ლევომეკოლ ლევო-კოლი40გ მალ
გააზიარე:
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ლევო-კოლი
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: 1 გ პრეპარატი შეიცავს: ქლორამფენიკოლი (100% მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 7,5 მგ, 6-მეთილურაცილი (100% მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 40 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 1500.
წამლის ფორმა. მალამო.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო შეფერილობის მალამო, ერთგვაროვანი კონსისტენციის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ჭრილობების შეხორცების (დანაწიბურების) ხელშემწყობი პრეპარატები. ათქ კოდი D03A X.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული პრეპარატი ანტიმიკრობული, რეპარაციული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ქლორამფენიკოლი ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას, რომლის მექანიზმი დაკავშირებულია მიკროორგანიზმების ცილების სინთეზის დაშლასთან. მოქმედებს ბაქტერიოსტაზულად, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ლურჯ-ჩირქოვანი და ნაწლავური ჩხირები). მეთილურაცილი აჩქარებს უჯრედის რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს ჭრილობების დანაწიბურებას და ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
პოლიეთილენოქსიდური ფუძე აადსორბირებს ჭრილობის ექსუდატს, აპოტენცირებს სამკურნალო ნივთიერებების აქტიურობას. პრეპარატი ადვილად აღწევს ქსოვილებში ბიოლოგიური მემბრანების დაზიანების გარეშე, თუმცა პრეპარატის კანზე, ჭრილობებზე და ლორწოვან გარსებზე გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვის ხარისხი უცნობია.
ფარმაკოკინეტიკა.
შესწავლილი არ არის.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში ჩირქიანი ჭრილობების (ინიცირებულის შერეული მიკრობული ფლორით), ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, ინფიცირებული დამწვრობების, ფურუნკულების, კარბუნკულების მკურნალობა.
უკუჩვენებები.
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერებების ან სხვა კომპონენტების მიმართ;
- ფსორიაზი, ეგზემა, კანის სოკოვანი დაზიანებები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები.
არასასურველია კომბინირება სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთად: სულფანილამიდებთან, ციტოსტაზურებთან, პირაზოლინის წარმოებულებთან; დიფენილთან, ბარბიტურატებთან, ეთანოლთან.
პრეპარატის ერითრომიცინთან, ოლეანდრომიცინთან, ნისტატინთან და ლევორინთან ერთად გამოყენება ზრდის ლინიმენტის ანტიბაქტერიულ აქტივობას, ხოლო ბენზილპენიცილინთან ერთად - ამცირებს.
გამოყენების თავისებურებანი.
გარეგანი გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს კანის სენსიბილიზაცია, რასაც ახლავს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება ამ პრეპარატის გარეგანად ან სისტემური მოქმედების წამლის ფორმით გამოყენების შემდეგ.
ჩირქის ან ნეკროზული მასების არსებობისას პრეპარატის ანტიბაქტერიული მოქმედება ნარჩუნდება.
არ დაიშვება მალამოს მოხვედრა თვალების ლორწოვან გარსზე.
პრეპარატის ხანგრძლივად (1 თვეზე მეტი) გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პერიფერიული სურათის მდგომარეობის კონტროლის განხორციელება.
არ შეიძლება სამკურნალო საშუალების გამოყენების წესების დარღვევა.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის.
ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე ზეგავლენის უნარი.
ზეგავლენას არ ახდენს.
გამოყენების წესი და დოზები.
ლევო-კოლი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის მოზრდილებში და ბავშვებში 3 წლიდან. მალამოთი უნდა გაიჟღინთოს სტერილური დოლბანდის ხელსახოცები, რომლებითან უნდა შეივსოს ჭრილობა. შესაძლებელია ჩირქიან ღრუებში მალამოს შეყვანა კათეტერით (დრენაჟის მილით) შპრიცის მეშვეობით. ამ შემთხვევებში ლევო-კოლი წინასწარ უნდა შეთბეს 35-360C-მდე. გადახვევები უნდა გაკეთდეს ყოველდღე ჭრილობების ჩირქიან-ნეკროზული მასებისგან სრულად გასუფთავებამდე და მათი გრანულაციის დაწყებამდე. ჭრილობიანი ზედაპირების დიდი ფართობისას მალამოს სადღეღამისო დოზა ქლორამფენიკოლზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.
მალამო გამოიყენება დაზიანების პირველი დღიდან 4 დღის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული ჰიპეროსმოლარული მალამოს ლევო-კოლის ხანგრძლივი გამოყენება, ვინაიდან მას შეუძლია დაუზიანებელ უჯრედებში ოსმოზური შოკის გამოწვევა. მკურნალობის მე-5-7 დღეს მალამოს გამოყენება რეკომენდებულია დაზიანებული ქსოვილის მთლიანობის აღმდგენ პრეპარატებზე.
ბავშვები.
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში 3 წლიდან.
ჭარბი დოზა.
ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს. თუმცა, ხანგრძლივი (5-7 დღეზე მეტი) გარეგანი გამოყენება იწვევს კონტაქტურ სენსიბილიზაციას, რომელსაც ახლავს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება პრეპარატის შემდგომი გარეგანი ან სისტემური გამოყენების წამლის ფორმით გამოყენებისას. ლევო-კოლის მოცემული რეკომენდაციების თანახმად გამოყენებისას ჭარბი დოზა შეუძლებელია. თერაპია სიმპტომურია.
გვერდითი რეაქციები.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი), დერმატიტები, წვის შეგრძნება, ქავილი, ადგილობრივი შეშუპება, ჰიპერემია, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება; შესაძლებელია სისუსტე. ასეთ შემთხვევებში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 80C-დან 150C-მდე ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა. 40 გ ტუბში, 1 ტუბი კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი. საჯარო სააქციო საზოგადოება "სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი "ბორშჩაგოვის ქიმიკო-ფარმაცევტული ქარხანა".
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი. უკრაინა, 03134, ქ.კიევი, მირის ქ., 17.
ბოლო გადახედვის თარიღი. 15.05.2019










