დიმედროლი 10მგ/მლ1მლ#10ა(თბილ

დიმედროლი 10მგ/მლ1მლ#10ა(თბილ

2.34 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: თბილქიმფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიფენჰიდრამინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 81249
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

დიმედროლი
Dimedrol

საინექციო ხსნარი

შემადგენლობა
ხსნარის 1 მლ შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი - 10 მგ
არააქტიური სუბსტანცია
საინექციო წყალი
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო სითხე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები.
ათქ კოდი: ღ06AA02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
I თაობის H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი ამცირებს ჰისტამინის მიერ ორგანიზმში განვითარებულ ეფექტებს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება განპირობებულია თავის ტვინის H3-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკადით და ცენტრალური ქოლინერგული სტრუქტურების დათრგუნვით. გააჩნია გამოხატული ანტიჰისტამინური აქტივობა, ახდენს ჰისტამინით გამოწვეული გლუვი კუნთების სპაზმის პრევენციას, ზრდის კაპილარების გამტარობას, ამცირებს ქსოვილების შეშუპებას, ხსნის ქავილს და ჰიპერემიას. ბლოკავს ვეგეტატური განგლიების ქოლინორეცეპტორებს (ამცირებს არტერიულ წნევას) და ცნს-ს, ახდენს სედაციურ, საძილე, ანტიპარკინსონურ და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას. ანტიჰისტამინური მოქმედება უმეტესწილად ადგილობრივ სისხლძარღვოვან რეაქციებთან მიმართებაშია გამოხატული ანთების და ალერგიის დროს და ნაკლებად ავლენს სისტემურ ზემოქმედებას (მაგ. არტერიული წნევის დაქვეითება), თუმცა, მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტის მქონე პაციენტებში პარენტერული შეყვანისას შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება და უკვე არსებული ჰიპოტონიის გაძლიერება მისი განგლიომაბლოკირებელი მოქმედების შედეგად. თავის ტვინის ლოკალური დაზიანებითა და ეპილეფსიის მქონე პირებში ახდენს ეპილეფსიური განტვირთვის აქტივაციას ელექტროენცეფალოგრამაზე (მცირე დოზებითაც კი) და შეუძლია ეპილეფსიური შეტევის პროვოცირება. უმეტესწილად ეფექტურია ჰისტამინის ლიბერატორებით გამოწვეული ბრონქოსპაზმის დროს (ტუბოკურარინი, მორფინი) და ნაკლებ ეფექტური - ალერგიული წარმოშობის ბრონქოსპაზმის დროს.
სედაციური და საძილე ეფექტი უფრო გამოხატულია განმეორებითი მიღებისას.
ფარმკოკინეტიკა.
ბიოშეღწევადობა – 50%, თჩმახ - 20-40 წთ (მცირე კონცენტრაციით აღმოჩნდება ფილტვებში, ელენთაში, თირკმელებში, ღვიძლში, თავის ტვინსა და კუნთებში), პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 98 - 99%. გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ძირითადი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში, მცირე ნაწილი – ფილტვებსა და თირკმელებში. ქსოვილებიდან გამოიდევნება 6 სთ-ში; ნახევრად გამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს 4 - 10 საათს. 24 საათის განმავლობაში სრულად გამოიდევნება ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებული მეტაბოლიტების სახით. გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, შესაბამისად, შესაძლოა ძუძუთი კვებისას ბავშვს განუვითარდეს სედაციური ეფექტი (შესაძლებელია, პარადოქსული რეაქცია აგზნების სახით).
მაქსიმალური აქტივობა ვითარდება მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, მოქმედების ხანგრძლივობა - 4-დან 6 საათამდე.
ჩვენებები
- ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება, ჭინჭრის ციება, თივის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, ჰემორაგიული ვასკულიტი (კაპილაროტოქსიკოზი);
- ალერგიული კონიუნქტივიტი, მწვავე ირიდოციკლიტი, ვაზომოტორული რინიტი, რინოსინუსოპათია;
- პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, კვინკეს შეშუპება, ქავილით მიმდინარე დერმატოზი;
- სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები;
- მენიერის დაავადება; კინეტოზი (ზღვის დაავადება);
- პარკინსონიზმი, ქორეა, უძილობა;
- ოპერაციის შემდგომი ღებინება; სხივური დაავადება;
- კომბინაციაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად – კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ჰიპერაციდული გასტრიტი;
- პრემედიკაცია.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში ინტრამუსკულარულად და ინტარვენურად წვეთოვნად.
არ შეიძლება პრეპარატის კანქვეშ შეყვანა.
ინტრამუსკულარულად შეყვანისას ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 - 50 მგ-ს (1 - 5 მლ), მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 50 მგ-ს (5 მლ), მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 150 მგ-ს (15 მლ). ინტრავენურად პრეპარატი შეჰყავთ წვეთოვნად დოზით დიმედროლის 20-50 მგ (2-5 მლ) 100 მლ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიღწეულ ეფექტსა და პრეპარატის ამტანობაზე.
ბავშვები.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: პირის სიმშრალე, სუნთქვის დათრგუნვა, მყარი მიდრიაზი, ჰიპერემია, ცნს-ის დათრგუნვა ან აგზნება, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, კრუნჩხვა, ბოდვა, ტაქიკარდია, არითმია. აღწერილია რაბდომიელოზის განვითარების შემთხვევა დიმედროლის ჭარბი დოზირების შემდეგ.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია სუნთქვის ფუნქციის და არტერიული წნევის სათანადო კონტროლით. პლაზმის ჩანაცვლებადი სითხეების ინტრავენური შეყვანა, ოქსიგენოთერაპია. არ გამოიყენება ეპინეფრინი და ანალეფსიური საშუალებები. ჭარბი დოზირებისას ანტიდოტის სახით გამოიყენება ფიზოსტიგმინი (0,02-0,06 მგ/კგ სხეულის მასაზე) რამდენჯერმე, თუ ანტიქოლინერგული სიმპტომები მატულობს. ფიზოსტიგმინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდირებულია ატროპინის შეყვანა. კრუნჩხვის და ცნს-ის აგზნების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში პარენტერალურად შეიყვანება დიაზეპამი.
გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, სედაცია, ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, ნევროზულობა, უძილობა, ეიფორია, გონების არევა, ტრემორი, ნევრიტი, კრუნჩხვები, პარესთეზიები, გუგების გაფართოვება, თვალშიდა წნევის მატება, მხედველობის დარღვევა, დიპლოპია, მწვავე ლაბირინთიტი, ხმაური ყურებში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია.
სისხლის სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ პირის სიმშრალე, ანორექსია, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, ღებინება.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: გახშირებული და/ან გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ცხვირის და ყელის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ცხვირის გაჭედვა, ბრონქების სეკრეტის შესქელება, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, გაძნელებული სუნთქვა.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ჰიპერემია, ქავილი, პოლიმორფული გამონაყარი, კანის და ლორწოვანი გარსების ციანოზი.
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები, გამონაყარის, ჭინჭრის ციების, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
რეაქციები შეყვანის ადგილას: ლოკალური ნეკროზი კანქვეშ და კანში შეყვანისას.
სხვა: მომატებული ოფლიანობა, შემცივნება, ცხელება, ჰიპერთერმული სინდრომი, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ბრონქიალური ასთმის შეტევა; ფეოქრომოციტომა; ეპილეფსია; ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა თანდაყოლილი გახანგრძლივებული Qთ-სინდრომი; დახურულკუთხიანი გლაუკომა; წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია; კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის მასტენოზებელი წყლული; პილოროდუოდენალური ობსტრუქცია; შარდის ბუშტის ყელის სტენოზი; პორფირია; ორსულობა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დიმედროლი ახდენს საანესთეზიო, საძილე, სედატიური საშუალებების, ნარკოტიკული ანალგეტიკების და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ეფექტების პოტენცირებას. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას შეასაძლებელია ცნს-ზე დამთრგუნველი და ქოლინომაბლოკირებელი მოქმედების გაძლიერება. შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარების რისკი ანალეფსიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას. მაო-ს ინჰიბიტორების და დიმედროლის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, ასევე იმოქმედოს ცენტრალურ ნერვულ და სასუნთქ სისტემაზე. დიმედროლის ერთდროულმა გამოყენებამ ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან შეიძლება გააძლიეროს დაღლილობის შეგრძნება. პრეპარატი აძლიერებს ეთანოლის მოქმედებას, ამცირებს აპომორფინის, როგორც ღებინების საშუალების ეფექტურობას მოწამვლის მკურნალობისას. არ არის რეკომენდებული ერთდროულად დანიშვნა დიმედროლის შემცველ პრეპარატებთან, მათ შორის ადგილობრივი გამოყენებისათვის.
განსაკუთრებული მითითებები
კანქვეშ შეყვანა არ არის რეკომენდებული. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული რესპირაციული დაავადებების (ასთმის ჩათვლით), მომატებული თვალშიდა წნევით, ჰიპერთირეოზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში. შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება შემდეგი დაავადებების დროს: ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ილეუსის მიმდინარეობის დროს, სანაღვლე გზების ობსტრუქციის დროს. სიფრთხილით გამოიყენება 60 წლიდან პაციენტებში თავბრუსხვევის და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკის გამო.
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმელის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის მიღებას და ულტრაიისფერ დასხივებას.
პაციენტმა უნდა მოახდინოს ექიმის ინფორმირება დიმედროლის მიღების შესახებ. ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებამ შეიძლება გააძნელოს აპენდიციტის დიაგნოსტირება და სხვა სამკურნალო საშუალებებით ჭარბი დოზირების სიმპტომების ამოცნობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი არ მიიღება ორსულობის პერიოდში, რადგან არ არსებობს ადექვატური მონაცემები მისი გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ.
პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
დიმედროლის სედაციური და საძილე ეფექტის გამო, პრეპარატით მკურნალობის დროს საჭიროა თავის შეკავება პოტენციურად სახიფათო საქმიანობისაგან, რომლებიც საჭიროებენ მომატებულ ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი 1 მლ ამპულაში, №10 შეფუთვაში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
4 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება აკრძალულია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მწარმოებელი
სს "თბილქიმფარმი"
საქართველო 0113, თბილისი, წულაძის 34.
ტელ.: +99532 277 85 87