ვიბურგელი 10მლ გელი

ვიბურგელი 10მლ გელი

13.40 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სტომატოლოგიური პრეპარატები
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გვიირილა+სალბი+მიხაკის ზეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 81869
გააზიარე:

ვიბურგელი გელი

Viburgel gel

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა:გელი 10მლ.

შემადგენლობა

10 მლ გელი შეიცავს: Aqua Xylitol, Glycerin, Hydroxyethylecellulose, Chamomilla recutita flower extract, Salvia triloba leaf extract, Eugenia caryophyllus oil, Helianthus annuus seed oil, Caprylic/capric triglycerides, Xanthan gum, Sodium citrate, Aroma, Sucrose laurate, Ethylhexylglyglycerin, Phenoxethanol, Eugenol.

ვიბურგელი (Viburgel) შეიცავს გვირილას, სალბის ექსტრაქტს და მიხაკის ზეთს, რომელთათვისაც დამახასიათებელია ღრძილების მოვლის და დამამშვიდებელი თვისებები.

გელს აქვს სასიამოვნო გემო და არ შეიცავს შაქარს.

ჩვენება

შეწითლებული  და გაღიზიანებული ღრძილების მოვლისა და დამშვიდებისთვის გამოსაყენებელი გელი ახალშობილთა, მცირე ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

ღრძილების გაღიზიანება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება განვითარდეს. ზრდასრულ ასაკში, ეს შეიძლება გამოვლინდეს დროდადრო, მაგალითად, როდესაც კბილების გამოხეხვის ტექნიკა უხეშია და ამის ფონზე ღრძილები ზიანდება, ან სხვა სახის ქრონიკული პროცესების დროს, მათ შორის, პროთეზის გამოყენებით გამოწვეული ღრძილების გაღიზიანებისას. ბავშვებში ყველაზე ტიპიური მაგალითია კბილების ამოსვლის პროცესი. ვიბურგელი ნაკლებად უსიამოვნოს ხდის, როგორც კბილების ამოსვლის ბუნებრივ პროცესს, ასევე მოზრდილებში ღრძილების გაღიზიანების გამომწვევ ნებისმიერ სხვა პროცესს.

მცირე ასაკის ბავშვებში სარძევე კბილების ამოსვლისას მოუსვენრობის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს გაღიზიანებული ღრძილები. ვიბურგელი კარგად გადაიტანება ჩვილების მიერ და უზრუნველყოფს გაწითლებული და გაღიზიანებული ღრძილების დამშვიდებას.

ღრძილების მოვლისთვის ვიბურგელი შესაძლებელია გამოყენებულ იყოს კბილების ამოსვლის პირველი ნიშნების გამოვლენამდე, რა დროსაც ღრძილები თხელდება, წითლდება და ახალი სარძევე კბილი ქსოვილს არღვევს, ასევე ბავშვებსა და მოზრდილებში ღრძილების სიწითლის და გაღიზიანების შემთხვევაში, მაგალითად, კბილებზე ბრეკეტების ან პროთეზის ტარებისას. მარკეტინგულმა კვლევამ დაადასტურა, რომ კბილების ამოჭრის ეტაპზე ვიბურგელი (Viburgel) ძალიან კარგად გადაიტანება ბავშვების მიერ.

მიღების წესი და დოზირება

ტუბიდან გამოუშვით დაახლოებით 2 სმ სიგრძის გელი და ნაზად შეიზილეთ ღრძილის გაღიზიანებულ ნაწილზე. ვიბურგელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დღეში 3-ჯერ. უმჯობესია კვების შემდეგ და ძილის წინ.

ვიბურგელის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ საჭიროა ზედმიწევნით დაიბანოთ ხელები.

რეკომენდებულია 4 თვის ასაკიდან.

გელის ღრძილზე წასასმელად შესაძლებელია გამოიყენოთ ბამბის ჩხირი ან საკუთარი თითი.

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა/ლაქტაცია:

ყველა სხვა წამლის გამოყენების მსგავსად, ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები  

დამატებითი გამაგრილებელი ეფექტისთვის, ვიბურგელის ტუბი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.

*საყინულეში შენახვა არ არის რეკომენდირებული.

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეფუთვა: 10 გრამის შემცველი ტუბი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი 

Biologische Heilmittel Heel GmbH

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენლობა 

შ.პ.ს ბიომედიკა 

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38 

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15. 

 

 

 

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (16 აფთიაქი)

რეგიონი (19 აფთიაქი)

ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2027-04-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2027-04-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2027-04-01