ნევქსალი 0.1% 5მლ თვ.წვეთები

ნევქსალი 0.1% 5მლ თვ.წვეთები

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნეპაფენაკი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 86295
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნევქსალი

ნეპაფენაკი 0.1% სტერილური ოფთალმიური სუსპენზია

ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დააავდების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
  • გვერდითი ეფექტების გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

  1. რას არის ნევქსალი და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ ნევქსალის გამოყენების წინ
  3. როგორ გამოიყენება ნევქსალი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. როგორ ინახება ნევქსალი
  6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ნევქსალი და რისთვის გამოიყენება

ნევქსალი შეიცავს აქტიურ სუბსტანციას ნეპაფენაკს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სახელით ცნობილ ჯგუფს.

ნევქსალი გამოიყენება მოზრდილებში:

- თვალის ტკივილისა და ანთების პრევენციისთვის და მოსახსნელად თვალზე კატარაქტას ოპერაციის შემდეგ.

- მაკულარული შეშუპების (თვალის უკან შეშუპების) რისკის შესამცირებლად თვალზე კატარაქტას ოპერაციის შემდეგ დიაბეტურ პაციენტებში.

2. რა უნდა იცოდეთ ნევქსალის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ ნევქსალი

-  თუ გაქვთ ალერგია ნეპაფენაკის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი პუნქტში 6).

-  თუ გაქვთ ალერგია სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ.

-  თუ გაქვთ ასთმა, კანის ალერგია ან ცხვირში ძლიერი ანთება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა მაგალითად: აცეტილსალიცილმჟავა, იბუპროფენი, კეტოპროფენი, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ნევქსალის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:

-  თუ იოლად ვითარდება ჩალურჯებები ან გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლდენის პრობლემები;

-  თუ გაქვთ რაიმე დარღვევა თვალის მხრივ (მაგ. თვალის ინფექცია) ან თუ იყენებთ თვალის სამკურნალო სხვა პრეპარატებს (განსაკუთრებით ტოპიკალურ სტეროიდებს).

-  თუ გაქვთ დიაბეტი.

-  თუ გაქვთ რევმატოიდული ართრიტი.

-   თუ ჩაგიტარდათ განმეორებითი ოპერაცია დროის მოკლე პერიოდში.

ნევქსალით მკურნალობისას მოერიდეთ მზის სინათლეს.

კატარაქტას ოპერაციის შემდეგ რეკომენდებული არ არის კონტაქტური ლინზების ტარება. ექიმი გეტყვით, თუ როდის სეგიძლიათ მათი კვლავ ტარება (იხ. აგრეთვე პუნქტი „ნევქსალი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს).

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდეbში, ვინაიდან უსაფრთხოება და ეფექტიანობა ამ პოპულაციაში დადგენილი არ არის.

სხვა პრეპარატები და ნევქსალი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ნევქსალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ან მასზე შეიძლება იმოქმედონ სხვა პრეპარატებმა, რომლებსაც იყენებთ, მათ შორის გლაუკომას სამკურნალო სხვა თვალის წვეთებმა.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ იყენებთ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შეიძლება დააქვეითონ სისხლის შედედება (ვარფარინი) ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. მათ შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან შეიძლება დაორსულდეთ, ნევქსალის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს. ქალებს ეძლევათ რჩევა, რომ ნევქსალით გამოყენების დროს გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებები. ნევქსალის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს. არ გამოიყენოთ ნევქსალი ექიმის დანიშნულების გარეშე.

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ნევქსალი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თუმცა, მოსალოდნელი არ არის ეფექტები ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე. ნევქსალის გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების პერიოდში.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

არ მართოთ ავტომობილები ან მექანიზმები, ვიდრე მხედველობა არ გაიწმინდება. ნევქსალის გამოყენების შემდეგ მცირე ხნით შეიძლება განვითარდეს მხედველობის დაბინდვა.

ნევქსალი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.

ნევქსალში შემავალმა კონსერვანტმა ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი ლინზების ფერის შეცვლა და თვალის გაღიზიანება და გვერდითი ეფექტები რქოვანას მხრივ (თვალის ზედაპირის პრობლემები). თუ ექიმი გეტყვით, რომ შეგიძლიათ კონტაქტური ლინზების კვლავ გამოყენება, გახსოვდეთ, რომ ლინზები უნდა მოიხსნათ პრეპარატის გამოყენების წინ და გაიკეთოთ მხოლოდ 15 წუთის გასვლის შემდეგ.

3. როგორ გამოიყენება ნევქსალი

ეს პრეპარატი გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ნევქსალი გამოიყენება მხოლოდ თვალებში. არ შეიძლება მისი გადაყლაპვა ან ინექირება.

რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში ან თვალებში, დღეში სამჯერ - დილით, შუადღეს და საღამოს. გამოიყენეთ დღის ერთსადაიმავე დროს.

როდის და რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ

დაიწყეთ კატარაქტას ოპერაციამდე 1 დღით ადრე. გააგრძლეთ ოპერაციის დღეს. შემდეგ გამოიყენეთ ექიმის მითითების შესაბამისად. ეს შეიძლება იყოს 3 კვირამდე პერიოდი (თვალის ტკივილისა და ანთების პრევენციისა და მოხსნისთვის) ან 60 დღე (მაკულარული შეშუპების განვითარების პრევენციისთვის) ოპერაციის შემდეგ.

როგორ გამოიყენება:

  • დაიბანეთ ხლები.
  • ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
  • მოხსენით ბოთლს თავსახური.
  • დაიჭირეთ ბოთლი ცერა და დანარჩენ თითებს შორის და ქვემოთ დასწიეთ.
  • უკან გადაწიეთ თავი.
  • თითით ქვემოთ ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ წარმოიქმნას „ჯიბე“ ქუთუთოსა და თვალს შორის, სადაც წვეთი უნდა მოხვდეს.
  • ბოთლის წვერი მიიტანეთ თვალთან ახლოს. გააკეთეთ სარკის წინ, თუ ეს დაგეხმარებათ.
  • საწვეთური არ შეახოთ თვალს ან ქუთუთოს, მიმდებარე უბნებს ან სხვა ზედაპირებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვეთების დაინფიცირება.
  • ნაზად დააჭირეთ ბოთლის ძირს, რის შედეგადაც ერთ ჯერზე გამოვა ერთი წვეთი.
  • მჭიდროდ არ მოუჭიროთ ბოთლს, საკმარისია მხოლოდ მსუბუქად დაჭერა ბოთლის ძირზე.
  • თუ წვეთებს იყენებთ ორივე თვალში, იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე თვალში ჩაწვეთებისას. გამოყენებისთანავე კარგად დაახურეთ ბოთლს თავსახური.
  • თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, კიდევ სცადეთ.

თუ გამოიყენეთ დანიშნულზე მეტი ნევქსალი

ამოიბანეთ თვალი თბილი წყლით. პრეპარატი აღარ ჩაიწვეთოთ, ვიდრე არ დადგება შემდეგი მორიგი დოზის გამოყენების დრო.

თუ დაგავიწყდათ ნევქსალის გამოყენება:

მიიღეთ ერთი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დროს, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და შემდეგ გააგრძელეთ დადგენილი რეჟიმით გამოყენება. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ ნევქსალის გამოყენება:

არ შეწყვიტოთ ალფანოვას გამოყენება, ვიდრე ექიმი არ გეტყვით. წვეთების გამოყენება შეგიძლიათ გააგრძელოთ თუ არ განვითარდა სერიოზული გვერდითი ეფექტები. თუ რაიმე გაწუხებთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

რქოვანას მხრივ გვერდითი ეფექტების (თვალის ზედაპირთან დაკავშირებული პრობლემები) რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, თუ გაქვთ:

-  ჩატარებული გართულებული ოპერაცია თვალზე

-  ჩატარებული განმეორებითი ოპერაცია თვალზე დროის მოკლე პერიოდში

-  თვალის ზედაპირის გარკვეული დარღვევები, როგორიცაა თვალის ანთება ან სიმშრალე

-  გარკვეული ზოგადი დაავადება, როგორიცაა დიაბეტი ან რევმატოიდული ართრიტი.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ წვეთების გამოყენებისას თვალები უფრო და უფრო წითლდება ან ტკივილი ძლიერდება. ეს შეიძლება იყოს თვალის ზედაპირის ანთების შედეგი უჯრედების დაკარგვით ან დაზიანებით ან მის აგრეშე ან თვალის ფერადი ნაწილის ანთება (ირიტი).ეს გვერდითი ეფექტები აღინიშნება 100-დან 1-მდე ადამიანში.

