ევალეპი 500მგ #50ტ

ევალეპი 500მგ #50ტ

34.40 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ალი რაფ ილაკ სანაი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევეთირაცეტამი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 80548
გააზიარე:

ევალეპი ™

Evalep

საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება:  Levetiracetam

 

შემადგენლობა:

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას:  ლევეტირაცეტამი  250მგ, 500მგ ან 1000მგ

დამხმარე ნივთიერებებს:

250მგ ტაბლეტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის  სტეარატი, Opadry II 85F30673 ცისფერი  (ტალკი, FD&C Blue # 2 Aluminium Lake, რკინის ოქსიდი შავი,  პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი,  პოლივინილის სპირტი);

500მგ  ტაბლეტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის სტეარატი, Opadry II 85F38036 ყვითელი (ტალკი, რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი ყვითელი,  პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, პოლივინილის სპირტი);

1000მგ  ტაბლეტები:  მიკროკრისტალური ცელულოზა (Comprecel M102), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (LH21),  კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი,  მაგნიუმის სტეარატი, Opadry II85F18422 თეთრი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350,  ტალკი)

 

აღწერა

250მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარული, ოვალური ფორმის, ცისფერი ფერის ტაბლეტები, ერთი მხრიდან გრავირებით  „250მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

500მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარული, ოვალური ფორმის, ყვითლი ფერის ტაბლეტები, ერთი მხრიდან გრავირებით  „500მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

1000მგ ტაბლეტები:  აპკიანი გარსით დაფარული, ოვალური ფორმის, თეთრი ფერის ტაბლეტები,  ერთი მხრიდან გრავირებით  „1000მგ“, მეორე მხრიდან გამყოფი ხაზით.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიეპილეფსიური საშუალება

 

ATC Code: N03AX14

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლევეტირაცეტამი - ეპილეფსიის  საწინააღმდეგო პრეპარატი, პიროლიდონის წარმოებული (α-ეთილ-2-ოქსო-1-პიროლიდინის აცეტამიდის S-ენანთიომერი). იგი ქიმიური სტრუქტურით  განსხვავდება სხვა ცნობილი ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებისგან.

ლევეტირაცეტამის მოქმედების მექანიზმი  ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ნათელია, რომ ის განსხვავდება ცნობილი ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებისგან მოქმედების მექანიზმით.   in vitro   და  in vivo  კვლევებმა აჩვენეს, რომ ლევეტირაცეტამი ზემოქმედებას არ ახდენს უჯრედების ძირითად თვისებებზე  და ნორმალურ  ნერვულ გამტარობაზე .

In vitro კვლევებით გამოვლინდა, რომ ლევეტირაცეტამი მოქმედებს ინტრანეირონულ Ca2+-ის კონცენტრაციაზე N ტიპის Ca2+-ის არხების ნაწილობრივი ბლოკირებითა და ინტრანეირონული დეპოებიდან Ca2+ გამოთავისუფლების შემცირებით. გარდა ამისა, ლევეტირაცეტამი  ნაწილობრივ  აღადგენს ნაკადებს  GABA- და გლიცინ-დამოკიდებულ არხებში, რომლებიც მცირდება ცინკის და β-კარბოლინების მოქმედებით.

ფარმაკოდინამიკა

ლევეტირაცეტამის ეფექტურობა დამტკიცებულია  როგორც პარციალური, ისე გენერალიზებული ეპილეფსიური შეტევების მიმართ (ეპილეპტიფორმული გამოვლინებები/ფოტოპაროქსიზმული რეაქცია)

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა

ლევეტირაცეტამი პერორალური მიღებისას კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა დაახლოებით  100%-ს  შეადგენს.  მაქსიმალური  კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა მიღებიდან 1,3 სთ-ის შემდეგ. სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა ორჯერადი დოზის მიღებიდან 2 დღის შემდეგ. ლევეტირაცეტამის ერთჯერადად 1000მგ დოზის მიღების შემდეგ და განმეორებით 1000მგ დოზის დღეში ორჯერ მიღების შემდეგ, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში შესაბამისად შეადგენს 31 მკგ/მლ და 43 მკგ/მლ-ს. აბსორბციის ხარისხი დამოკიდებული არ არის დოზასა და საკვების მიღებაზე

განაწილება

ლევეტირაცეტამისა და მისი ძირითადი მეტაბოლიტის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლებია. ლევეტირაცეტამის განაწილების მოცულობა დაახლოებით 0.5-0.7 ლ/კგ-ია.

