ვილდა დენკი 50მგ #28ტ

ვილდა დენკი 50მგ #28ტ

30.58 ლარი 25.99 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: მალტა
მწარმოებელი: კომბინო ფარმ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვილდაგლიპტინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 86432
გააზიარე:

 

ვილდა დენკი 50მგ #28

1. ვილდადენკ 50მგდამისიგამოყენება

ვილდა დენკ 50 მგ-ის აქტიური ნივთიერება, ვილდაგლიპტინი, მიეკუთვნება ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ჯგუფს.

პრეპარატი ნაჩვენებია მოზრდილებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ

მონოთერაპიის სახით

- პაციენტებისთვის, რომელთა გლუკოზის დონე სისხლში არ ნორმირდება დიეტით და ფიზიკური დატვირთვით, მეტფორმინი კი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო. 

ორმაგი ორალური თერაპიის სახით კომბინაციაში:

- მეტფორმინთან ერთად, პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაქსიმალურმა გადასატანმა დოზამ მეტფორმინით მონოთერაპიისას ვერ იქნა მიღწეული ადეკვატური გლიკემიური კონტროლი;

- სულფონილშარდოვანასთან ერთად, პაციენტებისთვის, რომლებთანაც მაქსიმალურმა გადასატანმა დოზამ სულფონილშარდოვანით მონოთერაპიისას ვერ უზრუნველყო ადეკვატური გლიკემიური კონტროლი და რომელთათვისაც მეტფორმინი არ გამოდგება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო;  

- თიაზოლიდინდიონთან ერთად, პაციენტებისთვის არასაკმარისი გლიკემიური კონტროლით და რომელთათვისაც მისაღებია თიაზოლიდინდიონის გამოყენება

სამმაგი ორალური თერაპიის სახით კომბინაციაში: სულფონილშარდოვანასთან და მეტფორმინთან ერთად, თუ დიეტამ, ფიზიკურმა დატვირთვამ პლიუს ორმაგმა თერაპიამ ამ პრეპარატებით არ აჩვენა ადეკვატური გლიკემიური კონტროლი. ასევე ნაჩვენებია ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისთვის (მეტფორმინთან ან მის გარეშე), თუ დიეტამ, ფიზიკურმა დატვირთვამ და სტაბილურმა დოზამ არ მიიყვანა ადეკვატურ გლიკემიურ კონტროლამდე.

 

2. მიღებისდროდარაოდენობა

ვილდა დენკ 50 მგ-ის მისაღები დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მკურნალი ექიმი თავად წყვეტს ვილდა დენკ 50 მგ-ის მისაღები ტაბლეტების ზუსტ რაოდენობას. მაქსიმალური  დღიური დოზა არის 100 მგ.

დოზირებისრეჟიმი 

მოზრდილ პაციენტებში  მონოთერაპიის სახით გამოყენებისას, მეტფორმინთან კომბინაციაში, თიაზოლიდინდიონთან კომბინაციაში, მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში ან ინსულინთან კომბინაციაში (მეტფორმინთან ან მის გარეშე) ვილდაგლიპტინის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 100 მგ, რომელსაც იღებენ თითო დოზით 50 მგ დილას და საღამოს
- 50მგ დილით, თუ პაციენტს აქვს თირკმლის  საშუალო ან მწვავე უკმარისობა, ან პაციენტი იმყოფება დიალიზზე.
- თუ ვილდა დენკის დოზა გამოტოვებულია, ის უნდა მიღებულ იქნას, რაც შეიძლება მალე. იმავე დღეს ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

 

3. ვილდადენკ 50 მგ-ისმიღებამდეგასათვალისწინებელი ინფორმაცია

ვილდადენკ 50 მგარმიიღება

- თუ პაციენტი ალერგიულია ვილდაგლიპტინის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ნივთიერების მიმართ. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

 

ბავშვებიდამოზარდები

- ვილდა დენკ 50 მგ-ის მიღება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

 

4. შესაძლოგვერდითიეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვლინდება

ზოგიერთი ნიშანი მოითხოვს დაუყონებლივ სამედიცინო მეთვალყურეობას

უნდა შეწყდეს ვილდა დენკ 50მგ-ის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ, თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
• შეშუპება (იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ნიშნები მოიცავს სახის, ენის ან ხორხის შეშუპებას, სუნთქვის, ყლაპვის გართულებას, უეცარ გამონაყარს ან ჭინჭრის ციებას, რომელიც შეიძლება განიხილული იქნას, როგორც რეაქცია “ანგიოედემა”.
• ღვიძლის დაავადება (ჰეპატიტი) (იშვიათი): ნიშნები მოიცავს კანის და თვალების გაყვითლებას, ღებინება, მადის დაკარგვა ან მუქი შეფერილობის შარდი, რომელიც შეიძლება განხილული იქნას, როგორც ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი).
• პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) (უცნობი სიხშირით): ნიშნები მოიცავს მწვავე და ხანგრძლივ მუცლის ტკივილს (კუჭის არეში), რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს ზურგის ნაწილში, ასევე გულისრევა და ღებინება.

 

5. შენახვისპირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა: იხილეთ შეფუთვაზე
ინახება არა უმეტეს 25°C  ტემპერატურაზე.
არ შეიძლება ვილდა დენკ 50-ის გამოყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია.