ტაიქოლდი ლორი თაფლ/ლიმ#24ტ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ტაიქოლდ ლორი ტაფლისა და ლიმონის არომატით
ტაიქოლდ ლორი ტყის კენკრის არომატით
ტაიქოლდ ლორი ფორთოხლის არომატით
ტაიქოლდ ლორი ქლიავის არომატით
ტაიქოლდ ლორი მენთოლის არომატით
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ფორთოხლის არომატით:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი – 1,2 მგ
ამილმეტაკრეზოლი – 0,6 მგ
ასკორბინის მჟავა – 100,0 მგ
სხვა არომატებით:
თითო საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2,4-დიქლორობენზილის სპირტი – 1,2 მგ
ამილმეტაკრეზოლი – 0,6 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტაფლისა და ლიმონის არომატი: ტარტრაზინი (CI 19140), ევკალიპტის ზეთი, პიტნის ზეთი მენთოლის გარეშე, მენთოლი, ლიმონის ზეთი, ტაფლის არომატი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.
ტყის კენკრის არომატი: Ponceau 4R (CI 16255), სალის არომატი, ტყის კენკრის არომატი, პიტნის ზეთი, მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.
ფორთოხლის არომატი: Sunset Yellow (CI 15985), ევკალიპტის ზეთი, პიტნის ზეთი, მენთოლი, ლიმონის ზეთი, ფორთოხლის არომატი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა.
ქლიავის არომატი: საქაროზა, თხევადი გლუკოზა, კარმოიზინი (CI 14720), ბრილიანტის ლურჯი (CI 42090), ნატრიუმის ქლორიდი, მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონმჟავა, პიტნის ზეთი, ქლიავის არომატი.
მენთოლის არომატი: საქაროზა, თხევადი გლუკოზა, ბრილიანტის ლურჯი (CI 42090), მენთოლი, ევკალიპტის ზეთი, ლიმონმჟავა.
სამკურნალო ფორმა
საწუწნი ტაბლეტები
გამოშვების ფორმა
ტაფლისა და ლიმონის არომატი: ყვითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები.
ტყის კენკრის არომატი: წითელი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები.
ფორთოხლის არომატი: სტაფილოსფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები.
ქლიავის არომატი: იისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები.
მენთოლის არომატი: ლურჯი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
2,4-დიქლორობენზილის სპირტი და ამილმეტაკრეზოლი ხასიათდება ანტისეპტიკური მოქმედებით.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და ამცირებს ინფექციის დროს ორგანიზმში ვიტამინის დონის შემცირებას.
ფარმაკოკინეტიკა არ განიხილება.
კლინიკური მონაცემები
ჩვენება: პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობა.
დოზირება: მოზრდილები — ნელა საწუწნი 1 ტაბლეტი ყოველ 2–3 საათში ერთხელ.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მცირე ასაკის ბავშვებში გამოყენება მხოლოდ ექიმის მითითებით.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედება
არ არის აღწერილი.
ორსულობა და ლაქტაცია
არ განიხილება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ განიხილება.
გვერდითი ეფექტები
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები მომატებული მგრძნობელობის გამო.
დოზის გადაჭარბება
შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი. მკურნალობა სიმპტომურია.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III — გაიცემა ურეცეპტოდ.
ვარგისობის ვადა
3 წელი
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა
PVDC/ალუმინის ბლისტერი, ალუმინის პაკეტი მუყაოს კოლოფში.
რაოდენობა კოლოფში
2 × 12 ტაბლეტი
მფლობელი და მწარმოებელი
GM Pharmaceutical LTD, საქართველო
Millimed Co., Ltd., ტაილანდი










