ვენოსმილი 2% 60გ გელი

ვენოსმილი 2% 60გ გელი

22.75 ლარი 18.20 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ფაეს ფარმა ესპანეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰიდროსმინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83617
გააზიარე:

 

ვენოსმილი 2% 60გ გელ

შემადგენლობა

გელის ყოველი 100 გ შეიცავს:

ჰიდროსმინი  2გ

დამხმარენივთიერებები: კარბოპოლი, ტრიეთანოლამინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

 

ფარმაკოლოგიურიმოქმედება

ვენოსმილი არის ფლებოტონური წამალი, რომელიც ააქტიურებს უკუნაკადურ ცირკულაციას. ვენოსმილის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერების სახით შედის ჰიდროსმინი, რომელიც სინთეზირებულია ექსკლუზიურად „FAES FARMA S.A.”-ის მიერ.  დამტკიცებულია, რომ იგი ხელს უწყობს კაპილარის კედლის მდგრადობას და დადებითად მოქმედებს ვენურ ჰემოდინამიკაზე. ვენოსმილი ეწინააღმდეგება უკუნაკადურ სისხლძარღვოვან  შეგუბებას და ამცირებს კაპილარული კედლის მომატებული განვლადობით გამოწვეული ჰემორაგიის რისკს. 

 

ჩვენებები

ვენური უკმარისობის გამოვლინებების ადგილობრივი მკურნალობა.

 

ურთერთქმედებასხვამედიკამენტებთანდასაკვებთან

არ ურთერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან.

 

უკუჩვენებები

მომატებული  ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი  კომპონენტების მიმართ.

 

სიფრთხილისზომები

არ არის მითითებული. 

სიფრთხილის ზომები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: არ არის მითითებული.

 

უკუჩვენებები

არ არის ცნობილი.

 

წამლის გამოყენებით გამოწვეული ნებისმიერი ლოკალური ხასიათის რეაქციის 

შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

დოზირებადაგამოყენებისწესი

გელის თხელი ფენა შეიზილეთ ნელი მასირებით დაზიანებულ ადგილზე სამჯერ დღეში. 

 

მკურნალობაინტოქსიკაციისანჰიპერდოზირებისშემთხვევაში

აღნიშნული პროდუქტის ტოქსიკურობის შემთხვევები არ გამოვლენილა. 

ზედმეტი დოზირების ან  პერორალურად მიღების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრში. 

 

გამოშვებისფორმა

ვენოსმილი გელი  ალუმინის ტუბში  60 გ. 

სხვაგამოშვებისფორმები: ენოსმილი 200 მგ კაფსულები №60.

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისგან მიუწვდომელ  ადგილას.

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. 

 

ვარგისობისვადა
არ გამოიყენოთ  შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. 

 

გაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე