ცრემლი ნატურალური II 15მლ ფლ
გააზიარე:
ჩვენება: თვალის წვისა და გაღიზიანებისას მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესებისთვის რაც გამოწვეულია თვალის სიმშრალით და მისი შემდგომი გაღიზიანებისგან დასაცავად . დროებითი გაუმჯობესებისთვის მცირე გაღიზიანებისგან გამოწვეული დისკომფორტისას ან თვალის ქარზე ან ვრცლად
მწარმოებელი: ALCON
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კერატოპროტექტორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები: ფლაკონში 15 მლ
კომბინირებული პრეპარატი.
თქვენი ცრემლი შესამჩნევი სითხეა და ამას ძალიან მნიშვნელოვანი დანიშნულება გააჩნია . ცრემლი შეიცავს ნატურალური კომპონენტების რაოდენობას , რომელიც კომბინირდება რათა წარმოიქმნას დამცავი ფენა თვალის ზედაპირზე რასაც ცრემლის ფენა ეწოდება. ცრემლის ფენა იცავს და ტენიანობას ანიჭებს თვალს ყოველდღე რათა შენარჩუნებულ იქნეს მისი ჯანმრთელობა და კომფორტულობა.
ზოგიერთ ადამიანს ცრემლი მცირე რაოდენობით აქვს. მრავალი ადამიანი აპროდუცირებს მცირე რაოდენობით ცრემლს ან კიდევ ცრემლს, რომელსაც აკლია მნიშვნელოვანი კომპონენტები. ცრემლის ნაკლებობამ ან ნაკლოვანმა ცრემლმა შეიძლება გამოიწვიოს ცრემლის ფენის დაზიანება, და რქოვანაზე მშრალი ლაქების წარმოქმნა. ეს იწვევს მშრალი, მგრძნობიარე თვალის სიმპტომებს გაღიზიანებული, ქვიშით სავსე თვალის შეგრძნებას, წვას, დაღლილობას ან უბრალოდ დისკომფორტს. მშრალმა თვალმა შეიძლება გამოიწვიოს გაძლიერებული ცრემლდენა თვალის ზედაპირის სინოტივის შესანარჩუნებლად, თუმცა ამ ცრემლებს მაინც აკლია საჭირო კომპონენტები, ამდენად მშრალი თვალი მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
მშრალი თვალი ძირითადად აღინიშნება ხანდაზმულებში, განსაკუთრებით ქალებში. დაბერებასთან ერთად, ორგანიზმი აპროდუცირებს ნაკლებ სითხეს, ცრემლების ჩათვლით. უარყოფითმა გარემო პირობებმა როგორიცაა მშრალი ჰაერი, ნისლი, თამბაქო და ქარი შეიძლება გაამწვავონ მდგომარეობა. ხშირად ალერგიები, ვიტამინების დეფიციტი და ართრიტი იწვევს ცრემლის გარსის მხრივ პრობლემებს.
ნატურალური ცრემლი II ლუბრიკანტული თვალის წვეთები უფრო ნატურალური რელიეფი მშრალი, მგრძნობიარე თვალისთვის.
მშრალი თვალების სიმპტომები შეიძლება წარმატებით იქნას ნამკურნალები ნატურალური ცრემლი II ლუბრიკანტული თვალის წვეთებით, რაც ჩაენაცვლება საჭირო ცრემლის კომპონენტებს გაღიზიანებული თვალების დასამშვიდებლად.
მისი გაუმჯობესებული ფორმულა მუშაობს უფრო ბუნებრივად .
ნატურალური ცრემლი II შეიცავს დამატენიანებელი აგენტის საჭირო რაოდენობას და სხვა ელემენტებს. იგი კომბინირდება ადამიანის საკუთარ ცრემლთან უფრო რბილი, სრული რელიეფისთვის.
