პრობიოტიკო 550მგ #15კაფს

პრობიოტიკო 550მგ #15კაფს

36.67 ლარი 29.33 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ნატურე ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაქტობაქტერიები+ბიფიდობაქტერიები
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 88607
გააზიარე:

პრობიოტიკო

შემადგენლობა:

Lactobacillus acidophilus
Lactobacillus paracasei
Lactobacillus plantarum
Lactobacillus salivarius
Lactococcus lactis
Bifidobacterium infantis
Bifidobacterium lactis
Bifidobacterium longum
Enterococcus faecium

ალოე ვერა 75 მგ
ვიტამინი C 40 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულრებელი საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: ლაქტობაქტერიები მონაწილეობს ცილების, ცხიმების და რთული ნახშირწყლების დაშლაში, ნაღვლისმჟავების მეტაბოლიზმში, ასევე K და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში. ბიფიდობაქტერიებს გააჩნიათ ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და პირობითპათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრთან მიმართებაში.პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ფრუქტოოლიგოსაქარიდი წარმოადგენს საკვებ ნიადაგს პრობიოტიკისთვის.
პრობიოტიკო ახდენს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზებას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აფერხებს ნაწლავური დაავდებების ქრონიკული ფორმების განვითარებას.

ჩვენებები :

სხვადასხვა ეტიოლოგიის დისბაქტერიოზი, მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები, ანტიბიოტიკების და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი, საჭმლის მონელების დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, ღებინება, გულისრევა, ბოყინი, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი(დაკავშირებული საკვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობებთან და სხვა მიზეზებთან).
მიღების წესი და დოზირება :

1 კაფსულა დილით.მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
გვერდითი მოვლენები :

პრეპარატი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.
უკუჩვენება : არ არის გამოვლენილი.
გამოშვების ფორმა : #15 კაფსულა, მუყაოს ყუთში.
აფთიაქიდან გაცემის წესი : ექიმის რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები :

შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.