სტიბერილი 1% 15მლ ხსნარი
გააზიარე:
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი.
ხსნარის 1 მლ შეიცავს ნაფტიფინის ჰიდროქლორიდის 10 მგ-ს, გადაანგარიშებულს 100% მშრალ ნივთიერებაზე.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, გაწმენდილი წყალი.
გამოშვების ფორმა
ხსნარი გარეგანი (კანზე) გამოყენებისთვის.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ღია ყვითელი ფერის შეფერილობამდე, სპირტის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალება დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად.
ათქ კოდი: D01AE22
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოდინამიკა
სტიბერილი - ალილამინების კლასის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ერგოსტეროლის მოქმედების ინჰიბირებასთან.
სტიბერილი აქტიურია დერმატოფიტების, როგორიცაა ტრიქოფიტონი, ეპიდერმოფიტონი და მიკროსპორუმი, საფუარა (ჩანდიდა), ობის (Aსპერგილლუს) და სხვა სოკოების (მაგ.: შპოროტჰრიხ შცჰენცკიი) მიმართ.
დერმატოფიტებისა და ასპერგილის მიმართ ნაფტიფინი ინ ვიტრო ავლენს ფუნგიციდურ მოქმედებას, საფუარა სოკოების მიმართ - ფუნგიციდურ ან ფუნგისტატიკურ აქტივობას, მიკროორგანიზმის შტამიდან გამომდინარე.
სტიბერილი ასევე ავლენს ანტიბაქტერიულ აქტივობას გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, რომელთაც მიკოზურ დაზიანებებთან ერთად, ასევე შეუძლიათ მეორადი ბაქტერიული ინფექციების გამოწვევა.
გარდა ამისა, სტიბერილს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ანთების სიმპტომებისა და ქავილის გაქრობას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის კანში სწრაფად შეღწევის და კანის სხვადასხვა შრეებში ანტიმიკოზური მდგრადი კონცენტრაციების შექმნის გამო, სტიბერილი ინიშნება ერთხელ დღეში.
ჩვენება
ნაფტიფინისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა:
- კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები;
- თითებშუა მიკოზები;
- ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები (ონიქომიზები);
- კანის კანდიდოზები;
- ქატოსებრი ლიქენი;
- ანთებითი დერმატომიკოზები, თანმხლები ქავილით ან მის გარეშე;
- გარეთა სასმენი მილის მიკოზი.
უკუჩვენება
ნაფტიფინისადმი ან პროპილენგლიკოლისადმი მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჭრილობაზე. არ გამოიყენება თვალების სამკურნალოდ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის!
პრეპარატი შეიცავს ეთანოლს, ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ ხსნარის თვალში ან ღია ჭრილობაზე მოხვედრისგან.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას, სტიბერილის გავლენა ნაყოფზე და ახალშობილზე ნაკლებსავარაუდოა. ტერატოგენობის გამოკვლევების შედეგები ამტკიცებენ ნაფტიფინის ემრიოტოქსიკური ეფექტის არარსებობას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის მიერ სარგებელი/რისკის შეფასების შემდეგ.
მეძუძურმა დედებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ პრეპარატი არ მოხვდეს ბავშვის კანზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
არ ახდენს გავლენას.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური.
დოზირება და მიღების წესი
სტიბერილის ხსნარი გამოიყენება კანის დაზიანებული უბნისა და მის ირგვლივ კანის დასამუშავებლად ერთხელ დღეში, დაზიანებული უბნის კარგად გასუფთავებისა და გაშრობის შემდეგ. ამასთანავე ხსნარით უნდა დამუშავდეს დაზიანებული უბნის ირგვლივ ჯანმრთელი კანის დაახლოებით 1 სმ-ის ჩათვლით არეალი.
მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზების დროს - 2-4 კვირა (საჭიროებისას 8 კვირამდე); კანდიდოზების დროს - 4 კვირა; ფრჩხილების ინფექციების დროს - 6 თვემდე.
ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს რეკომენდებულია პრეპარატის დღეში 2-ჯერ გამოყენება. პირველად გამოყენების წინ, საჭიროა მაქსიმალურად მოიცილონ მაკრატლით ან ქლიბით ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი (პროცედურის გასაადვილებლად, ნებადართულია ექიმის რეკომენდაციით, ფრჩხილები დამუშავდეს სპეციალური დამარბილებელი საშუალებებით).
გარეთა სასმენი მილის მიკოზის დროს მკურნალობა გრძელდება არანაკლებ 14 დღე. ადგილობრივი მკურნალობა ტარდება სტიბერილის ხსნარში დასველებული ტამპონის ყურში მოთავსებით, 5-8 წუთის განმავლობაში დღეში 1-2-ჯერ.
რეციდივების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ძირითადი სიმპტომების გაქრობიდან, არანაკლებ 2 კვირის განმავლობაში.
ბავშვები.
პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ გამოყენების მონაცემები ბავშვთა ასაკში არასაკმარისია, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არარეკომენდებულია.
გვერდითი მოვლენები
ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციების გამოვლენა: კანის სიმშრალე, სიწითლე და წვის შეგრძნება, ერითემა, ქავილი, ადგილობრივი გაღიზიანება. გვერდითი მოვლენები შექცევადი ხასიათისაა და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებს.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
15 ან 20 მლ სითხე ფლაკონში. 1 ფლაკონი მეორად შეფუთვაში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.