
უროლესანი #40კაფს
გააზიარე:
უროლესანი®
UROLESAN
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: უროლესანის® სქელი ექსტრაქტი, რომელიც მიღებულია თხევადი ექსტრაქტების ნარევიდან Daucus carota L., frucfus (ველური სტაფილოს ნაყოფი) (1:1), Humulus lupulus L., flos (სვიის გირჩები) (1:1), Oreganum vulgare L., herba (თავშავას ბალახი) (1:1) შეფარდებით 1/1, 4/1, ექსტრაგენტი - ეთანოლი 96% მოც./მოც., 10% ტენიანობაზე გაანგარიშებით - 10,70 მგ; Mentha piperita L., aetheroleum (პიტნის ზეთი) - 7,46 მგ; Abies sibirica L., aetheroleum (ციმბირული სოჭის ზეთი) - 25,50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:მაგნიუმის ალუმომეტასილიკატი*; აბუსალათინის ზეთი; მაგნიუმის კარბონატი მძიმე; ტალკი; ლაქტოზა, მონოჰიდრატი; დინატრიუმის ედეტატი (ტრილონი ბ); კარტოფილის სახამებელი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, პატენტირებული ლურჯი (E104), ქინოლინის ყვითელი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
*- ნეუსილინი UFL2
წამლის ფორმა:კაფსულები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
მყარი ჟელატინის კაფსულები #40, კორპუსი და თავსახური მწვანე ფერის. კაფსულის შიგთავსი – გრანულირებული ფხვნილი და/ან გამკვრივებული მასა მოყვითალო-ნაცრისფერიდან რუხ-ყავისფერამდე მწვანე შეფერილობით, ჩანართებით და პიტნის ზეთის და სოჭის სუნით. დასაშვებია აგლომერატების არსებობა, რომლებიც იშლება ზეწოლისას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალებები, რომლებიც გამოიყენება უროლოგიაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. პრეპარატ უროლესანის® კომპონენტების კომპლექსი ამცირებს ანთებით მოვლენებს შარდგამომყოფ გზებსა და თირკმელებში, ხელს უწყობს თირკმელების და ღვიძლის გაძლიერებულ სისხლმომარაგებას, ახდენს დიურეზულ, ანტიბაქტერიულ, ნაღვლმდენ მოქმედებას, წარმოქმნის დამცავ კოლოიდს შარდში და ახდენს ნაღვლის ბუშტის და ზედა შარდგამომყოფი გზების გლუვი მუსკულატურის ტონუსის ნორმალიზებას. უროლესანი® ზრდის შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფას, ხელს უწყობს წვრილი კონკრემენტების და სილის გამოყოფას შარდის ბუშტიდან და თირკმელებიდან.
პრეპარატი კარგად შეიწოვება, მისი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 4-5 საათი. მაქსიმალური ეფექტი დგება 1-2 საათის შემდეგ. გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტით და თირკმელებით.
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
– შარდგამომყოფი გზების და თირკმელების მწვავე და ქრონიკული ინფექციები (ცისტიტი და პიელონეფრიტი);
– შარდკენჭოვანი დაავადება და შარდმჟავა დიათეზი (კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკა მათი მოცილების შემდეგ);
– ქრონიკული ქოლეცისტიტი (მათ შორის კალკულოზური), სანაღვლე გზების დისკინეზია, ნაღველკენჭოვანი დაავადება.
უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ბავშვები კრუნჩხვებით ანამნეზში (ფებრილურით ან არაფებრილურით).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
არ შესწავლილა.
გამოყენების თავისებურებანი
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ კონკრემენტების დიამეტრი აღემატება 3 მმ-ს.
პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს ლაქტოზას და კარტოფილის სახამებელს. ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ამ სამკურნალო ფორმით პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით, გლუკოზა-გატაქტოზური მალაბსორბციის სინდრომით ან გლუტენის აუტანლობით ან მომატებული მგრძობელობით.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში არ შესწავლილა.
ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
არ შესწავლილა.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამის წინ.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისათვის და 14 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობების დროს (მათ შორის თირკმლის და ღვიძლისმიერი კოლიკების დროს) თერაპიის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 7 დღემდე, ქრონიკული მდგომარეობების დროს – 7 დღიდან 1 თვემდე. თირკმლის და ღვიძლისმიერი კოლიკის შემთხვევაში შესაძლებელია ერთჯერადი დოზის გაზრდა 2 კაფსულამდე, შემდეგ კი პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი ერთჯერადი დოზით (1 კაფსულა).
ბავშვები
14 წლამდე ასაკის ბავშვებში უროლესანი დანიშნული უნდა იქნას სითხის ფორმით.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა.
მკურნალობა: დიდი რაოდენობით თბილი სასმელი, მოსვენება, გააქტივებული ნახშირი, ატროპინის სულფატი (0,0005-0,001 გ).
გვერდითი რეაქციები
უროლესანი® ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური დარღვევები (გულისრევის, ღებინების, დიარეის, მუცლის ტკივილის ჩათვლით);
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, ქავილის შეგრძნების, სახის გაწითლების, კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების (პირში წვის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის შეშუპება), ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ატაქსია, კუნთების ტრემორი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, ბრადიკარდია.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
10 კაფსულა ბლისტერში, 4 ბლისტერი კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
სსს „კიევმედპრეპარატი“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი
უკრაინა, 01032, ქ. კიევი, საქსაგანსკის ქ. 139.