ოლეა ქოლორი თმის საღებავი 750 წითელი
გააზიარე:
თმის საღებავი ოლეა ქოლორი – 750 წითელი
ოლეა ქოლორის თმის საღებავი ამიაკის გარეშე, გამდიდრებულია კამელიას,მზესუმზირის და მონოის ზეთებს. საღებავი 100%–ით ღებავს ჭაღარას და უნარჩუნებს თმას ხანგრძლივ ფერს.
გამოყენება:ჩაიცვით ხელთათმანები,მოათავსეთ ფერის აქტივატორი გამხსნელ ბოთლში,დაახურეთ თავი და შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.მიღებული მასა დაიტანეთ მშრალ თმაზე,ძირებიდან თმის სიგრძის მიმართულებით.გაიჩერეთ 30-40 წუთის განმავლობაში და კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით შამპუნის გარეშე.ამის შემდეგ,თმის ძირებში მასაჟისებური მოძრაობით წაისვით მკვებავი ნიღაბი,გაიჩერეთ 3 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ.
თმის საღებავი არ შეიცავს ამიაკს,პარაბენს,სილიკონს და მინერალურ ზეთებს.
- კამელიას ზეთი: აქვს დამამშვიდებელი და დამარბილებელი ეფექტი თმაზე,წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ.
- მზესუმზირის ზეთი: გამდიდრებულია მინერალებით,რომლებიც აძლიერებენ თმას და ხდიან მას უფრო ელასტიურს.
- მონოის ზეთი: აქვს აღმდგენი და დამატენიანებელი მოქმედება თმაზე.
კოლოფის შიგთავსი:
ხელთათმანები,ფერის აქტივატორი 60მლ,გამხსნელი 60მლ,მკვებავი ნიღაბი შეღებვის შემდეგ 15მლ,ინსტრუქცია.
რეკომენდაცია: არ გამოიყენოთ საღებავი თუ:
- ხართ 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში,
- გაქვთ დაზიანებული სკალპი,
- რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ ხართ ალერგიული,
- ფერის აქტივატორი შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, ამიტომ მოარიდეთ თვალის არეში მოხვედრას.