დენეფრინი 500მლ ორალ/ხსნ
გააზიარე:
დენეფრინი ხსნარი 500მლ
სავაჭრო დასახელება: დენეფრინი.
შემადგენლობა
100 მლ ხსნარი შეიცავს:
მინდვრის შვიტას ღერო 570მგ
spergularia rubra მთლიანი მცენარე 330მგ
peumus boldus ფოთლები 280მგ
ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები 170მგ
მაკედონიის ჩაი ყვავილოვანი ნაწილები 170მგ
როზმარინის ფოთლები 170მგ
ბერმუდის ბალახი, ფესვები 170მგ
მელისას ფოთლები 170მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაბენი.
აღწერილობა
შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით; გამჭირვალე, უფერო ან ოპალესცენტური სითხე დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია სპაზმოლიზური, დიურეზული, ლითოლიზური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტით. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას მარილების, ტოქსინების და მძიმე მეტალთა მარილების გამოყოფას.
ჩვენებები
- თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა;
- წვრილი უროლითიაზი;
- კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ;
- პოდაგრა;
- შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი;
- დიზურიული მოვლენები;
- შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი;
- სპასტიური კოლიტი;
- ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი ტოქსიკოინფექცია).
გამოყენების წესები და დოზები
მიიღება 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე
სამკურნალო დოზა ასაკის მიხედვით
ასაკი |
დოზირება |
სკოლამდელი ასაკის ბავშვები |
5-10მლ 3-ჯერ დღეში |
სკოლის ასაკის ბავშვები |
15მლ 3-ჯერ დღეში |
მოზრდილები |
45მლ 3-ჯერ დღეში |
ორსულები |
20მლ 3-ჯერ დღეში |
მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა.
დოზის კორეგირება შესაძლებელია ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ჭარბი დოზირება
სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირების შემთხვევები არ ფიქსირდება.
უკუჩვენებები
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ექიმის დანიშნულებით.
განსაკუთრებული მითითებები
დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება.
გამოშვების ფორმა
500მლ ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა 5 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი - გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
HONOR PHARMA INDUSTRY, თურქეთი.
Zubeyde Hanim sok. No:5/A D:8 Bestepe/Yenimalle/Ankara / Turkiye.
ოფიციალურიდისტრიბუტორისაქართველოში
LTD 3D PHARM Georgia