გროტი 50მგ/2მლ 2მლ #6ა
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გროტი
GROT
50 მგ/2 მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
დექსკეტოპროფენი
ამ პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი.
- შეინახეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ ის სხვა პირებს. შეიძლება მან ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
- თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა, ან თუ შენიშნეთ სხვა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
1. რა არის გროტი და რისთვის გამოიყენება
2. გროტის გამოყენების წინ
3. როგორ გამოიყენება გროტი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება გროტი
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის გროტი და რისთვის გამოიყენება
გროტი არის ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფიდან. გამოიყენება მწვავე, საშუალო და ძლიერი ტკივილის სამკურნალოდ, როდესაც ტაბლეტების მიღება არ არის მოსახერხებელი - პოსტ-ოპერაციული ტკივილის დროს, თირკმლის კოლიკას (თირკმლის არეში მძიმე ტკივილის) და წელის ტკივილის დროს.
2. გროტის გამოყენების წინ
არ მიიღოთ გროტი და ექიმს უთხარით, თუ:
- გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან გროტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6);
- გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილis მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ;
- გადატანილი გაქვთ ასთმის შეტევები, მწვავე ალერგიული რინიტი (ცხვირის გარსის ანთების ხანმოკლე პერიოდი), ნაზალური პოლიპები (ალერგიით გამოწვეული წანაზარდები ცხვირში), ჭინჭრის გამონაყარი (კანზე გამონაყარი), ანგიოშეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სუნთქვის დათრგუჯვა) ან ხიხინი, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ;
- გაქვთ ან გქონდათ პეპტიკური წყლული;
- გაქვთ ან წარსულში გქონდათ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან არატსეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შედეგად;
- გაქვთ საჭმლის მონელების ქრონიკული პრობლემები (მაგ. მოუნელებლობა, გულძმარვა) ან ნაწლავების დაავადება ქრონიკული ანთებით (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);
- გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა, თირკმელების საშუალო ან სერიოზული პრობლემები ან ღვიძლის სერიოზული პრობლემები;
- გაქვთ სისხლდენის პრობლემა ან სისხლის შედედების პრობლემა;
- გაქვთ ან ადრე გქონდათ ასთმა;
- ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და უთხარით თქვენს ექიმს:
- წარსულში გქონდათ ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);
- გაქვთ ან წარსულში გქონდათ კუჭის ან ნაწლავების სხვა პრობლემები;
- იღებთ სხვა ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან პეპტიკური წყლულის ან სისხლდენის რისკს, მაგ. პერორალური სტეროიდები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (SSRI ტიპის, მაგ. სელექციური სეროტონინის ხელახალი ათვისების ინჰიბიტორები), საშუალებები, რომლებიც ახდენენ სისხლის შენადედების წარმოქმნის პრევენციას, როგორიცაა ასპირინი ან ანტიკოგულანტები, როგორიცაა ვარფარინი. ასეთ შემთხვევებში, გროტის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს: მან შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი პრეპარატი კუჭის დასაცავად (მაგ. მისოპროსტოლი ან პრეპარატები, ომლებიც ბლოკავენ კუჭის მჟავას წარმოებას);
- გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი ან ფიქრობთ, რომ ხართ ამ მდგომარეობების განვითარების რისკის ქვეშ (მაგ. გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი ან მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი), მკურნალობის საკითხი უნდა განიხილოთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან ერთად. პრეპარატები, როგორიცაა გროტი, შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტი“) ან ინსულტის ოდნავ მომატებულ რისკთან. ნებისმიერი რისკი უფრო მოსალოდნელია მაღალი დოზების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას. არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას;
- ხართ ხანდაზმული ასაკის: უფრო მაღალია გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა (იხ. პუნქტი 4). რომელიმე აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვიტარებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის;
- გაქვთ ალერგია ან წარსულში გქონდათ ალერგიული პრობლემები;
- გაქვთ თირკმლის, ღვიძლის ან გულის პრობლემები (ჰიპერტენზია და/ან გულის უკმარისობა), აგრეთვე სითხის შეკავება, ან გქონდათ რომელიმე ეს პრობლემა წარსულში;
- იღებთ დიურეტიკებს ან გაქვთ არასათანდო ჰიდრატაცია და სისხლის მოცულობის შემცირება სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო (მაგ. ჭარბი შარდვის, დიარეის ან ღებინების შედეგად);
- ხართ მდედრობითი სქესის და გაქვთ ფერტილურობასთან დაკავშირებული პრობლემები (გროტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფერტილურობაზე, ამიტომ, არ მიიღოთ თუ გეგმავთ დაორსულებას ან იტარებთ ტესტებს ფერტილურობაზე);
- ხართ ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში;
- გაქვთ სისხლის და სისხლის უჯრედების წარმოქმნის დარღვევა;
- გაქვთ სისტემური წითელი მგლურა ან შემაერთებელის ქსოვილების შერეული დაავადება (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილზე);
- ხართ 18 წლამდე ასაკის;
სხვა პრეპარატების მიღება
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს. არსებობს პრეპარატები, რომლებიც არ გამოიყენება ერთობლივად და პრეპარატები, რომელთა დოზებიც უნდა შეიცვალოს ერთობლივად გამოყენებისას.
ყოველთვის უთხარით თქვენს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაევტს, თუ გროტის გარდა იყენებთ ან იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
არასასურველი კომბინაციები:
- აცეტილსალიცილმჟავა (ასპირინი), კორტიკოსტეროიდები ან სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
- ვარფარინი, ჰეპარინი ან სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შენადედების წარმოქმნის პრევენციისთვის
- ლითიუმის, რომელიც გამოიყენება გუნება-განწყობის დარღვევებისას
- მეთოტრექსატი, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტი და კიბოს დროს
- ჰიდანტოინები და ფენიტოინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს
- სულფამეთოქსაზოლი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს
კომბინაციები, რომელთა გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომები მიღება
- აგფ ინჰიბიტორები, დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის მდგომარეობების დროს
- პენტოქსიფილინი და ოქსპენტილფილინი, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ვენოზური წყლულების დროს
- ზიდოვუდინი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ
- ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ
- ქლორპროპამიდი და გლიბენკლამიდი, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის დროს
ასოიაციები, რომელთა დროსაც აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა:
- ქინოლონური ანტიბიოტიკები (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების დროს
- ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დაავადებების და ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს
- სტრეპტოკინაზა და სხვა თრომბოლიტური ან ფიბრინოლიტური პრეპარატები, მაგ. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლის შენადედების დასაშლელად
- პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს
- დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის დროს
- მიფეპრისტონი, რომელიც გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად
- სელექციური სეროტონინის ხელახალი ათისების ინჰიბიტორების ტიპის ანტიდეპრესანტები
- ანტი-თრომბოციტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის და სისხლის შენადედების წარმოქმნის შესამცირებლად.
თუ გაქვთ რაიმე ეჭვი გროტთან ერთად სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვები და მოზარდები
გროტი არ გამოიყენოთ, თუ ხართ 18 წლამდე ასაკის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
გროტი არ გამოიყენოთ ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
- უთხარით თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან თუ გეგმავთ დაორსულებას, ვინაიდან გროტის გამოყენება შეიძლება თქვენთვის არ იყოს მისაღები.
- გროტი არ უნდა მიიღოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
გროტმა შეიძლება მსუბუქად იმოქმედოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე, ვინაიდან მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან ძილიანობა. თუ შენიშნავთ აღნიშნულ ეფექტებს, არ მართოთ ავტომობილები ან დანადგარები, ვიდრე სიმპტომები არ გავა. რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გროტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
გროტის ყოველი ამპულა შეიცავს 200 მგ ეთანოლს, რაც 5 მლ ლუდის ან 2.08 მლ ღვინის ექვივალენტია ყოველ დოზაზე.
მავნეა იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ ალკოჰოლიზმი.
გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულ ან მეძუძურ ქალებში, ბავშვებში და მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებში, როგორიცაა ღვიძლსი დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმის (23 მგ) ყოველ დოზაზე, ე.ი. ის პრაქტიკულად არ „შეიცავს ნატრიუმს“.
3. როგორ გამოიყენება გროტი
გროტი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ექიმი გეტყვით თქვენთვის საჭირო დოზას, თქვენი სიმპტომების სახეობის, სიმძიმის და ხანგრძლივობის მიხედვით. როგორც წესი, რეკომენდებული დოზა არის გროტის 1 ამპულა (50 მგ) ყოველ 8-12 საათში. საჭიროებისას, ინექცია შეიძლება განმეორებით გაკეთდეს მხოლოდ 6 საათის შემდეგ. არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ დღეში 150 მგ-ზე მეტი დოზა (3 ამპულა).
საინექციო მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მწვავე პერიოდში (მაგ. არაუმეტეს 2 დღე). თუ შესაძლებელია, გადადით პერორალური ტკივილგამაყუჩებლის მიღებაზე.
თირკმლის დისფუნქციის მქონე თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე ხანდაზმულებში არ შეოძლება დღეში 50 მგ-ზე (1 ამპულა) მეტი გროტის გამოყენება.
მიღების წესი:
გროტის შეყვანა შეიძლება კუნთებში ან ვენებში შეყვანის გზით (ტექნიკური ინფორმაცია ინტრავენური ინექციის შესახებ მოცემულია პუნქტში 7):
გროტის კუნთებში შეყვანისას ხსნარის ინექცირება უნდა მოხდეს ფერადი ამპულიდან მისი ამოღებისთანავე, კუნთებში ღრმა ნელი ინექცირებით. გამოსაყენებლად ვარგისია მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.
თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი გროტი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ.
თუ გამოიყენეთ ეს პრეპარატი დიდი რაოდენობით, დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. თან იქონიეთ ამ პრეპარატის შეფუთვა ან ინსტრუქციის ფურცელი.
თუ დაგავიწყდათ გროტის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. შემდეგი მორიგი დოზა მიიღეთ დანიშნულ დროს (იხ. პუნქტი 3 „როგორ გამოიყენება გროტი“). თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, გროტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში:
ხშირი |
100-დან 1-ზე მეტ პირში და 10-დან 1-ზე ნაკლებ პირში |
არახშირი |
1000-დან 1-ზე მეტ პირში და 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში
|
იშვიათი |
10000-დან 1-ზე მეტ პირში და 1000-დან 1-ზე ნაკლებ პირში
|
ძალიან იშვიათი |
10000-დან 1-ზე ნაკლებ პირში, ცალკეული ცნობების ჩათვლით |
ხშირი გვერდითი ეფექტები:
გულისრევა და/ან ღებინება, ტკივილი ინექცირების ადგილას, რეაქციები ინექცირების ადგილას, მაგ. ანთება, სილურჯეები ან სისხლდენა.
არახშირი გვერდითი ეფექტები:
სისხლის ღებინება, დაბალი არტერიული წნევა, ცხელება, მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა ძილიანობა, ძილის დარღვევები, თავის ტკივილი, ანემია, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, საჭმლის მონელების პრობლემები, დიარეა, პირის სიმშრალე, სისხლის მოწოლა, გამონაყარი, დერმატიტი, ქავილი, მომატებული ოფლიანობა, დაღლილობა, ტკივილი, სიცივის შეგრძნება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები:
პეპტიკური წყლული, პეპტიკური წყლულიდან სისხლდენა ან პეპტიკური წყლულის პერფორაცია, მაღალი არტერიული წნევა, გონების დაკარგვა, ძალიან ნელი სუნთქვა, ზედაპირული ვენის ანთება გამოწვეული სისხლის შენადედით (ზედაპირული თრომბოფლებიტი), გულის ამოვარდნები (ექსტრასისტოლია), გახშირებული გულისცემა, პერიფერიული შეშუპება, ხორხის შეშუპება, უჩვეულო შეგრძნებები ცხელების შეგრძნება და კანკალი, ხმაური ყურებში (ტინიტი), გამონაყარი ქავილით, სიყვითლე, აკნე, ზურგის ტკივილი, თირკმლის ტკივილი, ხშირი შარდვა, მენსტრუალური დარღვევები, პროსტატის პრობლემები, კუნთების გაშეშება, სახსრების გაშეშება, კუნთების სპაზმი, დარღვევები ღვიძლის ანალიზებში (სისხლის ანალიზებში), სისხლში მომატებული შაქრის დონე (ჰიპერგლიკემია), სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), ტრიგლიცერიდების ცხიმების კონცენტრაციის მომატება სისხლში (ჰიპერტრიგლიცერიდემია), კეტონის სხეულები შარდში (კეტონურია), პროტეინები შარდში (პროტეინურია), ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი), თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ძალიან იშვიათი:
ანაფილაქსური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი), კანის, პირის, თვალების და სასქესო ორგანოების დაწყლულება (სტივენს-ჯონსონის და ლაილელის სინდრომები), სახის შეშუპება ან ტუჩებისა და ყელის შეშუპება (ანგიოშეშუპება), სუნთქვის უკმარისობა, გამოწვეული საჰაერო გზების ირგვლივ კუნთების შეკუმშვით (ბრონქოსპაზმი), ქოშინი, პანკრეატიტი, კანის მგრძნობელობის რეაქციები და სინათლეზე კანის ჰიპერმგრძნობელობა, თირკმლის დაზიანება, სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია), თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).
დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის დასაწყისში შენიშნავთ გვერდით ეფექტებს კუჭის/ნაწლავების მხრივ (მაგ. კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა), თუ მანამდე გქონდათ რომელიმე ხსენებული გვერდითი ეფექტი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გრძელვადიანი გამოყენებისას და განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული ასაკის.
შეწყვიტეთ გროტის გამოყენება, როგორც კი შენიშნავთ კანზე გამონაყარს ან ლორწოვან გარსზე რაიმე დაზიანებას (მაგ. პირის ღრუს გაწვრივ ზედაპირზე) ან ალერგიის რაიმე ნიშანი.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის დროს აღინიშნება სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით კოჭებში და ფეხებში), არტერიული წნევის მომატება და გულის უკმარისობა.
ისეთი პრეპარატები, როგორიცაა გროტი, შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის („მიოკარდიუმის ინფარქტის“) ან ინსულტის ოდნავ მომატებულ რისკთან.
წითელი მგლურას ან შემაერთებელი ქსოვილების შერეული დაავადების (იმუნური სისტემის დარღვევები, რომლებიც მოქმედებენ შემაერთებელ ქსოვილებზე) მქონე პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, თავის ტკივილი და კისრის გაშეშება.
ექიმს დაუყოვნებლივ უთხარით, თუ გროტის გამოყენებისას განვითარდა ან გამწვავდა ინფექციის ნიშნები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება გროტი:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გროტი არ გამოიყენოთ კოლოფსა და ამპულაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ამპულა შეინახეთ გარეთა კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
არ გამოიყენოთ გროტი, თუ შენიშნავთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და უფერო, მაგრამ ავლენს დაზიანების ნიშნებს (მაგ. ნაწილაკებს). გროტის საინექციო/საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის და მისი გამოყენება გახსნისთანავე უნდა მოხდეს. პროდუქტის ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს (იხ. ქვემოთ პუნქტი „უტილიზაცია“).
უტილიზაცია:
არ შეიძლება პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ და თუ როგორ უნდა მოახდინოთ გამოყენებული ნემსებისა და შპრიცების სათანადო უტილიზაცია. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია:
რას შეიცავს გროტის ყოველი 2 მლ ამპულა
აქტიური სუბსტანცია არის დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლი (73,80 მგ), რაც შეესაბამება 50 მგ დექსკეტოპროფენს (საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება). სხვა ინგრედიენტებია სპირტი (ეთანოლი), ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
გროტის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
გროტი არის საინექციო ხსნარი ან კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისთვის. წარმოდგენილია შეფუთვებში, რომლებშიც მოთავსებულია 6 ტიპი I შუშის ფერადი ამპულა, თითოეული 2 მლ გამჭვირვალე და უფერო ხსნარით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
Helba İlaç İç ve Dış Sanayi Ticaret Anonim Şirketi
ჯამლიკ მაჰალეში პამუკ სკ.
A ბლოკი, ბ. No:12-16/17
უმრანიე-სტამბოლი/თურქეთი
ტელ: + 90 216 365 41 47
ფაქსი: + 90 216 365 41 48
ელ-ფოსტა: [email protected]
მწარმოებელი:
IDOL İLAÇ DOLUM SAN. VE TİC. A.Ş.
დავუტპაშა ჩად. ჩებეალიბეი სოკ. N: 20
დავუტპაშა - ტოპკაპი - სტამბოლი/თურქეთი.
7. ინფორმაცია ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის
ვენებში შეყვანა:
ვენებში შეყვანა: გროტის ერთი ამპულის (2 მლ) შემცველობა უნდა გაზავდეს ჩვეულებრივი მარილხსნარის 30-100 მლ მოცულობაში, 5% გლუკოზაში ან რინგერის ლაქტატის ხსნარში. გაზავებული ხსნარი შეიყვანება ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით 10-30 წუთის განმავლობაში. ხსნარი ყოველთვის უნდა ინახებოდეს დღის სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინტრავენური ბოლუსი: აუცილებლობისას, გროტის ერთი ამპულის (2 მლ) შეყვანა შეიძლება ნელი ინტრავენური ბოლუსით მინიმუმ 15 წამის განმავლობაში.
გროტი უკუნაჩვენებია ნევრაქსიალური (ინტრათეკალური ან ეპიდურული) გზით შესაყვანად მასში ეთანოლის შემცველობის გამო.
ინსტრუქციები პროდუქტის მოხმარების შესახებ:
როდესაც გროტი შეიყვანება ინტრავენური ბოლუსის გზით ხსნარის ინექცირება უნდა მოხდეს ფერადი ამპულიდან მისი ამოღებისთანავე.
ინტრავენური ინფუზიით შეყვანისას ხსნარი უნდა გაზავდეს ასეპტიკურად და დაცული უნდა იყოს დღის სინათლისაგან.
გამოსაყენებლად ვარგსისია მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო სითხე.
შეთავსებადობა:
გროტი შეთავსებადია ჰეპარინის, ლიდოკაინის, მორფინის და თეოფილინის საინექციო ხსნარების მცირე მოცულობებთან შერევისას (მაგ. შპრიცში).
საინექციო ხსნარი ჩვენების მიხედვით გაზავებისას უნდა იყოს გამჭვირვალე. გროტი ჩვეულებრივი მარილხსნარის ან გლუკოზას ხსნარის 100 მლ მოცულობაში გაზავებისას შეთავსებადია შემდეგ საინექციო ხსნარებთან: დოპამინი, ჰეპარინი, ჰიდროქსიზინი, ლიდოკაინი, მორფინი, პეთიდინი და თეოფილინი.
არ აღინიშნა აქტიური ინგრედიენტის აბსორბცია გროტის გაზავებული ხსნარების პლასტმასის ტომრებში ან ეთილ-ვინილ-აცეტატის, ცელულოზას პროპიონატის, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის და პოლივინილ ქლორიდის მასალისგან დამზადებულ შესაყვან მოწყობილობებში შენახვისას.