დოსოდოსი 400მგ/100მლ15მლ წვ.
გააზიარე:
დოსოდოსი
Dosodos
საერთაშორისო დასახელება (აქტიურინივთიერება): ბუტამირატი (butamirate).
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველის საწინააღმდეგო საშუალებები.
შემადგენლობა
წვეთები
ყოველი 100 მლ შეიცავს:
ბუტამირატის ციტრატი 400 მგ
უწყლო ლიმონმჟავა, ასპარტამი, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ჟოლოს ესენცია, ნეოჰესპერიდინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი q.s. 100 მლ-მდე
თერაპიული მოქმედება
ხველის საწინააღმდეგო საშუალება.
ჩვენება
სპაზმოლიზური, გამაღიზიანებელი და შეტევითი ხასიათის ხველის დროს სიმპტომური მკურნალობისთვის.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ბუტამირატის ციტრატი წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ხველის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ზრდის ხველის ცენტრის სტიმულაციის ზღურბლს, რომელიც მდებარეობს მოგრძო ტვინში. ეს ეფექტი ძალზე შერჩევითია, რადგან ბუტამირატი გავლენას არ ახდენს სხვა ახლომდებარე ნერვულ ცენტრებზე, როგორებიცაა რესპირატორული და კარდიოვასკულური ცენტრები.
ფარმაკოკინეტიკა
ბუტამირატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება პერორალურად მიღების დროს (93%). პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროლაზას (ჰიდროლიზური ფერმენტები) მოქმედებით. ძირითადი მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, რომელთა 80% შარდში აღმოჩენილი იყო პირველი რვა საათის განმავლობაში.
დოზირება და მიღების წესი
წვეთები
ჩვილები ერთ წლამდე: 9 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.
ბავშვები 1-3 წლამდე: 18 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.
ბავშვები 3-6 წლამდე: 36 წვეთი - 6 საათში ერთჯერ.
უკუჩვენებები
აქტიური ნივთიერებების და/ან ტარტრაზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. სიროფიც და წვეთებიც შეიცავს ასპარტამს, ეს განაპირობებს მის უკუჩვენებას პაციენტებში, რომლებიც დაავადებულები არიან ფენილკეტონურიით.
მითითებები და სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფილტვების შეშუპება, ამ პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა რეკომენდებული არ არის ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გვერდითი რეაქციები
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აღნიშნული პრეპარატით, მინიმალური ალბათობით (1%) შესაძლოა, გამოვლინდეს ეგზანთემა, გასტროენტეროლოგიური დარღვევები, დიარეა ან ვერტიგო. გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში სიმპტომები ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
ზედოზირება
ზედოზირების დროს, როგორც ყველა შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სტანდარტული პროცედურები. ზედოზირების შემთხვევაში, ეწვიეთ უახლოეს სტაციონარს ან მიმართეთ ადგილობრივ ტოქსიკოლოგიურ ცენტრებს.
გამოშვების ფორმა
წვეთები: შეფუთვა 15 მლ მოცულობის.
შენახვის წესი
ინახება ორიგინალური შეფუთვით არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
Laboratorios Beta, არგენტინა.