მელოქსი10მგ/მლ1.5მლ#10ა

მელოქსი10მგ/მლ1.5მლ#10ა

95.35 ლარი
ქვეყანა: კვიპროსი
მწარმოებელი: მედოქემიე ლტდ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მელოქსიკამი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 88258
გააზიარე:

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

მელოქსი 10 მგ/მლ საინექციო ხსნარი

მელოქსიკამი

პრეპარატის გამოყენებამდე გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

- ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მათი სიმპტომები ერთნაირია.

- თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს,  მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული. იხილეთ პუნქტი 4.

რა არის მოცემული ამ ჩანართში:

1. რას წარმოადგენს მელოქსი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ მელოქსის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება მელოქსი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ მელოქსი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს მელოქსი და რისთვის გამოიყენება იგი

მელოქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც ჰქვია მელოქსიკამი. მელოქსიკამი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ანთების, ცხელების და ტკივილის შესამსუბუქებლად.

მოზრდილებში მელოქსი გამოიყენება ანთებითი რევმატიული დაავადებების რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადება) ხანმოკლე მკურნალობისთვის, როდესაც პრეპარატის მიღება პერორალურად ან რექტალურად არ არის შესაძლებელი.

2. რა უნდა იცოდეთ მელოქსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ მელოქსი

-        თუ ხართ ალერგიული მელოქსიკამის ან ამ პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6).

-        ორსულობის მესამე ტრიმესტრში

-        18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში

-        თუ ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავას ან ანთების საწინააღმდეგო სხვა  პრეპარატების მიმართ (აასპ).

-        თუ აცეტილსალიცილის მჟავას ან  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები:

  • ასთმა
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის (ცხვირის პოლიპი) მცირე შეშუპებით განპირობებული ცხვირის ობსტრუქცია.
  • ჭინჭრის ციება
  • სახის, ენის ან ყელის შეშუპება; სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება (ანგიონევროულიშეშუპება).

-        თუ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ ოდესმე გქონიათ სისხლდენა, კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია.

-        თუ გაქვთ წყლული ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან.

-        თუ ანამნეზში აღენიშნებათ კუჭში ან ნაწლავებში (წყლული ან სისხლდენა, რასაც ადგილი ჰქონდა მინიმუმ ორჯერ) წყლულის ან სისხლდენის რეციდივი

-         თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობა

-        თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, რომელიც დიალიზით არ ინკურნება

-        თუ ცოტა ხნის წინ აღენიშნებოდათ სისხლდენა ტვინში (ცერებროვასკულური სისხლჩაქცევა)

-        თუ გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა

-        თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევები ან მკურნალობთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპერატებით.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მელოქსის გამოყენება არ არის შესაფერისი მწვავე ტკივილის სამკურნალოდ.

მელოქსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ ოდესმე გქონიათ ეზოფაგიტი (საყლაპავის ანთება), გასტრიტი (კუჭის ანთება) ან კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი სხვა დაავადება, როგორიც არის წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება.
  • თუ გაქვთ გულის დაავადება

-        პრეპარატები როგორიც არის მელოქსი შეიძლება უკავშირდებოდეს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის განვითარების მცირედით გაზრდილ რისკს. ნებისმიერი რისკი შესაძლოა გამოწვეული იყოს პრეპარატის დიდი დოზებით და ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას (იხილეთ პუნქტი 3 „როგორ გამოიყენება მელოქსი“).

-        თუ აღენიშნებათ გულის პრობლემები, მანამდე აღენიშნებოდათ ინსულტი ან მიგაჩნიათ რომ იმყოფებით ამ მდგომარეობების რისკის ქვეშ (მაგალითად, თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), მაშინ მკურნალობის საკითხი უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ერთად.

  • თუ გაქვთ კანის პრობლემები

-        მელოქსიკამის გამოყენებისას აღინიშნა პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო გამონაყარი კანზე (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომელიც თავდაპირველად აღინიშნება მოწითალო ლაქების მსგავსი ან მრგვალი ფოლაქებით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით ტანზე. დამატებითი ნიშნებია: წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენილატიებზე და კონიუნქტივიტი (თვალების სიწითლე და შეშუპება). ამ პოტენციურად სიცოცხლისათვის სახიფათო კანის გამონაყარს ხშირად თან ახლავს სურდოს მაგვარი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირდეს  ფართოდ გავრცელებულ ბუშტუკებად ან განვითარდეს კანის აქერცვლა. კანის სერიოზული რეაქციების ყველაზე მაღალი რისკი არსებობს მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში.

-        თუ მელოქსიკამის გამოყენებისას  განვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მაშინ  არასოდეს დაიწყოთ თავიდან მელოქსიკამით მკურნალობა.

-        თუ განვითარდება გამონაყარი ან კანის ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და უთხარით რომ ღებულობთ ამ პრეპარატს.

-        თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა

-        თუ ხართ ხანდაზმული

-        თუ აღენიშნებათ სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია), რაც შეიძლება მოხდეს სისხლის დაკარგვის, დამწვრობის, ოპერაციის ან ნაკლები სითხის მიღების შემთხვევაში.

-         თუ გაქვთ დიაბეტი ან ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც სისხლში ზრდიან კალიუმის დონეს. მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდეთ ექიმის დაკვირვების ქვეშ.  

მელოქსმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის სიმპტომები (ცხელების მსგავსი). კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ინფექცია.

სხვა პრეპარატები და მელოქსი

უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება რომ გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

შემდეგმა პრეპარატებმა შეიძლება გავლენა იქონიონ მელოქსზე ან პირიქით:

  • სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და აცეტილსალიცილის მჟავა
  • კორტიკოსტეროიდები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთების და ალერგიული რეაქციების შესამცირებლად)
  • ანტიკოაგულანტები, მაგ: ვარფარინი ან ჰეპარინი (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები)
  • თრომბოლიტიკები (პრეპარატები რომლებიც ებრძვიან სისხლის კოლტებს)
  • სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
  • შარდმდენები. შარდმდენების მიღების შემთხვევაში თქვენი ექიმი უნდა დააკვირდეს თირკმლის ფუნცქიებს.
  • მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადების სამკურნალო პრეპარატები (მაგ: ACE ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ-II ანტაგონისტები, ბეტა-ბლოკერები)
  • ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, კანის მძიმე დარღვევებისას, რევმატოიდული ართრიტის ან  ნეფროზული სინდრომის დაავადებისას).
  • ტაკროლიმუსი (გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ)
  • საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტული მოწყობილობა (სშმ, სპირალი)
  • ლითიუმი (გამოიყენება ფსიქოლოგიური დარღვევების სამკურნალოდ)
  • მეტოტრექსატი (გამოიყენება გარკვეული სახის სიმსივნის, კანის დაავადებების და ძლიერი უკონტროლო აქტიური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)
  • ქოლესტირამინი (გამოიყენება ქოლესტერინის დასაქვეითებლად).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

პრეპარატის გამოყენებამდე  რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.

ორსულობა

ამ პრეპარატის გამოყენებას უნდა მოერიდოთ ორსულობის პირველი 6 თვე. მისი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ექიმი ჩათვლის მის აუცილებლობას.

ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში არასოდეს გამოიყენოთ მელოქსი, რადგან მან შეიძლება სერიოზული შედეგი მოახდინოს თქვენს ბავშვზე ერთჯერადი დოზის გამოყენების შემთხვევაშიც კი.

ძუძუთი კვება

მელოქსიკამი გადადის რძეში. აქედან გამომდინარე მელოქსის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.

ფერტილობა

მელოქსის მიღებისას შეიძლება გაძნელდეს დაორსულება. უთხარით ექიმს თუ გაქვთ დაორსულების პრობლემები.

მექანიზმების მართვა და გამოყენება

ამ პროდუქტის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დარღვევები, ძილიანობა, თავბრუსხვევა. ამ შემთხვევაში არ მართოთ და გამოიყენოთ მექანიზმები.

მელოქსი შეიცავს ნატრიუმს

ამ სამკურნალო პროდუქტის ყოველი ამპულა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ეს ნიშნავს „ნატრიუმისგან თავისუფალი“.

