„ავერსის თასის“ საგაზაფხულო ტურნირი, ტრადიციულად, „სითი სპორტის“ კორტებზე ჩატარდა. დაძაბული და საინტერესო მატჩების სერია საზეიმო დაჯილდოებით დასრულდა.
ტურნირმა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჩოგბურთის განვითარებას ისახავს მიზნად, წელსაც მრავალ სპორტსმენსა და ჩოგბურთის მოყვარულს მოუყარა თავი. როგორც კორტების დირექტორმა მიხეილ ბუთხუზმა აღნიშნა, ტურნირში მონაწილეობა ორასზე მეტმა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და მეზობელი ქვეყნებიდან. მისივე თქმით, წლევანდელი გათამაშება გამორჩეული იყო, რადგან თუ მანამდე ტურნირი მხოლოდ 16 წლამდე ასაკის ჩოგბურთელებს მასპინძლობდა, ამჯერად ასპარეზობის შესაძლებლობა 18 წლამდე მოზარდებსაც მიეცათ.
„ავერსის თასის“ მფლობელები გახდნენ:
წითელი ჯგუფი (5-8 წლის სპორტსმენები):
1. მარიამ ღოღობერიძე
2. ელენე გუგუმბერიძე
3. ზაზა ყვარელაშვილი
ნარინჯისფერი ჯგუფი (8-9 წლის სპორტსმენები):
1. ნიკოლოზ ანთაძე
2. დემეტრე მეტრეველი
3. ევა ჯმუხაძე
მწვანე ჯგუფი (9-10 წლის გოგონები):
1. მარიამ ჯორჯიკია
2. ზლატან ბოლდინსკა
3. ნიცა გოგოხია
მწვანე ჯგუფი (9-10 წლის ვაჟები):
1. იური კრასნოპეროვი
2. ალექსი შონია
3. ნიკოლოზ ანთაძე
12 წლამდე გოგონები:
1. მარიამ ჯორჯიკია
2. თამარ შარიქაძე
3. ნინი ბურდული
12 წლამდე ვაჟები:
1. ერეკლე კირვალიძე
2. დემეტრე ნაჭყებია
3. საბა აბესაძე
14 წლამდე გოგონები:
1. მარიამ კუზანაშვილი
2. მია გიუნაშვილი
3. დარია ბარკალაია
14 წლამდე ვაჟები:
1. გიორგი კუპრავა
2. გიორგი მოძმანაშვილი
3. ლაშა გორელაშვილი
16 წლამდე გოგონები:
1. მარიამ ნუცუბიძე
2. ანი ხარაიშვილი
3. ანასტასია ნემსაძე
16 წლამდე ვაჟები:
1. ლუკა მადატოვი
2. აჩი ჯელაძე
3. ნიკოლოზ გურგენაშვილი
18 წლამდე გოგონები:
1. თამარ ხარაძე
2. თეკლა ხარაძე
3. ანა მასურაშვილი
„ავერსის თასი“ სპორტული ღონისძიებაა, რომლის მიზანიც კორპორაციული, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული სპორტის მხარდაჭერა და ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებაა. ტურნირი მომავალშიც გაგრძელდება და მონაწილეებს კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს.
კომპანია „ავერსი“ მადლობას უხდის თითოეულ სპორტსმენს საინტერესო ასპარეზობისთვის, ხოლო გულშემატკივრებს - მხარდაჭერისთვის!












