აციკლოვირი 3% 5გ თვ.მალამო
გააზიარე:
აციკლოვირ-აკოსი
სავაჭრო დასახელება:აციკლოვირ-აკოსი
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება (სად):აციკლოვირი
სამკურნალო ფორმა: თვალის მალამო
შემადგენლობა 1 გ-ზე:
მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი - 0,03 გ;
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი (ვაზელინი).
აღწერა.თეთრი ან თეთრი ყვითელი შეფერილობით მალამო, ან ყვითელი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.ანტივირუსული საშუალება.
კოდი АТХ: S01AD03.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ანტივირუსული (ანტიჰერპესული) საშუალება - თიამინის ნუკლეოზიდის სინთეზური ანალოგი.
ინფიცირებულ უჯრედებში, რომლებიც შეიცავენ ვირუსულ თიმიდინკინაზას, ხდება ფოსფორილირებადა აციკლოვირის მონოფოსფატად გარდაქმნა. გუანილატციკლაზის ზეგავლენის ქვეშ აციკლოვირის მონოფოსფატი გარდაიქმნა დიფოსფატად და რამოდენიმე უჯრედოვანი ფერმენტის ზეგავლენის ქვეშ - ტრიფოსფატად. მოქმედების მაღალი შერჩევითობა და დაბალი ტოქსიკურობა ადამიანისთვის განპირობებულია მაკროორგანიზმის ინტაქტურ უჯრედებში აციკლოვირტრიფოსფატის წარმოსაქმნელადაუცილებელი ფერმენტის არ არსებობით.
აციკლოვირტრიფოსფატი ჩაშენდება ვირუსით სინთეზირებად დეზოქსირიბონუკლეინმჟავაში (დნმ) და ბლოკიავს ვირუსის გავრცელებას. სპეციფიურობა და მოქმედების ძალიან მაღალი სელექციურობა ასევე განპირობებულია უპირატესად მისი დაგროვებით უჯრედებში, რომლებიც დაზიანებულია ჰერპესის ვირუსით.
მაღაალქტიურია 1 და 2 ტიპის Herpes simlex ვირუსის მიმართ; ვირუსის, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას და სარტყლისებრ ლიქენს (Varicella zoster); ეპშტეინ-ბარის ვირუსი (ვირუსების სახეობები მითითებულია აციკლოვირის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (მჩკ) სიდიდის ზრდის წესით). ზომიერად აქტიურია ციტომეგალოვირუსის (ცმვ) მიმართ.
ჰერპესის დროს ხელს უშლისგამონაყარის ახალი ელემენტების წარმოქმნას, ამცირებს კანისმიერი დისემინაციის და ვისცერალური გართულებების ალბათობას, აჩქარებს ქერქების წარმოქმნას, სარტყლისებრიჰერპესის მწვავე ფაზაში ამცირებს ტკივილს.
ფარმაკოკინეტიკა
აციკლოვირი ადვილად აღწევს რქოვანას ეპითელიუმში და ქმნის თერაპიულ კონცენტრაციას თვალის შიდა სითხეში. ამჟამად არ არსებობს სისხლში აციკლოვირის განსაზღვრის მეთოდები მისი თვალის მალამოს სახით გამოყენებისას. აციკლოვირი გარეგანი გამოყენებისთვის განისაზღვრება მხოლოდ შარდში, თანაც, მცირე რაოდენობით. ამ კონცენტრაციას არა აქვს თერაპიული მნიშვნელობა.
გამოყენების ჩვენებები
ჰერპესული კერატიტი, გამოწვეული 1 და 2 ტიპის Herpes simlex ვირუსით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის მიმართ.
ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
პრეპარატი დედის რძეში ჩნდება დედის სისტემურ სისხლის ნაკადში მოხვედრის შემდეგ, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ადგილობრივად.
მოზრდილებსა და ბავშვეშითვალის მალამო 1 სმ სიგრძის ზოლის სახით იდება ქვედა კონიუნქტივის ტომარაში 5-ჯერ დღეში (ყოველ 4 საათში) შეხორცებამდე.
მკურნალობა გრძელდება შეხორცებიდან კიდევ 3 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენები მოყვანილია კლინიკური კვლევების მსვლელობისას შეხვედრის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად - 10% მეტი; ხშირად - 1% მეტი და 10% ნაკლები;არახშირად - 0,1% მეტი და 1% ნაკლები; იშვიათად - 0,01% მეტი და 0,1% ნაკლები; ძალიან იშვიათად - 0,01% ნაკლები.
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად - დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მ.შ. ანგიონევროზული შეშუპება).
მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - წერტილოვანი ზედაპირული კერატოპათია (არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას და ქრება შედეგების გარეშე): ხშირად- მსუბუქი წვა (რომელიც გადის დროთა განმავლობაში); არა ხშირად - კონიუნქტივიტი; იშვიათად - ბლეფარიტი.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბება შესაძლებელია შემთხვევით გადაყლაპვისას.
სიმპტომები: თავის ტკივილი, ნევროლოგიური დარღვევები, ქოშინი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ლეთარგია, კრუნჩხვები, კომა.
მკურნალობა: სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება, ჰემოდიალიზი
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება
იმუნოსტიმულატორებთან ერთად გამოყენება აძლიერებს აციკლოვირის ეფექტს.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის ეფექტი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ადრეა იგი დაწყებული (ინფექციის პირველივე ნიშნებისას).
აციკლოვირის თვალის მალამოთი მკურნალობის პერიოდში არაა რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
აციკლოვირის სამკურნალო ეფექტის რეალიზებისთვის მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებს აციკლოვირის მალამოს ადგილობრივი გამოყენების ფონზე საჭიროა პრეპარატის სისტემური შეყვანის დანიშვნა, ისევე როგორც ჰერპესული ინფექციის მძიმე შემთხვევების დროს და მორეციდივე მიმდინარეობისას.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია მხედველობის აღქმის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, და მის აღდგენამდე არაა რეკომენდებული ავტომობილის მართვა და იმ საქმიანობის სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და რეაქციებს.
გამოშვების ფორმა
თვალის მალამო 3%.
ალუმინის ტუბი 5 გ.
თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთადმოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. გამოიყენება შეფუთვის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი/მწარმოებელი/მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
ღია სააქციო საზოგადოება ,,სამედიცინო პრეპარატების და ნაკეთობების კურგანის სააქციო საზოგადოება ,,სინთეზ“-ი (ღსს ,,სინთეზ“-ი), რუსეთი.
640008, კურგანის ოლქი, ქ. კურგანი, კონსტიტუციის გამზ., სახლი 7.
ტელ./ფაქსი: (3522) 48-16-89
e-mail: [email protected]
www.ksintez.ru