გენკორტი 10მგ #60ტ(თურქ)

გენკორტი 10მგ #60ტ(თურქ)

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჰიდროკორტიზონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 82523
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

გენკორტი

GENKORT

შემადგენლობა

აქტიურინივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მილიგრამ ჰიდროკორტიზონს.

დამხმარენივთიერებები: ლაქტოზა (ძროხის რძისგან მიღებული), მიკროკრისტალიზირებული ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი (K-25), პოლისორბატ 80, მაგნიუმ სტეარატი, ერითროზინი E127.

 

აღწერა

გენკორტი წარმოადგენს ორალური გზით მისაღებ, ვარდისფერ, ერთი მხრიდან უსწორმასწორო, ხოლო მეორე მხრიდან კი სწორ უგარსო და ორივე მხარეს ამოზნექილ აბებს.   გენკორტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მილიგრამ ჰიდროკორტიზონს.

 

ჰიდროკორტიზონი  – წარმოადგენს სტეროიდული სტრუქტურის მქონე  ჰორმონს, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვალი  ბუნებრივად გამოიმუშავებს. ჰორმონი ჰიდროკორტიზონი ცნობილია, როგორც  გლუკოკორტიკოიდი (სტეროიდი).

გენკორტი წარმოადგენს ორგანიზმში ბუნებრივად წარმოქმნილი ჰორმონის – ჰიდროკორტიზონის  სინთეზურ ვერსიას. ჰიდროკორტიზონი გამოიყენება ორგანიზმის მიერ მრავალი ფუნქციის დარეგულირებისათვის.

 

ჩვენებები
· თირკმელზედა ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციის შედეგად ორგანიზმში ჰიდროკორტიზონის ჰორმონის უკმარისობა (ადრენოკორტიკალური უკმარისობა), გამოიყენება პირველ ალტერნატიულ სამკურნალო ან მინერალოკორტიკოიდული ჯგუფის პრეპარატებთან კომბინაციაში.
· თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი, ჭარბი განვითარებით გამოწვეული ზრდის (თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია) შემთხვევა.

  • · ფარისებრი ჯირკვლის არა ჩირქოვანი ანთება.
  • · კიბოსთან ერთად ჰიპერკალცემია.
    · ხანმოკლე მოხმარებისათვის შეხურების და პროგრესირებადი რევმატული დაავადებები: ფსორიაზთან ერთად სახსრების ანთება, სახსრების ტკივილები და მათი ფორმის შეცვლის გამომწვევი ხანგრძლივი დაავადებები (რევმატული ართრიტი), ზურგის სახსრების გამკვრივება და მტკივნეული რევმატიული დაავადებები (მაანკილოზებელი სპონდილიტი), სახსრების მყესის მწვავე ანთება, პოდაგრა და ამ დაავადებებით გამოწვეული სახსრების ანთება და სახსრებში არსებული სითხის ანთება (ცინოვიტი) და სახსრებზე სტრუქტურების ანთება (ეპიკონდილიტი).
  • კანის აქერცვლა (სისტემური ლუპუსის ერითემატოზი).
    · შეშუპება და კუნთების სისუსტე, კანის და კუნთების ანთება (სისტემური დერმატომიოზიტი).
    · რევმატიზმით გამოწვეული  მიოკარდიუმის ანთება (მწვავე რევმატიული კარდიტი).
    · კანის შემდეგი ანთებითი დაავადებები: კანის ანთებითი დაავადება (პემფიგუსი), გლუტენზე მგრძნობელობასთან ერთად  სითხით სავსე წყლულოვანი კანის ანთებითი დაავადებები (ჰერპატიფორმის ბულოზური დერმატიტი), კანზე და თვალის გარშემო სისხლჩაქცევები, შეშუპების და სიწითლის მქონე ანთებითი დაავადებები (სტივენ-ჯონსის სინდრომის), კანის აქერცვლისმაგვარი ანთებები (ექსფოლიატიური დერმატიტი), სახეზე, ხელებზე და ტანზე კანის ლიმფომა (mikozis fungoides) მწვავე ფსორიაზული დაავადებები, თმის და ბეწვის არეებში მწვავე ანთებები (სებორეული დერმატიტი).
    · შესაბამისი სტანდარტული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში შემდეგი დაავადებებისას: მწვავე ალერგიული დაავადებები, სურდო ან მთელი წლის განმავლობაში  ალერგიული სურდო, შრატისმიერი ალერგიული დაავადება,  მასთან დაკავშირებული კანის დაავადებები, ატოპიური დერმატიტი, წამლის მიმართ განვითარებული ჰიპერმგრძნობელობა.
    · თვალებში ან თვალის არეში წარმოქმნილი შემდეგი მწვავე ალერგიული და ანთებითი დაავადებები: თვალის ალერგიული ანთება (ალერგიული კონიუქტივიტი), თვალის რქოვანას ანთება, თვალის რქოვანაში წარმოქმნილი ალერგიული იარები (რქოვანაში ანთებითი წყლული), ვირუსით გამოწვეული თვალის ანთება (herpes zoster ophthalmicus), თვალის ფერადი ნაწილის ანთება, თვალის ბადურის და სხვა ნაწილების ანთება, თვალის წინა ნაწილის ანთება, თვალის სისხლძარღვოვანი ფენის ანთება, თვალის ნერვის ანთება.
    · ცხელების, ნემსის თავისმაგვარი წითელი სისხლჩაქცევების, გონების გაფანტვის, თავის ტკივილის და თრომბოციტების რაოდენობის შემცირებით გამოწვეული დაავადებები (იდიოპათიური თრობოციტოპენიური პურპურა), მოზარდებში განვითარებული თრომბოციტების რაოდენობის მეორადი შემცირება, შემდეგ კი ავტოიმუნური (ორგანიზმში უჯრედების მიმართ ანტისხეულების გამომუშავება) დაავადება, ანემია, ერითრობლასტებად წოდებული სისხლის უჯრედების შემცირება და თანდაყოლილი ანემია (თანდაყოლილი ჰიპოპლასტური ანემია).
  • · მოზარდებში სისხლის უჯრედების ლიმფური კვანძების კიბო.
    ·  სისხლის უჯრედების კიბოს მძიმე ფორმები.
  • · წითელი მგლურათი გამოწვეული თირკმელის დაავადების გამო ,შარდში პროტეინის დონის დადგენა.
    · მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანება და ნაწლავის ადგილობრივი ანთება (წყლულოვანი კოლიტი და ადგილობრივი ენტერიტი).
  • · ტვინის და ზურგის ტვინის ნერვების ნივთიერების შემცირება ან მისი მდგომარეობის გაუარესების შედეგად შეტევის სახით წარმოქმნილი და ნერვების პროგრესირებადი  მწვავე დაავადებები (სკლეროზი).
  • · ტუბერკულოზით გამოწვეული ტვინის ქერქის ანთებები, პარაზიტებით გამოწვეული მწვავე და ფატალური შედეგის მქონე დაავადებები (ტრიქინოზი).

უკუჩვენებები

გენკორტის გამოყენება დაუშვებელია ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:

  • · გენკორტის ან მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობა.
  • · ორგანიზმში სისტემური სოკოვანი დაავადების არსებობა.
  • · ცოცხალი ან დასუსტებული ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაციის შემთხვევაში გენკორტის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

 

გენკორტისმიღებისდროს საყურადღებოა:

 · კორტიკოსტეროიდული მკურნალობის ქვეშ მყოფი  პაციენტის სტრესულ მდგომარეობაში (მაგალითად, ოპერაცია, ტრავმა და ა.შ.)  ყოფნისას საჭიროა კორტიკოსტეროიდების დოზის სასწრაფოდ გაზრდა.

 · ჰიდროკორტიზონმა შესაძლოა  გამოიწვიოს ორგანიზმში ზოგიერთი ინფექციისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებების სიმპტომების შენიღბვა. ამიტომ ამ პრეპარატის მოხმარების დროს შესაძლებელია ინფექციების განვითარება, ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტული წარმოშობის ანთებების მკურნალობის დროს აღნიშნული გამომწვევების ზრდა.

 · აღნიშნული პრეპარატის ხანგრძლივად მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას კატარაქტის, თვალის შიდა წნევის მომატების (გლაუკომის), თვალის ნერვის დაზიანების და თვალის ინფექციებისმაგვარი დაავადებები.

  • · აღნიშნული პრეპარატის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტონია, სხეულში სითხის და მარილების შეკავება, შეშუპება და კალიუმის გამოყოფის ზრდა). ასეთ შემთხვევაში საჭიროა კალიუმის შემცველი დამატებითი მკურნალობის ჩატარება და მარილის მოხმარების შემცირება.
  • · ყველა სახის კორტიკოსტეროიდი იწვევს ორგანიზმისან კალიუმის გამოყოფას.
  • · იმუნურ სისტემაზე მოქმედი დოზით ჰიდროკორტიზონის მიღებისას მკვდარი ან არააქტიური ვაქცინების შეყვანის შემთხვევაში შეყვანილი ვაქცინის ეფექტი შემცირდება.

 · ლატენტური და აქტიური ტუბერკულოზის დროს საჭიროა ამ პრეპარატის ტუბერკულოზის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება. ვინაიდან გამქრალი ან ბოლო სტადიის ტუბერკულოზის დროს არსებობს ამ დაავადების ხელახლა წარმოქნის ალბათობა, აუცილებელია დაავადების რეგულარული მონიტორინგის ჩატარება. ჰიდროკორტიზონის ხანგრძლივად მოხმარების შემთხვევაში, პაციენტებისათვის საჭიროა ტუბერკულიოზისგან დამცავი მკურნალობის ჩატარება.

  • · იმის გამო, ჰიდროკორტიზონი გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, მკურნალობისას  არსებობს პაციენტებში ჩუტყვავილას და წითელას წარმოქმნის უფრო მეტი ალბათობა. ვინაიდან ზემოთ აღნიშნული დაავადებები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამწვავდეს და გამოიწვიოს ფატალური შედეგი, პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა. დაავადებათა გამომწვევი ჰიდროკორტიზონის დოზა, მიღების ხერხი და ვადა, აგრეთვე, პაციენტის მიერ ადრე გადატანილი დაავადებებისას ამ ინფექციის რისკის გაზრდის ფაქტი არ არის ცნობილი. ჩუტყვავილას გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა varicella zoster იმუნოგლობულინად წოდებული და ვირუსების წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატის (VZIG), წითელას წარმოქმნის შემთხვევაში კი კუნთების ინფექციის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინად წოდებული პრეპარატის (IG) მიღება.
  • · სტრონგილოიდის სახეობის ნაწლავის ჭიებით დაავადების მქონე პაციენტებში ჰიდროკორტიზონის მიღებისას საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა. ვინაიდან ჰიდროკორტიზონი ასეთ პაციენტებში გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის ზრდა, მისი გამწვავება და ფატალური შედეგი ან სისხლის მოწამვლა. · წამლის მიღებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება შემცირდეს ჰიდროკორტიზონის დოზის შემცირების გზით. უკმარისობა  შეიძლება ასევე გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, სტრესის შემთხვევაში, ჰიდროკორტიზონი შეიძლება ჩანაცვლდეს მარილის ან მინერალოკორტიკოიდული ჯგუფის პრეპარატებით.
  • · ცნობილია ჰიპოთირეოიდის და ციროზის მქონე პაციენტების კორტიკოსტეროიდებით განკურვნის შემთხვევები.
  • · თვალის ვირუსული ინფექციის – ჰერპესის მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიდი ყურადღება, ვინაიდან ამ ინფექციამ შეიძლება თვალის რქოვანას დაზიანება გამოიწვიოს.

 · ჰიდროკორტიზონის მკურნალობის უცბად შეწყვეტა არ არის რეკომენდირებული, მისი შეწყვეტა უნდა განხორციელდეს დოზის ნელ-ნელა შემცირების გზით.

  • · ჰიდროკორტიზონის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობის, ხასიათის ცვალებადობის, ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების და ძლიერი დეპრესიისმაგვარი დაავადებები ან მკურნალობის დროს ზემოთ აღნიშნული დაავადებების გაუარესება.
  • · ჰიდროკორტიზონის მიღებისას, ნაწლავების ანთების, ნაწლავების დაზიანების, ნაწლავების ინფექციის, ნაწლავზე ოპერაციის, კუჭის წყლულის, თირკმლის უკმარისობის, მაღალი წნევის (ჰიპერტონიის), ძვლის განლევის, კუნთის განლევის და კუნთის სხვა დაავადებების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.  ჰიდროკორტიზონის გამოყენებისას  ბავშვებში საჭიროა მათი განვითარებაზე მონიტორინგის ჩატარება.
  • · ჰიდროკორტიზონის მიღებამ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება (კაპოშის სარკომა), მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ კი ამ დაავადების გამწვავება.
  • · გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დროს ჰიდროკორტიზონის მაღალი დოზის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი დაავადების წარმოქმნა. ჰიდროკორტიზონი კი ვერ უზრუნველყოფს დაავადების მთლიანად განკურნებას და დაავადებაზე ზემოქმედებას.
  • ·იმის გამო, რომ ჰიდროკორტიზონის მოხმარებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია მისი დოზის და მიღების ხანგრძლივობაზე, ყოველ პაციენტთან მიმართებაში საჭიროა ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, ამ პრეპარატის გარკვეული შუალედებით მიღება. თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო პაციენტისთვის, გინკორტით მკურნალობის შესახებ რჩევისათვის უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

 

საკვებთან და სასმელთანერთადმიღება

გენკორტი მიიღება კვების დროს ან კვებებს შორის შუალედებში.

 

ორსულობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ  მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ  ხართ ფეხმძიმედ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ამის შესახებ აცნობეთ  მკურნალ ექიმს.  ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ფეხმძიმობის ან ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში გენკორტის მიღების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ. აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, ფეხმძიმობის პერიოდში გენკორტის მიღება არ არის რეკომენდებული. გენკორტი მოქმედებს ჩვილ ბავშვზე და აფერხებს მის განვითარებას. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ფეხმძიმედ, დაუყოვნებლივ რჩევისთვის მიმართეთ  მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ძუძუთიკვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გენკორტის მიღების დროს ბავშვის ძუძუთი კვების შემთხვევაში ამ პრეპარატმა შესაძლოა შეაღწიოს დედის რძეში. ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული.

 

მანქანისდამექანიზმების მართვა

გენკორტმა შეიძლება გამოიწვიოს ვერტიგოს (ტრიალის შეგრძნების), მხედველობის დაქვეითების და/ან კუნთების მოდუნების მსგავსი სიმპტომები. ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი სიმპტომის წარმოქმნის შემთხვევაში მანქანის ტარება და მექანიზმების მართვა არ არის რეკომენდირებული.

 

მნიშვნელოვანიინფორმაციაგენკორტისშემცველობაშიარსებულიზოგიერთიდამხმარენივთიერებებისშესახებ

გენკორტი შეიცავს ლაქტოზას. იმ შემთხვევაში, თუ  მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილათ ზოგიერთი ტკბილეულის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ  მკურნალ ექიმს. გენკორტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16 მილიგრამ ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას ნატრიუმიან დიეტაზე მყოფი პაციენტების მიერ.

 

სხვაწამლებთანურთიერთქმედება

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ გენკორტის გამოყენებას აპირებთ ქვემოთ აღნიშნულ პრეპარატებთან:

–          ღვიძლის ფერმენტებზე გავლენის მქონე საშუალებები:  ფენობარბიტალი, ფენიტონი და რიფამპიცინი.

–          სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ ტროლეანდომიცინი და კეტოკონაზოლი.

–          სისხლის შემადედებელი პრეპარატები.

–          ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებელი პრეპარატები).

–          ასპირინი და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები (სუსტი და საშუალო ხარისხის ტკივილების დროს გამოსაყენებული პრეპარატები).

გენკორტით მკურნალობის პერიოდში რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარებისას ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 
გამოყენებისწესი

გენკორტი გამოიყენება ექიმის მიერ რეკომენდებული წესით.  სტანდარტული გამოყენების წესის თანახმად, საწყის ეტაპზე ჰიდროკორტიზონის დოზა უნდა შეადგენდეს 20-240 მგ-ს,  დაავადების სიმძიმის მიხედვით. დოზის დადგენა ხორციელდება მკურნალობის შედეგების მიხედვით.  მკურნალი ექიმი  დაავადების სიმძიმის მიხედვით ადგენს საჭირო დოზას.

ტაბლეტები მიიღება ორალური გზით, კვების დროს ან კვებებს შორის შუალედებში, სასურველია დილით ერთიდაიგივე დროს.

 

სხვადასხვაასაკობრივიჯგუფები

ბავშვებში

ექიმი დაადგენს ბავშვებისათვის ეფექტურ დაბალ დოზას და მეთვალყურეობას გაუწევს მათი განვითარების პროცესს.

ხანდაზმულიპირები

პრეპარატის მიღების დროს ექიმი რეგულარულად შეამოწმებს პაციენტის მდგომარეობას და განსაზღვრავს საჭირო დოზას დაავადების სიმძიმის მიხედვით.

 

მოხმარებისგანსაკუთრებულიშემთხვევები

თირკმელებისდაღვიძლისუკმარისობა

თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის არსებობის შემთხვევაში, მკურნალი ექიმი დაადგენს პაციენტისთვის საჭირო დოზას დაავადების სიმძიმის მიხედვით. თუ შეამჩნევთ გენკორტის ეფექტის გაძლიერებას ან სისუსტეს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ჭარბი დოზირება

თუ გენკორტს საჭიროზე დიდი დოზით ღებულობთ, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

დოზის გამოტოვება

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია. თუ დაგავიწყდათ გენკორტის მიღება, დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ არის რეკომენდირებული, უნდა დაელოდეთ და შემდეგი დოზა მიიღოთ დადგენილ დროს.

პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რჩევისთვის  მიმართეთ  მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

მკურნალობის შეწყვეტა

შესაბამისი ჩვენებით გენკორტით მკურნალობის დასრულებისას საყურადღებოა,  რომ  გენკორტის ტაბლეტების მყისიერად შეწყვეტა არ არის რეკომენდირებული. ექიმი ნელ-ნელა შეამცირებს მისაღებ დოზას. გენკორტის დოზის მყისიერად შემცირება დაუშვებელია (მაგალითად, ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა). პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად, შეიძლება წარმოიქმნას ისეთი სახის რეაქციები, როგორიცაა ცხელება, კუნთების ან სახსრების ტკივილი. ტაბლეტების რაოდენობის შემცირების შესახებ რეკომენდაცია გაიცემა ექიმის ან ფარმაცევტის მიერ.

გვერდითიმოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, გენკორტის  გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. ქვემოთ აღნიშნული რ გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს ან მიმართოთ  უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

–          კუჭ-ნაწლავის წყლულის გახეთქვის ან სისხლდენის, მუცლის ტკივილის (განსაკუთრებით, ზურგზე გავრცელების შემთხვევაში), ანუსში სისხლდენის, შავი ან სისხლიანი განავალის და/ან სისხლით ღებინების შემთხვევაში.

–          პანკრეასის ანთების, პირღებინებასთან ერთად ზურგზე გადაცემითი მუცლის ტკივილის, შოკის და გონების დაკარგვის შემთხვევაში.

–          სუნთქვის გაძნელების, სასუნთქი მილის ან ყელის გადაკეტვის შეგრძნების, კანის სიწითლის და ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

ზემოთ აღნიშნული მოვლენები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით რეაქციებს. ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პაციენტის გენკორტის მიმართ ალერგიულია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

გვერდითი მოვლენები მათი სიხშირის მიხედვით იყოფა ქვემოთ დასახელებულ კატეგორიებად: ძალიანშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთ შემთხვევაში.

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ შემთხვევში, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტ შემთხვევაში.

არხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტ შემთხვევაში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ შემთხვევში.

ძალიანიშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებ შემთხვევაში.

 

შირიგვერდითიმოვლენები:

  • · მუცლის დაჭიმულობა.
  • · საყლაპავი მილის ანთება.
  • · ჭრილობის შეხორცების შეფერხება.
  • · ძვლის განლევა.

უცნობი:

 · ძირითადად წარმოიქმნება ქალებში კუშინგის სინდრომად წოდებული დაავადების სახით. · ბავშვებში განვითარების შეფერხება.

  • · სტრესი.
  • · ტრავმა.
  • · ოპერაციით ან დაავადებით გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლების და ჰიპოფიზიის ჯირკვლის უკმარისობა.
  • · მენსტრუალური ციკლის არევა.
  • · შაქრიანი დიაბეტი.
  • · ინსულინის და სხვა დიაბეტური პრეპარატების მიღების საჭიროების გაზრდა.
  • · ჭარბი ოფლიანობა.
  • · კარბონჰიდრატის მიმართ ამტანიანობის შემცირება.
  • · ორგანიზმიდან პროტეინების გამოყოფით გამოწვეული ნიტროგენების უარყოფითი ბალანსი.
  • · თვალის უკანა ნაწილში ფარდის (კატარაქტის) წარმოქმნა.
  • · თვალის შიდა წნევის ზრდა.
  • · თვალის კაკლების გადმოყრა.
  • · თვალის დაავადება (გლაუკომა).
  • · თვალის დისკის შეშუპებით გამოწვეული შიდა ქალის წნევის ზრდა.
  • · კრუნჩხვები.
  • · თავბრუსხვევა.
  • · თავის ტკივილი.
  • · მგრძნობიარე პაციენტებში გულის უკმარისობა.
  • · მაღალი წნევა.
  • · კანის გათხელება და დასკდომა.
  • · კანის წერტილოვანი ჩაქცევები.
  • · კანის დაჩირქება.
  • · სილურჯე.
  • · სახის სიწითლე.
  • · კანის სინჯების შედეგებზე გავლენის მოხდენა.
  • · კუნთების მოდუნება.
  • · სტეროიდების გამოყენებით გამოწვეული კუნთების დაავადებები (მიოპათია).
  • · კუნთის მასის შემცირება.
  • · კუნთის გაწყვეტა.
  • · ხერხემლის ძვლების მოტეხილობა.
  • · გრძელი ძვლების მოტეხილობა.
  • · კიდურების ძვლის თავების დაზიანება;
  • · ინფექციების შენიღბვა.
  • · ლატენტური (ფარული) ინფექციების გააქტიურება.
  • · ოპორტუნისტული ინფექციები.
  • · ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება.
  • · ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფა.
  • მჟავიანობის ბალანსის დარღვევა.
  • · ღვიძლის ფერმენტების - ალანინ ტრანსამინაზის (ALT,SGPT), ასპარტატ ტრანსამინაზის (AST,SGOT) და მჟავის ფოსფატაზას კოეფიციენტის ზრდა.

ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

შენახვის წესი

გენკორტი შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში. პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში ორიგინალ შეფუთვაში. პრეპარატი დაცული უნდა იყოს სინათლისგან და ნესტისგან. მისი გაყინვა არ არის რეკომენდებული.

პრეპარატი გამოიყენება  ვარგისობის ვადის შესაბამისად. შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გენკორტის მოხმარება დაუშვებელია.

 

შეფუთვა

თითოეულ კოლოფში მოთავსებულია 6 ცალი PVC/A1 ბლისტერი. 10 ტაბლეტი 1 ბლისტერზე, სულ 60 ტაბლეტი. 

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)