იუვიტი D3 20000ე/მლ10მლ ხს
გააზიარე:
იუვიტ D3
1. პრეპარატიიუვიტ D3-ის დახასიათება დაგამოყენება
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) მიეკუთვნება D ჯგუფის ვიტამინს. ადამიანის ორგამიზმში ხდება მისი გარდაქმნა და ღებულობს აქტიური ნივთიერებების ფორმას, რომელიც ასრულებს ჰორმონების როლს. ქოლეკალციფეროლი ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება კანის არეში ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით. კანში სინთეზი მოთხოვნილებას აკმაყოფილებს მხოლოდ არც თუ ისე მნიშვნელოვნად. ვიტამინი D-ს ძირითად წყაროს წარმოადგენს საკვები (ხორცი, რძე, კვერცხის გული).
ვიტამინი D3-ის მეტაბოლიტების ძირითადი მახასიათებლებია კალციუმის და ფოსფატების მომატებული შეწოვა. ვიტამინი D3 ნაწლავში სპეციფიკური ცილის წარმოქმნის სტიმულირების მეშვეობით, ხელს უწყობს შეკავშირებას, და შემდეგ კალციუმის სისხლში ტრანსპორტირებას. ქოლეკალციფეროლი ასევე იწვევს თირკმელების არეში კალციუმის და ფოსფატების შეწოვის მომატებას. ძვლებში ზრდის ოსტეოკლასტების აქტიურობას (უჯრედები, რომლებიც ანადგურებს ძველი ძვლების უჯრედებს) და ასევე ოსტეოკლასტების ოსტეოლიზს (ძვლების დაშლის პროცესი ოსტეოკლასტების ზემოქმედებით). ყველა აღნიშნული მოქმედება იწვევს სისხლში კალციუმის დონის მომატებას და ძვლების მინერალიზაციის და წარმოქმნის სწორი გზით სტიმულირებას.
ვიტამინი D3 პერორალური გზით მიღების შედეგად კარგად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. შეწოვის პროცესში აუცილებელ როლს თასრულებს ნაღვლის მჟავები. ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები გროვდება ღვიძლში, ცხიმოვან ქსოვილში და კუნთებში, საიდანაც თანდათან ხდება მათი გამოთავისუფლება. გამოიყოფა ძირითადათ ნაღველთან ერთად და ასევე გლუკურონის მჟავასთან, გლიცინთან და ტაურინთან ერთად და მცირე რაოდენობით ასევე შარდთან ერთად. ქოლეკალციფეროლის მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში პლაცენტის მეშვეობით.
პრეპარატის გამოყენების რეკომენდაციები:
- ბავშვების რაქიტის თავიდან აცილება,
- სიმპტომების თავიდან აცილება, როდესაც დადგინდა ვიტამინი D-ს უკმარისობა,
- ვიტამინი D-ის უკმარისობით გამოწვეული რაქიტის და ოსტეომალაციის მკურნალობა.
2. მნიშვნელოვანიინფორმაციებიპრეპარატიიუვიტ D3-ისმიღებამდე
პრეპარატიიუვიტ D3 არგამოიყენება:
- თუ პაციენტს აქვს ალერგია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი);
- თუ პაციენტს აქვს: ჰიპერკალციემია (შრატში კალციუმის მომატებული დონე), თირკმლის ქვები, სარკოიდოზი, ღვიძლში და თირკმელებში ქოლეკალციფეროლის ჰიდროქსილაზის აქტიურობის ნაკლებობა.
გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები
პრეპარატი იუვიტ D3-ის მიღების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. თუ იუვიტ D3-ს ერთდროულად ღებულობთ სხვა პრეპარატებთან ან ვიტამინი D-ს შემცველ საკვებ პროდუქტებთან (მაგ. კომპლექსურ ვიტამინურ-მინერალური პრეპარატები) ერთად, შესაძლოა ამან გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება.
ვიტამინი D3-ის დიდი ხნის განმავლობაში გამოყენების ან 1000 ზომის ერთეულზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია შრატში კალციუმის დონის გაკონტროლება.
იუვიტ D3 დასხვაპრეპარატები
აუცილებელია ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ ყველა თქვენს მიერ ამჟამად ან წარსულში მიღებული პრეპარატის შესახებ, ისეთების შესახებაც კი, რომელთა მიღებას აპირებთ.
პრეპარატის ერთდროული გამოყენება ზოგიერთ დიურეტიკებთან ერთად (მაგ. ქლოროთიაზიდემი), ზრდის ჰიპერკალცემიის რისკს. კალციუმის პრეპარატის ერთდროულად მიღების დროს საჭიროა გაკონტროლდეს შრატში კალციუმის დონე. ეპილეფსიის საწიააღმდეგო საშუალებებმა (მაგ. კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი და პრიმიდონი) შეიძლება გაზარდოს მოთხოვნილება ვიტამინ D3-ზე. ქოლესტირამინმა, კოლესტიპოლმა თუ ნეომიცინმა შეიძლება შეამციროს ვიტამინ D3-ის შეწოვა. ვიტამინ D3-ის და საგულე გლიკოზიდების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს პრეპარატის ტოქსიკური მოქმედება (გაიზარდა გულის რითმის დარღვევების გამოვლენის რისკი). გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეასუსტოს ვიტამინ D3-ის მოქმედება.
იუვიტ D3-ისგამოყენებასაკვებთანდასასმელთან
პრეპარატი იუვიტ D3-ის მიღება საკვებთან და სასმელთან დაშვებულია.
ორსულობადალაქტაცია
თუ პაციენტი ორსულადაა ან ლაქტაციის პერიოდში ან ვარაუდობს, რომ არის ორსულად ან თუ აპირებს ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღების წინ მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
ვიტამინები D3 და მისი მეტაბოლიტები აღწევს დედის რძეში. არ დაფიქსირებულა პრეპარატის გადაჭარბება იმ ბავშვებში, რომლებიც იკვებებიან დედის რძით.
მანქანებისადატექნიკურიმექანიზმებისმართვა
ქოლეკალციფეროლი ითვლება, როგორც უსაფრთხო საშუალება და არ იწვევს ფსიქოფიზიკური უნარების, მანქანებისა და ტექნიკური მექანიზმების მართვის უნარების შეზღუდვას.
3. პრეპარატიუვიტ D3-ის გამოყენება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი გამოიყენეთ პერორალური გზით.
პრევენციულიგამოყენება:
● ორი კვირიდან ერთ წლამდე ასაკის ახალშობილები:
- სასეირნოდ რომლებიც დადიან: დღეში 1 წვეთი (590 ზომის ერთეული);
- ნაადრევად დაბადებული ბავშვები, ტყუპები და ცუდ საცხოვრებელ პირობებში მყოფი ახალშობილები: დღეში 1-დან 2 წვეთამდე (590 ზომის ერთეული - 1180 ზომის ერთეული).
● ბავშვები ორი წლის ასაკში (განსაკუთრებით შემოდგომის და ზამთრის პერიოდში): დღეში 1-დან 2 წვეთამდე (590 ზომის ერთეული - 1180 ზომის ერთეული);
● ზრდასრულები: დღეში 1-დან 2 წვეთამდე (590 ზომის ერთეული - 1180 ზომის ერთეული).
მკურნალობისმიზნითგამოყენება:
- ვიტამინი D-ს უკმარისობით გამოწვეული რაქიტი და ოსტეომალაცია: დღეში
2-დან 8 წვეთამდე (1180 ზომის ერთეული - 4720 ზომის ერთეული), მთელი წლის განმავლობაში.
ახალშობილებისთვის და პატარა ბავშვებისთვის პრეპარატის მიწოდება უნდა მოხდეს სასმელით ან საჭმლით სავსე კოვზის მეშვეობით.
რადგან არსებობს დოზის გადაჭარბების რისკი, პაციენტმა არ უნდა დალიოს პრეპარატი პირდაპირ ბოთლიდან.
პრეპარატიიუვიტ D3-ისდოზისგადაჭარბება
პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოწამვლის სიმპტომები ვლინდება იშვიათად და ვიტამინი D-ს დღეში 10 000 ზომის ერთეულის (0,25 მგ) მიღების შემთხვევაში. ასეთმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: სისუსტე, ჰიპერკალცემია, აპათია, უმადობა, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, კუნთების ფლუქსია, გულისრევა, პირღებინება, ქსოვილების ეკოპოლიური კალცინოზი, პროტეინურია, ჰიპერტენზია, არითმია. ქრონიკული ჰიპერკალცემია იწვევს სისხლძარღვების და თირკმელების კალცინოზს და ასევე თირკმლის ფუნქციის უეცარ გაუარესებას. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება. საჭირო შეიძლება გახდეს ჰოსპიტალიზაცია, სიმპტომური მკურნალობა ან კალციუმის მოცილების მკურნალობა. არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი.
პრეპარატიიუვიტ D3-ისდოზისგამოტოვება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.
პრეპარატიიუვიტ D3-ისმიღებისშეწყვეტა
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლოგვერდითიმოვლენები
როგორც სხვა პრეპარატმა, ისევე იუვიტ D3 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყველას არ ემართება.
გვერდითი მოვლენები არ ვლინდება პრეპარატის სათანადო დოზის მიღების შედეგად.
ვიტამინი D3-ის დიდი დოზებით მიღება იწვევს ჰიპერვიტამინოზს და ჰიპერკალცემიას და ასევე მასთან დაკავშირებულ სიმპტომებს:
გულისდარღვევები:
გულის კუნთის დაზიანება.
ნერვულისისტემისდაზიანება:
თავის ტკივილი.
კუჭ-ნაწლავისდარღვევები:
უმადობა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი.
თირკმელებისადასაშარდეგზებისდარღვევა:
ჰიპერკალციურია, თირკმელების დაზიანება, პოლიურია.
ძვალ-კუნთებისდაშემაერთებელიქსოვილებისდარღვევები:
კუნთების და სახსრების ტკივილები.
ზოგადიდარღვევებიდამდგომარეობამიღებისადგილას:
ეკოპოლიური კალცინოზი, სიმშრალის შეგრძნება პირის ღრუს არეში.
შეტყობინებაგვერდითიმოვლენებისშესახებ
თუ გამოვლინდა ნებისმიერ სახის არასასურველი სიმპტომები, მათ შორის, ისეთი არასასურველი რეაქციები, რაც ინსტრუქციაში არ არის ჩამოთვლილი, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაციის მოპოვება პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესახებ.
5. პრეპარატიიუვიტ D3-ისშენახვისწესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უნახავ ადგილას.
შეინახეთ 25℃-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ დახურულ და ორიგინალურ ყუთში.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ყუთში. რჩევა ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამგვარი ქმედებით დაეხმარებით გარემოს დაცვას.
6. კოლოფისშემცველობადასხვაინფორმაცია
რასშეიცავსპრეპარატიიუვიტ D3?
პრეპარატის აქტიურინივთიერებაა ქოლეკალციფეროლი, რომლის რაოდენობაა 0,5 მგ (20 000 ზომის ერთეული) 1 მლ-ში (1 მლ შეიცავს 34 წვეთს).
პრეპარატის დამხმარე კომპონენტები (დამხმარე ნივთიერებები): საშუალო სიგრძის ჯაჭვიანი ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები (მიგლიოლი 821).
პრეპარატიიუვიტ D3-ის გარეგნული იერსახედაშეფუთვა
პრეპარატი უფეროა ან ყვითელი ფერის, გამჭირვალე ხსნარით (შესაძლებელია ფერთა ცვლილება), უსუნო.
მუყაოს კოლოფი შეიცავს ყავისფერი შუშის ბოთლს პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით საგარანტიო ბეჭდით და წვეთების გამზომს.
1 ბოთლი - 10 მლ.
გაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.