კოტრიმოქსაზოლი 480მგ #20ტ

კოტრიმოქსაზოლი 480მგ #20ტ

2.03 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სულფანილამიდები
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კო-ტრიმოქსაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 8503
გააზიარე:

კოტრიმოქსაზოლი 480მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისება:
კო-ტრიმოქსაზოლი შეიცავს ორ აქტიურ, სინერგულად მოქმედ ნივთიერებას სულფამეტოქსაზოლს და ტრიმეტროპრიმს, რომლებიც შესაბამისად აბლოკირებენ დიჰიდროპტეროატსინთეტაზასა და დიჰიდროფოლატრედუქტაზას, რომლებიც ხელს უწყობენ მიკროორგანიზმებში პურინებისა და პირიმიდინების, ბიოსინთეზის თანმიმდევრული სტადიის კატალიზებას. ამ მექანიზმის საშუალებით ირღვევა მიკრობის დნმისა და შემდგომში ცილის სინთეზი და ხორციელდება პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც In vitro განპირობებულია იმ კონცენტრაციით, რომელშიც მის შემადგენლობაში შემავალი ცალკეული კომპონენტები ავლენენ მხოლოდ ბაქტერიოსტატურ ეფექტს. სწორედ ამიტომ კოტრიმოქსაზოლი ხშირად ეფექტურია იმ გამომწვევების მიმართ, რომლებიც მდგრადია პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი. კო-ტრიმოქსაზოლის In vitro ანტიბაქტერიული მოქმედება მოიცავს გრამდადებითი და გრამუარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრს.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ ტრიმეტოპრიმი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 1.5-3 მკგ/ლ-ში. ყოველ 12 საათში პრეპარატის მიღებისას მისი მინიმალური წონასწორული კონცენტრაცია 23 დღის შემდეგ მერყეობს 1.3-2.8 მკგ/მლ-ის ფარგლებში, ხოლო სულფამეტოქსაზოლისთვის 32-63 მკგ/მლ დიაპაზონში. ორგანიზმში ტრიმეტოპრიმის განაწილების მოცულობა შეადგენს 130 ლ-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება ტრიმეტოპრიმის 45%, ხოლო სულფამეტოქსაზოლის -66%. ტრიმეტოპრიმი, სულფამეტოქსაზოლისგან განსხვავებით ადვილად აღწევს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, სათესლე ჯირკვლის სითხეში, საშოში, ნერწყვში, ფილტვების როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ ქსოვილში და ნაღველში. რაც შეეხება ზურგის ტვინის სითხესა და თვალის სკლერას, ორთავე პრეპარატი მათში აღწევს ერთდროულად. პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში. ტრიმეტოპრიმის დაახლოებით 50-70% და სულფამეტოქსაზოლის 10-30% ორგანიზმიდან გამოიყოფა უცვლელი სახით. ტრიმეტოპრიმის ძირითად მეტაბოლიტს წარმოადგენს 1-და 3-ოქსიდები და 3’ და 4’ჰიდროქსილის წარმოებულები. ზოგიერთ მეტაბოლიტს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება. სულფამეტოქსაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში, უშუალოდ N4-აცეტილირების გზით, ნაკლები ხარისხით კი გლუკურონის მჟავასთან კონიუგაციით. ორივე კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახლოს დგას ერთმანეთთან (ტრიმეტოპრიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 სთ-ს, ხოლო სულფამეტოქსაზოლის საშუალოდ უტოლდება 11 სთ-ს). პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო მცირე ნაწილი კი ფეკალიებით. ხანდაზმულ და თირკმელების ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში ნახევრადგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, რაც მოითხოვს დოზების კორექციას.
ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით. იგი გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, ბავშვებში ოტიტის, აგრეთვე მოზრდილებსა და ბავშვებში Pneumocystis carinii-ით გამოწვეული (პირველადი და მეორადი) პლევრიტის სამკურნალოდ. აგრეთვე საშარდე გზების ინფექციების, სხვა ბაქტერიული ინფექციების დროს, მაგალითად: ბრუცელოზის, მწვავე და ქრონიკული ოსტეომიელიტის, ნოკარდიოზის, აქტინომიკოზის, ტოქსოპლაზმოზის და სამხრეთ ამერიკული ბლასტომიკოზის სამკურნალოდ. პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ინფექციების სამკურნალოდ როგორიცაა: მუცლის ტიფი და პარატიფი, შიგელოზები, მოგზაურის დიარეა.
დოზირება და მიღების წესი:
სტანდარტული დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზით: მინიმალური დოზა: აბები: დილას - 2 საღამოს - 2 აბი-ფორტე: დილას - 2 საღამოს - 2 სიროფი: დილას - 4 კოვზი საღამოს - 4 კოვზი ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზა (14 დღეზე მეტხანს) აბები: დილას - 1 საღამოს - 1 აბი-ფორტე: დილას - 1/2 აბი საღამოს - 1/2 აბი სიროფი: დილას - 2 კოვზი საღამოს - 2 კოვზი განსაკუთრებით მძიმე შემთხვევბში:G აბები: დილას - 3 საღამოს - 3 აბი-ფორტე: დილას - 1/2 აბი საღამოს - 1/2 აბი. სიროფი: დილას - 6 კოვზი საღამოს - 6 კოვზი კო-ტრიმოქსაზოლის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის გახანგრძლივება: მწვავე ინფექციების არსებობისას საჭიროა კო-ტრიმოქსაზოლის გამოყენება არა ნაკლებ 5 დღის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. პრეპარატის მიღებიდან 7 დღის შემდეგ თუკი არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, საჭიროა პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შემოწმება მკურნალობის კორექციის მიზნით. დოზირება განსაკუთრებული შემთხვეევბის დროს: ა) მსუბუქი შანკრის მკურნალთბისათვის საჭიროა 1 აბი-ფორტეს მიღება დღეში ორჯერ. თუკი 7 დღის შემდეგ არ აღინიშნება სასურველი შედეგი საჭიროა კიდევ 7 დღით გავაგრძელოთ პრეპარატის მიღება. ბ) ქალებში გართულებების გარეშე მიმდინარე საშარდე გზების მწვავე ინფექციური დაავადებების დროს რეკომენდებულია 2-3 აბი ფორტეს მიღება. შეძლებისდაგვარად საღამოს ჭამის, ან ძილის წინ. გ) ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ყოველ 24-48 საათში, სტანდარტული დოზის ნახევარი ან მესამედი. დ) Pneumocystis carinii-ით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ დღეღამის განმავლობაში პრეპარატი ინიშნება ყოველ 6 საათში ერთხელ 14 დღის განმავლობაში. 6 საათის ინტერვალით მისაღები დოზები: სხეულის წონა, კგ - 8, დოზირებული კოვზი - 1 (5 მლ), აბი -, აბი ფორტე -; სხეულის წონა, კგ - 16, დოზირებული კოვზი - 2 (10 მლ), აბი - 1, აბი ფორტე -; სხეულის წონა, კგ - 24, დოზირებული კოვზი - 3 (15 მლ), აბი - 1.5, აბი ფორტე -; სხეულის წონა, კგ - 32, დოზირებული კოვზი - 4 (20 მლ), აბი - 2, აბი ფორტე -; სხეულის წონა, კგ - 40, დოზირებული კოვზი - 5 (25 მლ), აბი - 2.5, აბი ფორტე - 1; სხეულის წონა, კგ - 48, დოზირებული კოვზი - 6 (30 მლ), აბი - 3, აბი ფორტე - 1.5; სხეულის წონა, კგ - 64, დოზირებული კოვზი - 8 (40 მლ), აბი - 4, აბი ფორტე - 2; სხეულის წონა, კგ - 80, დოზირებული კოვზი - 10 (50 მლ), აბი - 5, აბი ფორტე - 2.5; მოზრდილებში Pneumocystis carinii-თ გამოწვეული პნევმონიის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია დღეში 1 აბი-ფორტეს მიღება. სუმარული დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 320 მგ/1600 მგ-ს, ამასთან შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციით სარგებლობა. ყოველ 12 საათში მისაღები დოზები: სხეულის ზედაპირის ფართობი - 0.26, დოზირებული კოვზი - 0.5 (2.5 მლ), აბები -; სხეულის ზედაპირის ფართობი - 0.53, დოზირებული კოვზი - 1 (5 მლ), აბები - 0.5; სხეულის ზედაპირის ფართობი - 1.06, დოზირებული კოვზი - 2 (10მლ), აბები - 1; სხეულის ზედაპირის ფართობი 6 კვირიდან 5 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 1/2 დოზირებული კოვზით ან დოზით 1/2 აბი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 1 დოზირებული კოვზით ან 1 აბის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პრეპარატი სიროფის სახით ინიშნება 2 დოზირებული კოვზით ან 2 აბის ოდენობით დღეში ორჯერ (დილას და საღამოს); ბავშვებში მძიმე ფორმის ინფექციების არსებობისას დოზის გაზრდა შესაძლებელია 50%-ით. ე) ნოკარდიოზის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება არა ნაკლებ 3 თვის განმავლობაში 3-4 აბი-ფორტეს ოდენობით დღეში. დოზის კორექცია შესაძლებელია პაციენტის ასაკის, სხეულის წონის, თირკმელების ფუნქციისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით. ზოგჯერ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს. ვ) თირკმელების ფუნქციის დარღვევისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კრეატინინის კლირენსი >30 მლ/წთში, ინიშნება ჩვეულებრივი დოზა, ხოლო 15-დან 30 მლ/წთ-ში კრეატინინის კლირენსის არსებობისას კი დოზა ნახევრდება. როდესაც პაციენტს აღენიშნება კრეატინინის კლირენსი 15 მლ/წთ-ში, პრეპარატის მიღება საერთოდ იკრძალება. ზ) თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატის მისაღები დოზა მოზრდილებში რეკომენდებული დოზის იდენტურია.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებულ დოზებში კო-ტრიმოქსაზოლი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კანზე გამონაყარი და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ზოგადად ორგანიზმის მხრივ: აღინიშნება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც გამოხატულია შემდეგი ალერგიული მოვლენებით: სხეულის ტემპერატურის მომატება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქციები, შრატისმიერი დაავადება. იშვიათად, ეოზინოფილური ტიპის ინფილტრატები ფილტვებში ან ალერგიული ალვეოლიტი, რომლებიც შესაძლებელია კლინიკურად გამოვლინდეს ხველებით ან ქოშინით. ზემოთაღნიშნული მოვლენების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის მიღებისას შეწყვეტის თაობაზე. იშვიათად ადგილი აქვს კვანძოვანი პერიარტერიტის და ალერგიული მიოკარდიტის განვითარებას. არსებობს მონაცემები სოკოვანი ინფექციების განვითარების შესახებ, როგორიცაა: კანდიდოზი. კანის მხრივ: რეაქციები ჩვეულებრივ სუსტად არის გამოხატული და პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად ქრება. აღინიშნება აგრეთვე ფოტოსენსიბილიზაცია, სტივენჯონსონის და ლაიელის სინდრომები, შენლეინ-გენოხის ტიპის პურპურა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, სტომატიტი, დიარეა, ღვიძლის ნეკროზი, იშვიათად ჰეპატიტი, ქოლესტაზი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული კოლიტის ცალკეული შემთხვევები, ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, “ნაღვლის სადინარის გაქრობის” სინდრომი. აღწერილია აგრეთვე მწვავე პანკრეატიტის მოვლენები. ჰემატოლოგიური სურათის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია; ძალიან იშვიათად - აგრანულოციტოზი, მეგალობლასტური, ჰემოლიზური ან აპლასტური ანემია, მეთჰემოგლობინემია, პანციტოპენია ან პურპურა. შარდის გამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ინტერსტიციული ნეფრიტი, სისხლში შარდოვანას, ხოლო შრატში კრეატინინის მომატება, კრისტალურია. ცნს-ის მხრივ: ნეიროპათია, ჰალუცინაციები, უვეიტი, იშვიათად ასეპტიური მენინგიტი ან მენინგეალური სიმპტომატიკა, ატაქსია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა. ცალკეულ შემთხვევებში ფილტვებში ინფილტრატის განვითარება, რომელიც გამოიხატება ხველებით ან ქოშინით. ზემოთაღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ. ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად ართრალგია და მიალგია, აღწერილია რაბდომიოლიზის ცალკეული შემთხვევები. ნივთიერებათა ცვლის მხრივ; პრეპარატის მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერკალიემიის ნიშნები, რომელიც ასევე შესაძლებელია განვითარდეს კო-ტრიმოქსაზოლის რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაშიც კალიუმის ცვლის დარღვევის ფონზე, თირკმელების უკმარისობის ან ჰიპერკალიემიის გამომწვევი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას. ასეთ პაციენტებში საჭიროა შრატში კალიუმის რაოდენობის რეგულარული კონტროლი. აღწერილია ჰიპონატრიემიის შემთხვევები. პაციენტებს, რომლებიც არ არიან დაავადებულნი შაქრიანი დიაბეტით, მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ შეიძლება აღენიშნოთ ჰიპოგლიკემია, რომლის განვითარების საშიშროება ძირითადად არსებობს თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, აგრეთვე ღვიძლის დაავადების და არარაციონალური კვების მქონე პაციენტებში. შიდსის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: გამონაყარი, ციება, ლეიკოპენია. ამ ჯგუფის პაციენტების შრატში ამინოტრანსფერაზას აქტივობა შედარებით მაღალია, ვიდრე ანალოგიური სიმპტომების მქონე არაინფიცირებულ პაციენტებში.
უკუჩვენება:
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 6 კვირამდე ასაკის ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში, აგრეთვე მათი გამოხატული დაზიანების ან თირკმელების მძიმე ფორმის უკმარისობის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ვინაიდან პრეპარატი აღწევს პლაცენტურ ბარიერში, მისი დანიშვნა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. ორსულებმა, რომლებიც იღებენ კო-ტრიმოქსაზოლს, საჭიროა დამატებით დღეღამის განმავლობაში მიიღონ ფოლის მჟავა დოზით 5 მგ. ორსულობის III ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება, ვინაიდან ახალშობილებში არსებობს სიყვითლის განვითარების საშიშროება. იმის გამო, რომ პრეპარატი აღწევს დედის რძეში, მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითებები:
ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენების არსებობისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ბრონქული ასთმით და ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატით მკურნალობის ხანმოკლე კურსი. თირკმელების ფუნქციის დაზიანებისას საჭიროა დოზის კორექცია. კო-ტრიმოქსაზოლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას საჭიროა რეგულარულად განვსაზღვროთ სისხლში ფორმიანი ელემენტების რიცხვი. სისხლში ყველა სახის უჯრედის მნიშვნელოვნად დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა კოტრიმოქსაზოლის მიღების შეწყვეტა. მძიმე ჰემატოლოგიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში კო-ტრიმოქსაზოლი ინიშნება გამონაკლის შემთხვევაში. ხანდაზმულ, ფოლის მჟავას ან თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ისეთი ჰემატოლოგიური ცვლილებების განვითარება, რომლებიც დამახასიათებელია ფოლის მჟავას დეფიციტისათვის, რომლებიც პრევენციისათვის აუცილებელია საჭირო რაოდენობის სითხის მიღება და ეს ცვლილებები ქრება ფოლის მჟავას დანიშვნისთანავე. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობენ კო-ტრიმოქსაზოლით საჭიროა რეგულარულად ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. მკურნალობის პერიოდში კრისტალურიის ადექვატური დიურეზი. გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებს კოტრიმოქსაზოლი ენიშნებათ მინიმალური დოზით. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პორფირიის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცნობიერების მხრივ დარღვევები და მხედველობის დაქვეითება. მძიმე შემთხვევების დროს - კრისტალურია, ჰემატურია და ანურია, აგრეთვე თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვა პათოლოგიური ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ, რომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას უკმარისობით. მკურნალობა: ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი. აუცილებელია სისხლის სურათის და ელექტროლიტების ბალანსის კონტროლი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატისა და დიურეზული საშუალებების კომბინირებული გამოყენება იწვევს თრომბოციტოპენიის სიხშირის მომატებას. ხანდაზმულ პაციენტებში კოტრიმოქსაზოლისა და დიგოქსინის ერთდროული მიღება იწვევს შრატში ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატებას. კოტრიმოქსაზოლი იწვევს ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედების გაძლიერებას. იგი თრგუნავს ფენიტოინის ღვიძლისმიერ მეტაბოლიზმს. კოტრიმოქსაზოლის ჩვეულებრივი კლინიკური დოზებით დანიშვნის შემთხვევაში აღინიშნება ფენიტოინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის 39%-ით გაზრდა და მისი მეტაბოლური კლირენსის 27%-ით შემცირება. კოტრიმოქსაზოლისა და ფენიტოინის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფენიტოინის ტოქსიკური მოქმედების პროგნოზირება. პაციენტებში, რომლებიც თირკმელების გადანერგვის შემდეგ ერთდროულად იყენებდნენ კოტრიმოქსაზოლს და ციკლოსპორინს, შესაძლოა გამოვლინდეს თირკმელების ფუნქციის შექცევადი გაუარესება. კოტრიმოქსაზოლი ამცირებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მოქმედების ეფექტს. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იყენებდნენ ტრიმეტოპრიმსა და მეტოტრექსატს, ვითარდება პანციტოპენია. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ პაციენტებში, რომლებიც მალარიის პროფილაქტიკისათვის იღებენ პირიმეთამინს კვირაში 25 მგზე მეტი დოზით და ასევეკოტრიმოქსაზოლს, მოსალოდნელია მეგალობლასტური ანემიის განვითარება. კოტრიმოქსაზოლი აძლიერებს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს. ინდომეტაცინისა და კოტრიმოქსაზოლის ერთდროული გამოყენება სისხლში ზრდის სულფამეტოქსაზოლის კონცენტრაციას. ამანტადინისა და კოტრიმოქსაზოლის ერთდროული გამოყენებისას აღწერილია -ტოქსიკური დელირიუმის განვითარების ერთი შემთხვევა.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (121 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-11-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-06-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-09-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-09-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-09-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-05-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2024-11-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-11-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-11-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2024-11-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-11-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2024-11-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-11-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-09-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-12-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-11-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-09-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-09-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2024-11-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-01-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2024-11-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-09-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-12-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2025-09-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2027-05-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-12-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-09-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2025-09-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-09-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-09-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-09-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-11-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2025-05-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-12-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-11-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-11-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2025-09-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2025-09-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-12-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-12-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2025-05-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-11-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2025-09-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2025-09-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-12-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-12-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-08-01

რეგიონი (115 აფთიაქი)

ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-09-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-01-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-09-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-11-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-11-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2026-11-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-12-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2026-08-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-01-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-09-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-09-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-11-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-11-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2027-05-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2025-09-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-12-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-01-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-12-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2025-09-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2025-09-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-01-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2027-05-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2026-06-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2027-05-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2025-09-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-11-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2025-05-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2024-11-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2027-05-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2025-05-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2025-05-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2025-09-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2025-09-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-11-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-12-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-05-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-09-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-09-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-12-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-12-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-09-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-11-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-01-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-12-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-11-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-09-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-12-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-01-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-11-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-12-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-09-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2027-05-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-12-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2026-12-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2026-12-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2025-05-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2025-09-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2025-05-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-11-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-12-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2026-12-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-05-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2024-11-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-11-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2025-01-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-09-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-09-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-11-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2025-09-01