გასტერინა 0.1მგ/მლ 1მლ #5ა

გასტერინა 0.1მგ/მლ 1მლ #5ა

120.42 ლარი
ქვეყანა: არგენტინა
მწარმოებელი: INSTITUTO BIOLOGICO ARGENTINO
ჯენერიკი: Octreotidum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 81356
გააზიარე:

გასტერინა

GASTERINA® 

ოქტრეოტიდი 

კანქვეშა/ინტრავენური საინექციო ხსნარი

 

გაიცემა რეცეპტით

წარმოებულია არგენტინაში

რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა:

გასტერინას  0.05 მგ 1 მლ ამპულა შეიცავს:

ოქტრეოტიდი                      0.05 მგ

მანიტოლი                             45 მგ

რძემჟავა                                3.4 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი q.s.p.        pH კორექციისთვის 3.9 – 4.5

საინექციო წყალი q.s.p.        1 მლ

გასტერინას  0.1 მგ 1მლ ამპულა შეიცავს:

ოქტრეოტიდი                      0.1 მგ

მანიტოლი                             45 მგ

რძემჟავა                                 3.4 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი q.s.p.        pH კორექციისთვის 3.9 – 4.5

საინექციო წყალი q.s.p.        1 მლ

თერაპიული მოქმედება: საჭმლის მომნელებელი პეპტიდების და ზრდის ჰორმონის ინჰიბიტორი.

ჩვენებები:

  • ზრდის ჰორმონის (GH) და IGF-I-ს პლაზმური დონეების შემცირება და სიმპტომური კონტროლი პაციენტებში აკრომეგალიით, არაადექვატურად კონტროლირებული  ქირურგიული ოპერაციით ან სხივური თერაპიით. გასტერინა ასევე ინიშნება აკრომეგალიის მქონე პაციენტებში, რომელთაც არ შეუძლიათ გაიკეთონ ოპერაცია ან პაციენტებში, რომელთაც არ სურთ გაიკეთონ ოპერაცია, ან შუალედურ ვადაში, როდესაც სხივური თერაპია სრულად ეფექტურია.
  • სიმპტომების მოხსნა, რომელიც ასოცირდება გასტროენტეროპანკრეატული ფუნქციონირების ნეიროენდოკრინულ სიმსივნეებთან (GEP) სიმსივნეები: - კარცინოიდული სიმსივნეები კარცინოიდული სინდრომის თვისებებით: - VIPომები, გლუკაგონომები, - გასტრინომები/ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ან H2-რეცეპტორის ანტაგონისტებთან კომბინაციაში. - ინსულინომები, ჰიპოგლიკემიის წინაოპერაციული კონტროლისთვის ან შემანარჩუნებელ თერაპიაში. - GRF-ომები. გასტერინა არ წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებას და არ გამოიყენება მსგავს პაციენტებში.
  • შიდსთან ასოცირებული რეფრაქტორული დიარეას კონტროლი.
  • პანკრეასის ოპერაციის შემდეგ გართულებების პრევენცია.
  • გადაუდებელი მართვა სისხლდენის შესაჩერებლად და გასტროეზოფაგეალური ვარიკოზული ვენების დასაცავად პაციენტებში ციროზის დროს. გასტერინა გამოიყენება სპეციფიკურ მკურნალობასთან ერთად, როგორიცაა ენდოსკოპიური სკლეროთერაპია.

ფარმაკოლოგიური თვისებები/თავისებურებები

ფარმაკოლოგიური მოქმედება - ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ზრდის ჰორმონის ინჰიბიტორი ოქტრეოტიდი არის ბუნებრივი წარმოშობის სომატოსტატინის ოქტაპეპტიდის სინთეზური ანალოგი მსგავსი ფარმაკოლოგიური ეფექტებით, მაგრამ მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მოქმედებით. იგი აინჰიბირებს პათოლოგიურად გაზრდილ ზრდის ჰორმონის (GH) და გასტროენტეროპანკრეატულ ენდოკრინიულ სისტემაში (GEP) წარმოქმნილი სეროტონინის სეკრეციას. ცხოველებში, ოქტრეოტიდი ზრდის ჰორმონის, გლუკაგონის და ინსულინის უფრო ძლიერი ინჰიბიტორია, ვიდრე სომატოსტატინი, GH და გლუკაგონის მეტი დათრგუნვით. ჯანმრთელებში გასტერინა აინჰიბირებს: არგინინით, ვარჯიშით და ინსულინით ინდუცირებული ჰიპოგლიკემიის მიერ სტიმულირებული ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლებას.

სადილის შემდგომ ინსულინის, გლუკაგონის, გასტრინის, GEP სისტემიდან სხვა პეპტიდების  გამოთავისუფლება და ისნულინის და გლუკაგონის გამოთავისუფლება სტიმულირდება არგინინით.

