სეპტონატი 200მლ ხსნარი
გააზიარე:
სეპტონატი 0.12 % + 0.15 % პირის ღრუში გამოსავლები ხსნარი
SEPTONAT 0.12 % + 0.15 % ORAL RINCE
1. რა არის სეპტონატი და რისთვის გამოიყენება ის ?
• სეპტონატი არის პირის ღრუს სამკურნალო პრეპარატი.
• სეპტონატი არის გამჭირვალე, უფერო ხსნარი. ის წარმოდგენილია 200 მგ ქარვისფერი PEთ ბოთლით, მუყაოს ყუთში, საზომ ჭიქასთან ერთად 5, 10, 15, 20, მლ საზომებით. თითოეულ ყუთში მოთავსებულია თითო ბოთლი.
• სეპტონატი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელიც ანტიმიკრობული თვისებების მქონე ნივთიერებას წარმოადგენს (რომელიც კლავს ან წყვეტს მიკრობების გავრცელებას) და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს HჩI, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე მედიკამენტების ჯგუფს და გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ, იგი ავლენს ადგილობრივ ანესთეზიურ ეფექტს (აბუჟებს კონკრეტულ არეს სადაც მოხდება მისი გამოყენება) გამოყენების შემდეგ.
• სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუში გინგივიტის მკურნალობის, ყელის ლორწოვანი გარსის ანთების და ტკივილის, პირის ღრუს ზედაპირის და ხახის ანთების, ასევე ნუშისებრი ჯირკვლის და პირის ღრუში არსებული ჭრილობების ანთებითი პროცესების დროს.
• სეპტონატი გამოიყენება მიკრობული დაავადებების თავიდან ასაცილებლად პირის ღრუში და ყელში, რათა პაციენტს შეუმსუბუქდეს ყლაპვის ფუნქცია და მოიხსნას ღრძილებზე ანთებითი პროცესების სიმპტომები.
• სეპტონატი გამოიყენება კბილებთან დაკავშირებული პროცესების არსებობამდე და მის შემდეგ.
• სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუს შიდა შრის (ლორწოვანი გარსის) ანთების დროს, რადიაციული თერაპიის და კიბოს პრეპარატების გამოყენების ან სხვა მიზეზების გამო.
• სეპტონატი გამოიყენება ბაქტერიების მიერ ფორმირებული ფენების (სტომატოლოგიური ნადები) და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.
2. რა უნდა იცოდეთ სეპტონატის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სეპტონატი:
• თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ქლორჰექსიდინის, ბენზიდამინის ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,
• თუ ხართ ორსული ან ლაქტაციის პერიოდში;
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე სეპტონატის გამოყენების დროს:
• ის არის მხოლოდ სავლები საშუალება, არ გადაყლაპოთ.
• სეპტონატი არ არის რეკომენდებული 12 წელზე დაბალი ასაკის ბავშვებში შესაბამისი კლინიკური კვლევების ნაკლებობის გამო.
• გამოიყენეთ მხოლოდ პირის ღრუში, მოარიდეთ თვალებსა და ყურებს.
• სეპტონატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს შექცევადი ცვლილებები ენასა და კბილებზე. კბილების ფერის ცვლილება არის უვნებელი და შეიძლება შემცირდეს კბილის ჯაგრისის გამოყებების შემდეგ.
• არ შეიძლება სეპტონატის გადაყლაპვა და უნდა მოხდეს მისი პირიდან გამოდევნება. გამოიყენება გაზავების გარეშე.
• თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით და არ აღინიშნება სხვა სახის ინფექცია, თქვენმა ექიმმა სეპტონატის გამოყენებასთან ერთად დამატებით უნდა მიმართოს ანტიბაქტერიულ მკურნალობას.
• თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, გამოიყენეთ უფრო მეტი სიფრთხილით.
თუ ზემოთაღნიშნულიდან რომელიმე თუნდაც წარსულში გამოგიცდიათ, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
სეპტონატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად:
მას არ გააჩნია არანაირი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში.
ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია ორსულობის პერიოდში სეპტონატის გამოყენება.
თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევთს.
არ გამოიყენოთ სეპტონატი ლაქტაციის პერიოდში.
მანქანის ტარება და სხვა მექანიზმების მართვა
სეპტონატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეპტონატში შემავალი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
თუ თქვენ არ გაქვთ მგრძნობელობა მედიკამენტის დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მაშინ უარყოფითი გავლენა არ არის მოსალოდნელი
რადგანაც ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს, თუ კი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით თქვენ მიეკუთვნებით რისკის ჯგუფს გარკვეული შაქრის მიმართ, სეპტონატის მიღებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპნებთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) შენაერთებთან,
• ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)
• ზოგიერთი არაორგანული მარილები და ორგანული ნაერთები;
ბენზიდამინთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეპტულ ან არარეცეპტულ პრეპარატებს.
3. როგორ გამოვიყენოთ სეპტონატი ?
