გამოყენების ინსტრუქცია
სპიროლაქტი (SPIROLACT)
(Spironolactone, Furosemide)
შემადგენლობა
სპიროლაქტის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების — სპირონოლაქტონის 50 მგ-ს და ფუროსემიდის 20 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K25, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 6, პოლითილენგლიკოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი.
ATC კოდი: C03EB01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიურეზული საშუალებები, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები კალიუმის შემნახველ საშუალებებთან ერთად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სპიროლაქტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის დიურეზული და ჰიპოტენზიური მოქმედება განპირობებულია სპირონოლაქტონისა და ფუროსემიდის თვისებების შერწყმით.
სპირონოლაქტონი წარმოადგენს კალიუმდამზოგველ დიურეზულ საშუალებას, ალდოსტერონის სპეციფიკურ ანტაგონისტს ხანგრძლივი მოქმედებით. უკავშირდება რა ალდოსტერონის რეცეპტორებს, ზრდის წყლის, ნატრიუმის იონებისა და ქლორის ექსკრეციას შარდთან ერთად და ამცირებს კალიუმისა და შარდოვანას გამოყოფას, აქვეითებს შარდის მჟავიანობას.
ფუროსემიდი მიეკუთვნება ძლიერმოქმედ მარყუჟოვან დიურეტიკებს; ბლოკავს ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდისა და მაგნიუმის რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟში, ზრდის წყლის ექსკრეციას.
ჩვენებები
- შეშუპებითი სინდრომი გულის უკმარისობის, ნეფროზული სინდრომის დროს (განსაკუთრებით თუ სხვა თერაპია არაეფექტურია ან აღინიშნება ჰიპოკალიემია)
- შეშუპება და ასციტი ელექტროლიტების დარღვევით ჰიპერალდოსტერონიზმის დროს
- ასციტი ღვიძლის ციროზის დროს
- არტერიული ჰიპერტენზია
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა სპირონოლაქტონის, ფუროსემიდის ან სულფანილამიდების მიმართ
- თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანურია
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (კომა/პრეკომა)
- ელექტროლიტური დარღვევები, რომლებიც არ ექვემდებარება კორექციას (ჰიპო-/ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია)
გვერდითი მოვლენები
წყალ-ელექტროლიტური ბალანსი: ჰიპონატრიემია, ჰიპო-/ჰიპერკალიემია, იშვიათად ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია.
ცნს: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ტინიტუსი.
კუჭ-ნაწლავი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, პანკრეატიტი.
სასქესო სისტემა: ერექციული დისფუნქცია, გინეკომასტია, მენსტრუალური დარღვევები.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ვასკულიტი, ცხელება.
სისხლი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი (იშვიათად).
გამოყენების წესი და დოზები
მიიღება შიგნით, ჭამის დროს, წყლის საკმარისი რაოდენობით.
საწყის ეტაპზე: 4 ტაბლეტამდე დღეში 3–6 დღის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი დოზა: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მიღება შესაძლებელია ყოველდღე ან დღეგამოშვებით ინდივიდუალურად.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დეჰიდრატაცია, ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური ალკალოზი.
მკურნალობა: სითხისა და ელექტროლიტების აღდგენა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
ურთიერთქმედება
- აგფ ინჰიბიტორები + კალიუმშემნახველები → ჰიპერკალიემია
- გლუკოკორტიკოიდები → ჰიპოკალიემია
- სალიცილატები → ეფექტის შემცირება
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები → ფუროსემიდის ეფექტის დაქვეითება
- ამინოგლიკოზიდები → ტოქსიკურობის ზრდა
- ლითიუმი → ტოქსიკურობის ზრდა
განსაკუთრებული მითითებები
საჭიროა ელექტროლიტების, გლუკოზის, კრეატინინის და შარდოვანას კონტროლი. სიფრთხილე საჭიროა დიაბეტის, პოდაგრისა და თირკმლის/ღვიძლის დაავადებების დროს. ალკოჰოლის მიღება აკრძალულია.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით. ლაქტაციისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ავტომობილის მართვა
შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და რეაქციის შენელება — სიფრთხილეა საჭირო.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერში, 1 ბლისტერი შეფუთვაში.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობა
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემა
II ჯგუფი, ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი
GM Pharmaceuticals Ltd. (საქართველო)
World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş. (თურქეთი)