თირეოტროპული ჰორმონის (TSH)  გამოთავისუფლება სტიმულირდება თირეოტროპულ-რილიზინგ ჰორმონით (TRH). სომატოსტატინისგან განსხვავებით, ოქტრეოტიდი აინჰიბირებს GH სეკრეციას უპირატესად ინსულინზე მეტად და მის მიღებას არ მოყვება ჰორმონების ჰიპერსეკრეცია (მაგ. GH პაციენტებში აკრომეგალიის დროს). აკრომეგალიის მქონე პაციეტებში, გასტერინა ამცირებს GH-ს პლაზმურ დონეებს და IGF-1 . GH -ს შემცირება (50% ან მეტით) ვითარდება პაციენტების 90% და შრატისმიერი GH შემცირება <5 ნგ/მლ-ზე მიიღწევა დაახლოებით შემთხვევათა ნახევარში. უმეტესობა პაციენტებში გამოხატულად ამცირებს დაავადების კლინიკურ სიმტპომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, კანის ან რბილი ქსობვილევის შეშუპება, ჰიპერჰიდროზი, ართრალგია და პარესთეზია. პაციენტებში ჰიპოფიზის დიდი ზომის ადენომით, გასტერინათი თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის მასის შემცირება ენდოკრინული სისტემის ფუნქციური სიმსივნეების მქონე პაციენტებში. არსებობს კლინიკური გაუმჯობესება და სიმპტომური სარგებლიანობა პაციენტებში, რომელთაც კვლავ აღენიშნებათ სიმსივნეებთან დაკავშირებული სიმტპომები მიუხედავად მკურნალობისა, რაც მოიცავს ოპერაციას, ღვიძლის არტერიის ემბოლიზაციას, ქიმიოთერაპიას, მაგ. სტრეპტოზოტოცინი, 5-ფტორურაცილი.

გასტერინას ეფექტი სიმსივნის სხვადასხვა ტიპებში შემდეგია:

კარცინოიდული სიმსივნეები: გასტერინას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუმჯობესება, განსაკუთრებით ჰიპერემია და დიარეა. უმეტესობა შემთხვევაში თან ახლავს შრატში სეროტონინის დონის დაქვეითება და 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავას შარდში გამოყოფის შემცირება.

VIPომები: მსგავსი სიმსივნეების ბიოქიმიური თვისებებია ვაზოაქტიური ნაწლავური პეპტიდის (VIP) ჭარბი პროდუქცია. შემთხვევათა უმეტესობაში გასტერინას მიღება იწვევს მწვავე სეკრეტორული დიარეის მოხსნას, რაც ტიპიურია მსგავსი მდგომარობისთვის, რაც შესაბამისად იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამას თან ახლავს ელექტროლიტების დისბალანსის მოწესრიგება, მაგ. ჰიპოკალემია, რამაც შესძლოა დაარღვიოს ენტერალური და პარენტერალური სითხეების მიღება და ელექტროლიტების დამატება. ზოგიერთ პაციენტში, კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება მიუთითებს ზრდის ტემპის შემცირებას და სიმსივნის პროგრესირების შეჩერებას ან მის შემცირებას, განსაკუთრებით ღვიძლის მეტასტაზების. კლინიკურ გაუმჯობესებას თან ახლავს პლაზმაში VIP დონეების შემიცრება, რაც შეიძლება დაქვეითდეს ნორმული დიაპაზონის ფარგლებში.

გლუკაგონომები: გასტერინას მიღება იწვევს ნეკროლიზური მიგრაციული ეგზანთემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რაც დამახასიათებელია მოცემული დაავადებისათვის.   გასტერინას ეფექტი მსუბუქი შაქრიანი დიაბეტის სტატუსზე არ არის მნიშვნელოვანი და, როგორც წესი, არ აინდუცირებს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების საჭიროების შემცირებას. გასტერინა აუმჯობესებს დიარეას  და შედეგად პაციენტებში იწვევს წონის მატებას. მიუხედავად იმისა, რომ გასტერინას მიღება ხშირად წარმოქმნის  პლაზმაში გლუკაგონის დონის მყისიერ შემცირებას, მიღება არ ხდება ხანგრძლივად მიუხედავად უწყვეტი სიმპტომური გაუმჯობესებისა.

გასტრონომები ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: მიუხედავად იმისა, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით ან H2-რეცეპტორის ბლოკატორებით თერაპია აკონტროლებს გასტრინით სტიმულირებული კუჭის მაჟავას ქრონიკული ჰიპერსეკრეციის მიერ გამოწვეულ მორეციდივე პეპტიურ წყლულის განვითარებას, მსგავსი მკურნალობა შესაძლოა იყოს არასრული. დიარეა ასვე შესაძლოა იყოს პრედომინანტული სიმპტომი, რომელიც არ იხსნება მსგავსი მკურნალობით. გასტერინა ცალკე ან H2-რეცეპტორის ანტაგონისტებთან კომბიაციაში ამცირებს კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციას და აუმჯობესებს სიმპტომებს, მათ შორის დიარეას. სხვა სიმპტომები, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია სიმსივნის მიერ წარმოქმნილი პეპტიდებით მაგ. ჰიპერემია, ასევე შესაძლოა შემსუბუქდეს. ზოგიერთ პაციენტში პლაზმური გასტრინის დონეები მცირდება.

ინსულინომები: გასტერინას მიღება ამცირებს მოცირკულირე იმუნორეაქტიულ ინსულინს თუმცა, შესაძლოა იყოს ხანმოკლე (დაახლოებით 2 სთ). პაციენტებში ოპერირებადი სიმსივნეებით, გასტერინა შესაძლოა იყოს სასარგებლო ნორმოგლიკემიის პრეოპერაციულ ხელახლა დადგენასა და შენარჩუნებაში. პაციენტებში არაოპერირებადი ბენინგის ან ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, გლიკემიური კონტროლი შეიძლება გაუმჯობესდეს მდგრადი მოცირკულირე ინსულინის დონეების თანმხლები შემცირების გარეშე.

