ჰიდროკორტიზონი ვუაბი100მგ#1ფლ
გააზიარე:
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი
ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატი
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას.
- 1. შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.
- 2. რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- 3. აღნიშნული პრეპარატი დაგინიშნეს პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ პრეპარატს სხვას. ეს შეიძლება მისთვის საზიანო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას აღენიშნება თქვენი სიმპტომების მსგავსი ნიშნები.
- 4. რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავების ან ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
რას შეიცავს ინსტრუქცია
- რას წარმოადგენს ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგდა რა შემთხვევაში ხდება მისი მიღება?
- ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღებამდე
- ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღების მეთოდი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის შენახვის წესი
- სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ და რა შემთხვევაში ხდება მისი მიღება?
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ შეიცავს ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატს.
ჰიდროკორტიზონი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ან სტეროიდების სახელწოდებით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
კორტიკოსტეროიდები წარმოადგენს სხეულში ბუნებრივად წარმოებულ ჰორმონებს და მნიშვნელოვანია სხეულის უამრავი ფუნქციისთვის.
თქვენი სხეულის დახმარება დამატებითი კორტიკოსტეროიდით, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ, შესაძლებელია სასარგებლო იყოს თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ ინექციის შემთხვევაში, თუ თქვენს სხეულს არ შეუძლია გამოიმუშაოს საკმარისი კორტიკოსტეროიდი თქვენს თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემების (მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის) გამო.
კორტიკოსტეროიდებს აგრეთვე შეუძლიათ ხელი შეუწყონ შოკის მკურნალობას ქირურგიული ჩარევის, ტრავმების, ჰიპერმგრძნობელობითი (ანაფილაქსიური) რეაქციებისა თუ სხვა სტრესული მდგომარეობის შემდგომ. აღნიშნული გულისხმობს ანთებით ან ალერგიულ მდგომარეობას, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს:
- ნაწლავზე ან საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, მაგალითად, კრონის დაავადება (ნაწლავის ანთება) ან წყლულოვანი კოლიტი (ქვედა ნაწლავის ანთება);
- ფილტვებზე, მაგალითად ბრონქული ასთმა;
- კანზე, მაგალითად, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (აუტო-იმუნური დარღვევა, რა დროსაც იმუნური სისტემა ახდენს კანზე ბუშტუკების გაჩენას ან აქერცვლას) ან სისტემური წითელი მგლურა (მგლურა).
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ შესაძლებელია დაინიშნოს თირეოტოქსიკური კრიზის სამკურნალოდ (მომატებული ფუნქცია ან მდგომარეობა, რომელიც არ არის მითითებული ქვემოთ).
აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
2. ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღებამდე
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ:
- აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ჰიდროკორტიზონის ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ.
დაუშვებელია „ცოცხალი“ ვაქცინის გაკეთებააღნიშნული პრეპარატის მიღების პერიოდში.
იმ შემთხვევაში, თუ ჰიდროკორტიზონის ჩვენება არ იქნება სასიცოცხლო მნიშვნელობის, მისი მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- არა-ნამკურნალევი სისტემური სოკოვანი ინფექცია (მაგალითად, კანდიდოზი);
- ტუბერკულოზი;
- ჰერპეს ზოსტერი;
- მწვავე ფსიქოზი;
- მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც ვლინდება კუნთების სისუსტის სახით);
- გლაუკომა;
- არაკომპენსირებადი შაქრიანი დიაბეტი;
- პეპტიური წყლული;
- ეჭვი მუცლის ღრუს მწვავე ეპიზოდზე;
- ასეპტიკური ოსტეონეკროზი (ძვლის უჯრედების ნეკროზი);
- ნაწლავის ანასტომოზი (ნაწლავების ოპერაცია);
- ნამკურნალევი გულის შეტევა;
- თრომბოფლებიტი (ზედაპირული ვენების ანთება სისხლის კოლტების შემდგომი ფორმირებით);
- კოაგულაციის პრობლემები თრომბოემბოლიური გართულებებით (სისხლის კოაგულაციის დარღვევა, დაკავშირებული სისხლის კოლტების ფორმირებასთან).
თუ აღგენიშნათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღებისას მიმართეთ განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს
თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, თქვენი ექიმი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება თქვენი მკურნალობის პროცესს.
თქვენ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მითითებული მდგომარეობა.
