სეპტონატი 30მლ ორალ.სპრეი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სეპტონატი 0.12 % + 0.15 % პერორალური სპრეი
SEPTONAT 0.12 % + 0.15 % ORAL SPRAY
1. რა არის სეპტონატი და რისთვის გამოიყენება ის ?
• სეპტონატი არის გამჭირვალე, უფერო ხსნარი მარწყვის არომატით. ის ბაზარზე წარმოდგენილია 30 მლ გაუმჭირვალე PEთ ბოთლით და ორალური აპლიკატორით.
• სეპტონატი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც წარმოადგენს ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებას (იგი კლავს ან წყვეტს მიკრობების გავრცელებას) და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდის HჩI, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ, იგი ავლენს ადგილობრივ ანესთეზიურ ეფექტს (აბუჟებს კონკრეტულ არეს სადაც მოხდება მისი გამოყენება) გამოყენების შემდეგ.
• სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში გინგივიტის მკურნალობის, ყელის ლორწოვანი გარსის ანთების და ტკივილის, პირის ღრუს ზედაპირის და ხახის ანთების, ასევე ნუშისებრი ჯირკვლის და პირის ღრუში არსებული ჭრილობების ანთებითი პროცესების დროს.
• სეპტონატი გამოიყენება მიკრობული დაავადებების თავიდან ასაცილებლად პირის ღრუში და ყელში, რათა პაციენტს შეუმსუბუქდეს ყლაპვის ფუნქცია და მოიხსნას ღრძილებზე ანთებითი პროცესების სიმპტომები.
• სეპტონატი გამოიყენება კბილების ირგვლივ არსებულ პროცესებამდე და მის შემდეგ.
• სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუს შიდა შრის (ლორწოვანი გარსის) ანთების დროს, რადიაციული თერაპიის და კიბოს პრეპარატების გამოყენების ან სხვა მიზეზების გამო.
• სეპტონატი გამოიყენება ბაქტერიების მიერ ფორმირებული ფენების (სტომატოლოგიური ნადები) და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.
2. რა უნდა იცოდეთ სეპტონატის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სეპტონატი:
• თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ქლორჰექსიდინის, ბენზიდამინის ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,
• თუ ხართ ორსული ან ლაქტაციის პერიოდში;
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე სეპტონატის გამოყენების დროს:
• სეპტონატის თვალში მოხვედრის შემთხვევაში, ჩამოირეცხეთ ბევრი წყლით.
• სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში, მოარიდეთ თვალთან და ყურთან კონტაქტს.
• არ გადაყლაპოთ სეპტონატი და გამოდევნეთ პირის ღრუდან. გარეთ უნდა გადმოიღვაროს.
• გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუსთვის, მოარიდეთ თვალთან და ყურთან კონტაქტს.
• თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან აღინიშნება სხვა სახის ინფექცია, თქვენმა ექიმმა სეპტონატის გამოყენებასთან დამატებით უნდა მიმართოს ანტიბაქტერიულ მკურნალობას.
• თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, გამოიყენეთ უფრო მეტი სიფრთხილით.
• მისმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შექცევადი ფერის ცვლილებები ენასა და კბილებზე. კბილების ფერის ცვლილება არის უვნებელი და შეიძლება შემცირდეს კბილის ჯაგრისის გამოყენების შემდეგ.
• სეპტონატი არ არის რეკომენდებული 6 წელზე დაბალი ასაკის ბავშვებში შესაბამისი კლინიკური ცდების ნაკლებობის გამო.
თუ ზემოთ აღნიშნულიდან, რომელიმე თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
სეპტონატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
მას არ გააჩნია არანაირი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია ორსულობის პერიოდში სეპტონატის გამოყენება.
თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევთს.
არ გამოიყენოთ სეპტონატი ლაქტაციის პერიოდში.
მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა
სეპტონატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეპტონატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ.
რადგანაც ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, თუ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით თქვენ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს გარკვეული შაქრის მიმართ, სეპტონატის მიღებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
სეპტონატის სხვა მედიკამენტებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ არ არის ცნობილი.
ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპნებთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) შენაერთებთან,
• ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)
• ზოგიერთი არაორგანული მარილები და ორგანული ნაერთები;
ბენზიდამინთან სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეპტულ ან არარეცეპტულ პრეპარატებს.
3. როგორ გამოვიყენოთ სეპტონატი ?
სათანადო მიღებისა და დოზირების ინსტრუქციები/გამოყენების სიხშირე:
სეპტონატის გამოყენება ხდება უშუალოდ ყელში ან ანთების ადგილას.
სეპტონატის დოზაა 5-10 შესხურება. მისი გამეორება შესაძლებელია ყოველ 1.5 - 3 საათში საჭიროებისამებრ.
მიღების წესი და მეთოდი:
• სეპტონატი გამოიყენება გაზავების გარეშე. ის არ უნდა გადაიყლაპოს და პირის ღრუდან გარეთ უნდა გადმოიღვაროს.
• პირველ გამოყენებამდე, რამდენჯერმე ვაჭერთ ღილაკს, სანამ არ განხორციელდება რეგულარული შეფრქვევის მიღება, მოარიდეთ სახეს.
• პირის გაღება უნდა მოხდეს მთლიანად, სპრეის თავი უნდა მოთავსდეს პირში და განხორციელდეს შეფრქვევა პირის ღრუში. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს სულ მცირე 4-ჯერ სხვადასხვა ზონებში.
• გამოყენების შემდეგ ბოთლი უნდა მოთავსდეს თავისივე ყუთში სწორ მდგომარეობაში.
• ქლორჰექსიდინი სეპტონატში მისი შემცველობით ამცირებს ნადებს გინგივიტის მკურნალობის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ სეპტონატი გამოიყენება , როგორც ალტერნატივა სხვა პირის ღრუს ჰიგიენურ პროცედურებთან მიმართებაში, მაშინ პირი უნდა გამოირეცხოთ სეპტონატით მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში.
• ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების შესამცირებლად, რეკომენდებულია კბილის ჯაგრისის გამოყენება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
ბავშვებში 6 წლის ზემოთ სპრეის გამოყენება ხდება უშუალოდ ყელში ან ანთებით ზონაში. ზოგადი დოზაა 5 შეფრქვევა. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ ყოველ 1.5-3 საათში. გამოცდილების ნაკლებობის გამო არ არის რეკომენდებული სეპტონატის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები: არ მოითხოვს დოზის ცვლილებას
მიღების განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მეტი სიფრთხილით.
თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სეპტონატს აქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:
სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოწამვლას არ ექნება ადგილი იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია აქტიური ნივთიერების მიღების წესი.
თუმცა, თუ ადგილი აქვს სეპტონატის შემთხვევით გადაყლაპვას, მკურნალობას დაგინიშნავთ თქვენი ექიმი სიმპტომების შესაბამისად.
თუ დაგავიწყდათ სეპტონატის მიღება
გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
სხვა პრეპარატების მსგავსად გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა სეპტონატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სეპტონატის გამოყენება და დაუყონებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:
• მოულოდნელი სუნთქვის გართულებები, კანის წვა, სახისა და ენის შეშუპება (ანაფილაქსისი)
• ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები
• ალერგიული რეაქციები
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, მაშინ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სეპტონატის მიმართ. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან საავადმყოფოს. ასეთი გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებათ:
ძალიან გავრცელებული: გამოვლენილია 10 პაციენტიდან სულ მცირე 1 პაციენტში.
გავრცელებული: ერთზე ნაკლები ყოველ 10 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 100 პაციენტში.
არაგავრცელებული: ერთზე ნაკლები ყოველ 100 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 1000 პაციენტში.
იშვიათი: ერთზე ნაკლები ყოველ 1000 პაციენტში და ერთზე მეტი ყოველ 10 000 პაციენტში.
ძალიან იშვიათი: ერთზე ნაკლები ყოველ 10 000 პაციენტში.
უცნობია: არსებული მონაცემებით შეუძლებელია განსაზღვრა.
ძალიან გავრცელებული:
• პირის ღრუში სიცივის შეგრძნება
• დესენსიტიზაცია პირის ღრუს ქსოვილში
გავრცელებული:
• წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში
• გულისრევა, ღებინება, გულისრევის შეგრძნება
• განსხვავება გემოვნებით მგრძნობელობაში
• ლაქები კბილებზე და პირის ღრუს სხვა ზედაპირებზე
• კბილის ქვების ფორმაციის ზრდა
ძალიან იშვიათი:
• ალერგიული რეაქცია
• ჰიპერსენსიტიური რეაქციები
• სუნთქვის უცაბედი უკმარისობა
• სანერწყვე ჯირკვლის ზრდა
• კანის წვა
• სახისა და ენის შეშუპება
უცნობი
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ურეაქციო მდგომარეობა
• პირის სიმშრალე ან წყურვილი
• ყელის გაღიზიანება და ხველა
რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების გამოვლენა
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, მიაწოდეთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი ეფექტების ანგარიში თურქეთის ფარმაკოლოგიის ცენტრს (TUFAM), დააჭირეთ “გვერდითი მოვლენების ანგარიშს” ვებგვერდზე წწწ.ტიტცკ.გოვ.ტრ ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გახლავთ გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენების ცხელი ხაზი. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენების შედეგად თქვენ შეისწავლით უფრო მეტს იმ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებაზე, რომელსაც მოიხმართ.
5. სეპტონატის შენახვის პირობები
სეპტონატი ინახება შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
ბოთლი მოთავსებული უნდა იყოს ყუთში სწორ მდგომარეობაში.
გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად
სეპტონატის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ სეპტონატი თუ კი შეამჩნევთ რაიმე სახის ნაკლს შეფუთვაზე ან პროდუქტზე.
არ გადააგდოთ ურნაში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დაჯგუფებათა სისტემას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე