გლავოპტ ფორტე 5მლ თვ/წვ

გლავოპტ ფორტე 5მლ თვ/წვ

19.27 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიგლაუკომატოზური პრეპარატები
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: რომფარმა რუმინეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დორზოლამიდი+თიმოლოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 83297
გააზიარე:

გლავოპტი ფორტე

თვალის წვეთები 5მლ

სავაჭრო დასახელებაგლავოპტ ფორტე.
საერთაშორისოარაპატენტირებულისახელწოდება: დორზოლამიდი + თიმოლოლი.
წამლისფორმა: თვალის წვეთები, ხსნარი 2%.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
ოქმედ ნივთიერებებს: დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს (22,6 მგ) 20 მგ დორზოლამიდზე გადაანგარიშებით, თიმოლოლის მალეატს (6,84 მგ) 5 მგ თიმოლოლზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებებს: გიეთილლოზას – 1.0 მგ, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატს – 4,0 მგ, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარს – 0,066 მლ, მანიტოლს – 20 მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდს – 0,075 მგ, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსის ხსნარს/1 M ჰიდროქლორინის მჟავის ხსნარს pH 5,6+0,1-მდე, გასუფთავებულ წყალს – 1 მლ-მდე.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო, ოდნავ ბლანტი ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება (კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორი+ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა
სამკურნალო პრეპარატი გლავოპტ ფორტე შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას: დორზოლამიდსა და თიმოლოლს, რომელთაგან თითოეული ამცირებს მომატებულ თვალშიდა წნევას თვალშიდა სითხის სეკრეციის დაქვეითების ხარჯზე. ამ ნივთიერებების ერთობლივი მოქმედება, კომბინირებული პრეპარატის გლავოპტ ფორტეს შემადგენლობაში, იწვევს თვალშიდა წნევის მეტად გამოხატული წნევის დაქვეითებას.
დორზოლამიდი – II ტიპის კარბოანჰიდრაზის სელექტიური ინჰიბიტორია. ცილიარული სხეულის კარბოანჰიდრაზის ინჰიბირება იწვევს თვალშიდა სითხის სეკრეციის დაქვეითებას, სავარაუდოდ, ჰიდროკარბონატის იონების წარმოქმნის შემცირების ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, იწვევს ნატრიუმისა და თვალშიდა სითხის ტრანსპორტის შენელებას.
თიმოლოლი– არასელექტური ბეტა-ადრენობლოკატორია. თუმცა, თიმოლოლის მიერ თვალშიდა წნევის დაქვეითების ზუსტი მექანიზმი, ამ დრომდე დადგენილი არ არის. რიგმა კვლევებმა ცხადყო თვალშიდა სითხის წარმოქმნის უპირატესი დაქვეითება, ასევე მისი გადინების მნიშვნელოვანი გაძლიერება.
თვალშიდა წნევის ქვეითდება 20 წუთის შემდეგ ინსტილაციიდან, მაქსიმუმს აღწევს 2 საათში და გრძელდება არანაკლებ 24 სთ.

ფარმაკოკინეტიკა
დორზოლამიდი
აბსორბციადაგანაწილება
აღწევს თვალში უპირატესად რქოვანას გავლით (ნაკლებად სკლერადან ან ლიმბიდან). ადგილობრივი გამოყენებისას დორზოლამიდი აღწევს სისტემურ სისხლის ნაკადში. ხანგრძლივი გამოყენების დროს, დორზოლამიდი, II ტიპის კარბოანჰიდრაზთან სელექტიური დაკავშირების შედეგად, გროვდება ერითროციტებში, პლაზმაში თავისუფალი პრეპარატის საგანგებოდ დაბალი კონცენტრაციის მხარდაჭერით. კავშირი პლაზმის ცილებთან – 33%.
მეტაბოლიზმიდაგამოყოფა
მეტაბოლიზმის შედეგად ტრანსფორმირებს N-დეზეთილირებულ მეტაბოლიტში, ნაკლებად აქტიურია II ტიპის კარბოანჰიდრაზის მიმართ, მაგრამ გააჩნია I ტიპის კარბოანჰიდრაზის ბლოკირების უნარი. მეტაბოლიტი აგრეთვე, გროვდება ერითროციტებში, სადაც უკავშირდება I ტიპის კარბოანჰიდრაზს. გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით და მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, დორზოლამიდი არასწორხაზოვანად გამოირეცხება ერითროციტებიდან, რაც თავიდან იწვევს მისი კონცენტრაციის სწრაფ დაქვეითებას, შემდეგ კი გამოყოფა ნელდება. ნახევრადგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 4 თვეს.
დორზოლამიდის ადგილობრივი გამოყენებისას, მაქსიმალური სისტემური ზემოქმედების მოდელირების მიზნით დორზოლამიდის შიგნით მიღებისას, სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 13 კვირის შემდეგ. ამასთან, სისხლის პლაზმაში, პრაქტიკულად არ იყო აღმოჩენილი თავისუფალი დორზოლამიდი ან მისი მეტაბოლიტები. ერითროციტების კარბოანჰიდრაზის ინჰიბირება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მიღწეულიყო ფარმაკოლოგიური მოქმედება თირკმელებისა და სუნთქვის ფუნქციაზე. მსგავსი ფარმაკოლოგიური შედეგები აღინიშნებოდა დორზოლამიდის ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენებისას. და მაინც, ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტს თირკმლის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) გამოუვლინდა მეტაბოლიტის მეტად მაღალი კონცენტრაციები, თუმცა, ამას არ ჰქონია კლინიკური მნიშვნელობა.
თიმოლოლი
ადგილობრივი გამოყენებისას თიმოლოლი აღწევს სისტემურ სისხლის ნაკადში. თიმოლოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შესწავლილი იყო 6 პაციენტთან თიმოლოლის ადგილობრივი გამოყენების დროს, 2 ჯერ/დღ 0.5% თვალის წვეთების ფორმით. საშუალო მაქსიმალურმა კონცენტრაციამ (Cmax) დილით მიღების შემდეგ შეადგინა 0.46 ნგ/მლ, დღისით მიღების შემდეგ – 0.35 ნგ/მლ.

ჩვენებები
მომატებული თვალშიდა წნევა ღიაკუთხოვანი გლაუკომისა და ფსევდოექსფოლიატური გლაუკომის დროს მონოთერაპიის არასაკმარისი ეფექტურობისას.

უკუჩვენებები
• სასუნთქი გზების ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქული ასთმა (მათ შორის, ანამნეზში); ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ);
• სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, სინოატრიალური ბლოკადა, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა (AV-ბლოკადა) II-III ხარისხის; გულის მძიმე უკმარისობა; კარდიოგენური შოკი;
• თირკმკლის მძიმე ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), ჰიპერქლორემიული აციდოზი;
• დისტროფიული პროცესები რქოვანაში;
• ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;
• ბავშვთა და მოზარდთა ასაკი;
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილით
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანამნეზში, გულის უკმარისობის ჩათვლით; I ხარისხის AV-ბლოკადა; ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მსუბუქი და საშუალო სიმძიმით; პერიფერიული სისხლმიმოქცევის მძიმე დარღვევები (რეინოს დაავადების ან რეინოს სინდრომის მძიმე ფორმები); თირკმლის უკმარისობა; ხანდაზმული ასაკი; შაქრიანი დიაბეტი; უროლითიაზი (მათ შორის, ანამნეზში); ჰიპერთირეოზი; დარღვევები რქოვანას მხრივ.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
პრეპარატი გლავოპტ ფორტე უკუნაჩვენებია გამოსაყენებლად ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
დორზოლამიდი
მონაცემები დორზოლამიდის ორსულობის დროს გამოყენების თაობაზე არასაკმარისია.
ვირთხებზე კვლევებში გამოვლენილია დორზოლამიდის ტერატოგენული მოქმედება იმ დოზებში, რომლებიც ტოქსიკურია ორსული ვირთხებისთვის.
არ არის ცნობილი აღწევს თუ არა დორზოლამიდი დედის რძეში. დორზოლამიდის მიმღები მეძუძური ვირთხების პატარებს შეემჩნეოდათ სხეულის მასის მატების შემცირება.
თიმოლოლი
მონაცემები თიმოლოლის ორსულობის დროს გამოყენების თაობაზე არასაკმარისია. ეპიდემიოლოგიურ კვლევებში არ გამოვლენილა ბეტა-ადრენობლოკატორების გავლენა განვითარების თანდაყოლილი მანკების ფორმირებაზე შიგნით მიღებისას, მაგრამ გამოვლენილია ზრდის შეფერხება მუცლად ყოფნის დროს.
გარდა ამისა, ახალშობილებს აღმოაჩნდათ ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადის ნიშნები და სიმპტომები (ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, სუნთქვის უკმარისობა, ჰიპოგლიკემია) მაშინ, როდესაც ბეტა-ადრენობლოკატორები გამოყენებული იყო მშობიარობამდე.
ბეტა-ადრენობლოკატორები აღწევს დედის რძეში.
ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებლად უნდა მოიხსნას პრეპარატი გლავოპტ ფორტე ან შეწყდეს ძუძუთი კვება.

გამოყენება პედიატრიაში
18 წლამდე გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი გლავოტ ფორტე რეკომენდებულია თითო წვეთი ჩაიწვეთოს თვალის (ან ორივე თვალის) კონიუქტივალურ ტომარაში 2-ჯერ დღე-ღამეში.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი გლავოპტ ფორტე ინიშნება გლაუკომის სამკურნალოდ სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატის სანაცვლოდ, უკანასკნელი უნდა მოიხსნას 1 დღით ადრე პრეპარატ გლავოპტ ფორტეს დაწყებამდე.
სხვა ადგილობრივ ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატ გლავოპტ ფორტეს შეყვანა უნდა მოხდეს 10 წთ ინტერვალით.
პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ 2 წუთით ნაზოლაკრიმალური ოკლუზიის (ქუთუთოების დახამხამების) დროს  ხდება მისი სისტემური აბსორბციის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი მოქმედების გაძლიერება.
პრეპარატი გლავოპტ ფორტე წარმოადგენს სტერილურ ხსნარს, ამიტომ პაციენტებს უნდა მიეწოდოს ფლაკონის სწორად გამოყენების იმნსტრუქცია.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

გვერდითი მოქმედებები
კლინიკურ კვლევებში დორზოლამიდის+თიმოლოლის პრეპარატი მთლიანობაში, კარგად გადაიტანება. არასასურველი რეაქციები შემოიფარგლებოდა უკვე ცნობილი არასასურველი რეაქციებით დორზოლამიდისა და თიმოლოლის გამოყენებისას. სისტემური არასასურველი რეაქციები იყო სუსტად გამოხატული და არ გამოუწვევია პრეპარატის მოხსნა. დაახლოებით, პაციენტების 1,2% პრეპარატი მოეხსნათ ადგილობრივი ალერგიული რეაქციების გამო. მეტად ხშირ არასასურველ ადგილობრივ რეაქციებს შორის იყო თვალში წვისა და ქავილის შეგრძნება, რქოვანას ეროზიები, სკლერის კონიუქტივის სისხლძარღვების ინექცია, ბუნდოვანი მხედველობა, ცრემლდენა, გემოს შეცვლა.
პოსტრეგისტრაციულ პერიოდში დორზოლამიდის+თიმოლოლის გამოყენებისას აღიონიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, ბრადიკარდია, AV-ბლოკადა, თვალის ქორიოიდალური გარსის აშრევება, გულისრევა, კონტაქტური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი. დარეგისტრირდა რქოვანას შეშუპება და შეუქცევადი დაზიანება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ რქოვანას ქრონიკული დეფექტები და/ან რომლებმაც გადაიტანეს ქირურგიული ოპერაცია.
ცნობილია პრეპარატის მოქმედი კომპონენტების შემდეგი შესაძლო არასასურველი რეაქციები:
დორზოლამიდი
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენია/დაღლილობა, პარესტეზიები.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ქუთუთოს ანთება, ქუთუთოს გაღიზიანება და აქერცვლა, ირიდოციკლიტი, წერტილოვანი კერატიტის, ტრანზიტორული მიოპია (გადის პრეპარატის მოხსნის შემდეგ).
ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი.
სუნთქვითი სისტემის მხრივ: ცხვირიდან სისხლდენა.
თიმოლოლი (ადგილობრივიგამოყენება)
ფსიქიკის დარღვევა: დეპრესია.
იმუნური სისტემის მხრივ: ყურებში წუილი, პარესთეზიები, თავის ტკივილი, ასთენია, დაღლილობა, თავბრუსხვევა; უძილობა, ღამის კოშმარები, მეხსიერების დაქვეითება, მიასთენიის სიმპტომების ზრდა.
სუნთქვითი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (უპირატესად ბრონქოობსტრუქციული პათოლოგიის მქონე პაციენტებში), ხველა, ტკივილი მკერდის არეში.
მხედველობის ორგანოს მხრივ: კონიუქტივი, ბლეფარიტი, კერატიტი, რქოვანას მგრძნობელობის დაქვეითება, “მშრალი თვალის” სინდრომი; მხედველობის დარღვევა, რომელიც შეიცავს თვალის ხედვის უნარის ცვლილებებს (მიოტიკების მოხსნის შემთხვევაში), დიპლოპია, ფტოზი.
გულის მხრივ: არითმია, გულის გაჩერება.
სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, გულყრა, რეინოს სინდრომი, ხელებისა და ფეხების ტემპერატურის დაქვეითება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, დისპეფსია, პირის სიმშრალე, საყლაპავის გაღიზიანება, მუცლის ტკივილი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: კოჭლობა, სისტემური წითელი მგლურა (სწმ).
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ლიბიდოს დაქვეითება, პეირონის დაავადება.
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას: შეშუპებები.
თიმოლოლი (სისტემურიგამოყენება)
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არათრომბოციტოპენიური პურპურა.
ნერვული სისტემის მხრივ: სისუსტე, თავბრუსხვევა, მომატებული ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია.
სუნთქვითი სისტემის მხრივ: ფილტვების შეშუპება, ხრინწი.
გულის მხრივ: ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, AV-ბლოკადა II-III ხარისხის, სინოაურიკულარული ბლოკადა, გულის უკმარისობის დეკომპენსაცია, სტენოკარდიის პროგრესირება.
სისხლძარღვების მხრივ: ვაზოდილატაცია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ექსფოლიატური დერმატიტი, კანის ქავილი, მომატებული ოფლიანობა.
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: შარდვის დარღვევა.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ტკივილი კიდურებში, ართრალგია.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: იმპოტენცია.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები: იშვიათად – ნარჩენი აზოტის, კალიუმის, შარდმჟავისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება სისხლის პლაზმაში; ჰემოგლობინის, ჰემოტოკრიტის, ქოლესტერინის, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება.
ეს ცვლილებები კლინიკურად არ გამოვლენილა და არ პროგრესირებულა.

