ვინკრისტინი-ბელმ1მგ/2მლ#1ფლ

ვინკრისტინი-ბელმ1მგ/2მლ#1ფლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქიმიოთერაპიული საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვინკრისტინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 83674
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სამკურნალო პრეპარატის საერთო მახასიათებლები

(ინფორმაცია სპეციალისტებისათვის)

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ვინკრისტინი-ბელმედი, 1,0 მგ/2 მლ ვენაში შესაყვანი ხსნარი 2 მლ ფლაკონებში.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ვინკრისტინი / Vincristine.

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი 2 მლ ფლაკონი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ვინკრისტინის სულფატს - 1,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

3. წამლის ფორმა

ვენაში შესაყვანი ხსნარი 1,0 მგ/2მლ.

გამჭვირვალე უფერო ან ღია-მოყვითალო ფერის ხსნარი.

4. კლინიკური მონაცემები

4.1 გამოყენების ჩვენებები

ვინკრისტინი-ბელმედი გამოიყენება ცალკე ან სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

- მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი;

- ავთვისებიანი ლიმფომები, მათ შორის ჰოჯკინსის დაავადება და არაჰოჯკინსის ლიმფომა;

- მრავლობითი მიელომა;

- სოლიდური სიმსივნეები, მათ შორის (მეტასტაზური) სარძევე ჯირკვლის კიბო, წვრილუჯრედული ფილტვების კიბო;

- იუინგის სარკომა, ემბრიონული რაბდომიოსარკომა, პრიმიტიული ნეიროეკტოდერმული სიმსივნეები (როგორიცაა მედულობლასტომა და ნეირობლასტომა), ვილმსის სიმსივნე და რეტინობლასტომა;

- იდიოპათური თრომბოციტოპენიური პურპურა (ითპ). პაციენტებმა დადასტურებული ითპ-ით, რომლებიც რეზისტენტულნი არიან სპლენოექტომიის მიმართ და ადრენოკორტიკალური სტეროიდებით ხანმოკლე მკურნალობის მიმართ, შესაძლოა რეაგირება მოახდინონ ვინკრისტინზე, თუმცა ვინკრისტინის გამოყენება არ არის რეკომენდებული პირველი ხაზის პრეპარატის რანგში. ვინკრისტინის რეკომენდებული ყოველდღიური დოზები 3-დან 4 კვირამდე კურსისას ზოგიერთ პაციენტებში იწვევდა მუდმივ რემისიას. თუ პაციენტი არ პასუხობს ვინკრისტინის შეყვანაზე 3-6 დოზის შემდეგ, მაშინ დადებითი დინამიკის ალბათობა დამატებით დოზებზე ნაკლებად მოსალოდნელია.

4.2 დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი

ვინკრისტინი-ბელმედის შეყვანა დასაშვებია მხოლოდ ვენაში.

სხვა გზით შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი (იხ. ნაწილი 4.4).

დოზირების რეჟიმი

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა დოზირების დაანგარიშების და დანიშვნისას, რადგან ზედოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს რთული, ზოგჯერ ფატალური შედეგი.

მონოთერაპიის სახით გამოყენებისას დოზა უნდა შეყვანილი იქნეს კვირაში 1-ჯერ ინტერვალით. სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისას დოზირების სიხშირე დამოკიდებულია პროკოტოლზე.

უფროსებში ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1,4 მგ/მ2 (მაქსიმუმ 2 მგ) კვირაში ერჯერ. ბავშვებში გამოიყენება 1,5-2,0 მგ/მ2 დოზრებით კვირაში ერთჯერ. ბავშვებში, 10 კგ და უფრო ნაკლები სხეულის მასით საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 0,05 მგ/კგ კვირაში ერთჯერ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

დოზირების კორექცია არ არის საჭირო.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის ან პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ სისხლში პირდაპირი ბილირუბინის დონე 3მგ/100მლ (51,3 მკმოლ/ლ) რეკომენდებულია ვინკრისტინის დოზის შემცირება 50%-ით.

ვინაიდან ვინკრისტინი მეტაბოლირდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველში, პაციენტებში, რომლებთაც ახასიათებთ ობსტრუქციული სიყვითლე ან ღვიძლის სხვა დაზიანებები რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება. ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ნაღველის შემცირებული გამოყოფა მოსალოდნელია ვინკრისტინის არასასურველი რეაქციების გაძლიერება.

ნერვული სისტემის რთული დაზიანების ნიშნების გამოვლენისას, განსაკუთრებით პარეზის განვითარებისას, არ უნდა გამოიყენოთ ვინკრისტინი. ნევროლოგიური სიმპტომების გაქრობის შემდეგ პრეპარატის მოხსნის შემდეგ მკურნალობის განახლება შესაძლებელია 50 % დოზირების შეყვანით.

შეყვანის მეთოდი

ვინკრისტინი-ბელმედი უნდა გამოიყენოთ მხოლოტ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ციტოტოქსიური პრეპარატებით მკურნალობის გამოცდილება.

ვინკრისტინის ინტრათეკალური შეყვანა იწვევს ფატალურ ნეიროტოქსიურობას!

ვინკრისტინი-ბელმედი შეყვანილი უნდა იქნეს ვენაში ინფუზიის ან ბოლუსური ინექციის გზით. ინექციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 1 წუთს.

სიფრთხილე უნდა დაიცვათ კანქვეშა ქსოვილში ინფილტრაციის თავიდან აცილების მიზნით. ვინკრისტინის ექსტრავაზაციამ ვენაში შეყვანისას შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გაღიზიანება (იხ. ნაწილი 4.4). სისხლძარღვის გაღიზიანების პრევენზიის მიზნით ვინკრისტინის შეყვანის შემდეგ ვენა უნდა გამოირეცხოთ კარგად.

არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ თერაპიულ დოზას. ინდივიდუალური დოზები არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ; აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლეიკოციტების დათვლა ყოველი დოზის შეყვანამდე და მის შემდეგ.

4.3 უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა ვინკრისტინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1;

- ნეიროკუნთოვანი დარღვევები (კერძოდ, შარკო-მარი-ტუტის დემიელინიზირებული ფორმა);

- ღვიძლის ფუნქციის რთული დარღვევა;

- ყაბზობა და ნაწილავის გაუვალობა, განსაკუთრებით ბავშვებში;

- ერთდროულად სხივური თერაპია, რომელიც მოიცავს ღვიძლის არეალს.

4.4 განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

ვინკრისტინი-ბელმედის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთვალყირეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ციტოტოქსიური პრეპარატებით მკურნალობის გამოცდილება.

შემთხვევით ინტრათეკალური შეყვანისას აუცილებელია დაუყონებლივი ქირურგიული ჩარევა დამბლის პრევენციის მიზნით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი. ინტრათეკალური შეყვანის ძალიან ბევრ შემთხვევებში პაციენტის სიცოცხლის მიმართ საფრთხე, დამბლის პროგრესირება და შედეგად სიკვდილი აღმოფხვრილი იქნა შემდეგი აღდგენითი პროცედურებით.

ვინკრისტინით ფართო მასშტაბიანი ინტრათეკალური შეყვანისას აუცილებელია დაუყონებლივ ინექციის შემდეგ დაიწყოთ შემდეგი მკურნალობების ჩატარება:

1. ხერხემალშორისი სივრცის გზით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი მოცულობით ძვლის ტვინის სითხის ამოღება.

2. ეპიდურული კათეტერის შეყვანა სუბარაქნოიდულ სივრცეში ხერხემალშორისი სივრცით შესვლის გზით, რომელიც პირველი შესვლის ჭრილზე ზემოთ არის და რინგერის ხსნარის შეყვანა ლაქტატთან ერთად. ახლად გაყინული პლაზმის არსებობისას ის უნდა იქნეს დამატებული ლაქტატიან რინგერის ხსნარში 25 მლ ოდენობით 1 ლ ხსნარზე.

ლაქტატიანი რინგერის ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს უწყვეტი ინფუზიის გზით 150 მლ/სთ სიჩქარით ან 75 მლ/სთ სიჩქარით, თუკი დამატებულია ახლად გაყინული პლაზმა, როგორც მითითებულია ზემოთ.

3. კუჭში დრენაჟის ან კათეტერის შეყვანა და ძვლისტვინის სითხის გამორეცხვის გაგრძელება ხელხემალშორისი გზით სითხის გამოდევნის მეთოდით, რაც კავშირშია დახურულ დრენაჟულ სისტემასთან.

ინფუზიის სიჩქარე უნდა დარეგულირდეს ძვლის ტვინის სითხეში 150 მგ/დლ ცილების დონის შენარჩუნების მიზნით.

დამატებით შესაძლებელია შემდეგი ზომების მიღება, თუმცა მათი გამოყენება არ არის აუცილებელია მათი გაურკვეველი როლის გამო ნეიროტოქსიურობის შემცირების მხრივ:

- 100 მგ ფოლიუმის მჟავას ბოლუსურად ვენაში შეყვანა მომდევნო ინფუზიით 25 მგ/სთ სიჩქარით 24 სთ განმავლობაში, ხოლო შემდეგ ბოლუსური შეყვანის გზით 25 მგ დოზირებით ყოველ 6 საათში 1 კვირის განმავლობაში;

- 10 გ გლუტამინის მჟავას ვენაში შეყვანა 24 სთ განმავლობაში, რასაც მოსდევს 500 მგ დღეში სამჯერ პერორალურად ერთი თვის განმავლობაში;

- პირიდოქსინი ინიშნება 50 მგ დოზირებით ვენაში ინფუზიის გზით 30 წუთის განმავლობაში ყოველ 8 საათში.

უნდა მოერიდოთ ვინკრისტინის ხსნარის თვალში მოხვედრას. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება ან გამოიწვიოს რქოვანაზე წყლულის წარმოქმნა (განსაკუთრებით თუ სამკურნალო პრეპარატი შეიყვანება წნევით). ხსნარის თვალში მოხვედრისას უნდა სასწრაფოთ გამოივლოთ თვალი დიდი რაოდენობით წყლით. პაციენტებმა უნდა მიმართოთ ექიმს ან ოფთალმოლოგს კონსულტაციისათვის, თუ არ გაივლის თვალის გაღიზიანება.

კანზე მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია მოხვედრილი კანის ადგილის კარგად დიდი რაოდენობით წყლით და საპნით დაბანა.

ექსტრავაზაციის შემთხვევაში ინექცია უნდა შეწყდეს სასწრაფოდ, ხოლო სავარაუდოდ დარჩენილი დოზა უნდა შეყვანოთ სხვა ვენაში. ექსტრავაზაციის პრევენციის მიზნით რეკომენდებულია ჰიალურონიდაზას ადგილობრივი ინექცია 250 მე/მლ დოზირებით (კანქვეშა შეყვანა 1 მლ) და თბილი კომპრესები დაზიანებულ ადგილას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებში ნევროლოგიური აშლილობის არსებობას ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებს. აუცილებელია პაციენტზე მონიტორინგის ჩატარება ვინკრისტინის და ნეიროტოქსიური სამკურნალო პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას. ღვიძლის დისფუნქციისას შესაძლოა გაიზარდოს ვინკრისტინის კონცენტრაცია და ნახევრადგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან არასასურველი რეაქციების გაზრდის თანხლებით.

ვინკრისტინის ნეიროტოქსიური მოქმედება შესაძლოა გაიზარდოს სხვა ნერიოტოქსიური პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას ან შესაძლოა გაძლიერდეს ძვლის ტვინის დასხივებისას და ნევროლოგიური დაავადებების არსებობისას. ხანდაზმული ასაკის პაციენტები შესაძლოა უფრო მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ ვინკრისტინის ნეიროტოქსიური ეფექტების მიმართ.

პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ვინკრისტინით ქიმიოთერაპიას სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებთაც აქვთ ცნობილი კანცეროგენული მოქმედება, განვითარდა მეორადი ნეოპლაზმები. ვინკრისტინის როლი აღნიშნულ მოვლენაში არ არის გარკვეული. რეკომენდებულია პროფილაქტიკური ზომების მიღება ყაბზობის პროფილაქტიკისათვის - როგორიცაა, შერჩეული დიეტა და საფაღარათო საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ლაქტულოზების.

ვინკრისტინის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში.

მკურნალობის პერიოდში ექიმმაც და პაციენტმაც აუცილებლად უნდა ყურადღება მიაქციოს ლეიკოპენიის შედეგად გამოწვეულ ინფექციების განვითარების რისკს. ლეიკოპენიის დადგენის შემთხვევაში უნდა დაიცვათ განსაკუთრებული სიფრთხილე და უნდა შეფასდეს განმეორებითი დოზების შეყვანის შესაძლებელი პერიოდი. უნდა ჩატარდეს რეგულარულად ჰემატოლოგიური კონტროლი ყოველი დოზის შეყვანის წინ.

ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის განვითარების გაზრდილი რისკის გამო აუცილებელია უფრო ხშირი მონიტორინგი პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა წინა თერაპიის შედეგად ან უშუალოდ თავად დაავადების გამო.

სისხლის შრატში შარდმჟავას დონის მწვავე გაზრდა აღინიშნა რემისიის ინდუქციისას მწვავე ლეიკოზის მკურნალობისას; ამიტომ ეს მაჩვენებელი უნდა გაკონტროლდეს მკურნალობის პირველი 3-4 კვირის განმავლობაში, ან უნდა მიღებული იქნეს შესაბამისი ზომები ნეიროპათიის განვითარების შეჩერების მიზნით, რაც განპირობებულია შარდმჟავათი.

ქალებმა და მამაკაცებმა ვინკრისტინით მკურნალობის პერიოდში და თერაპიის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტული საშუალებები (იხ. ნაწილი 4.6).

დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც გასათვალისწინებელია

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს ყოველ 1 მლ-ზე, ანუ თითქმის უნატრიემოა.

4.5 ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ზოგადი ურთიერთქმედებები ყველა ციტოტოქსიური საშუალებებისათვის

სიმსივნური დაავადებების დროს თრომბოზული მოვლენების რისკის გაზრდის გამო ხშირად გამოიყენება ანტიკოაგულურები. დაავადებისას კოაგულური სტატუსის მაღალი ინდივიდუალურშორისი ცვალებადობის გათვალისწინებით, და ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების პერორალურ ანტიკოაგულურებთან ერთად ურთიერთქმედებების ალბათობის გათვალისწინებით, პერორალური ანტიკოაგულურების დანიშნა აღნიშნულ შემთხვევაში მოითხოვს სნდ-ს (საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების) მაჩვენებლების მუდმივ კონტროლს.

ციტოქრომი P450 და P -გლუკოპროტეინის იზოფერმენტების ინჰიბიტორები

პერივინის ალკალოიდები მეტაბოლირდებიან ციტოქრომ P450 3A4 (CYP3A4) იზოფერმენტებით და წარმოადგენენ P-გლუკოპროტეინებისათვის სუბსტრატებს. ამგვარად, ვინკრისტინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში შესაძლოა განვითარდეს, თუ პარალელურად შეიყვანება CYP3A4 და P-გლუკოპროტეინების ინჰიბიტორები, როგორიცაა რიტონავირი, ნელფინავირი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ერითრომიცინი, ციკლოსპორინი, ნიფედიპინი და ნეფაზოდონი. იტრაკონაზოლის და ვინკრისტინის ერთდროულ დანიშვნას ახლავს ნაადრევი და/ან გამოხატული ნეიროკუნთოვანი არასასურველი რეაქციები, რაც სავარაუდოდ კავშირშია ვინკრისტინის მეტაბოლიზმის ინჰიბირებით.

