პანდევიტი ბეიბ400სე200დ30მლ სპ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პანდევიტი ბეიბი. ვიტ.D ორალური სპრეი ბავშვებისათვის ჩვილი (0) ასაკიდან. 30მლ
საკვები დანამატი.
პანდევიტი ბეიბი 400სე მაღალი შეღწევადობის ორალური სპრეია, რომელიც, განსხვავებით კაფსულისა და ტაბლეტისა, უშუალოდ პირის ღრუს ლორწოვანიდან შეიწოვება სისხლში. ვიტამინი D3 ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და უზრუნველყოფს ძვლების სიჯანსაღეს.
გამოყენების წესი: დღეში 1 შესხურება, რაც შეიცავს 400სე(10µg) ვიტ.D3.
პირველად გამოყენების წინ 3–4–ჯერ დააწექით ფლაკონის ტუმბოს. შესხურებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. შესხურება უნდა მოხდეს ენის ქვეშ ან ლოყის შიდა ზედაპირზე. გამოყენების შემდეგ ფლაკონს დაახურეთ ხუფი და შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. მედიკამენტის ხანგრძლივად გამოუყენებლობის შემთხვევაში გამოსასხურებელ ხვრელზე შესაძლოა დაგროვდეს კონდენსატი, რაც ჩამორეცხეთ თბილი წყლით.
შემადგენლობა: წყალი, ფრუქტოზა, ლიმონის წვენი, აკაციის გუმფისი, ქოლეკალციფეროლი (ვიტ.D3), კალიუმის სორბიტი, მზესუმზირის ლეციტინი, ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი. არ შეიცავს GMO პროდუქტს, გლუტეინს, ალკოჰოლს, ლაქტოზას, სოიოს, ხელოვნურ საღებავს ან არომატიზატორს.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას! შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან ბალანსირებულ კვებას.
ვარგისობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე
მწარმოებელი: SOS Health C0, ესტონეთი, ტალინი,აკადემიის ქ. 21/1. www.nordaid.eu