ბრონქიპრეტი TE 100მლ სიროფი

ბრონქიპრეტი TE 100მლ სიროფი

30.60 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბიონორიკა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბეგქონდარა+სურო
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 85303
გააზიარე:

ტექსტის გადახედვის თარიღი: 2014 წლის დეკემბერი

No.: 013ა

ნივთიერება

ფარმაცევტული ფორმა

რაოდენობა

ბეგქონდარას თხევადი ექსტრაქტი

სუროს ფოთლების თხევადი ექსტრაქტი

სითხე პერორალური მიღებისთვის

1.50 გ

0.15 გ

პროდუქტის ზოგადი დახასიათება

1. ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება

ბრონქიპრეტი® სიროფი TE

სითხე პერორალური მიღებისთვის

2. რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემცველობა

100 მლ (შეესაბამება 112გ) ბრონქიპრეტი სიროფი TE შეიცავს:

16.8 გ თხევად ექსტრაქტს, რომელიც მიღებულია ბეგქონდარასგან (1:2-2.5); ექსტრაგენტი: 10% ამიაკის ხნსარი (m/m): 85% გლიცეროლი (m/m): 90% ეთანოლი (v/v): წყალი (1:20:70:109);

1.68 გ თხევად ექსტრაქტს, რომელიც მიღებულია სუროს ფოთლებისგან (1:1); ექსტრაგენტი: 70% ეთანოლი (v/v)

მოცემული პრეპარატი შეიცავს 7 % (v/v) სპირტს.

შეიცავს მალტიტოლის ხსნარს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

სითხე პერორალური მიღებისთვის

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენებები

ხველით და გაციებით მიმდინარე მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ, რასაც თან ახლავს ჭარბი ნახველი.

4.2 დოზირება და გამოყენების წესი

თუ სხვა რამ არ არის მითითებული, მიიღეთ ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს ასაკის შესაბამისი დოზა დღეში სამჯერ, როგორც აღწერილია შემდეგ ცხრილში. გამოიყენეთ თანდართული საზომი ჭიქა.

ასაკი

დოზა მლ-ში (3 ჯერ დღეში)

მთლიანი დღიური დოზა

ბავშვები 1-დან 5 წლამდე

3.2 მლ

9.6 მლ

ბავშვები 6-დან 11 წლამდე

4.3 მლ

12.9 მლ

მოზარდები და მოზრდილები 12 წლის ასაკიდან

5.4 მლ

16.2 მლ

ბრონქიპრეტი სიროფი TE ჩაყლაპეთ გაუზავებლად. მედიკამენტის მიღების შემდეგ დალიეთ სითხე (სასურველია წყალი).

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია განყოფილებაში "განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას" და "არასასურველი ეფექტების".

4.3 უკუჩვენებები

ბრონქიპრეტი სიროფი TE არ უნდა იქნას გამოყენებული სუროს, არალიის ოჯახის მცენარეების, ბეგქონდარას ან სხვა ტუჩოსანთა (Lamiaceae), არყის, კაკლის, ნიახურის ან სამკურნალო პროდუქტის რომელიმე დამხმარე ნივთიერების, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში, მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში

4.4 სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

შეფუთვის ჩანართში პაციენტებს ურჩევენ შემდეგს:

თუ ჩივილები გაგრძელდება კვირაზე მეტ ხანს, ან თუ ქოშინი, ცხელება და ჩირქოვანი ან სისხლიანი გამოდენია, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

პედიატრიული პოპულაცია:

ბრონქიპრეტის სიროფი TE არ უნდა იქნას გამოყენებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

წამალი შეიცავს 7% (V/V) ალკოჰოლს.

იშვიათი მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ბრონქიპრეტი სიროფი TE.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები

ამჟამად სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება უცნობია.

ბრონქიპრეტი სიროფი TE-ს კვლევები, რათა გამოიკვლიოს პოტენციური ურთიერთქმედება სხვა წამლებთან ერთად, არ არის ხელმისაწვდომი.

4.6 ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს ადექვატური მონაცემები ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოყენების შესახებ. ბრონქიპრეტის სიროფი TE არ უნდა მიიღონ ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა.

4.7 ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 7% (V/V) ალკოჰოლს. ნორმალური სხეულის წონის მქონე ჯანმრთელი ადამიანი ამუშავებს ალკოჰოლის იმ რაოდენობას, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზით სულ რამოდენიმე წუთში. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.

4.8 გვერდითი ეფექტები

ყველა სამკურნალო პროდუქტის მსგავსად, ბრონქიპრეტი სიროფი TE-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

გვერდითი ეფექტების შესაფასებლად გამოიყენება სიხშირის შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირად (≥1/10),

ხშირად (≥1/100, <1/10),

არც ისე ხშირად (≥1/1000, <1/100),

იშვიათად (≥1/10000, <1/1000),

ძალიან იშვიათად (<1/10000),

უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანზე გამონაყარით. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ქოშინი, ჭინჭრის ციება და სახის, პირის და/ან ფარინგეალურ მიდამოს შეშუპება.

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავური სიმპტომები, როგორიცაა სპაზმები, გულისრევა და ღებინება.

ნებისმიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენისას, ბრონქიპრეტი სიროფი TE აღარ უნდა იქნას მიღებული ხელახლა.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა გაგრძელდეს მედიკამენტების სარგებელის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი.

ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ წამლისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტის, ფარმაკოვიგილაციის დეპარტამენტის, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებგვერდის მეშვეობით: www.bfarm.de

4.9 ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილები, ღებინება და დიარეა.

სუროს ფოთლების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, საპონინების გამო, შეიძლება გამოვლინდეს გასტროენტერიტი. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ ცნობები ბავშვების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სუროს ახალი ფოთლები. შხამის ცენტრიდან გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ სუროს 1-5 ფოთლის, იშვიათ შემთხვევებში 10-მდე ახალი სუროს ფოთლისა და ნაყოფის მიღებამ გამოიწვია ღებინება და დიარეა 301 ბავშვის 10%-ში. ტოქსინების პირველადი მოცილება და ნახშირის მიღება რეკომენდებულია პატარებისთვის, რომლებმაც მიიღეს სუროს 2 ან მეტი ახალი ფოთოლი. ეს მონაცემები არ შეიძლება გამოვიყენოთ რაიმე დასკვნის გამოსატანად სუროს გამხმარი ფოთლების მომზადების დოზის ეფექტთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება ამ სამკურნალო პროდუქტში.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული სამკურნალო საშუალებები გაციებით გამოწვეული რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ.

ათქ კოდი: R05CA

ინ-ვიტრო კვლევებისა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები ბეგქონდარას ბალახის და ბეგქონდარას ზეთის ან მისი ძირითადი კომპონენტი თიმოლის პრეპარატები მიუთითებს სუსტ ამოსახველებელ და სპაზმოლიზურ ეფექტებზე.

ბეგქონდარას ამოსახველებელი ეფექტი, სავარაუდოდ, გამოწვეულია ბრონქული მოციმციმე ეპითელიუმის სტიმულაციის გამო, რომელიც გამოწვეულია მეათე კრანიალური ნერვის რეფლექტორული სტიმულირებით კუჭის ლორწოვანი გარსის მეშვეობით და ფილტვის სეკრეციის რეზორბციის შედეგად, სეროზული ჯირკვლოვანი უჯრედების პირდაპირი სტიმულაციის გზით.

სუროს ფოთლების ამოსახველებელი ეფექტი, სავარაუდოდ, გამოწვეულია კუჭის ლორწოვანი გარსის სტიმულაციის გამო, რომელიც გამოწვეულია ბრონქების ლორწოვან გარსში პარასიმპათიკური ნერვული ღეროს სენსორული ბოჭკოების რეფლექტორული სტიმულაციის შედეგად.

არ არსებობს მონაცემები ადამიანებზე ფარმაკოლოგიური ეფექტების შესახებ არც ცალკეული კომპონენტების და არც ფიქსირებული კომბინაციის შესახებ.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები ფარმაკოკინეტიკისა და ბიოშეღწევადობის შესახებ ბეგქონდარას და სუროს ფოთლის პრეპარატების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.

5.3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ბეგქონდარას ტოქსიკურობა დაბალია; LD50 ეთერზეთისთვის, რომელიც გვხვდება დაახლ. 1,2% მერყეობს სახეობიდან სახეობაში 1,98 გ/კგ-დან 4,7 გ/კგ-მდე. მთლიანი ექსტრაქტის LD50 (თაგვი) შეადგენს 34 მლ/კგ.

Hederae helicis folia-ის ტოქსიკურობა დაბალია პერორალურად მიღების შემთხვევაში. LD50 შეადგენს 3 გ-ზე მეტ ექსტრაქტს კგ სხეულის წონაზე თაგვებში და მნიშვნელოვნად აღემატება 4,1 გ-ზე ვირთხებში. ჰემატოკრიტის დონის შექცევადი მატება, მაგრამ არ დაფიქსირდა ორგანოს სპეციფიკური ცვლილებები სუბქრონიკული ტოქსიკურობის კვლევაში 750 მგ/კგ სუროს ექსტრაქტით სამი თვის განმავლობაში.

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გაწმენდილი წყალი, ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, კალიუმის სორბატი (Ph.Eur.) მალტიტოლის ხსნარი.

შენიშვნა დიაბეტით დაავადებულებისთვის:

1 ერთჯერადი დოზა ბრონქიპრეტის სიროფი TE (5.4 მლ) შეიცავს საშუალოდ 0.18 ნახშირწყლოვანი ცვლის გაანგარიშებულ ერთეულს (CEU).

6.2 შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

6.3 ვარგისობის ვადა

შენახვის ვადა 3 წელია.

ბოთლის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ პრეპარატი 6 თვის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.4 უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ პრეპარატი ორიგინალ ჭურჭელში, რათა დაიცვათ იგი სინათლის ზემოქმედებისგან.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

6.5 კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა

შეფუთვაშია 50 მლ სითხე პერორალური მიღებისთვის (N1)

შეფუთვაშია 100 მლ სითხე პერორალური მიღებისთვის (N2)

6.6 უტილიზაციის უსაფრთხოების სპეციალური ზომები

არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ბიონორიკა სე

კერშენშტაინერის ქუჩა 11-15

92318 ნეუმარკტი

ტელ: 09181/231-90

ფაქსი: 09181/231-265

ვებ-გვერდი: www.bionorica.de

ელ.ფოსტა: [email protected]

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

8. სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

63908.00.00

9. პირველი ავტორიზაციის/განახლების თარიღი

31.10.2006 / 04.04.2014

10. ტექსტის გადახედვის თარიღი

2014 წლის დეკემბერი

11. სავაჭრო შეზღუდვები

ხელმისაწვდომია მხოლოდ აფთიაქებში