ფენიტოინი და ფოსფენიტოინი

არსებობს ცნობები, რომ ფენიტოინის თანმდევი შეყვანა სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიებთან კომბინაციაში, რომლებიც შეიცავენ სხვა პრეპარატებს შორის ასევე ვინკრისტინს, იწვევს სისხლში ფენიტოინის დონის შემცირებას და ანტიკონვულსიური ეფექტის გაზრდას. აღნიშნული კომბინაციის გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ მისი გამოყენება გარდაუვალია, უნდა განხორციელდეს დოზირების კორექცია სისხლში ფენიტოინის შემცველობის განსაზღვრის გათვალისწინებით.

სხვა ციტოსტაზურები

ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედებები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ციტოტოქსიურ პრეპარატებთან არის: თერაპიული და ტოქსიური მოქმედების პოტენცირება. ვინკრისტინის ერთდროულმა გამოყენებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ძვლის ტვინის დათრგუნვას, როგორიცაა დოქსორუბიცინი (განსაკუთრებით პრედნიზონთან კომბინაციაში), შესაძლოა გამოიწვიოს ნეგატიური ზეგავლენა ძვლის ტვინზე.

ასპარაგინაზა/იზონიაზიდი და სხვა ნეიროტოქსიური სამკურნალო პრეპარატები

პაციენტები, რომლებიც იღებენ ვინკრისტინს, უნდა გაითვალისწინონ რთული და ხანგრძლივი პეროფეროული ნევროპათიის გამოვლენის ალბათობა ნეიროტოსიური სამკურნალო პრეარატების შეყვანისას (როგორიცაა იზონიაზიდი, L - ასპარაგინაზა და ციკლოსპორინი A). ასეთ პაციენტებში პრეპარატების შეყვანა, რომლებთაც ახასიათებთ ცნობილი ნეიროტოქსიური ეფექტი უნდა მოხდეს სიფრთხილით ნევროლოგიურ ფუნქციებზე უწყვეტი მონიტორინგის პირობებში.

არააქტიური ვაქცინები

ვინკრისტინით მკურნალობის შედეგად იმუნური სისტემის მოსალოდნელი დათრგუნვის გამო შესაძლოა აღინიშნოს ანტისხეულების დონის შემცირება, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმის მიერ ვაქცინის შეყვანის პასუხად. იმუნოსუპრესიული პრეპარატების შეყვანის შეწყვეტასა და ორგანიზმის ვაქცინაზე ადეკვატური რეაგირების უნარის აღდგენას შორის ინტერვალი დამოკიდებულია იმუნოსუპრესიული მოქმედების სამკურნალო პრეპარატების დოზირებასა და სახეობაზე, ძირითადი დაავადების სახეობაზე და სხვა ფაქტორებზე, და შესაძლოა მოიცავდეს 3 თვიდან 1 წლამდე პერიოდს.

ცოცხალი ვაქცინები

ვინკრისტინით მკურნალობის შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი იმუნური სისტემის დათრგუნვის გამო, ცოცხალ ვირუსებზე დაფუძნებული ვაქცინების თანმდევმა შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს რეპლიკაციის და ვაქცინის არასასურველი რეაქციების სიხშირის გაზრდა, და/ან შესაძლოა შემცირდეს ანტისხეულების წარმოქმნა (ორგანიზმის ვაქცინის შეყვანაზე რეაქციის სახით). ასეთი პაციენტების იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს დიდი სიფრთხილით მხოლოდ ჰემატოლოგიური სტატუსის მკაცრი შეფასების და ექიმის თანხმობის შემდეგ. იმუნოსუპრესიული სამკურნალო პრეპარატების შეყვანის შეწყვეტის და ორგანიზმის ვაქცინაზე ადეკვატური რეაგირების უნარის აღდგენას შორის დროის ინტერვალი დამოკიდებულია იმუნოსუპრესიული მოქმედების სამკურნალო საშუალებების დოზაზე და სახეობაზე, ძირითადი დაავადების სახეობაზე და სხვა ფაქტორებზე და შესაძლოა მოიცავდეს 3 თვიდან 1 წლამდე პერიოდს. ლეიკემიის მქონე პაციენტებში რემისიის სტადიაში არ შეიძლება გაუკეთდეთ ვაქცინაცია ცოცხალი ვირუსის ბაზაზე ქიმიოთერაპიის შემდეგ მინიმუმ 3 თვის შემდეგ.

დიგოქსინი

დიგოქსინის აბსორბცია შესაძლოა შემცირდეს პაციენტებშ, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას. ამიტომ ამ პაციენტებში შესაძლოა შემცირდეს დიგოქსინის თერაპიული მოქმედება. საჭიროა სიფრთხილე მსგავსი კომბინაციის შეყვანისას და გასათვალისწინებელია დიგოქსინის დოზირების კორექციის აუცილებლობა.

მინომიცინი C

შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე ფილტვის რეაქციები.

სხივური თერაპია

სხივურმა თერაპიამ შესაძლოა გააძლიეროს ვინკრისტინის პერიფერიული ნეიროტოქსიურობა.

ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი

შესაძლოა განვითარდეს ძლიერი იმუნოსუპრესია ლიმფოპროლიფერაციის რისკით.

სხვა სამკურნალო პრეპარატები

ვინკრისტინის და კოლონის მასტიმულირებელი ფაქტორის (G-CSF, GM-CSF) ერთდროული შეყვანისას ხშირად გამოვლინდა ატიპიური ნევროპათიის განვითარების შემთხვევები ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებით კიდურების დისტალურ ადგილებში.

