გრავიოლა #120კაფს
გააზიარე:
გრავიოლა
გრავიოლა ბუნების სასწაული!
ანტივირუსული, იმუნომასტიმულირებელი, ანტიკანცეროგენური, ანტიოქსიდანტური ბუნებრივი საშუალება
გარავიოლა (Annona Muricata, გუანაბანა) - ამაზონის ტროპიკული ტყის სასწაული 6 მეტრის მარადმწვანე ხეა, რომლის ყველა ნაწილი სასარგებლოა, ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, თესლი, ქერქი. მის შემადგენლობაში შედის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ფიტონუტრიენტები, აცეტოგენინი, B ჯგუფის ვიტამინები, A, D , C ვიტამინი, მიკროელემენტები: სელენი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, თუთია და სხვა.
გრავიოლა იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისაგან და ეხმარება ორგანიზმს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლაში, ანადგურებს კიბოს უჯრედებს.
1976 წელს კიბოს ნაციონალურმა ინსტიტუტმა აღნიშნა , რომ მცენარე გარავიოლას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. გრავიოლაზე ჩატარდა და მიმდინარეობს უამრავი კვლევა, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გრავიოლას ანტისიმსივნული მოქმედება გამოწვეულია მასში არსებული ნივთიერება აცეტოგენინით. აცეტოგენინი გამოიყოფა ცხიმოვანი მჟავების გრძელი ჯაჭვიდან და აქვს სელექტიური მოქმედება მხოლოდ სიმსივნის უჯრედების მიტოქონდრიებზე, ატფ -ზე, რეტიკულურ აპარატზე, უჯრედის პლაზმის მემბრანაზე. აცეტოგენინი თრგუნავს ენერგიის წყაროს, ატფ-ის წარმოქმნას გადაგვარებულ უჯრედებში, რის შედეგადაც მცირდება მათი ენერგო პოტენციალი და შესაბამისად მცირდება მათი ზრდა გამრავლების პროცესი. ქიმიოთერაპიის დაწყებამდე გრავიოლას მიღება ამცირებს კანცეროგენული უჯრედების რეზისტენტობის განვითარებას. გრავიოლა სინერგიულად მოქმედებს ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან და საგრძნობლად ამცირებს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ინტენსივობას ( ინტოქსიკაცია, თმის ცვენა, წონაში კლება, გულისრევა).
კვლევებმა აჩვენა, რომ აცეტოგენინი ახდენს ციტოტოქსიურ მოქმედებას კიბოს 12 სახეობაზე, მათ შორის მსხვილი ნაწლავის, ძუძუს, საკვერცხეების, საშვილოსნოს, პროსტატის, ფილტვის, პანკრეასის კიბოზე.
კვლევები:
- აცეტოგენინი კლავს ღვიძლის კიბოს უჯრედებს (,,New cytotoxic monotetrahydrofuran annonaceous acetogenins from Annona Muricata”- Graduate Institute of Natural Products, Kaohsiung Medical University. 2002)
- გრავიოლა - პერსპექტიული ბუნებრივი საშუალება , რომელიც თრგუნავს პანკრეასის კიბოს მეტასტაზების განვითარებას როგორც in vitro ისე in vivo, უჯრედოვანი მეტაბოლიზმის შეცვლის გზით. კვლევამ აჩვენა , რომ გრავიოლა იწვევდა პანკრეასის კიბოს ქსოვილების ინდუცირებულ ნეკროზს მისი უჯრედების მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით. ( Department of Biochemistry and Molecular Biology, USA.2012)
- კვლევის შედეგად, გრავიოლას ხუთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გამოვლინდა მკერდის კიბოს შემცირების ტენდენცია , კიბოს გენის ექსპრესიის ინჰიბირების გზით. ( ,,Selective growth inhibition of human breast cancer cells by graviola exstact in vitro and in vivo involving downregulation of EGFR expression”, Department of Food Science and Technology, Virginia Tech, Blacksburg, Virginia, USA. 2011)
- 1966 წელს ჟურნალ ,, Nutrition and Cancer ‘’ გამოქვეყნდა სტატია რომ გრავიოლას ექსტრაქტს აქვს სელექტიური ციტოტოქსიური მოქმედება მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომაზე და 10000 -ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ადრიამიცინი
- გრავიოლა 21 საუკუნის ყველაზე პერსპექტიული ბუნებრივი საშუალება სხვადასხვა მძიმე დაავადებების სამკურნალოდ . (Hainan Medical University USA. 2017 )
