კლოქსაცინი 500მგ #10ტ

კლოქსაცინი 500მგ #10ტ

42.86 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფულტონ მედიცინალ იტალია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევოფლოქსაცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 79756
გააზიარე:

ლოქსაცინი

500 მგ პერორალური ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლევოფლოქსაცინი.

 

შემადგენლობა

აქტიურინივთიერება: ლევოფლოქსაცინი.

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ლევოფლოქსაცინის ეკვივალენტურ 512,46 მგ ლევოფლოქსაცინს ჰემიჰიდრატს.

სხვა დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

 

ჩვენებები

ლევოფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ორგანოებისა და ქსოვილების ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ:

  • სინუსების
  • სასუნთქი სისტემის
  • საშარდე გზების, თირკმლების, შარდის ბუშტის
  • წინამდებარე  ჯირკვლის
  • კანისა და რბილი ქსოვილების.

ზოგიერთ განსაკუთრებულ სიტუაციაში კლოქსაცინი ტაბლეტები შეიძლება გამოიყენებული იყოს ციმბირის წყლულის განვითარების შესაძლებლობის შესამცირებლად ან დაავადების გამწვავებისას  ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიებზე ზემოქმედების მიზნით.

 

უკუჩვენებები

  • ლევოფლოქსაცინის, ქინოლონების ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი, მიმართ ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგიული. ალერგიული რეაქციის ნიშნებია: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება;
  • ეპილეფსია;
  • მყესების მხრივ პრობლემები, როგორიცაა ტენდინიტი, რომელიც ქინოლონების ანტიბაქტერიული მკურნალობასთან იყო დაკავშირებული;
  • ბავშვები და მოზარდები;
  • ორსულობა;
  • ლაქტაცია.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კლოქსაცინი ტაბლეტების მიღებამდე პაციენტმა უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, შემდეგ შემთხვევებში:

  • 60 წლის ან უფრო მეტი ასაკი;
  • კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას;
  • თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია კრუნჩხვა (გულყრა);
  • თავის ტვინის დაზიანება ინსულტის ან თავის ტვინის სხვა დაზიანება;
  • თირკმლების პრობლემები;
  • გლუკოზა–6–ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი. სავარაუდოა, სისხლის სერიოზული პრობლემები ამ პრეპარატის მიღებისას;
  • ფსიქიკის პრობლემები;
  • გულის პრობლემები: ამ ტიპის პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილის დაცვაა საჭირო შემდეგ პაციენტებში: თანდაყოლილი ხანგრძლივი QT ინტერვალი ან ოჯახურ ანამნეზში მისი არსებობა, სისხლში მარილოვანი დისბალანსი (განსაკუთრებით, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), გულის ძალიან ნელი რიტმი (ე.წ. "ბრადიკარდია"), სუსტი გული (გულის უკმარისობა), ანამნეზში  გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), ქალები ან ხანდაზმულები ან პირები, რომლებიც იყენებენ ეკგ-ს პათოლოგიურ ცვლილების გამომწვევ პრეპარატებს, ან ვიტამინი K–ს ანტაგონისტ პრეპარატებს (მაგ. ვარფარინს),  კოაგულაციის ტესტების და/ან სისხლდენის შესაძლო   მატების გამო;
  • დიაბეტი;
  • ღვიძლის პრობლემები;
  • მიასთენია გრავისი;
  • აორტის ანევრიზმის ან მსხვილი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმის დიაგნოზი;
  • აორტის განშრევების  წინარე ეპიზოდი (აორტის კედლის გახევა);
  • გულის სარქველებიდან გაჟონვა (გულის სარქვლის რეგურგიტაცია);
  • აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების ან სხვა რისკ ფაქტორების ან  მდგომარეობების განმაპირობებელი ოჯახური ისტორია (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ან ელერს–დანლოსის სისხლძარღვოვანი სინდრომი, ტურნერის სინდრომი, შოგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება] ან სისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიიტი, გიგანტურ–უჯრედოვანი არტერიიტი, ბეხჩეტის დაავადება, სისხლის მაღალი წნევა ან ცნობილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]);
  • ლევოფლოქსაცინის მიღების შემდეგ თუ ოდესმე განვითარდა ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

 

ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის კლოქსაცინის ტაბლეტები,  პაციენტმა არ უნდა მიიღოს, თუ წარსულში ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას რაიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა.