- ჩუტყვავილა, წითელა, სირსველი ან თვალის ჰერპესული ინფექცია. თუ ფიქრობთ, რომ გქონდათ შეხება ჩუტყვავილით, წითელით ან სირსველით დაავადებულ პირთან ან უკვე გადატანილი გაქვთ აღნიშნული დაავადებები, ან თუ გაქვთ ეჭვი აღნიშნულ დაავადებებზე.
- მწვავე დეპრესია ან მანიაკალური დეპრესია (ბიპოლარული აშლილობა). აღნიშნული გულისხმობს დეპრესიას სტეროიდული პრეპარატების მიღებამდე ან ზემოაღნიშნული დაავადებების გენეტიკას.
- დიაბეტი (ან დიაბეტის გენეტიკა).
- ეპილეფსია.
- გლაუკომა (მომატებული თვალის წნევა) ან გლაუკომის გენეტიკა.
- ახლახანს გადატანილი გულის შეტევა.
- გულის პრობლემები, გულის უკმარისობის ან ინფექციების ჩათვლით.
- ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა).
- ჰიპოთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია).
- კარპოსის სარკომა (კანის კიბოს ტიპი).
- თირკმლის ან ღვიძლის დაავადება.
- კუნთების პრობლემები (ტკივილი ან სისუსტე) წარსულში სტეროიდული პრეპარატების მიღებისას.
- ოსტეოპოროზი (მყიფე ძვლები).
- კანის აბსცესი.
- კუჭის წყლული ან სხვა სერიოზული კუჭის ან ნაწლავების პრობლემები.
თუ აღგენიშნათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატების მიღება
გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ახლახანს დაასრულეთ სხვა პრეპარატების, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების მიღება, ვინაიდან ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება შესაძლებელია აღმოჩნდეს საზიანო.
თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის ან სხვა პრეპარატის მოქმედებაზე:
- აცეტაზოლამიდი - გამოიყენება გლაუკომისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ;
- ამინოგლუტეთიმიდი - გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ;
- ანტიკოაგულანტები - გამოიყენება სისხლის „გასათხიერებლად“, როგორიცაა აცენოკუმაროლი, ფენინდიონი და ვარფარინი;
- ანტიქოლინესტერაზას ინჰიბიტორები - გამოიყენება მიასთენია გრავისის (კუნთების დაავადების) სამკურნალოდ, როგორიცაა დისტიგმინი და ნეოსტიგმინი;
- ანტიბიოტიკები (როგორიცაა ერითრომიცინი);
- აცეტილსალიცილის მჟავა და არა-სტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება მსუბუქიდან ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ;
- ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, ფენიტოინი და პრიმიდონი - გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ;
- კარბენოქსოლონი და ციმეტიდინი - გამოიყენება გულძმარვის სამკურნალოდ;
- ციკლოსპორინი - გამოიყენება ისეთი მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა მწვავე რევმატოიდული ართრიტი, მწვავე ფსორიაზი ან ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდგომ;
- დიგოქსინი - გამოიყენება გულის უკმარისობის და/ან არარეგულარული გულისცემის შემთხვევაში;
- დილთიაზემი ან მიბეფრადილი - გამოიყენება გულის პრობლემების ან სისხლის მაღალი წნევის შემთხვევაში;
- დიურეტიკები - ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ს შეუძლია შეასუსტოს მათი მოქმედება;
- კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
- პანკურონიუმი - ან ნეიროკუნთოვანი მაბლოკირებელი აგენტების სახელით ცნობილი სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გარკვეულ ქირურგიულ პროცედურებში;
- რიფამპიცინი და რიფაბუტინი - ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკები;
- ვაქცინები - აცნობეთ თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ახლახან ჩაიტარეთ ან აპირებთ ვაქცინაციას. დაუშვებელია „ცოცხალი“ ვაქცინების მიღება ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღებისას. სხვა ვაქცინები შესაძლებელია ნაკლებად ეფექტური იყოს.
თუ მკურნალობთ დიაბეტზე, სისხლის მაღალ წნევაზე ან წყლის შეკავებაზე (ედემა), აცნობეთ აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს, ვინაიდან მას შესაძლებელია დასჭირდეს ამ დაავადებების სამკურნალო პრეპარატის დოზის დარეგულირება.
ოპერაციის ჩატარებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ანესთეზიოლოგს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს.
პრეპარატმა შესაძლებელია იმოქმედოს ზოგიერთი ანალიზის შედეგზე, შესაბამისად გააფრთხილეთ ექიმი ჰიდროკორტიზონი VUAB-ით მკურნალობის შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, ვინაიდან კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად ან განმეორებით მიღებამ შესაძლებელია შეანელოს ბავშვის ზრდა.
როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, ორსულობისას კორტიკოსტეროიდების გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან მცირე რაოდენობით კორტიკოსტეროიდები შესაძლებელია გადავიდეს დედის რძეში.
ავტომობილების მართვა და მანქანა-დანადგარების გამოყენება
კვლევა არ ჩატარებულა.
3. ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღების მეთოდი
ყოველთვის მიიღეთ ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირების შესახებ ინფორმაცია
თქვენი ექიმი განსაზღვრავს ინექციის ადგილს, პრეპარატის დოზასა და ინექციების რაოდენობას დაავადებისა და მისი სიმწვავის, თქვენი აგებულებისა და მკურნალობაზე თქვენი რეაქციის შესაბამისად. თქვენი ექიმი გაგიკეთებთ ინექციას ყველაზე დაბალი დოზით უმოკლესი დროის განმავლობაში, რათა ეფექტურად აღმოფხვრას სიმპტომები.
მოზრდილები
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ ინიშნება ინექციის სახით თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ, ვენაში (ინტრავენურად) ან კუნთში (ინტრამუსკულარულად). როგორც წესი, პირველი დოზის შეყვანა ხდება ვენაში, განსაკუთრებით გადაუდებელ შემთხვევებში. მისი შეყვანა ხდება 1-10 წუთის განმავლობაში. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია განმეორებითი დოზის შეყვანა 2-დან 6 საათამდე ინტერვალში. დიდი დოზები, როგორც წესი, მიიღება მხოლოდ ორიდან სამ დღემდე.
უპირველეს ყოვლისა, პრეპარატი იხსნება სტერილურ საინექციო წყალში. პრეპარატის ინფუზიის გზით შეყვანის შემთხვევაში (ტუმბოს ან წვეთოვანის მეშვეობით), მისი შერევა ხდება სხვა შესაბამის სითხესთან. დაუშვებელია სხვა პრეპარატის შერევა.
თავდაპირველი დოზა ჩვეულებრივ მერყეობს 100 მგ-დან 500 მგ-მდე, დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე (თუმცა შესაძლებელია უფრო მაღალი დოზის გამოყენებაც).
აღნიშნული დოზის განმეორება შესაძლებელია 2, 4 ან 6 საათიანი ინტერვალებით, პაციენტის რეაგირებისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
ხანდაზმული პაციენტები
მკურნალობა ტარდება იგივე წესით, როგორც მოზრდილებში. თუმცა თქვენმა ექიმმა შესაძლებელია ისურვოს თქვენს მიერ აღნიშნულ პრეპარატთან შეგუების რეგულარულად შემოწმება.
ბავშვები
ბავშვებში ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღება ხდება მხოლოდ აუცილებელი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში.
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ბავშვების ზრდაზე, შესაბამისად, ექიმი დაგინიშნავთ უმცირეს დოზას, რაც ეფექტური იქნება თქვენი ბავშვისთვის.
დოზირება ბავშვებისთვის:
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია: 5-7,5 მგ/დღე.
თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (ედისონის დაავადება): 12-15 მგ/მ2/დღე.
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღების შეწყვეტა / დოზის შემცირება
თქვენი ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის შეწყვეტის დროს.
ხანგრძლივ მკურნალობას შეუძლია გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ატროფია და HPA-ღერძის (ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური-თირკმელზედა ჯირკვლების ღერძის) დათრგუნვა.
160 მგ-მდე ჰიდროკორტიზონის დოზების სწრაფად გამოთხოვა 3 კვირამდე სავარაუდოდ არ გამოიწვევს კლინიკურად შესაბამის HPA-ღერძის დათრგუნვას პაციენტების უმრავლესობაში.
პაციენტების შემდეგ ჯგუფებში, სისტემური კორტიკოსიტეროიდებით მკურნალობის ეტაპობრივი შეწყვეტა განიხილება 3 კვირამდე ან ნაკლები დროის განმავლობაში ჩატარებული კურსის შემდგომაც:
- პაციენტები, რომელთაც ჩაიტარეს განმეორებითი კურსი სისტემური კორტიკოსტეროიდებით, განსაკუთრებით 3 კვირაზე მეტი ხნით მიღების შემთხვევაში;
- ხანგრძლივი მკურნალობის (თვეების ან წლების განმავლობაში) შეწყვეტიდან ერთი წლის ფარგლებში ხანმოკლე კურსის დანიშვნის შემთხვევაში;
- პაციენტები, რომლებიც ღებულობენ 160 მგ ჰიდროკორტიზონზე მაღალი დოზის სისტემურ კორტიკოსტეროიდებს;
- აღნიშნული მკურნალობის დაწყებამდე თირკმელზედა ჯირკვლების პრობლემების (ადრენოკორტიკალური უკმარისობის) მქონე პაციენტები;
- პაციენტები, რომლებიც რეგულარულად ღებულობენ დოზებს საღამოობით.
