
ალმიბა 400მგ/მლ 120მლ ხსნარი
გააზიარე:
ალმიბა
(ALMIBA)
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:ალმიბა.
მოქმედი ნივთიერება:ლევოკარნიტინი.
წამლის ფორმა: ორალური ხსნარი.
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 400 მგ ლევოკარნიტინი;
დამხმარე ნივთიერება: სორბიტოლი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, წითელი ხილის არომატიზატორი.
აღწერა
გამჭვირვალე, უფერო ან მკრთალი-მოყვითალო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები. ამინომჟავები და მათი წარმოებულები.
ათქკოდი: A16AA01.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფარმაკოდინამიკა
ლ-კარნიტინი წარმოადგენს ვიტამინისმაგვარ ნივთიერებას, რომელიც სინთეზდება ღვიძლში, თირკმელებში და ტვინის ქსოვილში ამინომჟავა ლიზინიდან და მეთიონინიდან რკინისა და ასკორბინის მჟავას მონაწილეობით, სისხლის პლაზმაში თავისუფალი სახითა და აცილკარნიტინის ეთერის ფორმითაა. ლ-კარნიტინი წარმოადგენს ცხიმოვანი მჟავების ცვლის მთავარ კოფაქტორს გულის კუნთში, ღვიძლში და ჩონჩხის კუნთებში, ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β-დაჟანგვა აცეტილ კოა-მდე, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით. ხელს უწყობს ციტოპლაზმიდან ტოქსიკური ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების გამოდევნას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ზრდის შრომისუნარიანობას, აჩქარებს ზრდას, ზრდის კუნთოვან მასას და ამცირებს ცხიმის რაოდენობას ადიპოციტებში. ჰიპერთირეოზისას აუმჯობესებს ძირითად ცვლას, ამცირებს ფიზიკური და ფსიქიკური გადაძაბვის სიმპტომებს, ავლენს ნეიროჰეპატო- და კარდიოპროტექტორულ მოქმედებას; ხელს უწყობს მიოკარდიუმის იშემიისა და ინფარქტული უბნის შემცირებას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს უჯრედულ იმუნიტეტს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას. ლ-კარნიტინი ამცირებს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში აბსტინენციის სინდრომისას. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას კარნიტინი ზრდის ამტანობას, აუმჯობესებს ჩონჩხის მუსკულატურის და გულის კუნთის მუშაობას.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 3 საათში. თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 საათის განმავლობაში. პრეპარატი მეტაბოლიზდება აცილური ეთერების წარმოქმნით, რომელიც გამოიყოფა თირკმელებით. შიგნით მიღებისას ნახევრად გამოყოფის პერიოდი დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე და შეადგენს 3-6 საათს.
ჩვენებები
ახალშობილთა სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი;
ახალშობილთა ჰიპოტროფია და ჰიპოტონია;
ახალშობილთა რესპირატორული დისტრესს სინდრომი;
დღენაკლი ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან პარენტერალურ კვებაზე და ჰემოდიალიზზე;
სხეულის მასის დეფიციტი ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში;
კარნიტინის პირველადი, ან მეორადი დეფიციტი ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში;
კარნიტინის მეორადი დეფიციტი იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან ჰემოდიალიზზე და აქვთ შემდეგი სიმპტომები: გამოხატული, მუდმივი, კუნთოვანი სპაზმი, ჩონჩხის კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის შემცირება; არტერიული ჰიპოტენზიის სიმპტომები, ანემია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ან საჭიროებს ერითროპოეტინების დიდ დოზას, კარდიომიოპათიები;
თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა;
მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის მოშლა გიდ-ის დროს (სტენოკარდია, ინფარქტისშემდგომი მდგომარეობა);
ფიზიკური გამოფიტვა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში (ანაბოლიკის და ადაპტოგენის სახით).
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი
გამოიყენება მხოლოდ შიგნით მისაღებად, დოზირებისთვის იყენებენ დოზირებულ შპრიცს.
დოზირება დამოკიდებულია მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევის ხარისხზე და მკურნალობის პროცესში პაციენტის მდგომარეობაზე. რეკომენდებული ყოველდღიური დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და წონაზე.
ასაკი |
დღიური დოზა მგ-ში |
დღიური დოზა მლ-ში პერორალური ფორმისთვის |
0-1 წელი |
200-600 მგ |
0,5-1,5 მლ |
1-3 წელი |
600-1000 მგ |
1,5-2,5 მლ |
3-7 წელი |
1000-1600 მგ |
2,5-4,0 მლ |
7-12 წელი |
1600-2000 მგ |
4,0-5,0 მლ |
12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 50-100 მგ/კგ-ზე.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 150 მგ/კგ-მდე.
სტენოკარდიის და პოსტინფარქტულ პერიოდში დღიური დოზა შეადგენს 2-6 გრ.
თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევისას ქვემწვავე და აღდგენით პერიოდში, დისცირკულატორული ენცეფალოპათიებისას დღიური დოზაა 1 გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-3 თვეს.
ალმიბას დღიური დოზის გაყოფა შეიძლება 2-3 მიღებაზე. ბოლო მიღება სასურველია საღამოს 5 საათამდე.
გვერდითი მოვლენები
ლევოკარნიტინის ხანგრძლივად მიღებისას აღინიშნება ზომიერი დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრიდან, როგორიცაა მცირე დროით გულისრევა და ღებინება, აბდომინალური კრუნჩხვა და დიარეა. ზომიერი მიასთენია იყო აღწერილი მხოლოდ ურემიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლევოკარნიტინს.
დოზირების შემცირება ხშირად ამცირებს, ან სრულიად აქრობს კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს. პრეპარატის მიმართ ამტანობა უნდა შემოწმდეს მიღებიდან ერთი კვირის მანძილზე და დოზის ნებისმიერი გაზრდისას.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
არ არის მონაცემები.
განსაკუთრებული მითითებები:
ლევოკარნიტინის პერორალური ფორმით მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ შეიძლება შეფასდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა დარღვევების მქონე პაციენტებში, ან ჰემოდიალიზისას თირკმლის პათოლოგიების ბოლო სტადიისას შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური მეტაბოლიტების კუმულირება ტრიმეთილამინისა და ტრიმეთილამინ-N-ოქსიდის, რადგანაც ეს მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით. სიფრთხილით მიიღება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.
გამოყენება ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულებში ლევოკარნიტინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის.
ლევოკარნიტინი წარმოადგენს ქალის რძის შემადგენელ ნორმალურ კომპონენტს. ძუძუთი კვებისას მისი გამოყენების ცნობები არ არის შესწავლილი.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებისას ლევოკარნიტინის ტოქსიკურობის შესახებ არ არის მონაცემები. დოზის გადაჭარბებისას გამოიყენება სიმპტომური მკურნალობა.
გამოშვების ფორმა
120 მლ ხსნარი ფლაკონში, ფლაკონი მუყაოს შეფუთვაში, მზომ შპრიცთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25 °С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.
გაცემის წესი
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
LLC Grand Medical Georgia.
მწარმოებელი
Miquel Y Garriga S.L., Joaquim Costa, 18 1 a, 08930 MONGAT,
Barcelona, Spain.