ნატურალური ცრემლი II ლუბრიკანტული თვალის წვეთები ერთადერთი ლუბრიკანტული თვალის წვეთებია დაცული და უსაფრთხო, არამასენსიბილიზებელი Polyquad 0.001%- ით. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა , რომ Polyquad 0.001%-ი რეალურად თავიდან იცილებს ეპითელური უჯრედების დამაზიანებელ ეფექტებს , რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ცრემლის სხვა შემცვლელი საშუალებების გმოყენებისას და იგი იძლევა ეპითელური უჯრედების ზრდის საშუალებას . Polyquad 0.001%-ი 99%- ით რეაქცია თავისუფალია ნორმალურ სუბიექტებში ხოლო 97%- ით თავისუფალია დამცავი საშუალებებისადმი მგრძნობიარე პირებში .
უნიკალური ფორმულისა და მისი ნეიტრალური pH- ის გამო , დაბალი წებოვნების და იზოტონურობის გამო , ნატურალური ცრემლი II უზრუნველყოფს კომფორტს და ხანგრძლივ გაუმჯობესებას მშრალი თვალებისთვის .
სტერილური - მხოლოდ ადგილობრივად - თვალში ჩასაწვეთებლად .
შემადგენლობა:
ყოველი მლ შეიცავს :
აქტიური : დუასორბი , წყალში ხსნადი პოლიმერული სისტემა დექსტრან 0.1% და ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 2910 0.3% შემცველი .
დამცავი საშუალება : პოლიქადი ( პოლიკვატერნიუმ -1) 0.001%.
არააქტიური : ნატრიუმის ბორატი , კალიუმის ქლორიდი , ნატრიუმის ქლორიდი , გამოხდილი წყალი . შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას და / ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH- ის ნორმალიზებისთვის .
ჩვენება:
თვალის წვისა და გაღიზიანებისას მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესებისთვის რაც გამოწვეულია თვალის სიმშრალით და მისი შემდგომი გაღიზიანებისგან დასაცავად . დროებითი გაუმჯობესებისთვის მცირე გაღიზიანებისგან გამოწვეული დისკომფორტისას ან თვალის ქარზე ან მზეზე ექსპოზიციისას .
მიმართულებები:
იწვეთებენ 1 ან 2 წვეთს დაზიანებულ თვალში საჭიროების შემთხვევაში .
სიფრთხილე:
თვალის ტკივილის , მხედველობის ცვლილებების , მზარდი სიწითლის ან თვალის გაღიზიანების შემთხვევაში , თუ მდგომარეობა უარესდება ან პერსისტირებს 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მისი გამოყენება უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .
თუ ხსნარი ფერს იცვლის ან მღვრიე ხდება იგი არ უნდა გახსნან .
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება კონტეინერის შეხება სხვა საგნებთან . სახურავი უნდა დააბრუნონ თავის ადგილას გამოყენების შემდეგ . ეს წამალი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას . შემთხვევითი შეწოვის შემთხვევაში უნდა მიმართონ პროფესიონალს ან დაუკავშირდნენ შხამების კონტროლის ცენტრს .
პრეპარატი უნდა გადააგდონ მისი გახსნიდან 1 თვის შემდეგ .
გამოშვების ფორმა:
დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის 15 მლ დროპ - ტეინერში .
შენახვა:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა:
24 თვე
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ
სამი იოლი ნაბიჯი ნატურალური ცრემლი II ლუბრიკანტული თვალის წვეთების გამოყენებისთვის თავი უკან უნდა გადაწიონ . თითი უნდა მოათავსონ თვალის ქვეშ და ქვემოთ ჩამოწიონ სანამ "V" - ს ფორმის ჯიბე არ წარმოიქმნება თვალსა და ქვედა ქუთუთოს შორის .
ჩაიწვეთონ 1 ან 2 წვეთი . უნდა ეცადონ რომ არ მოხდეს პიპეტის თვალთან შეხება.
უფრო ბუნებრივი გაუმჯობესება მშრალი, მგრძნობიარე თვალისთვის .
მწარმოებელი : ALCON-COUVREUR, B-2870 Puurs, Belgium