ტეტესეპტი გაციებ/საწ.500მგ#40კ

ტეტესეპტი გაციებ/საწ.500მგ#40კ

9.94 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ტეტესეპტ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბეგქონდარა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 82527
გააზიარე:

ტეტესეპტი
გაციების საწინააღმდეგო კაფსულები


მყარი კაფსულები
აქტიური ნივთიერება: ბეგქონდარას ფხვნილი
გამოიყენება ბავშვებში 6 წლიდან და მოზრდილებში.

ინფორმაცია გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტისთვის

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად წაკითხვა, ვინაიდან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. პრეპარატი მიიღება ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. უნდა მოხდეს ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ფარმაცევტს.
• თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე გვერდითი ეფექტი უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის, იგულისხმება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული. იხ ნაწილი 4.
• თუ პაციენტი არ აღნიშნავს გაუმჯობესებას 3 დღის შემდეგ ან მდგომარეობა გაუარესდა, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რა არის ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულები და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების გამოყენებამდე
3. ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების შენახვის წესი
6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

1. რა არის ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულები და რისთვის გამოიყენება იგი
ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულები წარმოადგენს მცენარეულ პრეპარატს გაციების დროს სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ.
გამოყენების გზა
გაციების დროს ბლანტი ლორწოვანით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და მწვავე ბრონქიტის სიმპტომების გაუმჯობესება.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტეტესეპტი გაციების საწინააღმდეგო კაფსულების გამოყენებამდე?
ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულები არ გამოიყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ბეგქონდარას ან ტუჩოსანთა ოჯახის სხვა წარმომადგენლების ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6, დასახელებით ამ პრეპარატის შემადგენლობა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი, იღებდა ან გეგმავს რომ მიიღოს.

რაიმე სახის ურთიერთქმედება აქამდე ცნობილი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება
არსებული გავრცელებული ცნობების მიხედვით ბეგქონდარას, როგორც სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ აქამდე არ არსებობს ორსულობასთან და ლაქტაციის პერიოდთან დაკავშირებული რისკები, თუმცა, კიდევ არ არსებობს საკმარისი კვლევის შედეგები. აქედან გამომდინარე, ეს სამედიცინო პროდუქტი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ეს პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

3. ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების მიღების წესი
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ყოველთვის ამ ინსტრუქციაში არსებული ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილებში მიიღება 2 მყარი კაფსულა 3-4-ჯერ დღეში.

გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში 6 წლიდან მიიღება 2 მყარი კაფსულა 3-4-ჯერ დღეში.

უნდა მოხდეს საკმარისი ოდენობით სითხის მიყოლება.

თუ პაციენტმა მიიღო საჭიროზე მეტი რაოდენობით ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულები
აქამდე უცნობია ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულებით მოწამვლის შემთხვევები. თუ დოზა ძალიან დიდია, შესაძლოა გაიზარდოს “გვერდითი ეფექტები”-ის თავში ჩამოთვლილი სიმპტომების ინტენსივობა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება. უკანასკნელი გადაწყვეტს საჭირო ღონისძიებების გატარების საკითხს.

თუ პაციენტს დაავიწყდა ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების მიღება
არ უნდა მოხდეს დავიწყებულის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს ყველას არ უვითარდება.
ძალიან იშვიათად (1-ზე ნაკლები შემთხვევა 10 000-დან) შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი ან ურტიკარია. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება. ეს უკანასკნელი სიმძიმისა და საჭიროების მიხედვით განსაზღვრავს სათანადო ღონისძიებების გატარების საკითხს. მომატებული მგრძნობელობის რეაქციების პირველივე ნიშნების გამოვლენისას, აღარ უნდა მოხდეს ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების მიღება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ პაციენტს აღენიშნა რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის, იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ამ ინსტრუქციაში მითითებული. პაციენტს გვერდითი ეფექტების განცხადება ასევე, შეუძლია პირდაპირ მისამართზე:

Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte
Abt. Pharmakovigilanz
Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3
D-53175 Bonn

ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი ეხმარება ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულების შენახვის წესი
ინახება ბაშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე, “შენახვის ვადა”.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

6. შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულები?
აქტიური ნივთიერება:
ბეგქონდარას ფხვნილი 500.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, გამოხდილი წყალი, საღებავები (E104, E132, E171).

როგორ გამოიყურება ტეტესეპტის გაციების საწინააღმდეგო კაფსულები და შეფუთვის შემადგენლობა
შიგნით მისაღები კაფსულები.
ორიგინალი შეფუთვა მოწოდებულია 40 მყარი კაფსულით.


წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

tetesept pharma GmbH
Marschnerstraße 10
D-60318 Frankfurt/Main
Telefon: 069/1503-1
Telefax: 069/1503-200

ტეტესეპტ ფარმა გმბჰ
მარშნერსტრასე 10,
დ-60318, ფრანკფურტი/მაინი
ტელეფონი: 069/1503-1
ტელეფაქსი: 069/1503-200

მწარმოებელი:

Merz Pharma GmbH & Co. KGaA
Eckenheimer Landstraße 100
D-60318 Frankfurt/Main
Telefon: 069/1503-1
Telefax: 069/1503-200


მერც ფარმა გმბჰ & კო.კგაა
ექენჰაიმერ ლანშტრასე 100
დ-60318 ფრანკფურტი.მაინი
ტელეფონი: 069/1503-1
ტელეფაქსი: 069/1503-200