დოზის გადაჭარბება
მონაცემები დოზის შემთხვევით ან მიზანმიმართულად გადაჭარბების შესახებ არ არსებობს. აღწერილია თიმოლოლის თვალის წვეთების ფორმით განუზრახველი გადაჭარბების შემთხვევები, ბეტა-ადრენობლოკატორების გადაჭარბების სისტემური სიმპტომების განვითარებით სისტემური გამოეყენებისას: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულის გაჩერება.
დორზოლამიდის დოზის გადაჭარბების მეტად მოსალოდნელ სიმპტომებს წარმოადგენს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, აციდოზის განვითარება, თავის ტკივილი, ასთენია/დაღლილობა, პარესთეზიები.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. საჭიროა ელექტროლიტების კონცენტრაციისა და სისხლის პლაზმის pH-ის კონტროლი (უპირველესად კალიუმის). თიმოლოლი არ გამოიდევნება დიალიზის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კვლევები პრეპარატ გლავოპტ ფორტეს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედებაზე არ ჩატარებულა.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ჰიპოტენზური ეფექტის გაძლიერებისა და/ან გამოხატული ბრადიკარდიის განვითარების შესაძლებლობა თიმოლოლის, თვალის წვეთების ფორმით, და  კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების, სიმპატოლიტიკების, ბეტა-ადრენობლოკატორების, პარასიმპატომიმეტიკების, ოპიოიდური ანალგეტიკებისა და მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენებისას.
თიმოლოლისა და CYP2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენებისას (მაგალითად, ქინიდინი ან სეროტინინის უკუმიტაცების სელექტური ინჰიბიტორები) არსებობს მონაცემები ბეტა-ადრენორეცეპტორების სისტემური ბლოკადის პოტენცირებული ეფექტის შესახებ (მაგალითად, გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირება, დეპრესია).
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატ გლავოპტ ფორტეს შემადგენლობაში არსებული კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორი გამოიყენება ადგილობრივად, მას შეუძლია შეაღწიოს სისტემურ სისხლის ნაკადში. დორზოლამიდის თვალის წვეთების ფორმით კლინიკურ კვლევებში გამოყენებისას არ გამოვლენილა მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა. და მაინც, კარბოანჰიდრაზის სისტემური გამოყენებისას ეს დარღვევები ცნობილია, და, რიგ შემთხვევაში, შეიძლება აისახოს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებაზე (მაგალითად, გააძლიეროს ტოქსიკური რეაქციები სალიცილატების მაღალ დოზებში გამოყენებისას).
სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლია გააძლიეროს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედება.
სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებს შეუძლია გააძლიეროს არტერიული ჰიპერტენზიის გამოხატულება, რომელიც წარმოადგენს კლონიდინის მოხსნის ეფექტს.
არსებობს ერთეული მონაცემები მიდრიაზის განვითარების შესახებ თიმოლოლისა და ადრენალინის ერთობლივი მიღებისას.
არსებობს კარბოანჰიდრაზის ინჰიბირების ცნობილი სისტემური ეფექტების გაძლიერების ალბათობა კარბოანჰიდრაზის ადგილობრივი და სისტემური ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენებისას. ვინაიდან მონაცემები მსგავსი კომბინაციის გამოყენების შესახებ არ არსებობს, პრეპარატ გლავოპტ ფორტესა და კარბოანჰიდრაზის სისტემური ინჰიბიტორების ერთობლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი გლავოპტ ფორტე, როგორც სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ადგილობრივად, აღწევს სისტემურ სისხლის ნაკადში. ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი თიმოლოლი წარმოადგენს ბეტა-ადრენობლოკატორს, არასასურველი რეაქციები, რომლებიც ვითარდება ბეტა-ადრენობლოკატორების სისტემური გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნებოდეს პრეპარატ გლავოპტ ფორტეს ადგილობრივი გამოყენებისას.

რეაქციები გულ სისხლძარღვთა და სუნთქვითი სისტემის მხრივ
პრეპარატ გლავოპტ ფორტეს გამოყენების დაწყებამდე საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის ადეკვატური კონტროლი.
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის უკმარისობის ჩათვლით, უნდა იმყოფებოდნენ ხშირი დაკვირვების ქვეშ ამ დაავადებების გაუარესების გამოვლენის მიმართ (გულის შეკუმშვისა და არტერიული წნევის კონტროლი).
დარეგისტრირებულია მონაცემები გულის შეტევების შემთხვევების შესახებ ლეტალური შედეგებით თიმოლოლის თვალის წვეთების სახით გამოყენების ფონზე.
გულის უკმარისობის პირველი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას პრეპარატ გლავოპტ ფორტეს გამოყენება უნდა შეწყდეს.
პაციენტებს გულის I ხარისხის ბლოკადით, ბეტა-ადენობლოკატორები უნდა დაენიშნოთ სიფრთხილით, მათი იმპულსის გატარების შენელების უნარის შედეგად.
დარეგისტრირებულია მონაცემები ბრონქოსპაზმის შემთხვევების შესახებ ლეტალური შედეგით ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში თიმოლოლის თვალის წვეთების სახით გამოყენების ფონზე.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში გლავოპტ ფორტე უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სავარაუდო სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების (დაავადების მძიმე ფორმები ან რეინოს სინდრომი) მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით.

შაქრიანი დიაბეტი
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს პაციენტებში სპონტანური ჰიპოგლიკემიით ან პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით (განსაკუთრებით ლაბილური მიმდინარეობით) ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების გამოყენების ფონზე, ვინაიდან ბეტა-ადრენობლოკატორს შეუძლია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.

ჰიპერთირეოზი
ბეტა-ადრენობლოკატორს შეუძლია შენიღბოს ჰიპერთირეოზის ზოგიერთი კლინიკური ნიშნები (მაგალითად ტაქიკარდია). ჰიპერთირეოზის განვითარების ეჭვის გაჩენისას, პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ ხშირი დაკვირვების ქვეშ. უნდა მოერიდოთ ბეტა-ადრენობლოკატორების მკვეთრად შეწყვეტას თირეოტოქსიკური კრიზის განვითარების რისკის გამო.

ანესთეზია ქირურგიაში
ბეტა-ადრენობლოკატორების შეწყვეტის საჭიროება დაგეგმილი ფართო ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში დამტკიცებული არ არის. ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტების მოშორება ოპერაციის მსვლელობისას, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება ადრენომიმეტიკების საკმარისი დოზების გამოყენების გზით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატ გლავოპტ ფორტეს გამოყენების კვლევები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა, ამიტომ პრეპარატი ასეთ პაციენტებში უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.

ალერგია და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
როგორც სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პრეპარატები, პრეპარატი გლავოპტ ფორტე შეიძლება აღწევდეს სისტემურ სისხლის ნაკადში. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დორზოლამიდი წარმოადგენს სულფანილამიდს. არასასურველი რეაქციები, რომლებიც გამოვლენილია სულფანილამიდების სისტემური გამოყენებისას, შეიძლება აღინიშნებოდეს პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი). ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების ნიშნების გამოვლენისას, პრეპარატი უნდა შეწყდეს.
ანამნეზში ატოპიის ან სხვადასხვა ალერგენებზე მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების მქონე პაციენტების ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობისას, შესაძლებელია პასუხის გაძლიერება ამ ალერგენებზე განმეორებითი კონტაქტის დროს. პაციენტის ამ ჯგუფში ეპინეფრინის გამოყენება სტანდარტული თერაპიული დოზით, ალერგიული რეაქციების კუპერიბისთვის, შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს.

თანმხლები თერაპია
პრეპარატ გლავოპტ ფორტეს გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებს, უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატების ფარმაკოლოგიური მოქმედების შესაძლო ურთიერთგაძლიერება, როგორც ბეტა-ბლოკატორების ცნობილი სისტემური ეფექტების მიმართ, ასევე თვალშიდა წნევის დაქვეითების მიმართაც. პრეპარატ გლავოპტ ფორტეს სხვა ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთობლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თერაპიის შეწყვეტა
თიმოლოლის ადგილობრივი მოხსნის აუცილებლობისას, როგორც სისტემური ბეტა-ადრენობლოკატორების მოხსნის შემთხვევაში, თერაპიის შეწყვეტა გულის იშემიის მქონე პაციენტებში, უნდა განხორციელდეს თანდათანობით.

დარღვევები რქოვანას მხრივ
ოფთალმოლოგიაში გამოყენებად ბეტა-ადრენობლოკატორს შეუძლია გამოიწვიოს თვალის ლორწოვანის სიმშრალე. პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ დარღვევები რქოვანას მხრივ, პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით. პაციენტებს, რომლებსაც ენდოთელიალური უჯრედების რაოდენობა დაქვეითებული აქვთ, გააჩნიათ რქოვანას შეშუპების განვითარების რისკი.

შარდ კენჭოვანი დაავადება
კარბოანჰიდრაზის სისტემური ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და ახლდეს უროლითიაზი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ შარდკენჭოვანი დაავადება.
პრეპარატ გლავოპტ ფორტეს შემადგენლობაში შედის კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორი, რომელიც ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება აბსორბირებდეს და აღწევდეს სისტემურ სისხლის ნაკადში. ამიტომ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ შარდკენჭოვანი დაავადება, პრეპარატ გლავოპტ ფორტეთი მკურნალობისას შეიძლება გაეზარდოთ უროლითიაზის განვითარების რისკი.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
კლინიკურ კვლევებში 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებს არ გამოუვლინდათ დორზოლამიდის+თიმოლოლის ეფექტურობისა და უსაფრთხოების სხვაობა უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. მაგრამ, მაინც არ უნდა გამოირიცხოს პრეპარატის მიმართ უფრო მაღალი მგრძნობელობა ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტებში.

კონტაქტური ლინზების გამოყენება
პრეპარატი გლავოპტ ფორტე შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდის კონსერვანტს, რომელიც შეიძლება გახდეს თვალის გაღიზიანების მიზეზი. ამიტომ პაციენტებმა, პრეპარატის გამოყენების წინ უნდა მოიხსნან რბილი კონტაქტური ლინზები და ისევ ჩაისვან პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გააუფერულოს რბილი კონტაქტური ლინზები.

გავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატ გლავოპტ ფორტეს გამოყენების პერიოდში საჭიროა თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისგან და პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავებისგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 20 მგ/მლ+5მგ/მლ.
ხსნარი 5 მლ თეთრ ან გამჭვირვალე პოლიმერულ ფლაკონ-წვეთოვანში, რომელიც იხურება პოლიმერული სახურავით დამცავი რგოლით. თითო ფლაკონი წვეთოვანი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა
3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი
“კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”,

რუმინეთი.

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (49 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-04-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-04-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-09-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-09-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-09-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-04-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-04-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-09-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-09-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-09-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-09-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-09-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-04-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-09-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-04-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-09-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-09-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-09-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-04-01

რეგიონი (24 აფთიაქი)