რენკარბი 1000მგ #100ტ

რენკარბი 1000მგ #100ტ

53.99 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტაციდური საშუალებები
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ვესტ კოსტ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ბიკარბონატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86821
გააზიარე:

რენკარბი

(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი)

Rencarb

შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს :

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი ------------------------ 1000 მგ

ჩვენება :

  • მეტაბოლური აციდოზი განვითარებული სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ინტოქსიკაციების, სხვადასხვა ინფექციის, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში და თირკმლის დიალიზის შემდგომ.
  • ანტაციდური მოქმედება და სიმპტომების გაუმჯობესება გასტროდუოდენალური წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის დროს.
  • პოდაგრის შეტევის პრევენცია.

დოზირება და მიღების წესი :

პერორალურად 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ. მაქსიმალური დღიური დოზა 5 გ.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას :

არ გამოიყენება შემდეგ პაციენტებში:

  • პაციენტები რომლებსაც ესაჭიროებათ ნატრიუმის მიღების შეზღუდვა (პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერნატრიემია, შეშუპება, პრეეკლამპსია, შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება, მაღალი არტერიული წნევა და სხვა).

გამოიყენება სიფრთხილით :

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადების მძიმე ფორმის დროს.
  • პაციენტებში პარკუჭოვანი დისფუნქციით, ფილტვის დაავადებებით.
  • პაციენტებში შარდის ტუტე რეაქციით.

გვერდითი ეფექტები :

  • ნივთიერებათა ცვლის მოშლა: შეშუპება ნატრიუმის დაგროვების გამო. ტუტე სინდრომი.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, შეწყვიტეთ ან დროებით შეაჩერეთ მედიკამენტის მიღება.

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შებერილობა, ბოყინი, იშვიათად კუჭის წვენის სეკრეციის მომატება.

ძირითადი გაფრთხილებები :

სიფრთხილით ინიშნება

  • პაციენტებში გულის უკმარისობით, შეშუპებით, შარდის გამოყოფის შემცირებით ან ანურიით.
  • მომატებული მჟავიანობის მკურნალობისას აციდოზის კორექციის და კარბონატული გაღიზიანების შესამცირებლად რეკომენდებულია კომბინაცია სხვა ანტაციდებთან.
  • ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ტუტე რეაქციის მომატება (ჰემატურია, ღებინება, სისხლდენა, გაუწყლოება), ამიტომ საჭიროა დაინიშნოს სიფრთხილით.

ურთიერთქმედება :

  • სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას მიიღეთ სიფრთხილით, რადგან pH-ზე ზემოქმედების გამო შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატის აბსორბციის და გამოყოფის ცვლილება.
  • შესაძლებელია რძემჟავა სინდრომის განვითარება (ჰიპერკალცემია, აზოტემია, ტუტე რეაქციის მატება.)

ზემოაღნიშნული სიმპტომების განვითარებისას შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება.

შენახვის წესი : შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (1-30°C)

შენახვის ვადა : 36 თვე წარმოებიდან

შეფუთვა : 10 ბლისტერზე, 10 ბლისტერი კოლოფში.