ვილმსის სიმსივნის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა რთული ჰეპატოტოქსიურობის განვითარების შემთხვევები ვინკრისტინის და დაკტინომიცინის კომბინაციის გამოყენებისას. ბლეომიცინთან კომბინაციაში ვინკრისტინმა შესაძლოა გამოიწვიოს დოზაზე დამოკიდებული რეინოს სინდრომი.

4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ვინკრისტინის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ არსებობს შეზღუდული მონაცემები. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს ვინკრისტინის ტერატოგენობა და რეპროდუქციული ტოქსიურობა (იხ. ნაწილი 5.3). ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების და ვინკრისტინის ფარმაკოდინამიკის საფუძველზე არ შეიძლება მისი ორსულობის პერიოდში გამოყენება, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. თუ ორსულობა დადგინდა ვინკრისტინით მკურნალობის პერიოდში, აუცილებლად უნდა აცნობოთ პაციენტს ნაყოფის მიმართ მოსალოდნელი რისკების შესახებ.

ქალებმა და მამაკაცებმა მკურნალობის პერიოდში და ვინკრისტინით თერაპიის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ საიმედო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (იხ. ნაწილი 4.4). თუ ორსულობა გამოვლინდა ვინკრისტინით მკურნალობის პერიოდში, აუცილებლად უნდა აცნობოთ პაციენტს ნაყოფის მიმართ რისკების შესახებ და აუცილებელია მისი მკაცრი მეთვალყურეობა.

ვინაიდან ვინკრისტინმა შესაძლოა გამოიწვიოს გენოტოქსიური მოქმედება, რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაციის გავლა, თუ ორსულობა მოხდება მკურნალობის პერიოდში ან პაციენტებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას მკურნალობის დასრულების შემდეგ.

ლაქტაცია

უცნობია აღწევს თუ არა ვინკრისტინი დედის რძეში. ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის პერიოდში.

ფერტილობა

ვინკრისტინით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი უნაყოფობა. ამ ეფექტების შექცევადობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე და შეყვანილ დოზაზე. უმეტეს შემთხვევებში გამოვლინდა აზოოსპერმია მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ ვინკრისტინით და პრედნიზონით კომბინირებული ქიმიოთერაპიის სქემას ციკლოფოსფამიდთან ან მექლორეტომინთან და პროკარბაზინთან ერთად. იშვიათად აღნიშნა ამენორეა ქალებში, რომლებიც იტარებდნენ ვინკრისტინით ქიმიოთერაპიას.

პაციენტებმა უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის ფერტილობის შესახებ. მამაკაცებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია სპერმის შესაძლო კონსერვაციის შესახებ.

4.7 სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მონაცემები ვინკრისტინის სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შესახებ არ მოიპოვება. თუმცა გასათვალისწინებელია არასასურველი (ნევროლოგიური) რეაქციების მოსალოდნელი განვითარება ვინკრისტინის გამოყენებისას, რამაც შესაძლოა ცვლილება მოახდინოს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე.

4.8 არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები განისაზღვრება შემდეგი სიხშირის ჯგუფების მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

ყოველ ჯგუფში წარმოდგენილია არასასურველი რეაქციების სიხშირე გამოვლენის სირთულის კლებადობის მიხედვით.

ვინკრისტინის ყველაზე გავრცელებული ტოქსიური ეფექტები დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. ზოგადად არასასურველი რეაქციები შექცევადია და დამოკიდებულია დოზაზე. უფრო მეტად გავრცელებული არასასურველი რეაქციებია ნეიროტოქსიურობა და ალოპეცია; უფრო სერიოზული არასასურველი რეაქციები არის ნეიროკუნთური წარმომავლობის.

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ნეოპლაზმები (მათ შორის კისტები და პოლიპები)

მეორადი ავთვისებიანი ნეოპლაზმები, რაც კავშირშია მკურნალობასთან.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვინკრისტინს სხვა ციტოტოქსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში დადასტურებული კანცეროგენულობით, განვითარდა მეორადი ავთვისებიანი ნეოპლაზმები.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ხშირი: დროებითი თრომბოციტოზი.

არახშირი: ძვლის ტვინის ფუნქციის რთული დათრგუნვა, ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ხშირი: სუნთქვის მწვავე გართულება და ბრონქული სპაზმი, რაც შესაძლოა იყოს რთული ხასიათის და სიცოცხლისათვის საშიში. მსგავსი სიმპტომები აღინიშნა პერივინის ალკალოიდების შეყვანის შემდეგ (როგორიცაა ვინკრისტინი), განსაკუთრებით მიტომიცინ C-სთან ერთად გამოყენებისას. რეაქცია შესაძლოა გამოვლინდეს პერივინის ალკალოიდის შეყვანიდან რამოდენიმე წუთის ან საათის შემდეგ ან მიტომიცინ C-ს შეყვანიდა ორი კვირის განმავლობაში.

იშვიათი: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსია, გამონაყარი და ანგიონევროზული შეშუპება, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვინკრისტინს როგორც ქიმიოთერაპიის მრავალკომპონენტური სქემის ნაწილს.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ნევრილოგიური ტოქსიურობა წარმოადგენს ვინკრისტინის გამოყენების სერიოზულ არასასურველ რეაქციას და დამოკიდებულია დოზაზე და პაციენტის ასაკზე. ნეიროტოქსიურობის შედეგად ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ყაბზობა და ნაწლავის გაუვალობა (იხ. ,,კუჭ-ნაწლავის დარღვევები“).

