინ დოზით _ 5-10მლ/კგ-ზე, ბავშვებში _ 10მლ-მდე/კგ-ზე; ოპერაციის დროს _ 5მლ/კგ-ზე, ბავშვებში _ 10მლ-მდე/კგ-ზე; ოპერაციის შემდგომ, 5-6 დღის განმავლობაში _ წვეთოვანი, 10მლ/კგ-ზე ერთხელ დღეში, ბავშვებში 2-3 წლმადე ასაკის _ 10მლ-მდე/კგ-ზე. ოპერაციის დროს ხელოვნური სისხლმიმოქცევით რეოპოლიგლუკინი ემატება სისხლში _ 10-20მლ/კგ-ზე ოქსიგენატორის შესავსებლად (კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს). პოსტოპერაციულ პერიოდში დოზები იგივეა, როგორც მიკროცირკულაციის დარღვევისას.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი იწვევს დიურეზის მომატებას. რეოპოლიგლუკინის შეყვანის დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია თრომბოციტოპენიის, თირკმელების დაავადების დროს, როდესაც აღინიშნება ანურია, გულის უკმარისობა და იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია დიდი მოცულობის სითხის შეყვანა.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს რეოპოლიგლუკინის შეყვანა წყდება დაუყოვნებლივ. ავადმყოფს ენიშნება კრისტალოიდური ხსნარები, საგულე პრეპარატები.
გამოყენების თავისებურება:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმელების დაავადების დროს, ან ნატრიუმის ქლორიდის შეყვანის შეზღუდვის შემთხვევაში. რეოპოლიგლუკინის შეყვანის დროს აღინიშნება დიურეზის შემცირება ბლანტი შარდის გამოყოფით, რაც მოწმობს ორგანიზმის დეჰიდრატაციაზე. ამ შემთხვევაში შეჰყავთ კრისტალოიდური ხსნარები ელექტროლიტური და სითხის ბალანსის შესანარჩუნელბლად. პრეპარატი შეჰყავთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
რეოპოლიგლუკინის და არასპეციფიური ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენების დროს საჭიროა სისხლის სიბლანტის კონტროლი, ვინაიდან პრეპარატი იწვევს მათი დეზაგრეგაციული მოქმედების გაძლიერებას. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, სისხლმიმოქცევზე მოქმედ პრეპარატებს და ასევე იწვევენ არტერიული წნევის მომატებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, 100°C-250°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობა _ 4 წელი.
გაცემის წესი: რეცეპტით.
შეფუთვა: 200 და 400 მლ შუშის ბოთლები.
მწარმოებელი და მისი მისამართი:
”იურია-ფარმი”
უკრაინა