თქვენ ნელნელა უნდა შეწყვიტოთ აღნიშნული პრეპარატის მიღება, რათა თავიდან აიცილოთ პრეპარატის შეწყვეტის შედეგად სიმპტომების გამოვლენა.
აღნიშნული სიმპტომები შესაძლებელია მოიცავდეს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობას, ჰიპოტენზიას, კანის ქავილს, სიცხეს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, სურდოს, წებოვან თვალებს, ოფლიანობასა და წონის დაკარგვას.
აღნიშნული პრეპარატის დოზის შემცირებასთან ერთად სიმპტომების განმეორების ან გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ფსიქიკური პრობლემების გამოვლენა ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის მიღებისას
ფსიქიკურმა პრობლემებმა შესაძლებელია თავი იჩინოს ისეთი სტეროიდების მიღებისას, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ (იხილეთ აგრეთვე მე-4 პუნქტი - „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).
- აღნიშნული დაავადებები შესაძლებელია იყოს სერიოზული;
- როგორც წესი, ისინი გრძელდება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში;
- მათი გამოვლენის ალბათობა უფრო მეტია პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას;
- ამ პრობლემების უმრავლესობა ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. თუმცა პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი მკურნალობა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ (ან იმ პირს, რომელიც ღებულობს აღნიშნულ პრეპარატს) აღენიშნება ფსიქიკური პრობლემების სიმპტომები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ დეპრესია ან სუიციდთან დაკავშირებული ფიქრები. ზოგიერთ შემთხვევაში, ფსიქიკურმა პრობლემებმა თავი იჩინა დოზების შემცირების ან შეწყვეტის დროს.
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის ჭარბი დოზირება
თუ ფიქრობთ, რომ გაგიკეთდათ აღნიშნული პრეპარატის საჭიროზე მეტი ინექცია, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-მაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.
თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს პრეპარატი იმ დაავადების გამო, რომელიც სათანადოდ თუ არ იქნა ნამკურნალევი, შესაძლებელია გამწვავდეს.
შემდეგი გვერდითი ეფექტები დამახასიათებელია ყველა სისტემური კორტიკოსტეროიდისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული გვერდითი ეფექტები გამოვლინდა პრეპარატის ამ ფორმაში.
მიმართეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:
- ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება ან ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ტიპის გვერდითი ეფექტი იშვიათია, თუმცა შესაძლებელია გამწვავდეს.
- მწვავე პანკრეატიტი, მუცლის ტკივილი შესაძლებელია გავრცელდეს ზურგზეც, პირღებინების, შოკისა და ცნობიერების დაკარგვის თანხლებით.
- შეტევა ან სისხლმდენი წყლულები, რომლის სიმპტომებია მუცლის მწვავე ტკივილი, რომელიც შესაძლებელია გავრცელდეს ზურგზეც და შესაძლებელია გამოიწვიოს სწორნაწლავიდან სისხლდენა, შავი ან სისხლიანი განავალი და/ან სისხლიანი პირღებინება.
- ინფექციები. აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია შენიღბოს ან შეცვალოს ზოგიერთი ინფექციის ნიშანი და სიმპტომი ან შეასუსტოს თქვენი მედეგობა ინფექციის მიმართ ისე, რომ ძალზედ გართულდეს თქვენი დიაგნოსტირება ადრეულ ეტაპზე. სიმპტომები შესაძლებელია შეიცავდეს ტემპერატურის მომატებას და შეუძლოდ ყოფნას. გადატანილი ტუბერკულოზის ინფექციის გამწვავების სიმპტომები შესაძლებელია იყოს სისხლის ამოხველება ან ტკივილი გულ-მკერდის არეში. აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლებელია ასევე გამოიწვიოს მწვავე ინფექციის განვითარება.
- ფილტვის არტერიების ემბოლიის (სისხლის კოლტები ფილტვებში) სიმპტომები მოიცავს მოულოდნელ მწვავე ტკივილს გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელებას და სისხლის ამოხველებას.
