ფარკლობენტი 30გრ კრემი

ფარკლობენტი 30გრ კრემი

24.79 ლარი 21.07 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: კორეა
მწარმოებელი: ტაი გუკ ფარმ კორეა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბეტამეტაზონი+გენტამიცინი+კლოტრიმაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 80448
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ფარკლობენტი კრემი

Farclobent Cream

შემადგენლობა :

1გ შეიცავს: ბეტამეთაზონის დიპროპიონატი 0.64მგ

კლოტრიმაზოლი 10მგ

გენტამიცინის სულფატი 1მგ

აღწერა : თეთრი ფერის კრემი

ჩვენებები :

ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციები ან კორტიკოსტეროიდის მიმართ მგრძნობიარე დერმატოზის მიერ გამოწვეული მეორადი ინფექციები: კანის ალერგიული ანთებითი დაავადება, კონტაქტური დერმატიტი, ატიპური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ეგზემა, ინტერტრიგო, ექსფოლიაციური დერმატიტი, მარტივი ან ქრონიკული ლიქენი (ნეიროდერმატიტი)

დოზირება და მიღების წესი : წაისვით თხელი ფენა კანის დაზიანებული და მიმდებარე უბნების სრულად დასაფარად დღეში ორჯერ დილით და საღამოს.

სიფრთხილის ზომები :

უკუჩვენებები

ჭრილობა ან ლორწოვანი გარსი.პაციენტებში ბაქტერიის (კანის ტუბერკულოზი, სიფილისი), საფუარას (კანდიდოზი, მეჭეჭი), ვირუსის (ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა, ვაქსინია) ცხოველური წარმოშობის კანის ინფექციების დროს (ასკარიდა, ტილი) პაციენტებში მოცემული პრეპარატის ან მისი ინგრედიენტების მიმართ ალერგიის დროს. პაციენტებში რომელთაც აქვთ ალერგიის ისტორია მოცმული პრეპარატის მიმართ პაციენტებში ეგზემატოზური გარე ყურის ოტიტი ლიმპანის პერფორაციით.

პაციენტებში წყლულის (გარდა ნეჰელის დაავადებისა), დამწვრობის ან მეორე ხარისხის მოყინვისას.

პირის გარშემო დერმატიტის, აკნეს ან როზაცეას დროს. პაციენტებში ამინოგლიკოზიდური ანტიობიოტიკების მიმართ ალერგიის დროს , როგორიცაა სტრეპტომიცინი, კანამიცინი, გენტამიცინი ან ნეომიცინი ან აქვთ ალერგიის ისტორია მოცემული პრეპარატების მიმართ.

სიფრთხილის ზომები :

1) ლაქტაცია ან ორსულობა

2) ჩვილები, ბავშვები

3) მოცემული პრეპარატი შეიცავს პოლიპროპილენს და ფრთხილად გამოიყენეთ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ალერგია მოცემული ინგრედიენტის მიმართ ან მისი ისტორია.

3. გვერდითი რეაქცია :

1)კანი . ინფექცია: იწვევს ბაქტერიულ (ინფექციური იმპეტიგო, ფოლიკულიტი), ვირუსულ ინფექციას კანზე (ოკლიუზიური სახვევის მეთოდის გამოყენებით ადვილად ვითარდება ინფექცია). გამოიყენეთ ანტიმიკრობული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალბა კომბინაციაში, როდესაც ადგილი აქვს ზემოთხსენებული სიმპტომების განვითარებას. თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოყენება.

. კანის სიფილისი: შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ფოლიკულიტის, წვის, კანის სტიმულაციის, ტკივილის, პირექსიის, გამონაყარის, ანთების, ჰიპერემიის, ქავილის, ქსეროდერმას, პუსტულეზური დერმატიტის, ალერგიული კონტაქტური დერმატიტის, ტროპიკული ლიქენის, ჭრილობის, დეკუბიტის ან პუსტულეზის განვითარებისას.

. ხანგრძლივი დროით გამოყენება: სტეროიდული აკნე, სტეროიდეული კანი (კოანის კონტრაქცია, სისხლძარღვების ექსპანსია, წითელი ფერის ლაქები), სტეროიდული ინფექცია, დერმატიტი (წითელი ლაქები ტუჩების გარშემო ან სახეზე) კანის იზტიოზური ცვლილება, პოლიტრიქია, გაუფერულება შეიძლება განვითარდეს. მსგავსი სიმპტომების განვითარებისას, დოზა თანდათანობით შეამცირეთ. შეცვალეთ და გამოიყენეთ პრეპარატი კორტიკოიდის გარეშე. შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ინფექციის განვითარება ადგილობრივი ინფექციით გამოწვეული დაცვითი სისტემის დასუსტების გამო.

. ენდოკრინული სისტემა: დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციების დარღვევა . . თვალი: ფრთხილად იყავით მოცემული პრეპარატის გამოყენებისას ქუთუთოზე. შეიძლება გაზარდოს თვალშიდა წნევა ან გამოიწვიოს გლაუკომა. დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივად გამოყენებისას განსაკუთრებით ODT-ზე, შეიძლება გამოიწვიოს სუბკაფსულარული კატარაქტა. . სუპერინფექცია: იშვიათად შეიძლება Clostridium fiddicile-ს განვითარება, რის გამოც უნდა შეწყიტოთ პრეპარატის გამოყენება. . დაუშვებელია ხანგრძლივად გამოყენება თირკმელების პრობლემების ან სმენის პრობლემების გამო.

4.სიფრთხილის ზოგადი ზომები :

. დაიცავით დოზირების და ჩვენების პირობები

პრეპარატი გამოიყენეთ მშობლის მეთვალყურეობით როდესაც გამოიყენება ბავშვებში.

. მთლიან სხეულზე ადგილობრივი კორტიკოიდის აბსორბციამ შეიძლება გამოიწვიოს შექცევადი

ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზი- თირკმელზედა ჯირკვლის (HPA) აქსისის დათრგუნვა, კუშინგის

სინდრომი, ჰიპერგლიკემია ან ოსტეროპოროზი. პაციენტებში ადგილობრივი კორტიკოიდის ან ODT

გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ტესტი ან HPA აქსისის დათრგუნვის ტესტი ACTH სტიმულირების

ტესტით ან გაიზომოს შარდში გამოყოფილი კორტიზოლი ან კორტიზოლის კონცენტრაცია სისხლში.

.შეწყვიტეთ პრეაპრატის გამოყენება, შეამცირეთ მოცემული პრეპარატის მიღების სიხშირე ან მიიღეთ

ალტერნატიული პრეპარატი თუ HPA აქსისი დათრგუნულია ადგილობრივი კორტიკოიდის

გენერალიზებული აბსორბციის გამო. ზოგადად HPA აქსისის ფუნქცია შეიძლება სწრაფად აღდგეს

ადგილობრივი კორტიკოიდის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის

გამოყენება თუ სიმპტომები არ უმჯობესდებს ან მეორდება.

. დიდი რაოდენობით, ასევე ხანგრძლივად გამოყენებისას, ან ფართო მიდამოზე გამოყენებისას

განსაკუთრებით ODT-ზე შეიძლება განვითარდეს იგივე სიმპტომები რაც კორტიკოიდის

გამოყენებისას. ტოქსიურობა გამოწვეული ანტიბიოტიკის კუმულაციის გამო შეიძლება

განვითარდეს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში მიღებისას. განსაკუთრებული

შემთხვევბის გარდა, ხანგრძლივი გამოყენება დაუშვებელია. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო

ჩვილებში გამოყენებისას.

. ადგილობრივი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ატროფოდერმა, სტეროიდული წითელი ლაქა

შეიძლება განვითარდეს, ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ როდესაც პრეპარატს იყენებთ სახეზე, კისერსა

და ვეზიკულზე.

. დაკვირვება მოახდინეთ მგრძნობელობაზე და შეწყვიტეთ მიღება ისეთი სიმპტომების განვითარებისას,

როგორიცაა ქავილი, გაწითლება, პაპულა ან ვეზიკული.

. არ გამოიყენოთ ხანგრძლივი პერიოდით. უმჯობესია პრეპარტი გამოიყენოთ არაუმეტეს 2-3 კვირისა

მიუხედავად იმისა თუ უყვეტად იყენებთ მას. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ისეთი

კორტიკოიდის გამოყენებისას სახესა ან გენიტალიებში, რომელიც არის მაღალი ხარისხის სიძლიერის.

მისი გამოყენება უნდა მოხდეს არაუმეტეს ერთი კვირისა.

5. ორსულობა და ლაქტაცია :

. ნაყოფის დეფორმაცია განვითარდა მოცემული პრეპარატის ადგიობრივი გამოყენებისას ცხოველებში

ჩატარებულ კვლევაში.

. დაუშვებელია მისი გამოყენება ორსულებში ან ისეთ ქალებში რომლებიც შესაძლოა დაორსულდნენ,

ვინაიდან არ დადგენილა უსაფრთხოება

. არ არის ცნობილი კორტიკოიდი ადგილობრივი გამოყენებისას გადადის თუ არა დედის რძეში. თუმცა

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ლაქტაციის დროს გამოყენებისას.

6. გამოყენება პედიატრიაში

. სიფრთხილე გამოიჩინეთ პედიატრიაში გამოყენებისას ვინაიდან ბავშვებში ზედაპირის

. ფართობი წონაზე უფრო დიდია ვიდრე მოზრდილებში . კორტიკოიდულმა პრეპარატმა შესაძლოა

გამოიწვიოს HPA აქსისის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, განვითარებადი დისპრაქსია.

. უნდა აღინიშნოს რომ ჩვილის საფენი შეიძლება ოკლუზიური საფენის როლს თამაშობდეს.

7. გაფრთხილება :

. მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება თვალზე. თუ პრეპარატი მოხვდება თვალში, ამოიბანეთ თვალი

წყლით. თუ სიმპტომი სერიოზულია, მიმართეთ ოფთალმოლოგს.

. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მაკიაჟის ან საპარსი საშუალების სახით.

. ოკლუზიური საფენის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის ინსტრუქციების მიხედვით (განსაკუთრებით

ოკლუზიურმა საფენმა შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ინფექცია . გამოყენებამდე გაასუფთავეთ

ჭრილობა).

8. შენახვის განსაკუთრებული მოთხოვნა : შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

9. დამატებითი ინფორმაცია : მოცემული პრეპარატის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას ფსორიაზის დროს დიდი რადენობით, შეინიშნებოდა პუსტულარული ფსორიაზი მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ.

შენახვის პირობები : ინახება კონტეინერში 15-25°C-ზე.

*შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას*

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი :

ტაი გუკ ფარმ. კო., ლტდ

821, გეუმბაეკ-რო, ჩოჩონ-მიეონ, ბუიეო-გუნ.

ჩუნგჩეონგნამ-დო, კორეას რესპუბლიკა.