ბიოტრანსფორმაცია

ადამიანის ორგანიზმში ლევეტირაცეტამი ინტენსიურ მეტაბოლიზმს არ განიცდის.  მეტაბოლიზმის ძირითადი გზა არის (დოზის 24%) აცეტამიდური ჯგუფის ფერმენტაციული ჰიდროლიზი. პირველადი  ფარმაკოლოგიური, არააქტიური მეტაბოლიტის  წარმოქმნა (ucbL057) ღვიძლში,  ციტოქრომ P450 იზოფერმენტების ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

გამოყოფა

ზრდასრულებში -პლაზმიდან  ნახევრად გამოყოფის პერიოდი  7±1 სთ-ია,   მასზე არ მოქმედებს პრეპარატის არც დოზა, არც მიღების გზა ან განმეორებითი მიღება. საშუალო კლირენსი შეადგენს 0,96მლ/წთ/კგ. მიღებული დოზის 95% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით (მიღებული დოზის დაახლოებით 93% გამოიყოფა მიღებიდან 48 საათში). დოზის 0,3% გამოიყოფა ფეკალური მასებით. ლევეტირაცეტემის და  მისი პირველადი მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსი პირველი 48 სთ-ის განმავლობაში შესაბამისად შეადგენს მიღებული დოზის  66% და 24%-ს.

 

ფარმაკოკინეტიკა სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებში

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

ლევეტირაცეტამის და მისი პირველადი  მეტაბოლიტის  კლირენსი კრეატინინის კლირენსს უკავშირდება, ამიტომ საშუალო და მწვავე  თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის კორექცია, კრეატინინის კლირენსის მიხედვით.  თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში, ანურიულ მოზრდილ პაციენტებში  ნახევრად გამოყოფის პერიოდი დიალიზებს შორის შეადგენს  25სთ-ს  და  3,1სთ -ს დიალიზის დროს. დიალიზის  4 სთ-იანი სეანსის დროს ლევეტირაცეტამის კლირენსი შედგენს 51%. პაციენტებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ლევეტირაცეტამის  კლირენსის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღენიშნებათ. ღვიძლის მწვავე უკმარისობისას თანმხლები თირკმლის უკმარისობით, ლევეტირაცეტამის კლირენსი  50% -ზე მეტად მცირდება.

 

პედიატრიული პაციენტები (4-12 წელი)

ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებში (6-12 წელი) ერთჯერადი დოზის (20მგ/კგ) მიღების შემდეგ  ლევეტირაცეტამის  ნახევრად გამოყოფის პერიოდი შედგენს 6 საათს. ამ ბავშვებში საერთო კლირენსი 30%-ით მაღალია, ვიდრე  მოზრდილებში და დამოკიდებულია სხეულის მასაზე.  ბავშვებში (4-12წელი) ლევეტირაცეტამის განმეორებით მიღების შემდეგ, დოზით  20-60 მგ/კგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში  მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-1 სთ-ს შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი დაახლოებით 5სთ-ს შეადგენს, ხილული  კლირენსი 1 მლ/წთ/კგ.

გერიატრიული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში  ნახევრად გამოყოფის  პერიოდი იზრდება  40%-ით (10-11 სთ), რაც გამოწვეულია თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით.

 

გამოყენების ჩვენებები

გამოყენება მონოთერაპიის სახით: მოზდილებში, ბავშვებში და მოზარდებში  პარციალური გულყრების მკურნალობისთვის მეორადი გენერალიზაციით ან  მის გარეშე,  ახლად  დიაგნოსტირებული ეპილეფსიის დროს.

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი დაავადებებისას:

-მიოკლონური კრუნჩხვები - იუვენილური მიოკლონური ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზევით.  

-პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები-იდიოპათიური გენერალიზებული ეპილეფსიით დაავადებულ მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზევით.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა  ლევეტირაცეტამის, პიროლიდინის სხვა წარმოებულების ან პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის  მიღების შეწყვეტა:  პრეპარატ  ევალეპ™-ით  მკურნალობის შეწყვეტის  აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის  თანდათანობითი შემცირება (მაგალითად, მოზრდილებში დოზის შემცირება 500მგ-ით 2-ჯერ დღეში  2-4 კვირის 

განმავლობაში, ბავშვებში  და მოზარდებში  50კგ-ზე  ნაკლები სხეულის მასით, დოზის შემცირება არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/კგ-ზე  2-ჯერ დღეში  2 კვირის განმავლობაში).

 

ღვიძლის/თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს შესაძლოა  დასჭირდეთ დოზის კორექცია. ღვიძლის მძიმე ფუნქციური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის, დოზირების  რეჟიმის არჩევისას, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა.

სუიციდი :  პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ მკურნალობას ანტიეპილეფსიური პრეპარატებით (მათ შორის ლევეტირაცეტამით) აღენიშნებოდათ სუიციდის შემთხვევები, სუიციდის მცდელობა და სუიციდური აზრები.  ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების რანდომიზირებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევების შედეგების მეტაანალიზმა აჩვენა სუიციდური აზრების და ქცევების წარმოქმნის რისკის უმნიშვნელო ზრდა. 

დეპრესიისა და/ან სუიციდალური განზრახვების შესაძლო გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კონტროლის ქვეშ და განხორციელდეს შესაბამისი მკურნალობა. პაციენტები და მათი ახლობლები უნდა იქნან გაფრთხილებული, რომ დეპრესიის  და /ან სუიციდური განზრახვის  ნებისმიერი  გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართონ მკურნალ ექიმს.

პედიატრიული პაციენტები : პრეპარატი ევალეპი™ არ არის გათვალისწინებული 4 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში გამოსაყენებლად. არსებული მონაცემებით პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ ახდენს რაიმე უარყოფით გავლენას მათ  განვითარებაზე და სქესობრივ მომწიფებაზე, მაგრამ მკურნალობის  ცალკეული შედეგების ზემოქმედება  ბავშვების სწავლის უნარზე, მათ გონებრივ განვითარებაზე, ზრდაზე,  ენდოკრინულ ჯირკვლებზე, სქესობრივ განვითარებასა და ფერტილობაზე უცნობია.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან  ურთიერთქმედება

ანტიეპილეფსიური პრეპარატები

ზრდასრული პაციენტების კლინიკური კვლევების  წინამარკეტინგულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ  ლევეტირაცეტამი და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენიტოინი, კარბამაზეპინი,  ვალპროის მჟავა,  ფენობარბიტალი,  ლამოტრიჯინი,  გაბაპენტინი და პრიმიდონი) ერთმანეთთან არ ურთიერთქმედებენ.

პრობენეციდი

ტუბულარული სეკრეციის ბლოკატორი, პრობენეციდი (500მგ 4ჯერ დღეში) აინჰიბირებს ლევეტირაცეტამის პირველადი მეტაბოლიტის  თირკმლის კლირენსს.  ამ მეტაბოლიტის კონცენტრაცია დაბალია. სხვა პრეპარატებმა აქტიური ტუბულარული  სეკრეციით შეუძლიათ ასევე  შეამცირონ მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსი. ლევეტირაცეტამის გავლენა პრობენეციდზე და აქტიური სეკრეციის  სხვა პრეპარატებზე (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, სულფანილამიდები და მეტოტრექსატი) უცნობია.

 

პერორალურ კონტრაცეპტივებთან და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ლევეტირაცეტამი დღიური დოზით 1000მგ არ ცვლის პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების (ეთინილესტრადიოლი და ლევონორგესტრელი) ფარმაკოკინეტიკას და ენდოკრინულ მაჩვენებლებს (მალუთეინიზირებელი ჰორმონის და პროჟესტერონის დონეები). ლევეტირაცეტამი დღიური დოზით 2000მგ არ ცვლის დიგოქსინის და ვარფარინის 

ფარმაკოკინეტიკას; პროთრომბინის დროის მნიშვნელობა უცვლელი რჩება. დიგოქსინი, პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ვარფარინი, თავის მხრივ, არ მოქმედებენ ლევეტირაცეტამის ფარმაკოკინეტიკაზე.

 

ანტაციდები

მონაცემები ანტაციდების ზემოქმედების შესახებ არ არსებობს.

 

საფაღარათო საშუალებები

ოსმოსური საფაღარათო  საშუალება - მაკროგოლთან ერთად  მიღების დროს,  ცალკეულ  შემთხვევაში ლევეტირაცეტამის ეფექტი მცირდება. ამიტომ ლევეტირაცეტამის მიღებიდან 1 სთ-ით ადრე ან გვიან არ უნდა იქნას მიღებული მაკროგოლი.

 

საკვები და ალკოჰოლი

საკვების მიღება  ზეგავლენას არ ახდენს  ლევეტირაცეტამის სრულ  შეწოვაზე, მაგრამ ამ დროს რამდენადმე მცირდება შეწოვის სიჩქარე. არ არის ცნობები ლევეტირაცეტამის ალკოჰოლთან ურთიერთქმედების შესახებ.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობის დროს  პრეპარატ  ევალეპ™-ის  გამოყენება  რეკომენდებულია  მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ლევეტირაცეტამი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ ლევეტირაცეტამით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. აუცილებლობის  შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ლევეტირაცეტამის გამოყენების დროს, საჭიროა შეფასდეს შეფარდება მკურნალობის  რისკი/სარგებელი ძუძუთი კვების მნიშვნელობასთან  შედარებით.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატ ევალეპ™-ის  ავტოტრანსპორტის  და მექანიზმების  მართვის უნარზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის მიმართ განსხვავებული ინდივიდუალური მგრძნობელობის გამო, ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა გვერდითი ეფექტი განუვითარდეს ცნს-ის მხრივ (როგორიცაა ძილიანობა), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ამის გამო საჭიროა ტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების სიფრთხილით მართვა.

 

მიღების წესი და დოზირება:

ევალეპ™-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. სადღეღამისო  დოზის მიღება ხდება ორ ტოლ ნაწილად.

მონოთერაპია

ზრდასრულები და მოზარდები 16 წლის ზევით

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 250მგ 2 ჯერ დღეში; 2 კვირის შემდეგ დოზას ზრდიან საწყის თერაპიულ დოზამდე 500მგ 2 ჯერ დღეში. კლინიკურ ეფექტურობაზე დაყრდნობით დოზის გაზრდა შეიძლება 250მგ-ით დღეში 2-ჯერ  ყოველ 2 კვირაში; მაქსიმალური დღე-ღამური დოზა შეადგენს 1500მგ დღეში ორჯერ.

 

კომპლექსური თერაპია

ზრდასრულები (18 წლის და ზემოთ) და მოზარდები (12 -17 წლის), რომელთა სხეულის წონა 50კგ და მეტია

საწყისი თერაპიული დოზა შეადგენს  500მგ 2-ჯერ დღეში; ეს დოზა უნდა იქნას მიღებული მკურნალობის პირველი დღიდან. პრეპარატის კლინიკური ეფექტურობისა და გადატანის უნარის მიხედვით  დოზა შეიძლება გაზრდოს 1500მგ -მდე 2-ჯერ დღეში. დოზის ცვლილება (გაზრდა ან შემცირება) 500მგ-ით 2 ჯერ დღეში შეიძლება განხორციელდეს ყოველ 2-4 კვირაში.

4-11  წლის ბავშვები და მოზარდები (12-17 წლის)  50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით

4 წლის ასაკის ბავშვებს ლევეტირაცეტამი ენიშნებათ ხსნარის ფორმით შიგნით მისაღებად.

საწყისი თერაპიული დოზა შეადგენს 10მგ/კგ 2-ჯერ დღეში. კლინიკური ეფექტურობაზე და გადატანაზე დაყრდნობით დოზა შეიძლება გაიზარდოს 30მგ/კგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის ცვლილება (გაზრდა ან შემცირება) არ უნდა აჭარბებდეს 10მგ/კგ 2-ჯერ დღეში ყოველი 2 კვირის განმავლობაში. საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის დანიშვნა. 50კგ და მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში დოზები ისეთივეა, როგორც ზრდასრულებისთვის. ექიმმა უნდა დანიშნოს პრეპარატი  შესაფერის ფორმით და დოზით, პაციენტის სხეულის წონის მიხედვით.

რეკომენდებული დოზები ბავშვებისა და მოზარდებისთვის:

 

სხეულის წონა(კგ)

საწყისი დოზა

10მგ/კგ 2-ჯერ დღეში

მაქსიმალური დოზა

30მგ/კგ 2-ჯერ დღეში

15კგ (1)

150მგ დღეში 2-ჯერ

450მგ 2-ჯერ დღეში

20კგ(1)

200მგ დღეში 2-ჯერ

600მგ 2-ჯერ დღეში

                       25კგ

250მგ დღეში 2-ჯერ

750მგ 2-ჯერ დღეში

50კგ და ზემოთ (2)

500მგ დღეში 2-ჯერ

1500მგ 2-ჯერ დღეში

 

(1)ბავშვებისთვის წონით 25კგ და ნაკლები რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ლევეტირაცეტამის  შიგნით მისაღები ხსნარის ფორმით.

 (2)დოზები ბავშვებისთვის წონით 50კგ და მეტი იგივეა, როგორც ზრდასრულებისთვის.

 

სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

დღიური დოზის კორექცია უნდა მოხდეს პაციენტის თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების მიხედვით. ზრდასრულ პაციენტებში დოზის კორექცია ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით. აღნიშნული ცხრილის გამოყენებამდე  საჭიროა პაციენტის კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა (კკ მლ/წთ).  50კგ  და მეტი სხეულის წონის მქონე ზრდასრულების  და 

მოზარდების კრეატინინის კლირენსი (კკ მლ/წთ) გამოითვლება  შრატის კრეატინინის  კონცენტრაციის საშუალებით (მგ/დლ), შემდეგი ფორმულით

კკ(მლ/წთ)=[140-ასაკი(წლები)]×სხეულის წონა(კგ)/72× შრატის კრეატინინი(მგ/დლ)

(ქალებისთვის: მიღებული მნიშვნელობა×0,85)

საბოლოოდ  კკ ზუსტდება სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით  შემდეგი ფორმულის საშუალებით: კკ(მლ/წთ/1,73მ2)=კკ(მლ/წთ)/სხეულის ზედაპირის  ფართობი(მ2) ×1,73

 

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე 50კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ზრდასრულებისთვის  და მოზარდებისთვის

თირკმლის ფუნქცია

კრეატინინის კლირენსი(მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და მიღების სიხშირე

ნორმალური

>80

500-1500მგ 2-ჯერ დღეში

მსუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობა

50-79

500-1000მგ 2-ჯერ დღეში

საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა

30-49

250-750მგ 2-ჯერ დღეში

მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა

<30

250-500მგ 2-ჯერ დღეში

 თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, დიალიზზე მყოფი პაციენტები(1)

-

 

500-1000მგ 1-ჯერ დღეში (2)

 

(1) მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია ლევეტირაცეტამის მიღება დოზით 750მგ

(2)  დიალიზის შემდგომ რეკომენდებულია დამატებით  იქნას მიღებული - 250-500მგ.

 

თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებისთვის  ლევეტირაცეტამის  დოზის კორექცია ხდება თირკმლის უკმარისობის ხარისხის გათვალისწინებით, მოზრდილებისთვის მიცემული რეკომენდაციების გამოყენებით. 

ბავშვებსა და მოზარდებში კრეატინინის კლირენსი კკ (მლ/წთ/1,73 მ2)  შესაძლებელია გამოითვალოს შრატის კრეატინინის  კონცენტრაციის საშუალებით (მგ/დლ), შემდეგი ფორმულით (შვარცის ფორმულა) კკ (მლ/წთ/1,73 მ2) = სიმაღლე (სმ) × კშ/შრატის კრეატინინი (მგ/დლ).

კშ=0.55  13 წლამდე ბავშვებში და მოზარდ გოგონებში

კშ=0.7  მოზარდ ბიჭებში

 

დოზის კორექცია თირკმლის უკმარისობის მქონე 50კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვებში  და მოზარდებში

 

 

თირკმლის ფუნქცია

კრეატინინის კლირენსი

(მლ/წთ/1,73მ2)

დოზა და მიღების სიხშირე ბავშვებში 4 წლის ზემოთ და მოზარდებში 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით

ნორმალური

>80

10-30 მგ/კგ(0,10-0,30 მლ/კგ) 2 -ჯერ დღეში

 

მსუბუქი ხარისხის თირკმლის უკმარისობა

50-79

10-20 მგ/კგ(0,10-0,20 მლ/კგ) 2 -ჯერ დღეში

 

საშუალო ხარისხის თირკმლის უკმარისობა

30-49

5-15 მგ/კგ(0,05-0,15 მლ/კგ)  2 -ჯერ დღეში

 

მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა

 

<30

5-10 მგ/კგ(0,05-0,10 მლ/კგ)  2 -ჯერ დღეში

 

 

თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, დიალიზზე მყოფი პაციენტები(1)

-

 

 

10-20 მგ/კგ(0,10-0,20 მლ/კგ)  1 -ჯერ დღეში(2) (3)

 

 

 

(1)პაციენტებს, რომლებსაც უჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა და ასევე  250მგ -ზე ნაკლები დოზირების დროს  გამოიყენება შიგნით მისაღები ხსნარი.

(2) მკურნალობის პირველ დღეს რეკომენდებულია  ლევეტირაცეტამის  მიღება დოზით 15მგ/კგ (0,15მლ/კგ)

(3)  დიალიზის შემდეგ რეკომენდებულია დამატებითი დოზის 5-10 მგ/კგ (0,05-0,10 მლ/კგ)-ს მიღება. ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებისთვის  რომელთაც კკ 60მლ/წთ/1,73მ2  ნაკლები აქვთ, რეკომენდებულია დღე-ღამური  დოზა შეუმცირდეთ 50%-ით.

პედიატრიული ჯგუფი

4 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ევალეპ™-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ გამოიყენება; მათთვის განკუთვნილია ლევეტირაცეტამი შიგნით მისაღები ხსნარის სახით. 25კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებში, პაციენტებში გაძნელებული ყლაპვის პრობლემით, ასევე 250მგ-ზე ნაკლები დოზირების დროს,  არსებული ტაბლეტირებული ფორმები არ გამოიყენება.  მსგავს შემთხვევებში ლევეტირაცეტამი გამოიყენება შიგნით მისაღები ხსნარის ფორმით. მონოთერაპია ლევეტირაცეტამით  არ გამოიყენება ბავშვებში  16 წლის ქვევით .

გერიატრიული ჯგუფი

თირკმლის ფუნქციის შესაძლო  დარღვევის გამო ხანდაზმული პაციენტებისთვის (65 წლის და ზემოთ) რეკომენდებულია დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი გვერდითი რეაქციები: ნაზოფარინგიტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, გადაღლა, თავბრუსხვევა.

უსაფრთხოების პროფილი სხვადასხვა ასაკოვან ჯგუფში (ზრდასრულები და პედიატრიული პაციენტები) მსგავსია.

გვერდითი მოვლენების წარმოქმნის  სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად ( ≥1/100-დან  <1/10-მდე); არცთუ ხშირად ( ≥1/1000-დან  <1/100-მდე); იშვიათად ( ≥1/10000-დან  <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად(<1/10000); უცნობი სიხშირით (არსებულ  მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია).

 

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან ხშირად: ნაზოფარინგიტი

იშვიათად: ინფექციები

 

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია

იშვიათად: ნეიტროპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი

 

იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათად: ეოზინოფილიასთან დაკავშირებული წამლისმიერი რეაქცია, სისტემური სიმპტომები (DRESS).

 

ნივთიერებათა ცვლის  და კვების მხრივ

ხშირად: ანორექსია

არცთუ ხშირად: სხეულის მასის შემცირება/ზრდა;

იშვიათად: ჰიპონატრიემია

 

ფსიქიკის მხრივ

ხშირად: დეპრესია, მტრობა/აგრესია, შფოთვა, უძილობა, ნევროზულობა/გაღიზიანებადობა;

არცთუ ხშირად: სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები, ფსიქიკური აშლილობა, ქცევითი დარღვევები, ჰალუცინაციები, ცნობიერების დარღვევა, პანიკური შეტევები, ემოციური ლაბილობა/ხასიათის ცვალებადობა, შფოთვა

იშვიათად: სუიციდი, დეპერსონალიზაცია, აზროვნების დარღვევა

 

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირად: უძილობა, თავის ტკივილი;

ხშირად: კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ტრემორი, ლეთარგია;

არცთუ ხშირად: ამნეზია, მეხსიერების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა/ატაქსია, პარესთეზია, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;

იშვიათად: ქორეოათეტოზი, დისკინეზია, ჰიპერკინეზია

 

მხედველობის ორგანოს მხრივ

არცთუ ხშირად: დიპლოპია, მხედველობის დაბინდვა

 

სმენის ორგანოს  და ლაბირინთული სისტემის მხრივ

ხშირად: თავბრუსხვევა

 

სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ

ხშირად:  ხველა

 

საჭმლის  მომნელებელი სისტემის მხრივ

ხშირად: ეპიგასტრული ტკივილები, დიარეა, დისპეპსია, ღებინება, გულისრევა

იშვიათად: პანკრეატიტი

 

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

არცთუ ხშირად:  ღვიძლის ფერმენტების ცვლილება

იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი

 

კანისა და კანქვეშა  ქსოვილების მხრივ

ხშირად: გამონაყარი;

არცთუ ხშირად: ალოპეცია, ეგზემა, ქავილი

იშვიათად: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა

 

ძვალ -კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

არცთუ ხშირად: კუნთოვანი სისუსტე, მიალგია

 

ზოგადი მოშლილობა და ადგილობრივი რეაქციები

ხშირად: ასთენია/სისუსტე

 

დაზიანება, ინტოქსიკაცია და პროცედურული გართულებები

ხშირად: სხეულის დაზიანება

 

ზოგიერთი გვერდითი მოვლენის  აღწერა

ლევეტირაცეტამის ტოპირამატთან ერთდროული  მიღების დროს იზრდება ანორექსიის რისკი.

ცალკეულ  შემთხვევებში ლევეტირაცეტამის მოხსნის შემდეგ ალოპეცია წყდება. პანციტოპენიის  ზოგიერთ შემთხვევაში დიაგნოზირებული იყო ძვლის ტვინის სუპრესია.

 

ცნობები საეჭვო  გვერდითი  მოვლენების  შესახებ

სამკურნალო პრეპარატის დარეგისტრირების შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემების მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პრეპარატის მოხმარებისას განხორციელდეს სარგებელი/რისკის შეფარდების ხანგრძლივი კონტროლი.

არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: დოზის გადაჭარბების დროს შეიმჩნეოდა ძილიანობა, შფოთვა, აზროვნების შეზღუდვა, სუნთქვის უკმარისობა, კომა.

მკურნალობა:  დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ლევეტირაცეტამის გამოდევნა ორგანიზმიდან შესაძლებელია ხელოვნური ღებინების გამოწვევით და კუჭის ამორეცხვით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი.  ტარდება სიმპტომური მკურნალობა და ჰემოდიალიზი.  ლევეტირაცეტამის დიალიზის ეფექტი შეადგენს 60% , მისი პირველადი მეტაბოლიტის-74%.

 

გამოშვების ფორმა

ევალეპი250მგ, 500მგ ან 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ბლისტერზე. 5 ბლისტერი (50 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) კომპლექტში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°С, ორიგინალურ შეფუთვაში,  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი

არ გამოიყენება  ვადის გასვლის შემდეგ

 

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი

ალი რაიფ ილაჩ სან. ა.შ.

იქითელი ოსბ მაჰალესი

10. ჯადე №3/1ა

ბაშაქშეჰირი /სტამბული/თურქეთი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (144 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-01-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2027-07-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2027-07-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-11-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2027-07-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-01-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-11-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-01-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-01-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-01-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-01-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-01-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-11-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-11-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-01-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-11-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-01-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-11-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-11-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-11-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2027-07-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-07-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-01-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-01-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-11-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-01-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-01-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-01-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2027-07-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-01-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-11-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-01-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-07-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-01-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-01-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2027-07-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-01-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2025-11-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2027-07-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2027-07-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-01-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2026-01-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2027-07-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2027-07-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-01-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-01-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-01-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-01-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2027-07-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-07-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-01-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-01-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-07-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-01-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2025-11-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2025-11-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-01-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2025-11-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2027-07-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-01-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-01-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-07-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-01-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2025-11-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2025-11-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2025-11-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2027-07-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-01-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-01-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-01-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2025-11-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-01-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2027-07-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2027-07-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2027-07-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2025-11-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2027-07-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-01-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-01-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2025-11-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2027-07-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-01-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-01-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-01-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-07-01

რეგიონი (199 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2026-01-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-01-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2027-07-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2026-07-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-07-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-01-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-01-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2027-07-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2025-11-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2027-07-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2026-01-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2025-11-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2026-01-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2027-07-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2026-07-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-01-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2026-01-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2025-11-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2027-07-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2026-01-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2027-07-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-11-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-11-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-11-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2027-07-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-01-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2026-01-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-01-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2026-07-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-07-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-07-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2027-07-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2026-07-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2027-07-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-01-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2025-11-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-07-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2027-07-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-07-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2027-07-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2027-07-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-07-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2027-07-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2027-07-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2025-11-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2025-04-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2027-07-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2027-07-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-07-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2027-07-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-01-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2027-07-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2027-07-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2027-07-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2027-07-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-07-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2026-01-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-11-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-11-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-01-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2027-07-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2027-07-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-11-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-01-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-01-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-01-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2027-07-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2026-01-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-01-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2027-07-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-01-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2025-09-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2025-11-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2027-07-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-11-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2027-07-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-11-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-07-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2025-11-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2025-11-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2027-07-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2027-07-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2027-07-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2027-07-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2027-07-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2025-11-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2025-11-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2025-11-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2026-01-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-07-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2027-07-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2027-07-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2025-11-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2025-11-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2027-07-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2026-07-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2026-07-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2026-07-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2027-07-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2025-11-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-11-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2026-01-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-01-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2027-07-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2027-07-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-01-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2026-01-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-11-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2026-01-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2027-07-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2026-01-01