- ბავშვების თავის ქალის მომატებული წნევის (ფსევდოსიმსივნური ტვინის) სიმპტომები, რომლებიც გამოიხატება თავის ტკივილში პირღებინებასთან ერთად, ენერგიის ნაკლებობასა და ძილიანობაში. აღნიშნული გვერდითი ეფექტი თავს იჩენს მკურნალობის შეწყვეტის შემდგომ.
- თრომბოფლებიტი (სისხლის კოლტები ან თრომბოზი ფეხის ვენებში), რომლის სიმპტომებია მტკივნეული შეშუპება, წითელი და რბილი ვენები.
თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტი ან შეამჩნევთ რაიმე უჩვეულო ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე იყოფა შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (> 1/10)
ხშირი (> 1/100-დან <1/10-მდე)
არც ისე ხშირი (> 1/1000-დან <1/100-მდე)
იშვიათი (> 1/10,000-დან <1/1000-მდე)
ძალიან იშვიათი (<1/10,000)
უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს ხელთ არსებული მონაცემებით).
გამოკვლევები
უცნობია: ალანინის ტრანსამინაზების, ასპარტატის ტრანსამინაზების და ტუტე ტრანსამინაზების სახელით ცნობილი ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტის) რაოდენობა, რაც ეხმარება სხეულს პრეპარატებისა და სხვა ნივთიერებების მეტაბოლიზმში, შესაძლებელია გაიზარდოს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შედეგად. აღნიშნული ცვლილებები, როგორც წესი, უმნიშვნელოა, არ უკავშირდება კლინიკურ სინდრომს და ატარებს შექცევად ხასიათს პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულს ექნება ადგილი, სიმპტომები არ იქნება თვალსაჩინო, თუმცა ფერმენტების მომატებული დონე გამოჩნდება სისხლის ანალიზში. კალიუმის დონის შემცირება, ჰიპოკალიემიური ალკალოზი (დაქვეითებული pH-ის დონე კალიუმის შემცველობის დონის დაქვეითების შედეგად).
დარღვევები გულის მხრივ
უცნობია: შეგუბებითი გულის უკმარისობა მგრძნობიარე პაციენტებში (როდესაც გულს არ შეუძლია სისხლის სათანადოდ გადატუმბვა). მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მიოკარდიალური დაზიანება.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
უცნობია: ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების დონის მომატება).
დარღვევები თვალის მხრივ
ძალიან ხშირი: კატარაქტა.
უცნობია: მომატებული თვალის შიდა წნევა, გლაუკომა, პაპილედემა (ოპტიკური ნერვის შეშუპება) ოპტიკურ ნერვზე შესაძლო დაზიანებით, რქოვანას ან სკლერის გათხელება, ოფთალმოლოგიური ვირუსული ან სოკოვანი დაავადების გამწვავება, ეკზოფთალმი (თვალის გუგების პათოლოგიური პროთრუზია).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ
ძალიან ხშირი: პირღებინება, დისპეფსია, გულძმარვა
უცნობია: პეპტიური წყლული პერფორაციითა და სისხლდენით, მუცლის შებერილობა, საყლაპავი მილის დაწყლულება, საყლაპავი მილის კანდიდოზი, მწვავე პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება), ნაწლავის პერფორაცია, კუჭიდან სისხლდენა, უწყვეტი სლოკინი კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი: მკურნალობის შეფერხება.
უცნობია: პეტექიები და ეკქიმოზი (პატარა მეწამული / წითელი ფერის წერტილები კანზე), კანის ატროფია (კანის გათხელება), სისხლჩაქცევები, სტრიები, მომატებული ოფლიანობა, ტელეანგიექტაზია, აკნე. კაპოზის სარკომა (იშვიათი კანის კიბო) ნაჩვენები იქნა იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ მკურნალობას კორტიკოსტეროიდებით.
დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ძალიან ხშირი: მიოპათია (კუნთების სისუსტე), ოსტეოპოროზი (მყიფე ძვლები), ხერხემლისა და გრძელი ძვლის მოტეხილობები.
უცნობია: ავასკულარული ოსტეონეკროზი (ძვლის უჯრედების ნეკროზი), მყესების გაგლეჯა, ასეპტიკური ნეკროზი (ქსოვილის ნეკროზი).
