იზიპროფენი 400მგ #10ტ

იზიპროფენი 400მგ #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: იბუპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 83371
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

იზიპროფენი-200/იზიპროფენი-400
იბუპროფენი ტაბლეტები 200 მგ/400მგ
EASYPROFEN

სამედიცინო პროდუქტის დასახელება
იზიპროფენი-200/იზიპროფენი-400

გენერიკული დასახელება
იბუპროფენი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
იბუპროფენი………………200 მგ/400მგ
შემავსებლები …………………….ს.რ.

ფარმაცევტული ფორმა
ორალური დოზირების მყარი ფორმა

კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენება
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
რევმატიული ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ნევრალგია, შაკიკი, თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, დისმენორეა, ცხელება, გრიპისა და გაციების სიმპტომები.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებული არ არის.

დოზირება და მიღების მეთოდი
მხოლოდ ორალური მიღებისთვის და ხანმოკლე გამოყენებისთვის.
არასასურველი ეფექტების მინიმალიზაცია შეიძლება უმცირესი ეფექტური დოზის ხანმოკლე დროით გამოყენებით, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
მინიმალური ეფექტური დოზა უნდა გამოიყენონ მცირე დროის განმავლობაში რაც აუცილებელია სიმპტომების მოხსნისთვის. სიმპტომების გახანგრძლივების ან გაუარესების, აგრეთვე იბუპროფენის ტაბლეტების 10 დღეზე ხანგრძლივად გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

200მგ-400მგ, დღეში სამჯერ.

დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 4 საათს, 24 საათის განმავლობაში არ უნდა მიიღონ 1200მგ-ზე მეტი.
თუ მოზარდებში (ასაკი ≥ 12 -< 18წელი) სამედიცინო პროდუქტის გამოყენება საჭიროა 3 დღეზე ხანგრძლივად, ან თუ სიმპტომები უარესდება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

12 წლამდე ასაკის ბავშვები:
რეკომენდებული არ არის.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის ან იბუპროფენი სტაბლეტების სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ., ასთმა, რიტინი, ანგიოედემა ან ურტიკარია) ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიღების შემდეგ.
იბუპროფენი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლდენის მომატებული ტენდენცია.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
არასასურველი ეფექტების მინიმალიზაცია შესაძლებელია უმცირესი ეფექტური დოზის ხანმოკლე დროით გამოყენებისას, სიმპტომების კონტროლისთვის და გასტროინტესტინური და კარდივასკულური რისკების შემცირებისთვის.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ისეთი იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, როგორიცაა: გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.
როგორც სხვა ასაპ-ებმა, იბუპროფენმაც შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები.
იბუპროფენის და სხვა ასაპ-ების გამოყენებას, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, უნდა მოერიდონ წყლულის და სისხლდენის მომატებული რისკის გამო.
ხანდაზმულებში მომატებულია ასაპ-ების გვერდითი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით გასტრო-ინტესტინური სისხლდენა და პერფორაცია, რაც შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს იბუპროფენი არ უნდა გამოიყენონ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. თუ იბუპროფენს იღებს ქალი, რომელიც ცდილობს ჩასახვას, ან თუ პრეპარატი გამოიყენება ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრის დროს, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება უნდა შემცირდეს.

არასასურველი ეფექტები
ქვემოთ მოცემულია გვერდითი ეფექტების სია, რომელიც აღინიშნება იბუპროფენის OTC დოზებით, ხანმოკლე დროით გამოყენებისას. Qრონიკული მდგომარეობის მკურნალობისას ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დამატებითი გვერდითი ეფექტები.

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
აღწერილია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რაც შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ა) Aრასპეციფიკური ალერგიული რეაქცია და ანაფილაქსია
ბ) ღესპირატორული ტრაქტის რეაქტიულობა, როგორიცაა ასთმა, ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი, დისპნოე
გ) კანის სხვა და სხვა რეაქციები მაგ., ქავილი, ურტიკარია, ანგიოედემა და უფრო იშვიათად ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები (ეპიდერმალური ნეკროლიზი და მულტიფორმული ერითემის ჩათვლით).

ჭარბი დოზირება
ბავშვებში 400მგ/კგ-ზე მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები. მოზრდილებში დოზაზე პასუხის ეფექტები ნაკლებად მკაფიოა. Dოზის გადაჭარბებისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.5-3 საათს.

ფარმაკოლოგია
ფარმაკოდინამიკა
ათქ კოდი– M01AE01
იბუპროფენი არის პროპიომჟავას წარმოებული, ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიპირეტული მოქმედებით. პრეპარატის, როგორც ასაპ-ის ეფექტი სავარაუდოდ განპირობებულია ენზიმციკლო-ოქსიგენაზაზე მაინჰიბირებელი მოქმედებით, რაც იწვევს პროსტაგლანდინის სინთეზის მნიშვნელოვან შემცირებას.
ზოგიერთი ფარმაკოდინამიკური კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც იბუპროფენის 400მგ დოზის მიღება ხდებოდა აცეტილსალიცილის მჟავას (81მგ) მიღებამდე 8 საათით ადრე ან მისი გამოყენებიდან 30 წუთის განმავლობაში, აღინიშნა აცეტილსალიცილის მჟავას ეფექტის შემცირება თრომბოქსანის ფორმირებაზე, ან თრომბოციტების აგრეგაციაზე.

ფარმაკოკინეტიკა
იბუპროფენი სწრაფად შეიწოვება მიღების შემდეგ, სწრაფად ნაწილდება მთელ ორგანიზმში. Eქსკრეცია სწრაფია და ხორციელდება თირკმელებით.
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა უზმოზე მიღებიდან 45 წუთის განმავლობაში. საკვებთან ერთად მიღებისას პიკი აღინიშნება 1-2 საათის შემდეგ. დრო ვარირებს დოზირების სხვა და სხვა ფორმის მიხედვით.
იბუპროფენის ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს.
შეზღუდულ კვლევებში იბუპროფენი ლაქტატში ვლინდება ძალიან დაბალი კონცენტრაციით.
ღვიძლში იბუპროფენი მეტაბოლიზდება ორ არააქტიურ მეტაბოლიტად, ორივე მათგანი უცვლელად გამოიყოფა თირკმლით, შეუცვლელი, ან კონიუგატების სახით. თირკმლით ექსკრეცია სწრაფი და სრულია.
იბუპროფენი ექსტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
შენახვის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს 25ºC-ს.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურების და შენახვისთვის
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი

Biodeal Pharmaceuticals Pvt. Ltd.

Vill. Saini Majra, Nalagarh-Ropar Road,

Nalagarh, Distt., Solan (H.P.), INDIA