ხშირი: პერიფერიული ნევროპათია (შერეული სენსორული-მოტორული), რაც აღინიშნება პაციენტების უმეტეს ნაწილში. იშვიათად ვლინდება ნერვ-კუნთების არასასურველი რეაქციების სპეციფიური განვითარებების თანმიმდევრობა. დასაწყისში ვლინდება მხოლოდ სენსორული დარღვევები და პარესთეზია. მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს ნევრალგია და კუნთების დარღვევები. ღრმა მყესების რეფლექსების დაკარგვა, სიარულის დარღვევა, კუნთების სისუსტე, ატაქსია, დამბლა აღინიშნა მკურნალობის გაგრძელებისას.

ქალა-ყვინის ნერვის დაზიანება, მათ შორის კუნთების იზოლირებული პარეზი და/ან დამბლა, რომელიც იმართება ქალა-ტვინის ნერვებით, შესაძლოა გამოვლინდეს კუნთების სისუსტის განვითარების გარეშე. ქალა-ტვინის ნერვის დამბლამ და ხორხის კუნთების სისუსტემ შესაძლოა გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩვა და ხმის იოგების პარეზი, მათ შორის სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ხმის იოგების ორმხრივი პარეზი. თვალის გარე კუნთების სისუსტემ შესაძლოა გამოიწვიოს ფტოზი, ასევე ოპტიკური და თვალის მოძრაობის ნეიროპათია. დაფიქსირდა გარდამავალი კორტიკალური სიბრმავე. ვინკრისტინმა შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიური ეფექტები ვეგეტატიური და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, და თუმცა იშვიათად, მაგრამ ასევე პერიფერიული ნეიროპათია. აღინიშნა დიპლოპიის და მხედველობის ნერვის ატროფიის განვითარება.

არახშირი: კრუნჩხვა, ხშირად ჰიპერტონიის თანხლებით, დაფიქსირდა რამოდენიმე პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ვინკრისტინს. არსებობს კრუნჩხვის განვითარების შემთხვევები, რომელსაც ახლავს კომა, ბავშვებში. ვინკრისტინი ახდეს ტოქსიურ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს გონების და ფსიქიკის ცვლილებებს, როგორიცაა დეპრესია, აღგზნებადობა, უძილობა, გონების დაბინდვა, ფსიქოზი და ჰალუცინაციები.

სიხშირე უცნობია: ლეიკოენცეფალოპათია.

დარღვევები სმენისა და ლაბირინთის ორგანოს მხრივ

არახშირი: სიყრუე.

დარღევევები გულის მხრივ

არახშირი: გულის იშემიური დაავადება, მიოკარდის ინფარქტი.

კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევები და მიოკარდის ინფარქტი გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც ადრე იტარებდნენ რადიოთერაპიას მედიასტინუმის არეში კომბინირებული ქიმიოთერაპიისას, რომელიც შეიცავდა ვინკრისტინს.

იშვიათი: არტერიული ჰიპერთენზია და ჰიპოთენზია.

დარღვევები სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და მედიასტინუმის მხრივ

არსებობს ცნობები რთული ბრონქული სპაზმის და ქოშინის განვითარების შესახებ პერივინის ალკალოიდების შეყვანისას, რომლებიც გამოიყენებოდა მიტომიცინ C-სთან ერთად კომბინაციაში.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: ღებინება, გულისრევა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი. ყაბზობა შესაძლოა განვითარდეს ნაწლავის ზედა ნაწილში, რაც ვლინდება მუცელში კოლიკების მსგავსი ტკივილებით.

არახშირი: მადის დაქვეითება, წონის დაკლება, ანორექსია, დიარეა, პარალიზული ილეუსი (განსაკუთრებით ბავშვებში).

იშვიათი: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ნაწლავის კედლის ნეკროზი და/ან პერფორაცია.

ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი.

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

იშვიათი: ღვიძლის ვენების თრომბოზი (განსაკუთრებით ბავშვებში).

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი: ალოპეცია (ვინკრისტინის მოხსნის სემდეგ უკუქცევადია).

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვინკრისტინის შეყვანიდან პირველ დღეებში უნდა შეწყდეს ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც იწვევენ შარდის შეკავებას.

არახშირი: პოლიურია, დიზურია, შარდის შეკავება, როგორც შარდის ბუშტის ატონიის შედეგი, ჰიპერურიკემია, ურატული ნეფროპათია.

იშვიათი: ადჰაასს (ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი). ეს სინდრომი შესაძლოა კავშირში იყოს სამკურნალო პრეპარატის ნეიროტოქსიურობასთან, სავარაუდოდ ჰიპოთალამუსზე პირდაპირი ზეგავლენის გამო. ასეთ პაციენტებში ვლინდება ჰიპონატრიემია შარდში ნატრიუმის ექსკრეციის თანხლებით, თირკმელებისა და თირკმელზედა ჯირკვალზე დარღვევების ნიშნების გარეშე, ჰიპოთენზია, გაუწყლოება, აზოტამია ან შეშუპებები. სითხის მიღების შეზღუდვის შედეგად შესაძლებელია ჰიპონატრიემიის და ნატრიუმის თირკმელების გზით დაკარგვის შემცირება.