ენდოკრინული დარღვევები
უცნობია: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური-თირკმელზედა ჯირკვლების ღერძის დათრგუნვა, ზრდის შეფერხება ადრეული ჩამოყალიბების სტადიაში, ბავშვობასა და მოზარდობაში; მესტრუალური ციკლის დარღვევა და ამენორეა, კუშინგოიდური გარეგნობა, ჰირსუტიზმი (სახისა და სხეულის ჭარბთმიანობა ქალებსი).
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ძალიან ხშირი: მადის გაძლიერება, წონის მომატება, ნატრიუმისა და წყლის შეკავება, კოჭისა და ფეხისგულების შეშუპება, სისხლში გლუკოზის დონის მომატება, ნახშირწყლების მიმართ ამტანობის დარღვევა დიაბეტის საწინააღმდეგო მკურნალობის მზარდი საჭიროებით.
უცნობია: აზოტისა და კალციუმის უარყოფითი ბალანსი.
ინფექციები და ინვაზიები
უცნობია: ინფექციების მიმართ მგრძნობელობის ზრდა და სიმწვავე კლინიკური სიმპტომებისა და ნიშნების დათრგუნვით, ოპორტუნისტული ინფექციები (ინფექციები, რომლებიც თავს იჩენს ორგანიზმის დასუსტების შემთხვევაში), შესაძლებელია დათრგუნოს რეაქციები კანის ანალიზების მიმართ, მიძინებული ტუბერკულოზის რეციდივი (იხილეთ პუნქტი 4.4).
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
უცნობია: ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა), ვენური თრომბოემბოლია (ვენებში სისხლის კოლტების ფორმირება).
ზოგადი დარღვევები და პრეპარატის შეყვანის ადგილის მდგომარეობა
ძალიან ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
უცნობია: გულისრევა, ზოგადი სისუსტე.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არც ისე ხშირი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები და ანაფილაქტოიდური რეაქცია, მაგალითად, ბრონქოსპაზმი (ბრონქების შეკუმშვა), ჰიპოპიგმენტაცია, კანქვეშა და კანის ატროფია (კანის გათხელება), სტერილური აბსცესი (ქსოვილის რღვევის შედეგად წარმოშობილი ღრმული), ხორხის შეშუპება და ურტიკარია.
ფსიქიატრიული დარღვევები
ძალიან ხშირი: გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა (უძილობა), ლაბილური ხასიათი, ემოციურად არასტაბილური მდგომარეობა.
ხშირი: დიდი რაოდენობით ფსიქიატრიული რეაქციები, აფექტური დარღვევების ჩათვლით (როგორიცაა ეიფორიული მდგომარეობა, დეპრესიული მდგომარეობა, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და სუიციდური ფიქრები), ფსიქოზური რეაქციები (მანიის, ილუზიების, ჰალუცინაციების და შიზოფრენიის გამწვავების ჩათვლით), ქცევის დარღვევა, შფოთვა, კრუნჩხვები და შემეცნებითი ფუნქციის დარღვევა, დაბნეულობის და ამნეზიის ჩათვლით.
უცნობია: ფსიქოლოგიური ეფექტები გამოვლინდა კორტიკოსტეროიდების მიღების შეწყვეტისას.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავების ან ისეთი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
5. ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ მიიღოთ ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდგომ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
პირველად გახსნამდე: შეინახეთ ფლაკონი კოლოფში სინათლისგან დაცვის მიზნით.
პირველად გახსნის შემდგომ: პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.
რეკონსტიტუციის შემდგომ: რეკონსტიტუციის შემდეგ ხსნარი ინახება 2-80C ტემპერატურაზე და გამოიყენება 24 საათის განმავლობაში.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო პრეპარატების გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ
ერთ ფლაკონში წარმოდგენილია ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატი 133.7 მგ, რომელიც წარმოადგენს 100.0 მგ ჰიდროკორტიზონის ექვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის დიჰიდრატი
დინატრიუმის დიჰიდროგენ ფოსფატის დოდეკაჰიდრატი
ჰიდროკორტიზონი VUAB 100 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან მოთეთრო ფერის ფხვნილი
1 x 100 მგ
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
VUAB Pharma a.s.
ჩეხეთის რესპუბლიკა,
25263 როზტოკი, ვლტავსკა 53
ტელ: +420220394504
ფაქსი: +420220911036
ელ-ფოსტა: [email protected]
აღნიშნული ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი:
25.04.2012 წ.
მწარმოებელი :
VUAB Pharma a.s.
ჩეხეთის რესპუბლიკა,
252 63 როზტოკი, ვლტავსკა 53
საიდენტიფიკაციო კოდი: 63078180