სათანადო მიღებისა და დოზირების ინსტრუქციები/გამოყენების სიხშირე:
სეპტონატის მოზრდილთა დოზაა 15 მლ ის გამოიყენება დღის განმავლობაში ყოველ 1.5 – 3 საათში.
მიღების წესი და მეთოდი:
სეპტონატი გამოიყენება პირის ღრუს სავლებად. ის გამოიყენება გაზავების გარეშე. გაიჩერეთ სულ მცირე 30 წამის განმავლობაში. გამოვლების შემდეგ გადმოღვარეთ პირიდან.
ქლორჰექსიდინის შემცველობა სეპტონატში ამცირებს ნადებს და გინგივიტს მკურნალობის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ სეპტონატი გამოიყენება როგორც ალტერნატივა სხვა პირის ღრუს ჰიგიენურ პროცედურებთან მიმართებაში, მაშინ პირი უნდა გამოირეცხოთ სეპტონატით მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში. ქლორჰექსიდინით გამოწვეული კბილების შეფერადების შესამცირებლად, რეკომენდებულია კბილების ჯაგრისით გაწმენდა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები (12 წელი და ზემოთ):
სეპტონატის გამოვლება ხორციელდება ყოველ 1.5 – 3 საათში 30 წამის განმავლობაში 5 – 15 მლ დოზით.
მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 7 დღეზე მეტ ხანს გადაბმულად.
დამწვრობის ან გაღიზიანების შემთხვევაში, ხსნარი უნდა გაზავდეს წყალში.
გამოცდილების ნაკლებობის გამო, არ არის რეკომენდებული სეპტონატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები: არ მოითხოვს დოზის ცვლილებას.
მიღების განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლების ფუნქციის დეგენერაცია: რადგან აბსორბირებული ბენზიდამინი და დეგრადაციის პროდუქტები გამოიყოფა შარდში, თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მედიკამენტური საშუალების გავლენას მთელს სხეულზე.
ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა: რადგანაც შეწოვილი ბენზიდამინის დონე მაღალია ღვიძლში, ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მედიკამენტური საშუალების გავლენას მთელს სხეულზე.
მიჰყევით ინსტრუქციას თუ თქვენი ექიმისგან არ გაქვთ მიღებული სხვაგვარი რეკომენდაცია.
არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.
სეპტონატით მკურნალობის ხანგრძლივობას თქვენივე ექიმი განსაზღვრავს, არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად რადგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.
თუ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ სეპტონატს აქვს ძლიერი ან სუსტი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღებისას:
სეპტონატის საჭიროზე მეტი დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სეპტონატის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სიმპტომების შესაბამისი მკურნალობა. არ არსებობს რაიმე სპეციალური ანტიდოტი.
თუ დაგავიწყდათ სეპტონატის მიღება:
გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობელოობა სეპტონატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ სეპტონატის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:
• მოულოდნელი სუნთქვის გართულებები, კანის წვა, სახისა და ენის შეშუპება (ანაფილაქსისი)
• ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები
• ალერგიული რეაქციები
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი მოვლენა, მაშინ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია სეპტონატის მიმართ. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან საავადმყოფოს. ასეთი გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან კიდევ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებას:
• გაღიზიანებით გამოწვეული რეაქცია კანზე
• სიმხურვალე პირის ღრუში
• ყელის გაღიზიანება და ხველა
• სანერწყვე ჯირკვლის ზრდა
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები საკმაოდ სერიოზულია. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლიდება.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს:
• პირის ღრუს დესენსიტიზაცია
• წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ურეაქციო მდგომარეობა
• გულისრევა, ღებინება
• პირის სიმშრალე ან წყურვილი
• პირის ღრუში სიცივის შეგრძნება
• განსხვავება გემოვნებით მგრძნობელობაში
• ლაქები კბილებზე და პირის ღრუს სხვა ზედაპირებზე
• კბილის ქვების ფორმაციის ზრდა
ეს არის სეპტონატის მსუბუქი გვერდითი მოვლენები. ეს მოვლენები ქრება, როდესაც შავამცირებთ დოზას ან შეწყვეტთ მკურნალობას.
რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების გამოვლენა
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. უფრო მეტიც, მიაწოდეთ თქვენს მიერ განცდილი გვერდითი ეფექტების ანგარიში თურქეთის ფარმაკოლოგიის ცენტრს (თUFAM), დააჭირეთ “გვერდითი მოვლენების ანგარიშს” ვებგვერდზე წწწ.ტიტცკ.გოვ.ტრ ან დარეკეთ ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც გახლავთ გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენების ცხელი ხაზი. გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენების შედეგად თქვენ შისწავლით უფრო მეტს იმ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენებაზე, რომელსაც მოიხმართ.
5. სეპტონატის შენახვის პირობები
სეპტონატი ინახება შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ოჩ.
გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად
სეპტონატის მიღება დაუშვებელია გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ სეპტონატი თუ კი შეამჩნევთ რაიმე სახის ნაკლს შეფუთვაზე ან პროდუქტზე.
არ გადააგდოთ ურნაში ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ დაჯგუფებათა სისტემას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.