ძალიან იშვიათი, სიხშირე უცნობია: შარდის შეკავება.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ვინკრისტინის გამოყენებით ქიმიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ შეუქცევადი უნაყოფობა უფრო მეტად გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

ხშირი: აზოოსპემია აღინიშნა მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებული ქიმიოთერაპიის სქემას, რომელიც შედგებოდა ვინკრისტინის და პრედნიზონისგან ციკლოფოსფამიდთან ერთად ან მექლორეთამინისგან და პროკარბაზინისგან.

არახშირი: ამენორეა.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

ხშირი: გაღიზიანება ინექციის ადგილას.

არახშირი: ცხელება, ფლებიტი, ტკივილი, ცელულიტი და ნეკროზი. ეს სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვის კედლის გაღიზიანების შემდეგ ან შეყვანის დროს ექსტრავაზაციის შემთხვევაში.

იშვიათი: თავის ტკივილი.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინებას ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს სამკურნალო საშუალების ,,რისკ-სარგებელის“ შეფასების უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. მედიცინის მუშაკებს მოეთხოვებათ გააკეთონ სამკურნალო პრეპარატის საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ ეროვნული საინფიორმაციო სისტემის მეშვეობით.

4.9 ზედოზირება

ვინკრისტინის ზედოზირება იწვევს ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების გაძლიერებას. 13 წლამდე ასაკის ბავშვებში ზედოზირება, რომელიც 10-ჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ დოზას, იწვევდა ლეტალურ შედეგს. პაციენტების ამ ჯგუფში შესაძლოა გამოვლინდეს რთული სიმპტომები 3-4 მგ/მ2 დოზირებებისას. უფროსებში აღინიშნა რთული სიმპტომები 3 მგ/მ2 ან მეტი დოზირების შეყვანისას.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. ზედოზირების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი. საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

  • · წყლის და მარილის ბალანსის მაჩვენებლების მკაცრი კონტროლი; ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის ნიშნებისას საჭიროა სითხის მოხმარების შეზღუდვა და დიურეზული საშუალებების მიღების დანიშვნა.
  • · კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება კრუნჩხვების შეჩერების მიზნით.
  • · გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მონიტორინგი
  • · პერიფერიული სისხლის შემადგენლობის მონიტორინგი ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის შეფასებისათვის
  • · ნაწლავის გაუვალობის პრევენციის მიზნით კლიზმის გამოყენება
  • · კალციუმის ფოლინატის ვენაში შეყვანა 100 მგ დოზირებით ყოველ 3 საათში 24 საათის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ყოველ 6 საათში მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.

ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმსივნის საწინაღმდეგო პრეპარატები. მცენარეული წარმოშობის ალკალოიდები და სხვა ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატები.

პერივინის აკლაკოიდები და მათი ანალოგები.

ათქ კოდი: L01CA02.

ვინკრისტინის სულფატი - ვინკრისტინის, ალკალოიდის მარილი, რომელიც მიღებულია მცენარისაგან პერივინის ვარდი Vinca rosea Linn.

პერივინის ალკალოიდები ტუბულინის ცილებთან შეკავშირებით ახდენენ უჯრედის ბლოკირებას მეტაფაზის დროს, რის შედეგადაც აბრკოლებს ტუბულინის პოლიმერიზაციას და მიკრომილის შედეგობრივ წარმოშობას და იწვევს არსებული მიკრომილების დეპოლიმერიზაციას.

პერივინის ალკალოიდებმა შესაძლოა მოახდინონ თავისი ზეგავლენა რამოდენიმე მეთოდის მეშვეობით პროცესზე:

  • · ტუბულინის ნაწილზე სპეფიციური შეკავშირების გზით და ტუბულინ-ალკალოიდის აგრეგაციის კომპლექსის წარმოშობით;
  • · ტუბულინის მაღალი აფინურობის საიტითან შეგავშირებით, ტუბულინის შემდგომი ჩართვის ინჰიბირებით არსებულ მიკრომილში;
  • · დაბალი აფინურობის საიტთან შეკავშირების გზით მიკრომილის კედელზე, რაც იწვევს პროტოფილამანტის დაყოფას.

ვინკრისტინმა ასევე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს რნკ-ს და დნკ-ს, ცამფ-ს (ციკლური ადენოზინის მონოფოსფატის), ლიპიდების ბიოსინთეზის და კალმოდულინზე დამოკიდებულ Ca2+ ტრანსპორტულ AT - ფაზის სინთეზზე.

5.2 ფარმაკოკინეზური თვისებები

განაწილება

ვინკრისტინი ვენაში შეყვანის შემდეგ სწრაფად გამოიყოფა სისხლის შრატში. 15-30 წუთის განმავლობაში ვინკრისტინის 90%-ზე მეტი ნაწილდება ქსობილის შრატში და სისხლის სხვა კომპონენტებში. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 8,4+3,2 ლ/კგ. შეყვანიდან 20 წუთის შემდეგ ვინკრისტინის 50%-ზე მეტი უკავსირდება სისხლის კომპონენტებს, განსაკუთრებით თრომბოციტებს, რომლებიც შეიცავენ ტუბულინის მაღალ კონცენტრაციებს. ვენაში ნაკადით შეყვანის შემდეგ ვინკრისტინი აღწევს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით, თუმცა ამავდროულად შესაძლოა მოახდინოს არასასურველი ეფექტები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

მეტაბოლიზმი

ვინკრისტინი მნიშვნელოვანი დონით მეტაბოლირდება ღვიძლში, სავარაუდოდ, სისტემური მიკროსომალური ციტოქრომ P450 ფერმენტის (ფერმენტი CYP3A) მეშვეობით.