 

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველასთან  არა. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქია ან ზომიერი და ხშირად ქრება მოკლე დროის შემდეგ.

 

  • შეიძლება იშვიათად განვითარდეს ტკივილი და შეშუპება სახსრებში და მყესების ანთება ან  გაგლეჯვა. რისკი იზრდება ხანდაზმულებში (60 წლის ზემოთ), ასევე ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: ორგანოს გადანერგვის ისტორია, თირკმლის პრობლემები ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა. მყესების ანთება და გახევა შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის პირველი 48 საათის განმავლობაში და კლოქსაცინის ტაბლეტებით თერაპიის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. მყესების ტკივილის ან ანთების პირველი ნიშნის გამოვლენისას (მაგალითად, კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში) უნდა შეწყდეს კლოქსაცინის ტაბლეტების მიღება, პაციენტი უნდა დაუკავშირდეს ექიმს და მტკივნეული ადგილი დაააფიქსიროს მოსვენებით მდგომარეობაში. თავიდან უნდა იქნას აცილებულით ზედმეტი მოძრაობა, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მყესების გაგლეჯვის  რისკი.
  • იშვიათად შეიძლება  გამოვლინდეს ნერვის დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით  ტერფებსა და ფეხებში ან ხელებსა და მკლავებში. მსგავს შემთხვევაში, უნდა შეწყდეს კლოქსაცინის ტაბლეტების მიღება და პაციენტმა დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს, რათა თავიდან იქნას აცილებული პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობა.
  • მუცლის, გულმკერდის ან ზურგის უეცარი ძლიერი ტკივილის შემთხვევაში, რაც შეიძლება აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების  სიმპტომები იყოს, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მანამდე ტარდებოდა სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა.
  • ქოშინის დაწყების შემთხვევაში, განსაკუთრებით წოლისას, ან ტერფების, წვივების ან მუცლის შეშუპების, ან გულისცემის გაძლიერების შემთხვევაში (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს.

 

კანის სერიოზული რეაქციები

ლევოფლოქსაცინის გამოყენებისას დაფიქსირებულია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

  • SJS / TEN შეიძლება თავდაპირველად გამოვლინდეს სხეულზე მოწითალო სამიზნეს მსგავსი ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით. ასევე, შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოებისა და თვალების (წითელი და შეშუპებული თვალები) წყლულები. ამ სერიოზულ გამონაყარს კანზე ხშირად წინ უსწრებს ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება პროგრესირებდეს კანის ფართო აქერცვლით და სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით ან გამოიწვიოს ფატალური შედეგი.
  • DRESS თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ გავრცელებული გამონაყარის სახით, სხეულის მაღალი ტემპერატურით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით სისხლის ანალიზებში და სისხლის თეთრი უჯრედების მომატებით (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძებით.

სერიოზული გამონაყარის ან კანის სხვა სიმპტომების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ლევოფლოქსაცინის მიღება და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან სამედიცინო დახმარებას.

კლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს ან ექთანს,   შემდეგი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას:

უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

  • ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემებს, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას.

 

კლოქსაცინის მიღება უნდა შეწყდეს  და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტები:

იშვიათი (შეიძლება წარმოიქმნას არაუმეტეს 1 ადამიანში 1,000–დან)

  • კრუნჩხვები (გულყრები).
  • ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, სისხლის მხრივ გადახრები (ეოზინოფილია), ლიმფური კვანძების გადიდება და სხეულის სხვა ორგანოების მონაწილეობა (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომები, რომლებიც ცნობილია ასევე როგორც DRESS ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი);
  • სინდრომი, რომელიც უკავშირდება წყლის ექსკრეციის დაქვეითებას და ნატრიუმის დაბალ დონეს (SIADH);
  • სისხლჩაქცევების ადვილად წარმოქმნა და სისხლდენა თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო (თრომბოციტოპენია);
  • სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ნეიტროპენია);
  • გადაჭარბებული იმუნური პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა);
  • ვიზუალური ან სმენითი მოჩვენებები (ჰალუცინაციები, პარანოია), აზრისა და აზრების შეცვლა (ფსიქოტიკური რეაქციები).

 

უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

  • სერიოზული გამონაყარი კანზე, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. ეს შეიძლება გამოვლინდეს სამიზნეს მსგავსი მოწითალო ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით სხეულზე, კანის აქერცვლის, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების წყლულების სახით და შეიძლება მათ წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
  • მადის დაკარგვა, კანისა და თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, ქავილი ან მტკივნეული კუჭი (მუცელი). ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, მათ შორის ღვიძლის ფატალური უკმარისობა.
  • წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება - ნეიროპათიის სიმპტომები.
  • წყლიანი დიარეა, რომელსაც შეიძლება სისხლიანი იყოს, შესაძლოა კუჭის სპაზმებით და მაღალი ტემპერატურით; რაც შეიძლება იყოს ნაწლავის მძიმე  პრობლემის ნიშნები.
  • ტკივილი და ანთება თქვენს მყესებში ან იოგებში, რამაც შეიძლება მათი გაგლეჯვა  გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად აქილევსის მყესი ზიანდება.
  • ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, რომელიც არ ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებით (აგრანულოციტოზი).
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ანაფილაქსიური შოკის მსგავსი).
  • გონების ან სხეულის პოზიციის დროებითი დაკარგვა (სინკოპე).
  • მხედველობის დროებითი დაკარგვა.
  • გულის პათოლოგიური სწრაფი რიტმი, სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევა გულის გაჩერების ჩათვლით, გულის რითმის შეცვლა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჩანს ეკგ-ზე, გულის ელექტრული აქტივობა).
  • პანკრეატიტი.
  • ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
  • კუნთების გაგლეჯვა და კუნთების განადგურება (რაბდომიოლიზი).
  • სუიციდური აზრების ან ქმედებების განვითარების რისკი.
  • პორფირიის შეტევები იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე აქვთ პორფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლური დაავადება).

 

თუ კლოქსაცინი ტაბლეტების გამოყენებისას მხედველობა დაქვეითდა ან თვალის რაიმე სხვა დარღვევა აღინიშნება, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს თვალის სპეციალისტს.

 

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერი ხდება სერიოზული ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში:

ხშირი (შეიძლება წარმოიქმნას არაუმეტეს 1 ადამიანში 10–დან)

  • ძილის პრობლემები;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა, პირღებინება) და დიარეა;
  • სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მომატება.

არახშირი (შეიძლება წარმოიქმნას არაუმეტეს 1 ადამიანში 100–დან)

  • სხვა ბაქტერიების ან სოკოების რაოდენობის ცვლილებები, ინფექცია Candida–ს სახელწოდების სოკოებით, რისი მკურნალობაც შესაძლოა საჭირო გახდეს;
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები, რომლებიც ნაჩვენებია სისხლის ზოგიერთი ტესტის შედეგებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია);
  • სტრესის გრძნობა (შფოთვა), დაბნეულობა, ნერვიულობა, ძილიანობა, კანკალი, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო);
  • ქოშინი (სუნთქვის გაძნელება);
  • გემოს შეცვლა, მადის დაქვეითება, კუჭის აშლილობა ან მონელების დარღვევა (დისპეფსია), ტკივილი კუჭის მიდამოში, შებერვის შეგრძნება (მეტეორიზმი) ან ყაბზობა;
  • ქავილი და გამონაყარი კანზე, ძლიერი ქავილი ან ჭინჭრის ციება (ურტიკარია), მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
  • სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი;
  • სისხლის ტესტებმა შეიძლება აჩვენონ უჩვეულო შედეგები ღვიძლის (ბილირუბინის მომატებით) ან თირკმლების (კრეატინინის მომატებით) პრობლემების გამო;
  • ზოგადი სისუსტე.

იშვიათი (შეიძლება წარმოიქმნას არაუმეტეს 1 ადამიანში 1,000–დან)

  • სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის;
  • დეპრესიის გრძნობა, ფსიქიური პრობლემები, მოუსვენრობა (აგზნება), არანორმალური სიზმრები ან კოშმარები;
  • ხელებში და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
  • სმენის (ტინიტუსი) ან მხედველობის (მხედველობის დაბინდვა) პრობლემები;
  • უჩვეულო სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია), გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია) ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
  • კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება);
  • თქვენი თირკმლის მუშაობის ცვლილებები და თირკმლის პერიოდული უკმარისობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმლის ალერგიული რეაქციით, რომელსაც ეწოდება ინტერსტიციული ნეფრიტი;
  • ცხელება;
  • მკვეთრად გამიჯნული, ერითემატოზული ლაქები ბუშტუკებით / ბუშტუკების გარეშე, რომლებიც ვითარდება ლევოფლოქსაცინის მიღებიდან რამდენიმე საათში და შეხორცდება ანთების შემდგომი ნარჩენი ჰიპერპიგმენტაციით; როგორც წესი, რეციდივირება ვითარდება კანის ან ლორწოვანი გარსის იმავე ადგილზე ლევოფლოქსაცინის შემდგომი ზემოქმედების შედეგად.

სხვა გვერდითი ეფექტები მოიცავს:

  • სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაფერმკრთალება ან გაყვითლება სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების გამო; სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია);
  • სისხლში შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) ან სისხლში შაქრის დონის დაწევა, რომელიც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის;
  • სუნის შეგრძნების ცვლილება, ყნოსვის ან გემოვნების დაკარგვა (პაროსმია, ანოსმია, აგეზია);
  • გადაადგილებისა და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები);
  • სმენის დაქვეითება ან დაკარგვა;
  • სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი);
  • ფილტვების ალერგიული რეაქციები;
  • კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი სინათლის მიმართ (ფოტომგრძნობელობა);
  • სისხლძარღვების ანთება, ალერგიული რეაქციის გამო (ვასკულიტი);
  • პირის ღრუს ქსოვილის ანთება (სტომატიტი);
  • სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი);
  • ტკივილი, მათ შორის ზურგის, გულმკერდისა და კიდურების ტკივილი;
  • მუდმივი თავის ტკივილი ბუნდოვანი მხედველობით ან მის გარეშე (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია).

ძალიან იშვიათი შემთხვევები ხანგრძლივი მიმდინარეობის (თვეებამდე ან წლებამდე) ან მუდმივი გვერდითი წამლისმიერი რეაქციები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გაგლეჯვა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი სიარულისას, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ნემსების შეგრძნება, ჩხვლეტა, ღიტინი, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, აგრეთვე სმენის, მხედველობის, გემოსა და სუნის დაქვეითება დაკავშირებულია ქინოლონის და ფტორქინოლონის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მიუხედავად არსებული რისკის ფაქტორებისა.

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ფტორქინოლონებს/ქინოლონებს, დაფიქსირდა აორტის კედლის გაფართოების ან შესუსტების ან აორტის კედლის ”გამობურცულობის” შემთხვევები (ანევრიზმა და განშრევება), რომელიც შეიძლება გასკდეს და  ფატალური აღმოჩნდეს, ასევე გულის სარქველების გაჟონვა.

 

ხანგრძლივი, უნარშემზღუდავი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი ეფექტები

ფტორქინოლონის/ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატები, კლოქსაცინის ჩათვლით, ასოცირდება ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, ზოგიერთი მათგანი ხანგრძლივია (გრძელდება თვეები ან წლები), უნარშემზღუდავია ან პოტენციურად შეუქცევადია. მათ შორის ისეთი როგორიცაა, ზედა და ქვედა კიდურების მყესების, კუნთების და სახსრების ტკივილი, სიარულის გაძნელება, პათოლოგიური შეგრძნებები, როგორიცაა ნემსების შეგრძნება, ჩხვლეტა, ღიტინი, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს, სუნის და სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ძლიერი დაღლილობა და ძილის ძლიერი დარღვევები.

 

კლოქსაცინი ტაბლეტების მიღების შემდეგ რომელიმე აღნიშნული გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტი მკურნალობის გაგრძელებამდე  დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს ექიმს.

 

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ეს პრეპარატი არ გამოიყენება.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

კლოქსაცინის ტაბლეტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე. ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კლოქსაცინი ტაბლეტებზე.

კლოქსაცინის ტაბლეტების გამოყენებისას შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობის გაზრდა შემდეგ მედიკამენტებთან ერთდროულად გამოყენებისას:

  • კორტიკოსტეროიდები - გამოიყენება ანთების დროს. მყესების ანთების და/ან გაგლეჯვის განვითარების ალბათობა  იზრდება.
  • ვიტამინი K–ს ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი - გამოიყენება სისხლის გასათხელებლად.  სავარაუდოა სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა. რეკომენდებულია სისხლის რეგულარული ანალიზები,  სისხლს შედედების სურათის შესაფასებლად.
  • თეოფილინი - გამოიყენება სუნთქვის პრობლემების დროს. კლოქსაცინი ტაბლეტების მიღების შემთხვევაში, კრუნჩხვების (გულყრა) რისკი უფრო მეტადაა სავარაუდო.
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული  პრეპარატები (ასაპ) - გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს, მათ შორის არის ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი, ინდომეტაცინი. კლოქსაცინის ტაბლეტების მიღების შემთხვევაში, კრუნჩხვების (გულყრა) განვითარება უფრო მეტად სავარაუდოა.
  • ციკლოსპორინი - გამოიყენება ორგანთა ტრანსპლანტაციის შემდეგ. ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენების განვითარება უფრო მეტადაა სავარაუდო.
  • მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს გულისცემაზე. მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევისას (ანტიარითმული საშუალებები, როგორიცაა ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიატრიული დარღვევებისას (ანტიფსიქოტური პრეპარატები) და ბაქტერიული ინფექციებისათვის ("მაკროლიდური" ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი). 
  • პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს) ან ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის წყლულის და გულძმარვის დროს). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კოლქსაცინის ტაბლეტების მიღებას რომელიმე ამ პრეპარატის მიღებისას. შესაძლოა ექიმმა მიმართოს უფრო დაბალი დოზის გამოყენებას, თირკმლების პრობლემების შემთხვევაში.

 

იმის გამო, რომ ცალკეულ პრეპარატებს შეუძლია გავლენა მოახდინოს კლოქსაცინის ტაბლეტების მოქმედებაზე, კლოქსაცინის ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ერთდროულად შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

  • რკინის შემცველი ტაბლეტები (ანემიის დროს), თუთიის დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (მომატებული მჟავიანობისთვის ან გულძმარვისთვის), დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულის დროს).

 

შარდის ტესტები ოპიატებზე

ადამიანებში კლოქსაცინი ტაბლეტების მიღებისას შარდის ტესტებმა შეიძლება აჩვენოს "ცრუ პოზიტიური" შედეგები ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებზე "ოპიატების" სახელწოდებით. შარდის ანალიზის მოთხოვნის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რომ იყენებს კლოქსაცინის ტაბლეტებს.

 

ტუბერკულოზის ტესტები

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ”ცრუ უარყოფითი” შედეგები ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტისთვის, რომლითაც განისაზღვრება ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ასევე იმ შემთხვევაში, როცა  შეიძლება პაციენტი დაორსულდეს ან ფიქრობს, რომ ორსულად არის.

 

ავტომობილისმართვადა მექანიზმების გამოყენება

ამ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, მათ შორის თავბრუსხვევის შეგრძნება, ძილიანობა, ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო) ან მხედველობის ცვლილება. ამ გვერდითი ეფექტებიდან ზოგიერთს შეუძლია გავლენა მოახდინოს კონცენტრაციის უნარზე და რეაქციის სიჩქარეზე. ამ შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და არ შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

 

კლოქსაცინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობისას, ამ პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

 

მიღების წესი

  • წამალი მიიღება პერორალურად;
  • ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს  მთლიანად, წყლის დაყოლებით;
  • ტაბლეტი შეიძლ;ება გაიყოს თანაბარ დოზებად;
  • ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის დროს ან შუალედში ნებისმიერ დროს.

 

მზის სხივების გავლენა

ამ პრეპარატის მიღების დროს და მისი მიღების შეწყვეტიდან შემდეგი 2 დღის განმავლობაში რეკომენდებულია მზის პირდაპირ ზემოქმედების თავიდან არიდება. ვინაიდან კანი ბევრად უფრო მგრძნობიარე ხდება მზის მიმართ და შეიძლება განვითარდეს დამწვრობა, ჩხვლეტის შეგრძნება, ბუშტუკები. ამიტომ რეკომენდებულია შემდეგ ზომების მიღება:

  • მზისგან დამცავი მაღალფაქტორიანი კრემის გამოყენება,
  • ყოველთვის ქუდისა და ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც ფარავს ხელებსა და ფეხებს,
  • მზის დასხივების არიდება.

 

თუ პაციენტი იღებს რკინის ტაბლეტებს, თუთიის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს

  • პაციენტმა არ უნდა მიიღოს ეს მედიკამენტები კლოქსაცინის ტაბლეტებთან ერთად. პაციენტმა ამ მედიკამენტების დოზა უნდა მიიღოს მინიმუმ 2 საათის განმავლობაში კლოქსაცინის ტაბლეტების მიღებამდე ან მის შემდეგ.

დოზირება

  • კლოქსაცინის ტაბლეტის დოზირების რეჟიმს განსაზღვრავს ექიმი;
  • დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ასევე ორგანიზმში ინფექციის ლოკალიზაციაზე;
  • მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულია  ინფექცია;
  • მედიკამენტის მოქმედების ძალიან სუსტი ან ძლიერი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, დოზირების ცვლილება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით.

 

მოზრდილები და ხანდაზმულები

სინუსების ინფექცია

  • ერთი ტაბლეტი კლოქსაცინი  500 მგ, დღეში ერთხელ.

 

ფილტვების ინფექცია, სუნთქვის გახანგრძლივებული პრობლემებით

  • ერთი ტაბლეტი კლოქსაცინი  500 მგ, დღეში ერთხელ.

 

პნევმონია

  • კლოქსაცინი  500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ.

 

თირკმელების ან შარდის ბუშტის, საშარდე გზების ინფექცია

  • ნახევარი ან ერთი ტაბლეტი კლოქსაცინი  500 მგ, დღეში ერთხელ.

.

პროსტატის ჯირკვლის ინფექცია

  • ერთი ტაბლეტი კლოქსაცინი  500 მგ, დღეში ერთხელ .

 

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია

  • კლოქსაცინი 500 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ.

 

ციმბირის წყლულის გამომწვევი ბაქტერიებზე ზემოქმედება

  • ერთი ტაბლეტი კლოქსაცინი  500 მგ, დღეში ერთხელ.

 

მოზრდილები და ხანდაზმულები თირკმელების პრობლემებით

ექიმმა რეკომენდაციით შესაძლოა დაინიშნოს უფრო დაბალი დოზა.

 

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ბავშვებსა და მოზარდებში არ ინიშნება.

 

დოზის გადაჭარბება

საჭიროზე მეტი მეტი ტაბლეტის შემთხვევით მიღებისას, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს ან მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას; პაციენტმა თან უნდა წაიღოს წამლის შეფუთვა. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: კონვულსიური შეტევები (კრუნჩხვები), დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, ტრემორი და გულის პრობლემები - გულის არათანაბარი რიტმი, ასევე ავადობის შეგრძნება (გულისრევა) ან კუჭის არეში წვის შეგრძნება.

 

დოზის გამოტოვება

დოზის შემთხვევით გამოტოვებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ კი მოსული არ არის შემდეგი დოზის დრო. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

 

მკურნალობის შეწყვეტა

კლოქსაცინი ტაბლეტების მიღების შეწყვეტა არ უნდა მოხდეს იმის გამო, რომ პაციენტი თავს უკეთ გრძნობს.  მნიშვნელოვანია, რომ  ტაბლეტების მიღების კურსი დაასრულდეს  ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ტაბლეტების მიღების რეკომენდებულზე ნაადრევად დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ინფექცია დაბრუნდეს, მდგომარეობა გაუარესდეს ან ბაქტერიები წამლის მიმართ რეზისტენტული გახდეს.

 

შენახვის წესი

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებული წამლები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

კლოქსაცინი ტაბლეტი მოთეთრო–მოყვითალო ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტებია.

10 ტაბლეტი მოთავსებულია პვქ/ალ ბლისტერში, 1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

კლოქსაცინი არის „NOVATOR PHARMA” LLP (UK) პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

 Novator Pharma LLP

8 Shepherd Market, Office 21                                           

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

 

მწარმოებელი

Fulton medicinali S.p.A.

Via Marconi 28/9

20044 Arese (MI)

იტალია.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (144 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2025-08-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-08-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-08-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-08-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-08-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-08-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-08-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-08-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-08-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-08-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-08-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2025-08-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-08-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-08-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-08-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-08-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-08-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-08-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-08-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-08-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-08-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2025-08-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-08-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-08-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2025-08-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-08-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-08-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-08-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2025-08-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-08-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-08-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-08-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2025-08-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2025-08-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2025-08-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2025-08-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2025-08-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2025-08-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2025-08-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2025-08-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2025-08-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2025-08-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2025-08-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2025-08-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2025-08-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2025-08-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2025-08-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2025-08-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2025-08-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2025-08-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2025-08-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2025-08-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2025-08-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2025-08-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2025-08-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2025-08-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2025-08-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2025-08-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2025-08-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2025-08-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2025-08-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2025-08-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2025-08-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2025-08-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2025-08-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2025-08-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2025-08-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2025-08-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2025-08-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2025-08-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2025-08-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2025-08-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2025-08-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2025-08-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2025-08-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2025-08-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2025-08-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2025-08-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2025-08-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2025-08-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2025-08-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2025-08-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2025-08-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2025-08-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2025-08-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2025-08-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2025-08-01

რეგიონი (197 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2025-08-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-08-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2025-08-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-08-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-08-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2025-08-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-08-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2025-08-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2025-08-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2025-08-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2025-08-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2025-08-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2025-08-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2025-08-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2025-08-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-08-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2025-08-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2025-08-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-08-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-08-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-08-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-08-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-08-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-08-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2025-08-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2025-08-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-08-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2025-08-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2025-08-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2025-08-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-08-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2025-08-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2025-08-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2025-08-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2025-08-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2025-08-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2025-08-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2025-08-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2025-08-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2025-08-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2025-08-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2025-08-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2025-08-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2025-08-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2025-08-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2025-08-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2025-08-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2025-08-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2025-08-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2025-08-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-08-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-08-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-08-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2025-08-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-08-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-08-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2025-08-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-08-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-08-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-08-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-08-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2025-08-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2025-08-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2025-08-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-08-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2025-08-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2025-08-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2025-08-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-08-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-08-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-08-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2025-08-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2025-08-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2025-08-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2025-08-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2025-08-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2025-08-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2025-08-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2025-08-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2025-08-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2025-08-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2025-08-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2025-08-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2025-08-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2025-08-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2025-08-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2025-08-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2025-08-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2025-08-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2025-08-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2025-08-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2025-08-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-08-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2025-08-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2025-08-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2025-08-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2025-08-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-08-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2025-08-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-08-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2025-08-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2025-08-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2025-08-01