- 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გრავიოლას გააჩნია ანტი პროლიფერაციული და პროაპოტოზური მოქმედება არა მელანომური კანის კიბოს დროს. (,, Graviola (Annona muricata) Exerts Anti-Proliferative, Anti-Clonogenic and Pro-Apoptotic Effects in Human Non-Melanoma Skin Cancer UW-BCC1 and A431 Cells In Vitro: Involvement of Hedgehog Sig ‘,Department of Dermatology, School of Medicine and Public Health, University of Wisconsin, Madison, USA. 2018)
ანტიოქსიდანტური მოქმედება - გრავიოლას ფოთლები ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება - გრავიოლა ამცირებს პროანთებითი მედიატორების გამონთავისუფლებას (პროსტაგლანდინები, ლეიკოტრიენები) რითაც ავლენს ძლიერ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას
ანტივირუსული, ანტიპარაზიტული, ანტიბაქტერიული მოქმედება - გრავიოლა შეიცავს ნატურალურ ანტიბიოტიკს ალიცინს , რომლის თვისების გამო აქტიურად გამოიყენება ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ ( სტომატიტი, ენტერიტი, კოლიტი, პლევრიტი და სხვა), ჰერპესის ( Herpes simplex virus-1) , ვირუსული ჰეპატიტების, გრიპის და სხვა ვირუსული დაავადებების დროს. გრავიოლა შეიცავს საპონინებს , რის გამოც ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმის სოკოვან დაავადებებზე, აქტიურად გამოიყენება ჰელმინთებთან და პარაზიტებთან საბრძოლველად.
ბუნებრივი ანტიდეპრესანტი - განაპირობებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამშვიდებას, აგზნებადობის, სტრესული რეაქციების შემცირებას. გრავიოლა მოქმედებს სეროტონინის რეცეპტორებზე, აუმჯობესებს გუნება -განწყობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას და სიცოცხლის ხარისხსს.
გრავიოლა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას , რის შედეგადაც იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისაგან. გააჩნია თრომბოლიზური მოქმედება, რითაც აფერხებს თრომბის განვითარებას, აფართოვებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.
გრავიოლა ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის შენარჩუნებას, ახდენს კუჭის მჟავიანობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს, განაპირობებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას, რიც გამოც რეკომენდებულია პოდაგრას, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისაგან, აძლიერებს იმუნიტეტს
ჩვენებები:
- ონკოლოგია - ქიმიოთერაპია: ნებისმიერი წარმოშობის სიმსივნური დაავადებების მკურნალობა ( ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) , ონკოდაავადებების პროფილაქტიკა
- ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი ინფექციები
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა
- ფიზიკური და გონებრივი სტრესი, დაბალი იმუნიტეტი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
- შაქრიანი დიაბეტი
- ბრონქული ასთმა
- ღვიძლის დაავადებები ( ჰეპატიტი, ჰეპატოზი, ციროზი და სხ.)
- რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა
- კანის დაავადებები ( ფსორიაზი, სებორეა, ჰერპესი)
- კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები: დიარეა, გასტრიტი, კოლიტი.
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს : გრავიოლა (Annona Muricata) - 650 მგ.
მიღება და დოზირება: 2 - 4 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
უკუჩვენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკის პირები, პარკინსონის დაავადება ან სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადება, არ მიიღება პროდუქტი თუ იღებთ მაო-ინჰიბიტორებს, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს. შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: # 120 კაფსულა.
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს FDA - ს მიერ.