გამოყოფა

ვენაში სწრაფი შეყვანის შემდეგ ვინკრისტინის სისხლის პლაზმიდან გამოყოფა ეფექტურად აღწერილია სამფაზიანი მოდელით. საწყისი, საშუალო და საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5 წუთს, 2,3 საათს და 85 საათს (ინტერვალი 19-155 საათი), შესაბამისად. დაბალი პლაზმური კლირენსის გამო კუმულაციური ტოქსიურობის ინჰიბირების მიზნით მკურნალობის ციკლებს შორის წყვეტა არ უნდა შეადგენდეს 1 კვირაზე ნაკლებს. ვინკრისტინი ექსკრეტირდება ძირითადად ღვიძლში, შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა განავლით და 10-20 % შარდში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მოსალოდნელია მეტაბოლიზმის დარღვევა და ამასთან დაკავშირებული ვინკრისტინის ექსკრეციის დაქვეითება, რაც ზრდის ასეთ პაციენტებში ტოქსიურობის განვითარების რისკს. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის შემცირება (იხ. ნაწილი 4.2 და 4.4.).

ბავშვები

ბავშვებში აღინიშნა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებები ფარმაკოკინეზურ პარამეტრებში, როგორიცაა კლირენსი, განაწილების მოცულობა და ნახევრადგამოყოფის პერიოდი, ასევე ეს პარამეტრები განსხვავდებოდა ასაკის მიხედვით. ბავშვებში პლაზმური კლირენსი ჩვეულებრივ მაღალია, ვიდრე უფროსებში და ჩვილებში, მაგრამ ზუსტი მონაცემები ბავშვებში ასაკის მატებასთან ერთად კლირენსის დაქვეითების შესახებ არ მოიპოვება.

5.3 მონაცემები კლინიკამდელი უსაფრთხოების შესახებ

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები აჩვენებენ, რომ ვინკრისტინი უარყოფითად მოქმედებს ფერტილობაზე, არის ემბრიო და ფეტოტოქსიური და ტერატოგენული. ვინკრისტინის ქრონიკული ტოქსიურობის კვლევებისას აღინიშნა ისეთი ნეგატიური ეფექტები, როგორიცაა ნეიროტოქსიურობა, სპერმატოგენეზის დათრგუნვა, მიელოსუპრესია და კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობა. გენოტოქსიურობის კვლევებში ვინკრისტინმა გამოიწვიოა ქრომოსომული ანომალიები, ანეუპლოიდია და პოლიპლოიდია.

სხვა შესაბამისი კლინიკამდელი მონაცემები არ მოიპოვება.

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მანიტოლი, გოგირდმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

6.2 შეუთავსებლობა

ვინკრისტინი-ბელმედის გაზავება შესაძლებელია 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.

არ შეიძლება აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის სხვა პრეპარატებთან შერევა.

6.3 ვარგისიანობის ვადა

1 წელი და 6 თვე.

6.4 შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება საწყის შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით 2˚C - დან 8˚C ტემპერატურის პირობებში.

6.5 საწყისი შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა

2 მლ მოთავსებულია 5 მლ მოცულობის შუშის ფლაკონებში, დახუფულია რეზინის საცობით და გარსშემორტყმული რგოლით. ყოველ ფლაკონზე დაკრულია თვითსაწებარი ეტიკეტი. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

6.6 სამკურნალო პრეპარატის ან მისი გამოყენების და მასთან მუშაობის შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურება

მედიცინის მუშაკებმა უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამკურნალო პრეპარატის გამოყენების და მისი შეყვანისას. უსაფრთხოების ზომები ასევე დაცული უნდა იქნეს პაციენტების მიერ.

ორსულმა მედიცინის პერსონალმა არ უნდა იმუშავონ ამ პრეპარატით. ვინკრისტინით მუშაობის დროს უნდა დაიცვათ ციტოსტაზურებთან მუშაობის ზოგადი წესები. სამუშაო ადგილი უნდა დაიფაროს ერთჯერადი შემწოვი ქაღალდის ფენით, რომელსაც აქვს აპკიანი საფარი მეორე მხარეზე. აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება, როგორიცაა სათვალეები, ნიღაბი და ხელთათმანები.

სამკურნალო საშუალების ან ხსნარის კანზე, ლორწოვან გარსზე ან თვალებზე მოხვედრისას, დაზიანებული ადგილი უნდა დაიბანოთ სასწრაფოდ დიდი რაოდენობით წყლით.

დარჩენილი სამკურნალო საშუალება და ნარჩენები, ინსტრუმენტები და მასალები უნდა განადგურდეს ციტოტოქსიური ნარჩენების უტილიზაციის შესახებ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

6.7 გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

რუპ ,,ბელმედპრეპარატები“,

ბელორუსის რესპუბლიკა, 220007, ქ. მინსკი,

ფაბრიციუსის ქ. 30, ტელ./ფაქსი: (+375 17) 220 37 16,

ელ-ფოსტა: [email protected]

8. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

9. პირველადი რეგისტრაციის თარიღი

პირველადი რეგისტრაციის თარიღი: 21. დეკემბერი 2016 წელი.

10. ტექსტის გადახედვის თარიღი