GRFომები: მსგავსი იშვიათი სიმსივნეები რომლებიც ხასიათდებიან ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლების ფაქტორის წარმოქმნით ცალკე ან სხვა აქტიურ პეპტიდებთან კომბინაციაში. გასტერინა აუმჯობესებს მიღებული აკრომეგალიის თვისებებსა და სიმტპომებს,  სავარაუდოდ GRF-ს ინჰიბირებით და ზრდის ჰორმონის სეკრეციით და შესაძლოა თან ახლდეს ჰიპოფიზის ჰიპერტროფია. პაციენტებში რეფრაქტორული დიარეით, რაც უკავშირდება შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსი), გასტერინა იწვევს  ფეკალური პროდუქციის ნაწილობრივ ან სრულ კონტროლს პაციენტების დაახლოებით 1/3-ში დიარეის დროს, რომლებიც არ პასუხობენ ანტიინფექციურ და/ან დიარეას საწინააღმდეგო საშუალებებს. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ პანკრეასის ოპერაციას, გასტერინას პერი ან პოსტოპერაციული მიღება  ამცირებს ტიპიურ პოსტოპერაციულ გართულებებს (მაგ. პანკრეატული ფისტულა, აბსცესები და სეფსისი, მწვავე პოსტოპერაციული პანკრეატიტი). პაციენტებში ფონური ციროზით გამოწვეული გასტროეზოფაგეალვარიცეალური ჰემორაგიით, გასტერინას მიღება სპეციფიურ მკურანალობასთან ერთად (მაგ. სკლეროთერაპია) ასოცირდება სისხლდენის უკეთეს კონტროლთან, ამცირებს ტრანსფუზიის საჭიროებას და აუმჯობესებს გადარჩენას მე-5 დღის განმავლობაში. მაშინ როდესაც გასტერინას მოქმედების ზუსტი რეჟიმი არ არის სრულად განსაზღვრული, დადგენილია რომ გასტერინა ამცირებს ვისცელარულ სისხლის ნაკადს ვაზოაქტიური ჰორმონების ინჰიბირების გზით (მაგ. VIP, გლუკაგონი).

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: გასტერინა აბსორბირდება სწრაფად და სრულად კანქვეშა ინექციის შემდეგ. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 30 წუთში.

დისტრიბუცია: დისტრიბუციის მოცულობაა 0.27 ლ/კგ და ტოტალური კლირენსია 160 მლ/წთ. პლაზმურ ცილებთან კავშირია 65%. გასტერინას სისხლის უჯრედებთან კავშირი მინიმალურია.

ელიმინაცია: ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი კანქვეშა მიღების შემდეგ არის 100 წთ. ინტრავენრური ინექციის შემდეგ ელიმინაცია ორფაზიანია, 10 და 90 წთ ნახევრაგმოყოფის პერიოდით. პეპტიდების უმეტესობა გამოიყოფა ფეკალიებში, ხოლო დაახლოებით 32% - უცველად შარდში.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაცია: თირკმლის დარღვეული ფუნქცია არ ახდენს გავლენას ოქტრეოტიდის AUC-ზე კანქვეშა ინექციის შემდეგ. ელიმინაციის უნარი შესაძლოა შემცირდეს ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, მაგრამ არა გაცხიმოვნებული ღვიძლის შემთხვევაში.

უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები:

მწვავე ტოქსიკურობა: თაგვებში ჩატარებულმა კვლევებმა ოქტრეოტიდის მწვავე ტოქსიკურობაზე გამოავლინეს 72 მგ/კგ ვენაში შეყვანილი ოქტრეოტიდის LD50 მაჩვენებელი, ვირთაგვებში - 18 მგ/კგ-ის დროს. ოქტრეოტიდის აცეტატი კარგად გადაიტანებოდა ძაღლებში 1 მგ/კგ დოზირებისას სწრაფი ინტრავენური ინექციის დროს.

განმეორებითი დოზირების ტოქსიურობა: ძაღლებში ჩატარებულ 26-კვირიანმა კვლევამ ინტრავენური მიღების ტოქსიკურობაზე 0.5 მგ/კგ დღეში ორჯერ მიღებისას გამოავლინა აციდოფილური უჯრედების პროგრესული ცვლილებები. შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოცემული ფაქტი ჯდება ფიზიოლოგიური ცვლილების დიაპაზონში, რომელიც აშკარად არ არის დაკავშირებული ეგზოგენურად მიღებულ სომატოსტატინთან. არ შეინიშნებოდა ჰორმონალური დონეების მნიშვნელოვანი ცვლილებები პლაზმაში. მდედრ მაიმუნებში იგივე დოზების მიღებისას 3 კვირის მანძილზე არ გამოუვლენია ჰიპოფიზში რაიმე სახის ცვლილება და ასევე არ შეინიშნებოდა დარღვევა ზრდის ჰორმონის, პროლაქტინის ან გლუკოზას  ბაზალურ პლაზმურ დონეებში. მაშინ როდესაც მჟავა წარმოქმნიდა ანთებას და ფიბროპლაზიას განმეორებითი კანქვეშა ინექციების შედეგად ვირთაგვებში, არ შეინიშნებოდა ოქტრეოტიდის აცეტატის შეყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანქვეშა შეყვანისას ზღვის გოჭებში 0.1% ხსნარის 0.9% ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებისას.

მუტაგენურობა: ოქტრეოტიდს ან/და მისი მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ მუტაგენური პოტენციალი ინ ვიტრო ტესტირებისას ძუძუმწოვრებსა და ბაქტერიული უჯრედების ანალიზის სისტემაში. ქტომოსომული ცვლილებების მომატებული სიხშირე შეინშნებოდა ჩინურ ზაზუნებში v79 ინ ვიტრო, მიუხედავად მაღალი და ციტოტოქსიკური კონცენტრაციებისას. ქრომოსომული აბერაციები არ იზრდეობოდა ადამიანების ლიმფოციტებში ინ ვიტრო. ინ ვივო არ შეინიშნებოდა კლასტოგენური მოქმედება თაგვების  ძვილს ტვინში და არ შეინიშნებოდა გენოტოქსიკურობა მამრ თაგვებში სპერმაზე დნმ აღდგენის ანალიზის დროს.  მიკროსფეროებს არ გააჩნდათ მუტაგენური პოტენციალი ტესტირებისას ინ ვიტრო ბაქტერიული ანალიზის დროს. კანცეროგენულობა/ქრონიკული ტოქსიურობა:

შეინიშნებოდა ფიბროსარკომები ვირთხებში ოქტრეოტიდის აცეტატის მიღებისას დღეში 1.25 მგ/კგ , უპირატესად მამრ ცხოველებში, კანქვეშა ინექციის ადგილას 52, 104 და 113/116 კვირის შემდეგ. ადგილობრივი სიმსივნეები ასევე შეინშნებოდა საკონტროლო ვირთხებში; თუმცა მსგავსი სიმსივნეების განვითარება მიმდინარეობდა დარღვეული  ფიბროპლაზიით, რაც ვითარდებოდა ინექციის ადგილას უწყვეტი გამაღიზიანებელი ეფექტებით. მოცემული არასპეციფიკური ქსოვილის რეაქცია განსაკუთრებით შეინშნებოდა ვირთხებში. ნეოპლაზური დაზიანებები არ შეინიშნებოდა 2 მგ/კგ დოზირებისას 98 კვირის მანძილზე არც ძაღლებში, რომლებშიც მიიღებოდა 52 კვირის მანძილზე. 116 კვირის ვირთაგვებში კანცეროგენულობის კვლევამ ასევე გამოავლინა საშვილოსნოს ენდომეტრიული ადენოკარცინომები, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტით ყველაზე მაღალი კანქვეშა დოზით 1.25 მგ/კგ დღეში. მსგავსი აღმოჩენა ასოცირდებოდა ენდომეტრიტის მომატებულ სიხშირესთან, ყვითელი სხეულების შემცირებულ რაოდენობასთან, სარძევე ჯირკვლების ადენომასთან და საშვილოსნოს ლუმინალურ და გლანდულარულ დილატაციასთან. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ვირთაგვებში ენდოკრინული სიმსივნეები სახეობებისთვის განსაკუთებულია და არ უკავშირდება ადამიანებში პრეპარატის გამოყენებას.

რეპროდუქცია: ნაყოფიერების, პრე, პერი და პოსტნატალური კვლევების ჩათვლით მდედრ ვირთხებში არ გამოავლინა გვერდითი ეფექტები რეპროდუქციულობაზე 1 მგ/კგ დღეში კანქვეშა დოზირებისას. ნაშიერებში ფიზიოლოგიური ზრდის შეჩერება იყო გარდამავალი და ახასიათებს ჭარბი ფარმაკოდინამიკური მოქმედებით გამოწვეულ GH ინჰიბირებას.

დოზირება და მიღების წესი

აკრომეგალია - საწყისი დოზაა 0.05-0.1 მგ კანქვეშა ინექცია ყოველ 8 ან 12 საათში. დოზის კორექცია დამოკიდებულია GH და IGF-1 დონეების შეფასებაზე (სამიზნე: GH <2.5 ნგ/მლ, IGF-1 ნორმის დიაპაზონში) და კლინიკურ სიმპტომებზე, ასევე ამტანობაზე. პაციენტების უმრავლესობაში ოპტიმალური დღიური დოზაა 0.3 მგ. დღეში მაქსიმუმ 1.5 მგ-ზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს. პაციენტებში გასტერინას სტაბილური დოზირებისას, უნდა ჩატარდეს GH -ს შემოწმება ყოველ 6 თვეში ერთხელ.

თუ არ მიიღწევა GH დონეების დაქვეითება და კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესება გასტერინათი მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის  განმავლობაში, უნდა შეწყდეს მკურნალობა.

გასტრო-ენტერო-პანკრეატული ენდოკრინული სიმსივნეები - საწყისი დოზაა 0.05 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში კანქვეშა ინექციის სახით. კლინიკური პასუხის მიხედვით სიმსივნით წარმოებული ჰორმონების დონეზე ეფექტი (კარცინოიდული სიმსივნეების შემთხვევაში, შარდით 5-ჰიდროქსიინდოლური ძმარმჟავას ექსკრეციისას), ასევე ამტანობაზე, დოზა შესაძლებელია თანდათანობით გაიზარდოს 0.1-0.2 მგ-მდე დღეში სამჯერ. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია დაინიშნოს უფრო მაღალი დოზები. შემანარჩუნებელი დოზების კორექცია საჭიროა ინდივიდუალურად. კარცინოუდულ სიმსივნეებში, გასტერინათი მაქსიმალური ასატანი დოზით მკურნალობისას 1 კვირის განმავლობაში თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა შეწყდეს. 

შიდსთან დაკავშირებული რეფრაქტორული დიარეა: მონაცემების მიხედვით დღეში ინიშნება 0.1 მგ საწყისი დოზა, 3-ჯერ დღეში კანქვეშა ინექციის სახით. თუ არ კონტროლდება დიარეა ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, გასტერინას 0.25 მგ დოზით დღეში 3-ჯერ მიღებით, დოზის კორექცია დამოკიდებულია დეფეკაციის შეფასებაზე და ამტანობაზე. თუ ერთკვირიანი მკურნალობის განმავლობაში არ შეინიშნება გაუმჯობესება 0.25 მგ დღეში 3-ჯერ მიღებით, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გართულებები პანკრეასზე ოპერაციის შემდეგ - 0.1 მგ 3-ჯერ დღეში კანქვეშა ინექციის სახით 7 დღე მიყოლებით, დაწყებული ოპერაციის დღეს ლაპარატომიამდე ერთი საათით ადრე.

სისხლდენა გასტრო-ეზოფაგული ვარიკოზისას  -  25 მკგ/სთ 5 დღე უწყვეტი ი.ვ. ინფუზიით. გასტერინას გამოყენება შეიძლება ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებით. ციროზით დაავადებულ პაციენტებში, გასტროეზოფაგული სისხლდენით, გასტერინა კარგად გადაიტანებოდა უწყვეტი ინტრავენური გზით მიღებისას დოზით 50 მკგ/სთ 5 დღის განმავლობაში.

გამოყენება ხანდაზმულებში - გასტერინას მიღებისას ხანდაზმულებში არ შეინიშნებოდა შემცირებული ამტანობა ან დოზის ცვლილების საჭიროება.

პედიატრიული პოპულაცია - ბავშვებში გასტერინას გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

გამოყენება ღვიძის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში - პაციენტებში ღვიძლის ციროზით, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს და სჭირო გახდეს შემანარჩუნებელი დოზის კორექცია.

თირკმლის დისფუნქციის დროს - თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ ზემოქმედებს ოქტრეოტიდის AUC-ზე კანქვეშ მიღების შემდეგ, ამიტომ არ არის აუცილებელი დოზის კროექცია.

მიღების წესი:

კანქვეშა შეყვანა - პაციენტებმა, რომლებმაც თვითონ უნდა გაიკეთონ პრეპარატი კანქვეშა ინექციის გზით, უნდა მიიღონ ექიმისგან ან ექთნისგან სათანადო ინსტრუქციები.

ადგილობრივი დისკომფორტის შესამცირებლად, რეკომენდებულია ხსნარის ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება ინექციამდე. დაუშვებელია ერთსადაიმავე ადგილას მრავალჯერადი ინექციები მოკლე ინტრვალებით. ამპულები უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ და ნარჩენი უნდა განადგურდეს. დაბინძურების თავდან ასაცილებლად რეკომენდებულია მულტიდოზიანი ფლაკონის სტოპერის პუნქცია 10-ჯერზე მეტად.

ინტრავენური ინფუზია -  პარენტერალური პრეპარატების ინსპექტირება აუცილებელია გაუფერულების ან ნაწილაკების არსებობაზე გამოყენების წინ. გასტერინა ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 24 სთ სტერილურ 5% დექსტროზას ფიზიოლოგიურ ხსნარებში (გლუკოზა) წყალში. თუმცა, ვინაიდან გასტერინამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზას ჰემოსტაზი, რკეომენდებულია დექსტროზას მაგივრად ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება. განზავებული ხნსარები ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 24 სთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით განზავებული ხსნარის გამოყენება სასურველია დაუყოვნებლივ. თუ ხსნარი არ გამოიყენება დაუყოვნებლივ შენახვის პორობების დაცვა არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და უნდა იყოს 2 -8°C. გამოყენებამდე ხსნარი უნდა დააყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე. კუმულირებული დრო რეკონსტიტუირების, განზავების, მაცივარში შენახვის და მიღებას შორის არ უნდა აჭარბებდეს 24 სთ. იმ შემთხვევაში, როდესაც გასტერინა მიიღება ი.ვ.  ინფუზიით, 0.5 მგ ამპულის შემცველობა უნდა განზავდეს 60 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში და მიღებული ხსნარის ინფუზია უნდა მოხდეს საინფუზიო ტუმბოთი. ამის გამეროება უნდა მოხდეს აუცილებლობის მიხედვით, ვიდრე მკურნალობის დანიშნული ხანგრძლივობა არ მიიღწევა. გასტერინას ინფუზია ასევე შესაძლებელია დაბალი კონცენტრაციებით.

უკუჩვენებები

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ოქტეოტრიდის ან პრეპარატის სხვა ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილება

GH გამომყოფი ჰიპოფიზის სიმსივნეებს შეუძლია ზოგჯერ გავრცელება და სერიოზული გართულებების განვითარება (მაგ. ვიზუალური დეფექტები), ამიტომ აუცილებელია ყველა პაციენტის სათანადო მონიტორინგი. თუ ადგილი ექნება სიმსივნის ექსპანსიას, რეკომენდებულია სხვა პროცედურების ჩატარება. გასტერინას მიერ ლითიაზის ფორმირება შეფასებულია 15-30%, ზოგად პოპულაციაში სიხშირეა 5-20%. ამიტომ, ნაღვლის ბუშტის ულტრაბგრეითი შემომწება ბაზალურ ფორმაში და 6-12 თვის ინტერვალებში რეკომენდებულია. ლითიაზის არსებობა პაციენტებში გასტერინას მიღებისას უმეტესად ასიმპტომურია; სიმპტომური ლითიაზის მკურნალობა უნდა მოხდეს ნაღვლის მჟავას დისოლუციით ან ოპერაციით. ინსულინომების მქონე პაციენტებში შეიძლება გაღრმავდეს და გაიზარდოს ჰიპოგლიკემიის ხანგრძლივობა. ამიტომ, მსგავს პაციენტებში საჭიროა სათანადო მონიტორინგის ჩატარება გასტერინას თერაპიის დაწყებისას და დოზის ყოველი ცვლილებისას. გლიკემიის გამოხატული ცვალებადობა შეიძლება დაკორექტირდეს მცირე დოზების ხშირად მიღებით.

სიფრთხილის ზომები

გასტროენტეროპანკრეატული ენდოკრინული (GEP) სიმსივნეების მკურნალობის დროს შესაძლებელია შეინიშნებოდეს გასტერინას სიმპტომური რეგულირების უეცარი გაქრობა მწვავე სიმპტომების სწრაფი რეციდივით. პაციენტებში 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, ინსულინის საჭიროება შეიძლება შემცირდეს გასტერინას მიღებით. არადიაბეტურ და II ტიპის დიაბეტურ პაციენტებში ნაწილობრივი ინტაქტური ინსულინის რეზერვით, გასტერინას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზას პოსტპრანდიალური მომატება. ვინაიდან, არსებობს სისხლდენის ეპიზოდების მომატებული რისკი, ციროზით დაავადებულ პაციენტებში მანამდე არსებული დიაბეტის განვითარებისთვის  აუცილებელია სისხლში გლუკოზას დონეების მონიტორინგი. 52-კვირიან ტოქსიკურობის კვლევაში ვირთაგვებში, უპირატესად მამრ ვირთაგვებში, შეინიშნებოდა სარკომა კანქვეშა ინექციის ადგილას მხოლოდ მაღალი დოზების მიღებისას (დაახლოებით ადამიანისთვის განკუთვნილი მაქსიმალურ დოზაზე 40-ჯერ მეტი). არ შეინიშნებოდა ჰიპერპლაზიური ან ნეოპლაზური დაზიანებები კანქვეშა ინექციის ადგილას 52 კვირიან ტოქსიკურობის კვლევაში ძაღლებში. არ შეინიშნებოდა სიმსივნის განვითარება ინექციის ადგილას პაციენტებში გასტერინას მიღებისას 15 წლის მანძილზე. ამჟამად არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ვირთაგვები მიღებული შედეგები ტიპიურია სახეობებისთვის და ნაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანებში პრეპარატის გამოყენებისთის.

გასტერინას მიღება, რომელიც ასოცირებულია ნაღველში ქვების შესაძლო ფორმირებასთან: პაციენტებმა უნდა გაიარონ ძირითადი ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაღვლის ბუშტზე გასტერინას მიღების დაწყებამდე. ნაღვლის ბუშტის განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩატარდეს 6-12 თვიანი ინტერვალებით გასტერინას თერაპიის განმავლობაში. თერაპიის დაწყებამდე ქვების არსებობის შემთხვევაში უნდა შეფასდეს გასტერინას პოტენციური სარგებელი ნაღვლის ბუშტში ქვების პოტნეციურ რისკთან. ამ დრომდე არ შეინიშნება, რომ გასტერინა გვერდითად მოქმედებდეს მანამდე არსებული ქვების პროგრესირების პროგნოზზე.

პაციენტების მკურნალობა ნაღვლის ბუშტის ქვების ფორმირებისას, რომელიც ასოცირდება გასტერინასთან - ასიმპტომური ნაღვლის ბუშტის ქვები: გასტერინას მიღება შესაძლოა შეწყდეს ან გაგრძელდეს სარგებელი/რისკის შეფასების მიხედვით. სიმპტომური ნაღვლის ბუშტის ქვები: გასტერინას მიღება შეიძლება შეწყდეს ან გაგრძელდეს სარგებელი/რისკის შეფასების შედეგად. ორივე შემთხვევაში ნაღვლის ბუშტის ქვების მკურნალობა უნდა მოხდეს ნაღვლის ბუშტის ქვების სიმპტომური მდგომარეობის შესაბამისად. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს შესაძლოა იყოს ნაღვლის მჟავას კომბინირებული მკურალობა (მაგ. CDCA 7.5 მგ/კგ დღეში ურსოდეოქსიქოლინის მჟავასთან ერთად UDCA 7.5მგ/კგ დღეში, რომელიც ასოცირდება ულტრაბგერით მონიტორინგთან, ვიდრე ქვები სრულად არ გაქრება.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პრდოუქტებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

გასტერინა ამცირებს ციკლოსპორინის შეწოვას ნაწლავებში და აყოვნებს ციმეტიდინის შეწოვას.

ოქტრეოტიდის და ბრომოკრიპტინის ერთად მიღება ზრდის ბრომოკრიპტინის შეღწევადობას. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ  სომატოსტატინის ანალოგები ამცირებენ ციტოქრომ P450-ით მეტაბოლიზებული ნაერთების მეტაბოლურ კლირენსს, რაც გამოწვეულია ზრდის ჰორმონის დათრგუნვით. ვინაიდან, არ არის გამორიცხული ოქტრეოტიდს გააჩნდეს მსგავს ეფექტი, CYP3A4-ით მეტაბოლიზებული სხვა პრეპარატები და პრეპარატები, რომელთაც გააჩნიათ  დაბალი თერაპიული ინდექსი, უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით (ქინიდინი, ტერფენადინი).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში ან ლაქტაციის დროს გასტერინას მიღების გამოცდილება შეზღუდულია და პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მსგავს პაციენტებში ძლიერი აუცილებლობის შემთხვევაში.

ზემოქმედება ავტომობილის და მექნიზმების მართვის უნარზე

მონაცემები გასტერინას ზემოქმედების შესახებ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

არასასურველი მოვლენები

გასტერინას მიღებით გამოწვეული არასასურველი მოვლენებია ადგილობრივი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ. 

მთლიანი ორგანიზმი - იშვიათი: კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; თმის გარდამავალი ცვენა. ანაფილაქტსიური რეაქციების ცალკეული შემთხვევები. გულსისხლძარღვთა სისტემა -  ბრადიკარდიის ცალკეული შემთხვევები.

ნაღვლის ბუშტი - გასტერინას ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას.

საჭმლის მომნელებელი სისტემა - ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის სპაზმური ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, თხიერი განავალი, დიარეა და სტეატორეა. მიუხედავად იმისა რომ ფეკალიებში ცხიმის გამოყოფა შეიძლება ზომიერად გაიზარდოს, არ არსებობს ჩვენება, რომ გასტერინას გრძელვადიანი თერაპია იწვევდეს კვებით დეფიციტს. იშვიათად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გვერდითი ეფქეტები შესაძლოა იყოს ნაწლავის მწვავე ობსტრუქცია პროგრესირებადი მეტამორფოზით, მწვავე ეპიგასტრიუმის ტკივილით, მუცლის მტკივნეული ჰიპერმგრძნობელობით და ანტალგიური პოზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის გვერდითი ეფექტები შეიძლება შემცირდეს საკვების მიღებით გასტერინას მიღების დროსთან ახლოს, ანუ ინექციები ორ კვებას შორის შუალედში ან ძილის დროს.

ღვიძლი - ღვიძლის დისფუნქციის ცალკეული შემთხვევები ასოცირებული  გასტერინას მიღებასთნ. ეს დაკავშირებულია მწვავე ჰეპატიტთან ქოლესტაზით, სადაც ტრანსამინაზების მაჩვენებელი დარეგულირდა გასტერინას მიღების შეწყევტის შედეგად, ჰიპერბილირუბინემიის ნელი განვითარებით ასოცირებული ტუტე ფოსფატაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას და ნაკლებად ტრანსამინაზების მომატებასთან. ადგილობრივი რეაქციები - ტკივილის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჩხვლეტა ინექციის ადგილას გაწითლებით და შეშუპებით, რაც იშვიათად გრძელდება 15 წთ. ადგილობრივი დისკომფორტის შემცირება შეიძლება ხსნარის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებით ინექციამდე ან მცირე მოცულობის ინექციის მეშვეობთ უფრო კონცენტრირებული ხსნარით.

პანკრეასი - ზრდის ჰორმონზე, გლუკაგონზე და ინსულინზე მისი მაინჰიბირებელი მოქმედების გამო გასტერინას შეუძლია დაარღვიოს გლუკოზას დარეგულირება. პოსტპრანდიალური გლუკოზას მიმართ ამტანობა შესაძლოა შემცირდეს და ზოგჯერ გამოიწვიოს მდგრადი ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა ქრონიკული მიღების შედეგად. ასევე შეინიშნებოდა ჰიპოგლიკემია. იშვიათად, შეინიშნებოდა მწვავე პანკრეატიტი.  როგორც წესი, მოცემული ეფექტი შეინიშნება რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში გასტერინას თერაპიის დროს და გადის პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ამასთან ერთად, ქოლელითიაზით ინდუცირებული პანკრეატიტი შეინიშნებოდა გასტერინას ხანგრძლივი გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება

ოქტრეოტიდის 2000 მკგ დოზის კანქვეშა შეყვანისას დღეში სამჯერ რამოდენიმე თვის მანძილზე, კარგად გადაიტანებოდა. ერთადერთი ინტრავენური მაქსიმალური დოზა, რომლის მიღებაც ამ დრომდე მოხდა მოზრდილ პაციენტში, შეადგენს 1.0 მგ სწრაფი ინექციის სახით. მიღბული სიმპტომატიკა იყო გულისცემის სწრაფი შესუსტება, სახის ჰიპერემია, მუცლის სპაზმები, დიარეა, კუჭის სიცარიელის შეგრძნება და გულისრევა, სიმპტომები, რომლებიც მოიხსნა პერაპარატის მიღებიდან 24 საათში. გასტერინას ჭარბი დოზირების შემთხვევით მიღების დროს უწყვეტი ინფუზიის სახით (0.25 მგ/სთ 48 სთ-ის განმავლობაში, 0.025 მგ/სთ-ის მაგივრად) შეინიშნებოდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა გვერდითი ეფექტები. სიმპტომები - არ შეინიშნებოდა სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები მწვავე ჭარბი დოზირებისას. მკურნალობა - ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია.

ჭარბი დოზირების დროს მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის ცენტრს:

პედიატრიული ჰოსპიტალი რიკარდო გუტიერეზი: (011) 4862-6666/2247

ჰოსპიტალი ა. პოსადას: (011) 4654- 6648 / 4658-7777

გვერდითი ეფექტები

გასტერინას მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები ადგილობრივი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ. ადგილობრივი რეაქციები - ტკივილის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჩხვლეტა ინექციის ადგილას გაწითლებით და შეშუპებით, რაც იშვიათად გრძელდება 15 წთ. ადგილობრივი დისკომფორტის შემცირება შეიძლება ხსნარის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებით ინექციამდე ან მცირე მოცულობის ინექციის მეშვეობთ უფრო კონცენტრირებული ხსნარით.

საჭმლის მომნელებელი სისტემა - ანორექსია, გულისრევა, ღბინება, მუცლის სპაზმური ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, თხიერი განავალი, დიარეა და სტეატორეა. მიუხედავად იმისა რომ ფეკალიებში ცხიმის გამოყოფა შეიძლება ზომიერად გაიზარდოს, არ არსებობს ჩვენება, რომ გასტერინას გრძელვადიანი თერაპია იწვევდეს კვებით დეფიციტს მალაბსორბციის გამო. იშვიათად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გვერდითი ეფქეტები შესაძლოა იყოს ნაწლავის მწვავე ობსტრუქცია პროგრესირებადი მეტამორფოზით, მწვავე ეპიგასტრიუმის ტკივილით, მუცლის მტკივნეული ჰიპერმნგრძნობელობით და ანტალგიური პოზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტები შეიძლება შემცირდეს საკვების მიღებით გასტერინას მიღების დროსთან ახლოს, ანუ ინექციები ორ კვებას შორის შუალედში ან ძილის დროს. გასტერინას ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას. (იხ. სიფრთხილის ზომები). ზრდის ჰორმონზე, გლუკაგონზე და ინსულინზე მისი მაინჰიბირებელი მოქმედების გამო გასტერინას შეუძლია დაარღვიოს გლუკოზას დარეგულირება. პოსტპრანდიალური გლუკოზას მიმართ ამტანობა შესაძლოა შემცირდეს და ზოგჯერ გამოიწვიოს მდგრადი ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა ქრონიკული მიღების შედეგად. ასევე შეინიშნებოდა ჰიპოგლიკემია. იშვიათად, შეინიშნებოდა მწვავე პანკრეატიტი.  როგორც წესი, მოცემული ეფექტი შეინიშნება რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში გასტერინას თერაპიის დროს და გადის პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ამასთან ერთად, ქოლელითიაზით ინდუცირებული პანკრეატიტი შეინიშნებოდა გასტერინას ხანგრძლივი გამოყენებისას. მისი მაინჰიბირებელი მოქმედების შედეგად ინსულინის გამოთავისფლებაზე, გასტერინამ შესაძლოა დაარღვიოს გლუკოზას პოსპრანდიალური ამტანობა. იშვიათად პრეპარატის ქრონიკულმა გამოყენებამ შესაძლოა აინდუციროს მდგრადი ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა. ღვიძლის დისფუნქციის ცალკეული შემთხვვები შეინიშნებოდა ასოცირებული  გასტერინას მიღებასთნ. ეს დაკავშირებულია მწვავე ჰეპატიტთან ქოლესტაზით, სადაც ტრანსამინაზების მაჩვენებელი დარეგულირდა გასტერინას მიღების შეწყევტის შედეგად, ჰიპერბილირუბინემიის ნელი განვითარებით ასოცირებული ტუტე ფისფატაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას და ნაკლებად ტრნსამინაზების მომატებასთან. ჭარბი დოზირება - ძლიერი ჭარბი დოზირებისას არ შეინიშნებოდა სიცოცხლისთვის საშიში რეაქციების განვითარება. ოქტრეოტიდის ერთადერთი ინტრავენური მაქსიმალური დოზა, რომლის მიღებაც ამ დრომდე მოხდა მოზრდილ პაციენტში, შეადგენს 1.0 მგ სწრაფი ინექციის სახით. მიღებული სიმპტომატიკა იყო გულისცემის სწრაფი შესუსტება, სახის ჰიპერემია, მუცლის სპაზმები, დიარეა, კუჭის სიცარიელის შეგრძნება და გულისრევა, სიმპტომები რომლებიც მოიხსნა პერაპარატის მიღებიდან 24 საათში. გასტერინას ჭარბი დოზირების შემთხვევით მიღების დროს უწყვეტი ინფუზიის სახით (0.25 მგ /სთ  48 სთ-ის განმავლობაში, 0.025 მგ/სთ-ის მაგივრად) შეინიშნებოდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა გვერდითი ეფექტები. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია.

გამოშვების ფორმები

ყუთები შეიცავს 1, 2, 3, 5, 10, 25, 50 და 100 გასტერინას 0.05 მგ/მლ ამპულას, რომლიდანაც ბოლო სამი განკუთვნილია ექსკლუზიურად ჰოსპიტალში გამოსაყენებლად.

ყუთები შეიცავს 1, 2, 3, 5, 10, 25, 50 და 100 გასტერინას 0.1 მგ/მლ ამპულას, რომლიდანაც ბოლო სამი განკუთვნილია ექსკლუზიურად ჰოსპიტალში გამოსაყენებლად.

შენახვის პირობები

ინახება 2-25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ტექნიკური მიმდინარეობა: ფარმაცევტი, ანაბელა მ. მარტინეზი.

ბოლოს განახლდა: 2012 წლის ივნისში.

კომერციალიზებულია საქართველოში შპს MLC მედიკალ-ის მიერ.

მწარმოებელი:

INSTITUTO BIOLOGICO ARGENTINO S.A.I.C.

არგენტინის ბიოლოგიის ინსტიტუტი S.A.I.C.

ადმინისტრაციონ პე.ჯ.ე. ურიბურუ 153 C1027AAC-CABA

არგენტინა. ტელ.: (00 54 11) 4953-7215. ფაქსი.: (00 54 11) 4953 4946

საწარმო: კალე 606 დრ. დესი 351-B1867OWE- F. Varcia –Bs.As.

არგენტინა. ტელ/ფაქსი: (005411) 42551040/4237-0027/5291-5714