ინოფოლიკი HP #30პაკ
გააზიარე:
INOFOLIC® HP
INOFOLIC® HP არის საკვები დანამატი რომელიც შეიცავს მიო-ინოზიტოლს, ალფა-ლაქტალბუმინს და ფოლიუმის მჟავას, სასარგებლოა საკვებიდან ამ ნივთიერებების შემცირებული მიღების ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს.
როგორია მიო-ინოზიტოლის ფიზიოლოგიური როლი?
მიო-ინოზიტოლი არის ჩვენი ორგანიზმის მიერ წარმოებული მოლეკულა და ასევე წარმოდგენილია ზოგიერთ საკვებ პროდუქტში. მისი ფიზიოლოგიური როლი არის უზრუნველყოს ორგანიზმის პასუხი სხვადასხვა ჰორმონზე, როგორიცაა ინსულინი და FSH - ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს შაქრის მეტაბოლიზმს, ხოლო FSH ხელს უწყობს ფოლიკულის ზრდას ოვულაციამდე. ამ ორივე ჰორმონის მოქმედების დარღვევას ადგილი აქვს PCOS-ის მქონე ქალბატონებში (პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი) და სხვადასხვა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიო-ინოზიტოლის უწყვეტი შევსება შეიძლება სასარგებლო იყოს ამ ქალების მეტაბოლური და ჰორმონალური პროფილის ნორმალიზებისთვის.
როგორია ალფა - ლაქტალბუმინის ფიზიოლოგიური როლი?
ალფა-ლაქტალბუმინი არის შრატის პროტეინი, რომელიც აუმჯობესებს მიო-ინოზიტოლის შეწოვას ნაწლავებში. ეს საშუალება მნიშვნელოვანია "მიო-ინოზიტოლ-რეზისტენტულ" სუბიექტებში, სადაც მხოლოდ მიო-ინოზიტოლის დამატებას არ ჰქონდა ეფექტი.
კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ PCOS- ის მქონე ქალების დაახლოებით 35%-ს აქვს მიო-ინოზიტოლის შეწოვის პრობლემა. მიზეზები შეიძლება უკავშირდებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, მიკრობიოტის ცვლილებას და ქრონიკულ ანთებას, პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ PCOS- ის მქონე ქალების 40%-ზე. ალფა-ლაქტალბუმინისა და მიო-ინოზიტოლის კომბინაცია იძლევა მეტაბოლური და ჰორმონალური პროფილის ნორმალიზების საშუალებას PCOS-ის მქონე ქალებში, რომლებიც არ რეაგირებენ მხოლოდ მიო-ინოზიტოლის დამატებაზე.
როგორია ფოლიუმის მჟავას ფიზიოლოგიური როლი?
ფოლიუმის მჟავა არის წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი. იგი ჩართულია დნმ-ის, რნმ-ს და ცილების სინთეზში, უჯრედების დაყოფის პროცესში და ქრომოსომების აღდგენაში. ამავდროულად ხელს უწყობს ორსულობის დროს დედის ქსოვილების ნორმალურ ზრდას. მისმა დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ინტრაფოლიკულური ჰომოცისტეინემია კვერცხუჯრედის ხარისხის სათანადო შემცირებით. გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა ხშირად უკავშირდება ნაყოფის ზრდის და ნერვული ღეროს დეფექტის განვითარებას. ფოლიუმის მჟავის დამატებითი მიღება ზრდის დედის ორგანიზმში ფოლატების დონეს.
როგორ მიიღება INOFOLIC ® HP?
რეკომენდირებულია ერთი პაკეტის მიღება დღეში ორჯერ საკვების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ინოზიტოლის მუდმივი თანაფარდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ორი პაკეტის მიღება ერთმანეთისგან 12 საათის დაშორებით. გახსენით შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში.
INOFOLIC ® HP შეფუთვა: 30 პაკეტი.
გაფრთხილება:
შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. დანამატი არ არის გათვალისწინებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. ვადის გასვლის თარიღი იხილეთ შეფუთვაზე. INOFOLIC ® HP შეიცავს რძის პროტეინს. INOFOLIC ® HP შეინახეთ გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
მწარმოებელი:
LO.LI. Pharma International S.r.l.
Via dei Luxardo, 33 00156 - Roma (Italia)
www.lolipharmainternational.com
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: შპს “ინოთიმი”
მის: ქ.თბილისი, ს.ცინცაძის 12, სადარბაზო 15, მე-3 სართული
ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407
ელ-ფოსტა: [email protected]