პანტოსტაბილი 40მგ #28ტ
გააზიარე:
პანტოსტაბილი 40 მგ ენტერული გარსით დაფარული ტაბლეტი
პერორალური მიღებისთვის
- აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტ პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატს
- სხვა ინგრედიენტები: უწყლო ნატრიუმის კარბონატი, მანიტოლი, კროსპოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პოლივინილპიროლიდინი K90, კალციუმის სტეარატი, პოლივინილის ალკოჰოლი, მაკროგოლი/PEG 3350, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, სიმეთიკონი Q7-2587
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რა არის პანტოსტაბილი და რისთვის გამოიყენება ის?
2. რა უნდა იცოდეთ პანტოსტაბილი მიღებამდე
3. პანტოსტაბილი გამოყენების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. პანტოსტაბილის შენახვის პირობები
1. რა არის პანტოსტაბილი და რისთვის გამოიყენება ის?
- პანტოსტაბილი წარმოდგენილია ტაბლეტის სახით, რომელიც შემოგარსულია სპეციალური ნივთიერებით (ენეტერული გარსი), რაც იცავს წამალს კუჭში გახსნისგან. თითოეული ტაბლეტი შეიცავს მედიკამენტურ ნივთიერებას - 40 მგ პანტოპრაზოლი (პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატი).
- პანტოსტაბილიშეიცავს აქტიურ ნივთიერებას - პანტოპრაზოლს. პანტოპრაზოლი არის სელექტიური „პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი“ - მედიკამენტი, რომელიც ამცირებს კუჭში გამომუშავებული მჟავის რაოდენობას. გამოიყენება მჟავიანობასთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავური დაავადებების სამკურნალოდ.
- პანტოსტაბილიწარმოდგენილია ბლისტერის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 ან 28 ენტერული გარსით დაფარულ ტაბლეტს. ოვალური ფორმის, ღია ყვითელი ფერის, გარსით დაფარული ტაბლეტები ჰომოგენური ფორმით.
პანტოსტაბილის დანიშვნა ხდება:
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (კუჭის მჟავე შიგთავსის უკან, საყლაპავისკენ დაბრუნება).
მოზრდილებში:
- ჰელიკობაქტერია პილორით (Helicobacter pylori)გამოწვეული ინფექცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების და კუჭის წყლულების მქონე პაციენტებში ორ ანტიბიოტიკთან ერთად კომბინაციაში (აღმოფხვრის თერაპია). მკურნალობის მიზანია ბაქტერიის თავიდან აცილება და მსგავსი წყლულების კვლავ წარმოშობის შესაძლებლობის შემცირება.
- პეპტიური წყლულების (თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულები) მკურნალობა.
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა (პანკრეასის სიმსივნეები, რომელიც კუჭში ჭარბი მჟავიანობას გამომწვევ ჰორმონს წარმოქმნიან) და სხვა მდგომარეობები, რომლის დროსაც კუჭში ხდება დიდი რაოდენობით მჟავის წარმოქმნა.
2. პანტოსტაბილის მიღებამდე
დაუშვებელია პანტოსტაბილის მიღება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ თქვენ ალერგიული ხართ პანტოპრაზოლის ან პანტოსტაბილში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ, ასევე ბენზიმიდაზოლების მიმართ (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს)
- თუ თქვენ ალერგიული ხართ მედიკამენტების მიმართ, რომლებიც შეიცავენ სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება პანტოსტაბილის მიღების დროს:
- თუ თქვენ ღვიძლის სერიოზული პრობლემები გაქვთ. თუ წარსულში ღვიძლზე პრობლემები გქონიათ აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს. მან უნდა შეამოწმოს ღვიძლის ფერმენტები უფრო ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ პანტოსტაბილით მკურნალობთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ღვიძლის ფერმენტების მომატების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ პანტოსტაბილით მკურნალობა.
- თუ თქვენ გაქვთ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების შემცირებული ოდენობა ან ვიტამინი B12-ის შემცირების რისკ ფაქტორის წინაშე ხართ. ისევე, როგორც მჟავიანობის შემამცირებელმა სხვა საშუალებებმა, პანტოპრაზოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმის მიერ ვიტამინი B12-ის შთანთქმის შემცირება.
- თუ თქვენ პანტოპრაზოლთან ერთად იღებთ აივ-სპეციფიური პროტეაზის ინჰიბიტორებს, როგორიცაა ატაზანავირი (აივ-ინფექციის სამკურნალოდ) მიმართეთ ექიმს განსაკუთრებული რჩევისთვის.
- თუ თქვენ იღებთ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს, როგორიცაა პანტოპრაზოლი, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რამაც შესაძლებელია გაზარდოს მენჯის, წელის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. შეატყობინეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ თქვენ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შესაძლებელია გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).
- თუ თქვენ იღებთ პანტოპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შესაძლებელია მაგნიუმის დონე თქვენს სისხლში დავარდეს. მაგნიუმის დაბალი დონე გამოიხატება დაღლილობით, კუნთების უნებლიე მოძრაობებით, დიზორიენტაციით, კრუნჩხვებით, თავბრუსხვევით და გახშირებული გულისცემით. თუ თქვენ აღგენიშნებათ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე, გთხოვთ, დაუყონებლივ შეატყობინეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ შესაძლებელია გამოიწვიოს კალიუმის ან კალციუმის დონეების კლება სისხლში. ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება, რათა გააკონტროლოს მაგნიუმის დონე.
- მკურნალობის დროს არ მიიღოთ ალკოჰოლი.
- თუ თქვენ კუჭის მომატებული მჟავიანობის შემამცირებელი, პანტოპრაზოლის მსგავსი მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ გამოგივლინდათ რეაქცია კანზე.
- თუ თქვენ გაქვთ კანზე გამონაყარი, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების ადგილებში, უახლოეს ვადებში შეატყობინეთ ექიმს, რადგან შესაძლებელია დაგჭირდეთ პანტოპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტა. ასევე არ დაგავიწყდეთ ექიმს მოახსენოთ, თუ რაიმე დისკომფორტს განიცდით, მაგალითად ტკივილს სახსრებში.
- თუ თქვენ აპირებთ ჩაიტაროთ ნეიროენდოკრინული სიმსივნის სადიაგნოსტიკო ანალიზები, შეატყობინეთ ექიმს, ვინაიდან პანტოსტაბილმა შესაძლებელია ზეგავლენა იქონიოს ანალიზის შედეგებზე.
- პანტოსტაბილმა შესაძლებელია მცირედ გაზარდოს ზოგიერთი ბაქტერიის რაოდენობა, რომლებიც ჩვეულებრივ არსებობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში და აქედან გამომდინარე ინფექციის რისკი მაღალია (სალმონელა და კამპილობაქტერია).
- პანტოსტაბილის გამოყენება, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებით (ტკვილგამაყუჩებელი მედიკამენტების ჯგუფი) გამოწვეული წყლულების საპრევენციოდ შეზღუდულია პაციენტებში, რომელთაც სჭირდებათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებით მუდმივი მკურნალობა და რომლებიც კუჭ-ნაწლავურ ტრაქტში არასასურველი მდგომარეობის მიღების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან (65 წელს ზემოთ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში წყლული და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა აღენიშნებათ).
- თუ თქვენ უნდა ჩაიტაროთ სპეციალური სისხლის ანალიზი (ქრომოგრანინი A).
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს შემჩნევის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს:
- მოულოდნელი კლება წონაში
- ღებინება, განსაკუთრებით თუ განმეორებადია
- სისხლით ღებინება; შესაძლებელია ღებინების დროს გამოჩნდეს მუქი ყავის მსგავსი ნალექი
- სისხლიანი განავალი, შავი ფერის და კუპრისებრი
- ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს
- სიფერმკრთალე ან სისუსტის შეგრძნება (ანემია)
- ტკივილი გულ-მკერდის არეში
- მუცლის ტკივილი
- მწვავე ან ქრონიკული დიარეა.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან იმ შემთხვევაშიც, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმეს ადგილი ჰქონია თუნდაც წარსულში
თუ თქვენ იღებთ პანტოსტაბილს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1 წელზე მეტი დროის განმავლობაში) შეატყობინეთ თქვენს ექიმს. ექიმმა შესაძლოა მუდმივი დაკვირვების ქვეშ აგიყვანოთ. ყოველთვის როცა ექიმს ნახავთ უნდა შეატყობინოთ ახალი ან გამონაკლისი სიმპტომებისა და მდგომარეობების შესახებ.
პანტოსტაბილით მკურნალობამ შესაძლებელია შეამსუბუქოს კიბოს სიმპტომები და შეაყოვნოს მისი დიაგნოსტირება. აქედან გამომდინარე, ექიმმა შესაძლებელია გადაწყვიტოს ზოგიერთი ანალიზის ჩატარება, რომელიც გამორიცხავს ავთვისებიან დაავადებებს. თუ მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები კვლავ აღგენიშნებათ საჭიროა დამატებითი კვლევები.
პანტოსტაბილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
პანტოსტაბილის მიღება ხდება ჭამადე 1 საათით ადრე დაღეჭვის ან დანაწევრების გარეშე, მთლიანად, წყალთან ერთად.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან
ორსულ ქალებში პანტოპრაზოლის გამოყენების შესახებ შესაბამისი მონაცემები არ არსებობს. თუ თქვენ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ორსულობას მიიღეთ პანტოსტაბილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ მედიკამენტით მიღებული სარგებლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომავალი ბავშვისთვის შექმნილი პოტენციური რისკი.
თუ თქვენ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყონებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან
მედიკამენტი გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ დედებში მედიკამენტის გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მისი მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვილისთვის შექმნილი პოტენციური საფრთხე.
ავტომობილის ტარება და სხვა მანქანებთან მუშაობა
პანტოპრაზოლს არ გააჩნია არავითარი მცირე ზეგავლენაც კი ავტომობილის ტარებაზე ან სხვა მანქანების გამოყენებაზე.
თუ თქვენ აღგენიშნებათ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მხედველობის დარღვევა, დაუშვებელია მანქანის ტარება ან სხვა მექანიზმების გამოყენება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანტოსტაბილში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
მანიტოლი:
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 გრ-ზე ნაკლებ (89.25 მგ) მანიტოლს, აქედან გამომდინარე, მას არ გააჩნია საფაღარათო მოქმედება.
ნატრიუმი:
თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. აქედან გამომდინარე, ის ითვლება „ნატრიუმისგან თავისუფალ მედიკამენტად“ და შესაბამისად ნატრიუმით გამოწვეული გვერდითი მოვლენები არაა დამახასიათებელი.
სხვა მედიკამენტების მიღება
პანტოპრაზოლმა შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, აქედან გამომდინარე, აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს თუ თქვენ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
- პანტოპრაზოლმა შესაძლებელია შეამციროს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება, რომლეთა აბსორბცია pH-დამოკიდებულია, ესენია: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და პოსაკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) ან ერლოტინიბი (გამოიყენება გარკვეული ტიპის სიმსივნეებისვის).
- ვარფარინი ან ფენპროკუმონი, რომელიც იწვევს სისხლის გასქელებას ან გათხელებას. შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევა.
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა ატაზანავირი.
- მეთოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზის და სიმსივნის სამკურნალოდ) - თუ თქვენ იღებთ მეთოტრექსატს ექიმმა შესაძლებელია დროებით შეწყვიტოს პანტოპრაზოლით მკურნალობა, ვინაიდან პანტოპრაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს სისხლში მეთოტრექსატის დონე.
- ფლუვოქსამინი (გამოიყენება დეპრესიის და სხვა ფსიქიატრული დაავადებების სამკურნალოდ) - თუ თქვენ იღებთ ფლუქსამინს ექიმმა უნდა შეამციროს დოზა.
- რიფამპიცინი (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
- ჯონს ვორტი (Hypericum perforatum) (მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ)
თუ თქვენ იღებთ ან უახლესი დროის განმავლობაში მიიღეთ რაიმე სხვა მედიკამენტი, მათ შორის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ურეცეფტოდ გაიცემა, შეატყობინეთ ექიმს.
3. როგორ მივიღოთ პანტოსტაბილი?
გამოყენების მეთოდი
ტაბლეტები მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დაღეჭვის და დანაწევრების გარეშე, გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყალთან ერთად.
- სათანადო გამოყენებისა და დოზირების ინსტრუქცია/გამოყენების სიხშირე
12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში
გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალოდ (საკვები და კუჭის მჟავე შიგთავსი გადააქვს კუჭიდან საყლაპავ მილში) და მასთან დაკავშირებული სიმპტომები (მაგ.: წვა გულის არეში და ტკივილი, მჟავიანობა, ტკივილი ყლაპვისას):
რეკომენდირებულია დღეში 1 ტაბლეტის მიღება. ექიმმა შესაძლებელია გირჩიოთ 2 ტაბლეტის მიღება. მკურნალობის პერიოდი შეადგენს 4-დან 8 კვირამდე. თქვენი ექიმი განსაზღვრავს პანტოსტაბილის მიღების ხანგრძლივობას.
მოზრდილები
ჰელიკობაქტერია პილორითგამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულები ორ შესაბამის ანტიბიოტიკთან ერთად:
რეკომენდირებული დოზაა 1 ტაბლეტი, დღეში 2-ჯერ პლიუს 2 ანტიბიოტიკი ამოქსიცილინი ან კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი (ან ტინიდაზოლი), თითოეული მათგანის მიღება ხდება დღეში ორჯერ პანტოპრაზოლის ტაბლეტთან ერთად. ერთი ტაბლეტი მიიღება საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე ტაბლეტი მიიღება საღამოს ვახშმობამდე 1 საათით ადრე. ჩვეულებრივ მკურნალობის პერიოდი გრძელდება 1-2 კვირა. მიყევით ექიმის მითითებებს და გაეცანით აღნიშნული ანტიბიოტიკების გამოყენების ინსტრუქციებს.
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების მკურნალობა:
რეკომენდირებული საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს დღეში 1 ტაბლეტს. ექიმთან კონსულტაციით შესაძლებელია დოზის გაორმაგება. კუჭის წყლულების მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4-დან 8 კვირამდე. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-დან 4 კვირამდე. ექიმი გირჩევთ რა დროის მანძილზე უნდა მიიღოთ პანტოსტაბილი.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ან სხვა მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობის დროს, რა დროსაც გამოიყოფა დიდი რაოდენობით კუჭის მჟავა:
ჩვეულებრივ საწყისი რეკომენდირებული დოზაა დღეში 2 ტაბლეტი. ტაბლეტების მიღება ხდება ჭამამდე 1 საათით ადრე. დამოკიდებულია კუჭის მიერ გამომუშავებულ მჟავაზე, ექიმს შეუძლია მოგივანებით დოზა შეცვალოს. თუ პაციენტს დანიშნული აქვს დღეში 4 ტაბლეტი, ტაბლეტების მიღება ხდება დღეში ორჯერ.
თუ პაციენტს დანიშნული აქვს დღეში 4 ტაბლეტი, როგორც დღიური დოზა, პაციენტს უნდა ეცნობოს ზუსტად როდის უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება.
გამოყენების მეთოდი
ტაბლეტები მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დაღეჭვის და დანაწევრების გარეშე, გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყალთან ერთად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში: 12 წლის ქვემოთ ბავშვებში მედიკამენტის მიღება რეკომენდირებული არაა.
მოხუცები: პანტოსტაბილის მიღება შესაძლებელია დოზირების ცვლილების გარეშე
განსაკუთრებული პირობები
თირკმლის პრობლემები:
თუ თქვენ თირკმლის უკმარისობა გაქვთ, დაუშვებელია პანტოსტაბილის მიღება ჰელიკობაქტერია პილორის სამკურნალოდ.
ღვიძლის პრობლემები:
თუ ღვიძლის მსუბუქი ან მწვავე პრობლემები გაქვთ დაუშვებელია პანტოსტაბილის მიღება ჰელიკობატქერია პილორის სამკურნალოდ.
40 მგ პანტოპრაზოლის დღიური დოზის გადამეტება დაუშვებელია ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
თუ გრძნობთ, რომ პანტოსტაბილის მოქმედება ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პანტოსტაბილის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში
ჭარბი დოზით გამოწვეული სიმპტომები ცნობილი არაა
პანტოსტაბილის ტაბლეტების ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
თუ პანტოსტაბილის მიღება დაგავიწყდათ
თუ ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. მიიღეთ შემდგომი, ნორმალური დოზა ჩვეულ დროს.
გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ პანტოსტაბილის მიღებას
ექიმი გაცნობებთ, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პანტოსტაბილი. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან ან ფარმაცევტთან შეუთანხმებლად, ვინაიდან სიმპტომები შესაძლებელია კვლავ წამოიშვას ან გაუარესდეს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც ყველა მედიკამენტი, გვერდითი მოვლენები თავს იჩენს პანტოსტაბილი შემავალი ინგრედიენტების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში. შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოთვლილია ქვემოთ და განსაზღვრულია შემდეგი პირობითობის შესაბამისად:
ძალიან ხშირი (აღენიშნება 100-დან 1 პაციენტს)
ხშირი (აღენიშნება ყოველი 1000-დან 1-დან 10 -მდე პაციენტს)
არც ისე ხშირი (აღენიშნება ყოველი 10.000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს)
იშვიათი (აღენიშნება ყოველი 10.000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს)
ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
ცნობილი არაა (შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით)
თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს გამოცდით, შეწყვიტეთ პანტოსტაბილის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას უახლოეს საავადმყოფოში:
- მწვავე ალერგიული რეაქცია (სიხშირე ცნობილი არაა): ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), სუნთქვის გაძნელება, სახის ალერგიული შეშუპება (კვინკეს შეშუპება/ანგიოედემა), თავბრუსხვევა გახშირებული გულისცემით და ოფლიანობით.
- კანის მწვავე რეაქციები (სიხშირე ცნობილი არაა): კანზე ბუშტუკების წარმოქმნა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, თვალების, ცხვირის, პირის/ტუჩების ან სასქესო ორგანოების მიმდებარე რეგიონების დაწყლულება (მათ შორის, მცირე სისხლდენა) (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლიელის სინდრომი, ერითემა პოლიმორფული) და სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
- სხვა მწვავე მდგომარეობები (სიხშირე ცნობილი არაა): კანის ან თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება (ღვიძლის უჯრედების სერიოზული დაზიანება, სიყვითლე) ან ციება, გამონაყარი და გადიდებული თირკმელები ზოგჯერ გამოხატული შარდვის დროს ტკივილი და ქვედა წელის ტკივილი (თირკმელების მწვავე ანთება), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების უკმარისობა.
ზემოაღნიშნული მიეკუთვნება ძალიან მწვავე გვერდით მოვლენებს.
თუ რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ ეს ნიშნავს, რომ პანტოსტაბილის მიმართ მწვავე ალერგია გაქვთ. თქვენ შესაძლებელია დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღგენიშნებათ მიმართეთ ექიმს:
- ხშირი (აღენიშნება ყოველი 1000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს)
კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში.
- არც ისე ხშირი (აღენიშნება ყოველი 10.000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს)
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა,
- იშვიათი (აღენიშნება ყოველი 10.000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს)
გემოს შეგრძნების გაუარესება ან სრული დაკარგვა; მხედველობის დარღვევები, როგორიცაა ბურნდოვანი მხედველობა; გამონაყარი; სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი; წონის ცვლილება. სხეულის მაღალი ტემპერატურა; მაღალი სიცხე; კიდურების შეშუპება (პერიფერიული ედემა); ალერგიული რეაქციები; დეპრესია, მამაკაცებში მკერდის გაფართოება.
- ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
დიზორიენტაცია
- ცნობილი არაა (შეუძლებელია შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით)
ჰალუცინაცია, დაბნეულობა (განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც ეს სიმპტომები წარსულში გამოუცდიათ) სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე (ჰიპონატრემია), სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე (იხ. ნაწილი 2 - რა უნდა იცოდეთ პანტოსტაბილის მიღებამდე), გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილთან ერთად.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც სისხლის ანალიზით გამოვლინდება:
- არც ისე ხშირი (აღენიშნება 1000-დან 1-დან 10 პაციენტს)
ღვიძლის ფერმენტების მომატება
- იშვიათი (აღენიშნება 10.000-დან 1-დან 10-მდე პაციენტს):
ბილირუბინის ზრდა; სისხლში ქოლესტერინის დონის ზრდა; ლეიკოციტების მკვეთრი ვარდნა, მაღალ სიცხესთან ერთად
- ძალიან იშვიათი (აღენიშნება 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს):
თრომბოციტების რაოდენობრივი კლება, რაც იწვევს სისხლდენას და ჩალურჯებებს ნორმალურზე მეტად: ლეიკოციტების რაოდენობრივი კლება, რაც იწვევს უფრო ხშირ ინფექციებს; სისხლში ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების დონის პათოლოგიური კლება.
როგორ უნდა შევატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ თქვენ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელიც არაა აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე, თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ გვერდითი მოვლენის შესახებ პირდაპირ თურქეთის ფარმაკოლოგიური ცენტრის საიტზე www.titck.gov.tr „მედიკამენტების გვერდითი მოვლენები“-ღილაკზე დაწკაპებით ან დარეკოთ ნომერზე 0 800 314 00 08 - გვერდითი მოვლენების ცხელი ხაზი. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გზით თქვენ უზრუნველყოფთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
თუ თქვენ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელიც არაა აღნიშნული წინამდებარე ისნტრუქციაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. შენახვის პირობები
შეინახეთ პანტოსტაბილი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავის ორიგინალ შეფუთვაში
შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ოთახის ტემეპრატურაზე
მიიღეთ მედიკამენტი მოქმედების ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პანტოსტაბილის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ
არ გამოიყენოთ პანტოსტაბილი, თუ პროდუქციაზე და/ან შეფუთვაზე შენიშნავთ რაიმე დეფექტს.
სავაჭრო ავტორიზაციის მფლობელი:
DEVA Holding A.Ş.
Halkalı Merkez Mah. Basın Ekspres Cad. No:1
34303 Küçükçekmece - İSTANBUL / TURKEY
ტელ.: +90 212 692 92 92
ფაქსი: +90 212 697 00 24
წარმოების ადგილი:
DEVA Holding A.Ş.
Çerkezköy Organize Sanayi Bölgesi
Karaağaç Mah, Atatürk Cad. No:32
Kapaklı / TEKİRDAĞ/TURKEY
თბილისი (99 აფთიაქი)
მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები