ვიტ B კომპლექსი 2მლ #10ა

ვიტ B კომპლექსი 2მლ #10ა

26.20 ლარი 18.86 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 8339
გააზიარე:

 

ვიტ B კომპლექსი 2მლ #10

სავაჭროსახელწოდება

ვიტამინი B კომპლექსი.

 

საერთაშორისო (არაპატენტირებული) სახელწოდება

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B 6), რიბოფლავინი (ვიტამინი B 2), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B 1), დექსპანთენოლი, ნიკოტინამიდი.

Pyridoxine hydrochloride (Vitamin B 6), Riboflavin (Vitamin B 2), Thiamine hydrochloride (Vitamin B 1), Dexpanthenol, Nicotinamide.

 

წამლისფორმა

ხსნარი კუნთში შესაყვანად

 

ზოგადიდახასიათება

გამჭვირვალე ყვითელი ხსნარი სპეციფიკური სუნით.

 

ფარმაკოლოგიურიჯგუფი

პოლივიტამინები.

ათქკოდი: A 11 BA.

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ერთი ამპულა (2 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერება

ვიტამინი B1 – 10 მგ

ვიტამინი B2 – 4 მგ,

ვიტამინი B6 – 4 მგ

დექსპანთენოლი – 6 მგ

ნიკოტინამიდი – 40 მგ

დამხმარე ნივთიერებები

ბენზილის სპირტი, საინექციო წყალი.

 

გამოშვების ფორმა

ხსნარი კუნთებში შესაყვანად, შეფუთვაში 10 ამპულა.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კომბინირებული პრეპარატი, რომლის მოქმედებას განაპირობებს მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინების ეფექტები, რომლებიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ცვლისა და მეტაბოლურ პროცესებში.

B 1 ვიტამინი არეგულირებს ნერვული სისტემის, საჭმლის მომნელების ფუნქციას, ხელს უწყობს ზრდას.

B 2 ვიტამინი აუმჯობესებს ქსოვილებში რეპარაციულ პროცესებს, მონაწილეობს ენერგეტიკულ ცვლაში, ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას და დადებით ზეგავლენას ახდენს ერითროპოეზზე, უზრუნველყოფს მხედველობის ნორმალიზებას.

B 6 ვიტამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, აუმჯობესებს კბილების, ღრძილების მდგომარეობას, ერითროციტების ფუნქციას, მონაწილეობს ანტისხეულების ფორმირებაში.

დექსპანთენოლი წარმოადგენს პანტოთენის მჟავას წარმოებულს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს აცეტილირებისა და ჟანგვის პროცესებში, მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში, აცეტილქოლინის, კორტიკოსტეროიდების, პორფირინების და სხვა სინთეზში. ავლენს გამოხატულ მოქმედებას ეპითელური ქსოვილების წარმოქმნასა და ფუნქციაზე, გააჩნია გარკვეული ანთების საწინააღმდეგო, მარეგენირებელი, დერმატოპროტექტორული მოქმედება.

ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) არსებით როლს ასრულებს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობაში, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში.

 

გამოყენების ჩვენებები

- B1, B2, B6, დექსპანთენოლის, ნიკოტინამიდის ჰიპო - და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

-  გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, ძილის მოშლა და მადის დაქვეითება, სერიოზული დაავადებების შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში.

-  კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში სტრესული მდგომარეობების, ღვიძლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, დამწვრობების, მოტეხილობების, მწვავე ინფექციური დაავადებების, ათეროსკლეროზის, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების და წყლულების, ნერვული სისტემის დაავადებების (რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები), პერიფერიული ნეიროპათიების დროს.

 

დოზირების რეჟიმი

ინიშნება დღე - ღამეში 1-2 ამპულა კუნთებში.

 

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება; ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ანაფილაქსური შოკი (თიამინი). შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება (ნიკოტინამიდი).

მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მწვავე პერიფერიული ნეიროპათიები (პირიდოქსინი).

პრეპარატის გამოყენების პერიოდში შეიძლება აღინიშნოს შარდის ყვითლად შეფერვა, რასაც არ გააჩნია კლინიკური მნივნელობა (რიბოფლავინი).

 

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

- ჰემოფილია, ნაწლავთა გაუვალობა მექანიკური ობსტრუქციის შედეგად (დექსპანთენოლი).

-  ღვიძლის უკმარისობის მწვავე ფორმები.

-  ანემიის პერნიციოზული ან სხვა ფორმები.

-  ბავშვთა ასაკი.

 

განსაკუთრებული მითითებები

B ვიტამინის კომპლექსი არ არის განკუთვნილი ანემიის პერნიციოზული ან სხვა ფორმების სამკურნალოდ.

გამოყენებაპედიატრიაში: ბავშვებში პრეპარატის გამოყენება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი და ამიტომ მისი გამოყენება პედიატრიაში არ არის რეკომენდებული.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში B ვიტამინის კომპლექსის გამოყენების უსაფრთხოებაზე ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებული კლინიკური გამოკვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას უნდა შეფასდეს მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის და შესაძლო რისკი ნაყოფისათვის.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პრეპარატის გამოყენება ლევოდოპასთან ერთად არ არის რეკომენდებული

 

შენახვის პირობები და შენახვის ვადა

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.