გარდა ამისა, შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნება ნევქსალი 1 მგ/მლ თვალის წვეთების, სუსპენზიის ან ნევქსალის 3 მგ/მლ თვალის წვეთები, სუსპენზიის ან ორივეს ერთად გამოყენებისას.

არახშირი გვერდითი ეფექტები

(შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

  • ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ზედაპირის ანთება უჯრედების დაღუპვით ან დაზიანებით ან მის გარეშე, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ქუთუთოს მილულვა ან ფუფხი.

იშვიათი გვერდითი ეფექტები

(შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში)

  • ეფექტები თვალის მხრივ: ირისის ანთება, თვალის ტკივილი, თვალში დისკომფორტი, თვალის სიმშრალე, ქუთუთოს შეშუპება, თვალის გაღიზიანება, თვალის ქავილი, თვალიდან გამონადენი, ალერგიული კონიუნქტივიტი (თვალის ალერგია), ცრემლის წარმოქმნის მომატება, დანალექები თვალის ზედაპირზე, სითხე ან შეშუპება თვალის უკან, თვალის სიწითლე.
  • ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ალერგიული სიმპტომები (ქუთუთოს ალერგიული შეშუპება), გულისრევა, კანის ანთება, სიწითლე და ქავილი.

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები

(შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

  • ეფექტები თვალის მხრივ: თვალის ზედაპირის დაზიანება, როგორიცაა გათხელება ან პერფორაცია, თვალის შეხორცების შეფერხება, თვალის ზედაპირზე ნაწიბური, ბუნდოვანება, მხედველობის დაქვეითება, თვალის შეშუპება, მხედველობის დაბინდვა.
  • ზოგადი გვერდითი ეფექტები: ღებინება, არტერიული წნევის მომატება.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ სამკურნალო საშუალებაზე ნებართვის გაცემის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორაციის მიწოდება მნიშვენლოვანია. ეს საშუალებას იძლევა, უწყვეტად განხორციელდეს ამ სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგი.

5. როგორ ინახება ნევქსალი

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბოთლსა და კოლოფზე EXP Nიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 300C-მდე.

ბოთლის გამოყენება აღარ შეიძლება პირველად გახსნიდან 4 კვირის შემდეგ, გახსნის თარიღი დაწერეთ ბოთლსა და კოლოფზე, მითითებულ ადგილას.

არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატებ აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ნევქსალი:

  • აქტიური სუბსტანცია არის ნეპაფენაკი. სუსპენზიის ერთი მლ შეიცავს ნეპაფენაკის 1 მგ-ს.
  • სხვა ინგრედიენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი (იხ. პუნქტი 2), კარბომერი, დინატრიუმის ედეტატი, მანიტოლი, საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი და პოლისორბატი 80.

შეიძლება ნატრიუმის ჰიდროქსიდის და/ან ჰიდროქლორმჟავას მცირე რაოდენობების დამატება მჟავიანობის დონეების (pH-ის დონეების) ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად.

ნევქსალის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა

ნევქსალი არის სითხე (გამჭვირვალე, მოყვითალო ფერის ხსნარი), რომელიც წარმოგენილია შეფუთვაში ერთი 5 მლ ხრახნიანი თავსახურის მქონე პლასტმასის ბოთლის შემცველობით.

ეს არის პრეპარატი:

- პრეპარატი არის პროდუქტი, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი მოხმარება ინსტრუქციის დაუცველად სახიფათოა.

- მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები, გამოყენების წესი და იმ ფარმაცევტის ინსტრუქციები, რომელმაც მოგყიდათ პრეპარატი.

- ექიმი და ფარმაცევტი მედიცინის ექსპერტები არიან და მათთვის ცნობილია პრეპარატის სარგებელი და რისკი.

- საკუთარი სურვილით არ შეწყვიტოთ მკურნალობა.

- ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გაიმეოროთ იგივე მკურნალობა

- პრეპარატები შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

 

არაბეთის ჯანდაცვის მინისტრთა საბჭო

არაბ ფარმაცევტთა კავშირი

მწარმოებელი

Orchidia Pharmaceutical Industries

სამრეწველო ზონა - ქალაქი ალ-ობური, ეგვიპტე

Orchidia

Pharmaceutical Industries

www.orchidiapharma.com

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)