3. როგორ გამოიყენება მელოქსი

ეს პრეპარატი გამოიყენეთ ზუსტად ისე როგორც მიგითითებთ ექიმი ან ფარმაცევტი. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მელოქსი გამოიყენება ინტრამუსკულურად. ინექცია უნდა გააკეთოს მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტმა. ეს პრეპარატი კეთდება ნელი ინექციით დუნდულში. თუ ღებულობთ ერთზე მეტ ინექციას ექიმი ინექციას გააკეთებს მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

თუ გაკეთებული გაქვთ ბარძაყის ჩანაცვლება, მაშინ ექიმმა ინექცია უნდა გააკეთოს საწინააღმდეგო მხარეს. თუ ინექციის გაკეთების დროს გექნებათ ძლიერი ტკივილი, მაშინ ექიმმა უნდა შეწყვიტოს ინექციის გაკეთება.

რეკომენდებული დოზა:

მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია დღეში ერთი ინექცია. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია გაზრდა (როდესაც პრეპარატის მიღება პერორალურად ან რექტალურად არ არის შესაძლებელი) 2-3 დღე.

არ მიიღოთ დღეში 15 მგ -ზე მეტი მაქსიმალური დოზა

ხანდაზმული პაციენტები და გვერდითი მოვლენების  გარზრდილი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები.

თუ ხართ ხანდაზმული ან იმყოფებით გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის ქვეშ, რეკომენდებული დოზაა 7.5 მგ დღე-ღამეში (15 მგ 1/2 ამპულა).

თირკმლის უკმარისობა

თუ აღგენიშნებათ თირკმლის უკამრისობა და იმყოფებით დიალიზით მკურნალობაზე, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ-ს დღე-ღამეში (15 მგ 1/2 ამპულა).

თუ იყენებთ მელოქსის რეკომენდებულზე მეტ დოზას

თუ მიიღეთ ძალიან ბევრი მელოქსი, დაუყოვნებლივ  მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჭარბი დოზის მიღების შემდეგ გამოვლენილი სიპტომებია:

  • ენერგიის არ ქონა
  • ძილიანობა
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • ტკივილი კუჭის არეში

მელოქსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ეს სიმპტომები გაივლის ჩვეულებრივ.

შეიძლება აღინიშნოს სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან.

ძლიერმა მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები:

  • არტერიული წნევის ზრდა
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
  • სუნთქვის შემცირება ან შეწყვეტა
  • ცნობიერების დაკარგვა
  • კონვულსიები
  • არტერიული წნევის ვარდნა
  • გულის შეტევა
  • უცაბედი ალერგიული რეაქციები, მათ შორის: გულის წასვლა, სუნთქვის გაძნელება, კანის რეაქციები.

ამ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

მსგავსად ყველა პრეპარატისა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ მელოქსის გამოყენება და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ შენიშნავთ შემდეგს:

  • ალერგიული რეაქციები რამაც შეიძლება მიიღოს შემდეგი ფორმა:

-                       კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის ბუშტუკები, წითელი ან მეწამული ფერის ლაქები ან კანის აქერცვლა. ამან ასევე შეძლება გავლენა იქონიოს პირის ღრუზე, თვალებზე და სხვა ლორწოვან გარზსე (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მრავალფორმიანი ერითემა). ეს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 პაციენტში).

-                       კანის ან ლორწოვანის შეშუპება, როგორიც არის თვალების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, შესაძლოა სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროტული შეშუპება), კოჭების ან ფეხების შეშუპება (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 პაციენტში).

-                       დისპნოე ან ასთმის შეტევა (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 პაციენტში).

-                       ღვიძლის ანთება რამაც შეიძლება გამოიწვიოს: თვალის კაკლის ან კანის სიყვითლე, მუცლის ტკივილი, მადის დაქვეითება (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 პაციენტში).

-                            საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი უარყოფითი ეფექტები.

-                       სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან (შავი განავალი), წყლულის ჩამოყალიბება ან პერფორაცია (იწვევს მუცლის ტკივილს) ხანდახან შეიძლება იყოს მძიმე და პოტენციურად ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 პაციენტში).

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 პაციენტში)

  • დისპეფსია
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • კუჭის ტკივილი
  • ყაბზობა
  • მეტეორიზმი
  • ხშირი თხელი განავალი (დიარეა)

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 პაციენტში)

  • ტავის ტკივილი
  • ინექციის ადგილის ტკივილი

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 პაციენტში)

  • თავბრუსხვევა
  • ძილიანობა
  • ანემია (ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება)
  • არტერიული წნევის ზრდა
  • წამოხურება
  • ნატრიუმის და წყლის შეკავება
  • კალიუმის დონის ზრდა
  • ბოყინი
  • კუჭის ან პირის ღრუს ანთება
  • გამონაყარი
  • ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის პათოლოგიური ანალიზები. ექიმმა ეს პათოლოგიები შეიძლება აღმოაჩინოს სისხლის ანალიზებით.

იშვიათი  (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1 პაციენტში)

  • განწყობის შეცვლა
  • კოშმარული სიზმრები
  • პათოლოგიური სისხლის რაოდენობა
  • შუილი ყურებში
  • გახშირებული გულისცემა
  • საყლაპავის ანთება
  • ჭინჭრის ციება
  • მხედველობის დარღვევები, მათ შორის ბუნდოვანი ხედვა და თვალის სკლერის, ქუთუთოების ანთება
  • მსხვილი ნაწლავის ანთება

ძალიან იშვიათი  (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1 პაციენტში)

  • თირკმლის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით გულის ან თირკმლის დაავადების რისკ ფაქტორის მქონე პაციენტებში.
  • აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების კონკრეტული ტიპების სრული დაკარგვა). ამან შეიძლება გამოიწვიოს:

- უეცარი ცხელება

- ყელის ტკივილი

- ინფექციები. თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი უნდა მიმართოთ ექიმს და ლეიკოციტების ნაკლებობის გამოსარიცხად გაიკეთოთ სისხლის ანალიზები.

უცნობი (არსებული მონაცემებით ვერ ფასდება სიხშირე)

  • ცნობიერების დაბინდვა
  • დიზორიენტაცია
  • მძიმე ალერგიული რეაქციები ცხელების, შეშუპების, არტერიული წნევის უცბად ვარდნის, ქოშინის და კანის რეაქციების სიმპტომებით.
  • მზის სინათლეზე გასვლით განპირობებული გამონაყარი კანზე.

გვერდითი მოვლენების მოხსენება

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ ასევე პირდაპირ აცნობოთ ანგარიშგების ეროვნული სისტემას:

კვიპროსი:

ფარმაცევტული სამსახური, ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475, www.moh.gov.cy/phs

ფაქსი: + 357 22608649

მალტა:

ADR ანალიზი:

ვებ.გვერდი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ ინფორმაციის მიწოდებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ მელოქსი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებსაგან მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო პროდუქტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტემპერატურაზე შენახვის პირობებს. სინათლისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისთვის. გადააგდეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოზე და ეტიკეტზე. ვარგისიანობის ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. თუ პრეპარატი აღარ გესაჭიროებათ მისი განკარგვისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

 

რას შეიცავს მელოქსი

- აქტიური ნივთიერება არის მელოქსიკამი. ხსნარის ერთი მლ შეიცავს 10 მგ მელოქსიკამს.  ერთი ამპულა 1,5 მლ საინექციო ხსნართან ერთად შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს.

- სხვა ინგრედიენტებია: მეგლუმინი, გლიკოფუროლი, პოლოქსამერი 188, ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექცია), ბუთილირებული ჰიდროქსიტოლუენიდა საინექციო წყალი.

მელოქსის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე, ყვითელიდან მომწვანო-ყვითელი ფერის ხსნარი, არ შეიცავს ნაწილაკებს.

ხსნარის pH არის 8.4 – 8.9

გამჭვირვალე შუშის ამპულა შევსების მთლიანი 2 მლ მოცულობით, შეიცავს 1.5 მლ საინექციო ხსნარს.

ამპულები მოთავსებულია ბლისტერზე, 5 ამპულა ერთ დაპრესილ პვქ ბლისტერზე დალუქული PE ფოლგით.

5 ამპულიანი კოლოფი. ყოველ კოლოფში არის 1 ბლისტერი რომელშიც არის 5 ამპულა.

10 ამპულიანი კოლოფი. ყოველ კოლოფში არის 2 ბლისტერი რომელშიც არის 5 ამპულა.

100 ამპულიანი კოლოფი. ყოველ კოლოფში არის 20 ბლისტერი რომელშიც არის 5 ამპულა.

ყველა შეფუთვის ფორმა არ არის გაყიდვაში.

გაცემის წესი:

არმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

MEDOCHEMIE LTD, 1-10 კონსტანტინოპოლის ქუჩა, 3011 ლიმასოლი, კვიპროსი

ეს ჩანართი ბოლოს გადამოწმდა 5/08/2019 წელს.